Skype–ს ქსელში ახალი ვირუსი გამოჩნდაThe Register–ს მონაცემებით ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ვირუსი რომელიც ვრცელდება IP–ტელეფონია Skype–ს მეშვეობით.ვირუსი ავრცელებს მითითებას გრაფიკულ ფაილზე (რომელიც სინამდვილეშივირუსის მატარებელია) Skype–ს კონტაქტების ყველა წევრისათვის დასნებოვნებული კომპიუტერით პროგრამაში არსებული შეტყობინებათა გაცვლის მეშვეობით. მითითების გახსნისას მომხმარებელს ეძლევა წინადადება დანართის შენახვისა და ამოქმედების თაობაზე. მომხმარებელის თანხმობის შემთხვევაში, ვირუსი თიშავს ანტივირუსულ პროგრამებს და შეაქვს ცვლილებები hosts–ს ფაილში, რაც აფერხებს უსაფრთხოების სისტემების განახლებას, სხვა დესტრუქციული ფუნქციები ვირუს არ გააჩნია. ანტივირუსული პროგრამების უზრუნველყოფის მწარმოებლებმა უკვე დაამზადეს განახლებები თავიანთი პროდუქტებისათვის, ხოლო Skype–ს ავტორებმა გამოაქვეყნეს საკუთარ ბლოგში ინსტრუქციები
http://heartbeat.skype.com/2007/09/the_ ... pe_fo.html ვირუსის მოცილების შესახებ. ვირუსის გავრცელების მასშტაბები ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი. თუმცა Skype–ს ფორუმში შესული საჩივრებით თუ ვიმსჯელებთ,შეტყობინებაში უცნობი მითითებების გახსნის მოყვარულები და ცნობის მოყვარეები საკმაოდ ბევრნი არიან.