↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მიყვარს შემწვარი კართოფილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 128 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნათიკუ პრივეტები კოცნებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ციცი მეც გკოცნი და აბა შენ იცი მიხედე აქაურობას მე ათასში ერთხელ კი შემოვკაკუნდები მთლად კი არ მიგატოვებთ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
აი დავბრუნდიიიი ახლა აღარ მიგატოვებთ ვისაც გაუხარდა ხელი აიწიოს!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას მოგესალმებით!
თანახმა ვარ,რომ უფალმა ყველა საკვები პროდუქტი და სხვაც ადამიანის სასიკეთოდ შექმნა(მოციქულ პეტრესა და პავლეს კანონების 51-ე პუნქტი)და მათ შორის კარტოფილიც.
შემდეგ?
შემდეგ ვის უნდა ვესაუბროთ ამ თემაზე,თუ რატომ არ შეიძლება რომელიმე ნივთისა თუ მოვლენის ლანძღვა-კრიტიკა და მათ შორის კარტოფილისაც და რატომ ითვლება ეს მკრეხელობად...
ვის ვესაუბროთ?
მეზობლებო!სად ხართ?
პ.ს.ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი...ძალიან-ძალიან!ნეტავ ქრისტეფორე კოლუმბამდე როგორ ცხოვრობდნენ ევროპაში უკარტოფილოდ?
რუსეთში პეტრე პირველის დროს კარტოფილი მოხარშული სახით შემოჰქონდათ სუფრაზე როგორც დესერტი ჩაისთან ან ყავასთან(ასევე პეტრე პირველის მიერ შემოტანილი რუსეთში)და მას შაქრით(!!!)გეახლებოდნენ.ითვლებოდა დელიკატესად.
ათონის მთაზეც,მონასტრებში კარტოფილი დელიკატესად ითვლება,რადგანაც იმ მთა-გორიან ადგილებში კარტოფილი ბერებს ვერ მოყავთ,მას შემოწირულობის სახით ან სპეციალურად იძენენ და როგორც წესი ყოველი მათგანი საგულდაგულოდ ფოლგის ქაღალდშია გახვეული,რომ არ გაფუჭდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
აბა რა გითხრა ათონის მტაზე არ ვყოფილვარ და ვერც წავალ ქალებს არ უშვებენ, კართოფილი კი მართლა მადლიანი რამეა!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა მეზობელო''ნათიკუ''!
კველა კერძი კარგია და ადამიანისათვის სასიკეთო,მხოლოდ ნორმაში,ისევე როგორც ყველაფერი.როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს:''სხეული-ეს ის ცხენია,რომლითაც უნდა მივაღწიოთ ზეციურ იერუსალიმს.თუ მუდამ ნაყროვანებაში ამყოფებ-გაცოფდება;ხოლო თუ მოაკლებ საკვებს-დაეცემა''-ო.
ასევე ჰიპოკრატე ამბობდა:''ყველაზე უკეთ ადამიანის მკურნალობა კარგი საკვები პროდუქტებითაა შესაძლებელიო.''
რას იტყვით ამის თაობაზე?ანუ,სხვა საკვებ პროდუქტებზეც ხომ არ გვესაუბრა?მაგალითად ერთმა ამერიკულმა ინსტიტუტმა(აგარ მახსოვს მხოლოდ სახელწოდება მისი)გამოაქვეყნა(მათი აზრით)ყველაზე ძლიერ გამორჩეული 10 პროდუქტის სია,რომელიც ყველაზე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით:
1.პომიდორი,2.ისპანახი,3.ნიორი,4.მწვანე ჩაი,5.წითელი ნატურალური ღვინო,6.ორაგული,7.თხილი(ყველა სახის),8.შვრია,9.ბროკოლი და 10.მოცვი(''ჩერნიკა''რუსულად).

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
აგრეთვე არსებობს თეორია რომლის მიხედვითაც ადამიანები თავისი სისხლის ჯგუფის მიხედვით უნდა იკვებებოდნენ და ის საკვები რომელის მათთვის მავნებელია არ უნდა მიიღონ, მე პირადად არცერთ მოსაზრებას არ ვეთანხმები იმიტომ რომ თითოეული პროდუქტს სხვადასხვა საკვები ღირებულება გააჩნია ზოგიერთი დიეტოლოგი ორაგულს საერთოდ არ გვირჩევს იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანი თევზია და ომეგა 3 არ შეიცავს იმ ოდენობით რამდენიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება!!! ზომიერება კი ყველგან საჭიროა ჩემი აზრით კი ორგანიზმის გაწმენდის საუკეთესო საშუალება მარხვაა, ოღონდ ზედმეტი ცხიმების გარეშე, თუ 40 დღე არა ოთხშაბათი პარასკევი მაინც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
გმადლობთ პასუხისათვის ნათიკუ!
თვითოეული ადამიანის ორგანიზმში ჩადებულია ის,თუ ვინ როგორ უნდა იკვებებოდეს.მაგალითად,თუ ვგრძნობთ რომ ძალიან გვსურს თხილი-ესე იგი თხილში შედის ესა თუ ის,რაც ამჟამად ჩვენს ორგანიზმს სჭირდება(აკლია)და ამიტომ არ ღირს ამ''ძახილის''უარყოფა.ადამიანი რომ ძალიან ბევრის ჭამას იწყებს უეცრად და მას ძილი ერევა ამ დროს-ესეც ღვთის მიერ გათვალისწინებული კოდია-ასეთ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი იწყებს ძილის მომგვრელი ნივთიერების გამოყოფას-რომ ადამანს ზედმეტი არ მოუვიდეს.
რაც შეეხება სისხლის ჯგუფის მიხედვით კვებას-გულახდილად გეტყვით ნათიკუ,რომ პირველად მესმის ამის თაობაზე.
ომეგა 3 კი ძალიან საჭიროა და ისევ და ისევ ყველას თავისი მოთხოვნის მიხედვით.ნორვეგიაში ყველაზე მინიმალურია მსოფლიოში დაავადებანი დაკავშირებული სისხლძარღვების შევიწროვებასთან დაკავშირებით(ინფარქტ-ინსულტების ჩათვლით)და მიზეზი,როგორც ირკვევა,არის სწორედაც ის,რომ ინტენსიურად იკვებებიან ორაგულით(ომეგა 3 წმინდავს სისხლძარღვებს და არ აძლევს მათ შევიწროვების საშუალებას).
რაც შეეხება მარხვას:მხოლოდ და მხოლოდ უფლის მიმართ სიყვარულით გვასცავლის ეკლესია მათ დაცვას.
გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის!
კეთილი სურვილებით,ვარან ხუასრო თანგი(ასე ეძახდნენ სპარსელები წმ.მეფე ვახტანგ გორგასალს და საიდანაც მოდის სახელი ვახტანგი)!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
Image

ესეც კარტოფილი ფრი სამარხვოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარგი სურათია!
მადლობა ციციკორეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სწორია -კარტოფილი (და არა კართოფილი)...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვეთანხმებით ''ვილლს''-კარტოფილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნათუკი რატომ იკარგებიიიიი

11_6_205

will-ს სიცოცხლე და გამარჯვება

ერთი შენიშვნა "გამარჯობათ" არა სწორია. "გამარჯობა" სწორეა.
(არც მრავლობითშია საჭირო და არც პატივისცემისთვის).

მაპატიეთ თუ ზედმეტი "ვიპროფესორე" =zer= =zer= =0187 =ny =0176

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ ციციკორე-სიტყვა ''გამარჯობას''მრავლობითი ფორმა არ გააჩნია.უფრო მეტიც-სხვა ენებზეც კი ვერ ითარგმნება,რადგანაც სხვა ერებს ასეთი მნიშვნელობის შესაბამისი სიტყვა არ გააჩნიათ.ბევრი ქართული სიტყვა სხვა ენებზე არ და ვერ ითარგმნება ისე ერთი სიტყვით,როგორც ეს ჩვენ გაგვაჩნია.ეხლა აქედან გამომდინარე მთავარია ცხვირი მაღლა არ ავპრეხოთ და სიამაყით არ გადავხედოთ სხვებს-ყველა უბედურების თავი სწორედაც სიამაყეაო-გვასწავლიან ბრძენნი და განათლებულნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2009
Posts23
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ საკვებ პროდუქტებს ვუბრუნდები.მეცნიერები ამბობენ,რომ კომბოსტო ყველა მდგომარეობაში-მოხარშულ,შემწვარ,დამწნილებულ და ა.შ.-ბრწყინვალედ ინარჩუნებს თავის შინაგან მდგომარეობასო,ანუ ბევრი ნივთიერება არ ორთქლდება,არ ქრება და ა.შ.
ვინმეს ხომ არ შეუძლია განმარტება დაურთოს,თუ რატომ ხდება ეს?რა მიზეზით?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 128 posts ] 
მიყვარს შემწვარი კართოფილი
დესპანი