↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუაა PM_ში ლინკი დაგიდე ნახეე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
კი ვნახე ჩემო კარგო, მაგრამ დამეგობრება უნდაო - მე ასე გავიგე... არ იხსნება და იქ არ გადავყავარ, სადაც მინდა :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://mamaila.com/frm/index.php
გუგუააა აქ დააკლიკე
მეგობრობაც რა თქმა უნდა აუცილებელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოკლეეედ შენ რომ არ მყავდე ციცი, რა მეშველებოდა? რამდენჯერაც "ჩავიძირე" იმდენჯერ "ამომათრიე"! გაიხარე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ImageImageImageImageImageImageImageImage ImageImageImageImageImage ImageImageImageImage
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს დესპანელებო, ბუკაკიელებო, მახსოვხართ, მიყვარხართ, საუკეთესო, კეთილი სურვილები მინდა გისურვოთ მომავალი წლისთვის, მრავალს დაესწარით სიხარულში და ბედნიერად; მშვიდობა,წარმატებები, სიყვარული, ჯანი და მხნეობა უხვად და ბარაქიანად მოგეცეთ და მრავალჟამიერ ქართულ ჯიშსა და ჯილაგს საქართველოშიც, ფერეიდანშიც და მთელს დედამიწაზე, გეფერებით სუყველას...
=0054 =0183 =km =0182 =0187 =0174 =ny =0179 =0184

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გილოცავთ შობა–ახალ წელს!

http://www.youtube.com/watch?v=InpD_TNLar8 – ჩემი დისშვილის – ვახოს კლიპი!
http://www.youtube.com/watch?v=ZEufZ3jZhlo – ეს კი ფერეიდანშია ჩაწერილი!
http://www.youtube.com/watch?v=_pGjpXVE ... re=channel – გაიხალისებთ!

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თამო მრავალი ახალი წელი და ბედნიერი ბედობაააა საყვარელოოოო

გუგუაააა ბედნიერი ბედობააა ოჯახს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახლშობილმან ყრმამან, რომელი მოევლინა კაცთა მოდგმასა მისატევებლად ცოდვათა და ჯვრის სატვირთველად ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის, უფალმან რომელი იშვა ნეტარისა და წმიდისა დედისა მარიამისაგან, მოჰმადლოს წყალობა, მადლი და კურთხევა ერსა ივერიისასა და ყოველთა ქართველთა, რომელნიცა აღიარებენ და თაყუანსა სცემენ დაბადებასა მის კურთხეულისასა, მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა მრავალი შობა ჩემო მეგობარო
შენ და შენს ოჯახს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
სხვადასხვა დროს დასმული კითხვები: 1. ერთი სერიოზული შეკითხვა მაქვს, ძალიან მაინტერესებს, როგორ არის განვითარებული ''სექსუალური რევოლუცია'' ირანში? წინასწარ დიდი მადლობა. 2. მაინტერესებს რა დონის მიდრეკილება აქვთ სექსის მიმართ ირანში? წინასწარ დიდი მადლობა.

ახალი ქვეთავი 149 – „სექსი ირანში“.

ეს კი Djvakho–ს ახალი კლიპია:
http://www.youtube.com/watch?v=JakDRdmd ... re=channel

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 56.

გამარჯობა ბატონო გიორგი! დიდად აღფრთოვანებული დავრჩი თქვენი საიტით! მართლაც რომ პატრიოტულ საქმეს აკეთებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მე თქვენი მოგვარე ვარ და როცა პირველად ვნახე თქვენი საიტი, თვალები ცრემლით ამევსო. არ შემიძლია არ აღვნიშნო – უზომოდ ბედნიერი ვარ ეს მართლაც შესანიშნავი საიტი ალავერდაშვილების დამზადებული რომ არის. გისურვებთ წარმატებას! პატივისცემით, რამაზ ალავერდაშვილი. თბილისი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ნინოობას!

www.fereidani.ge
ქვეთავი 61 – სანდრო შანიძე – ალექსანდრე შანიძე. მიხა ხელაშვილი.

2010 წლის 25 იანვარს, თოვლსა და ქარბუქში, საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი (ხელმძღვანელი ერეკლე უგრელიძე) წავედით მიხა ხელაშვილის საფლავზე მისი დაბადებისა და მკვლელობის დღის აღსანიშნავად. დავანთეთ სანთლები, წავუქციეთ ზედაშე, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდმა შეასრულა საგალობლები, წარმოვთქვით სიტყვები , წავიკითხეთ მიხასი და მისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები. საფლავზე ამოვიდნენ ქართველ ჩოხოსნები (ხელმძღვანელი გოგი დოლიძე), დუშეთის ხალხური სიმღერების ქალთა ტრიო, რომლებმაც იმღერეს მიხას ლექსებზე შექმნილი სიმღერები. საფლავი აკურთხა და მიხა ხელაშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი გადაიხადა ჩარგლის ღვთისმშობლის ეკლესიაში ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წინამძღვარმა მამა იორამმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“

„საქართველო“ – ჩანაწერი 60.

მოგესალმებით, ბატონო გიორგი! ინტერესით წავიკითხე თქვენი საინტერესო მონათხრობი. ფერეიდანთან დაკავშირებული ამბები ბავშვობიდანვე მაინტერესებს და ეს საკითხი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს. მეც მყავს ერთი უმცროსი მეგობარი ფერეიდნელი ქართველი. მისი ძმაც აქ ირანის საელჩოში მუშაობდა. ასევე, ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი, პროფესორი ნომადი ბართაია, პირდაპირ შეყვარებულია ფერეიდანზე და მათაც ძალიან უყვართ, ბევრი მეგობარი ჰყავს იქ და ბევრ რამეს აკეთებს ამ მხრივ. (იგი ბ.-ნი მაგალი თოდუას ერთი რჩეულ მოწაფეთაგანია...) მიხარია, რომ ასე გულმოდგინედ მუშაობთ ამ სფეროში! პატივისცემით, იმედი ჯახუა.

„ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 56.

მოგესალმებით ბატონო გიორგი! მიხა ხელაშვილზე მასალის გასაცნობად შევედი თქვენს საიტზე და სულ სხვა სამყარო დამხვდა იქ, ნამდვილი ქართული, აქამდე როგორ არ ვიცოდი ეს საიტი-თქო, ვერ ვპატიობ ჩემს თავს. წავიკითხე თქვენი ფერეიდანში მოგზაურობის ისტორია, სხვაც ბევრი რამ და მინდა ჩემი გულწრფელი სიყვარული გამოვხატო თქვენს მიმართ და ყველა იმ ფერეიდნელის მიმართაც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! მიყვარს კარგი ქართველები და რა ვქნა! სამწუხაროდ, ამერიკაში მიწევს ცხოვრება ამ ეტაპზე, არ ვარ საქართველოში, თუმცა არც ერთი წამი არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე! მაკა გუგუჩია. უძველესი კოლხეთიდან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს

იოსებ ნონეშვილი

აავსე ჯამი, მალე ქვეყნად აღარ იქნება
აღარც ეგ ღვინო, აღარც მსმელი, ჰეი, მერიქიფევ...
შაჰ-აბასი

შენ ბოროტებას სტრიქონები როგორ გადაშლის...
წინაპართ ღვარძლი ჩემს ძარღვებში ისევ მოღელავს.
სწვავდი ქვეყანას, გამოგქონდა დიბა-ატლასი

ჰარამხანებში ხათუნების შესამკობელად.
გრძნობდი, შაჰობაც განგებისგან რომ ვერ გიხსნიდა.
მაშ, რატომ გედგა ღვინის ჯამთან ჯამი სისხლისა?!

როცა დაეცი მეფე მგოსანს მახვილთა ელვით,
რად არ იგრძენი პოეზიის წმინდა ნათელი...
რად არ იგრძენი... ხალხის სისხლით ისე დათვერი,
თვით ფერეიდანს დააფრქვიე ქართველთა ცრემლი.

მილიონების ბედ-იღბალს რომ ხმლით იმონებდი,
ბნელ სამარეში საგანძურად რა ჩაგყოლია?!
სისხლიან პოეტს უკუღმართი გული გქონია,
მიტომ უკუღმა დაგიწერე მეც ეს სონეტი!

1940

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი