↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ევროპელი დამკვირვებლები: არეულობა გრძელდება

სიახლე — თავფურცელი
14:50 16.04.2009
ამიერიდან ევროკავშირი იქნება ის ერთადერთი ძალა, რომელიც განახორციელებს შუამავლობას ქართველებსა და ოსებს შორის.
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ნატალი ნუგაირედი. Le Monde]
უცნაური ომი მიმდინარეობს სოფელ დვანის მაღლობებში. ამ მწვანეში ჩაფლულ ადგილას ქვიშით სავსე ტომრების არცთუ ისე დიდი კედელია აღმართული. მიწაში სანგრებია გათხრილი. სამხედროებით სავსე ჯავშანტენიკა მინდორზე გამავალ გზაზე მიდის, სადაც საბალახოდ ძროხები და ცხვრები ჰყავთ გაშვებული.

უკვე 6 თვეა ფრანგი მონიტორები - ევროკავშირის დამკვირვებლები, სამხრეთ ოსეთის საზღვართან გამავალ ფრონტის ამ ხაზს პატრულირებენ, საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიასთან, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.

ღამით ქართველი სამხედროები პატარა სახლში იკრიბებიან. დღისით, ამაყად მომართული ამერიკული შაშხანებით (ნატოს სტანდარტი - ტრაბახობს ერთი მათგანი) ხელში ცდილობენ მოწინააღმდეგის პოზიციების დაზვერვაში მოკლან დრო, რომელიც ზუსტად მათ პირდაპირ მდებარეობს გორაზე.

მოშორებით ოსი ”მესაზღვრეების” პატარა პოსტი მოჩანს, სადაც დროშა ფრიალებს, ხოლო კიდევ უფრო მოშორებით - რუსეთის გამაგრებული ბაზის შთამბეჭდავი სილუეტი, სადაც მიწაყრილია გაკეთებული ვერტმფრენის დასაჯდომად და ჯავშანტექნიკის განსათავსებლად.

რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრიდან 8 თვის შემდეგ დაძაბული დაპირისპირება გრძელდება. ფრანგი მონიტორები, რომლებიც ყოველ დღე ინსპექტირებენ ევროკავშირის მისიის სახელით, ამას ”ბუნკერიზაციას” ეძახიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 130 კმ სიგრძის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს, თანდათან ნამდვილი საზღვარი ხდება, რომლის გაყოლებაზეც შეიარაღებული პოსტებია განთავსებული. 30-ანებში გავლებული სტალინისეული ”თხრილი” საბოლოოდ ანაწევრებს ქვეყანას.

- ”ევროკავშირი რუსულ ხაფანგში გაება, - თვლის კავკასიის საკითხებში დასავლელი ექსპერტი თბილისიდან, - მისია პატრულირებს ზოლზე, რომელიც არ მოიაზრება სახელმწიფო საზღვრად”.

გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ევროკავშირის 240-მა დამკვირვებელმა ვერაფრით მოიპოვა მოსკოვისგან სეპარტისტულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება.

- ”ოსებთან სიტუაცია დღითიდღე მძიმდება, - ამბობს ერთ-ერთი 36 ფრანგი დამკვირვებლიდან, - ოსები ჩვენთან საუბარზეც კი უარს ამბობენ. ისინი გვეუბნებიან: ” თუ ჩვენს ტერიტორიაზე მოხვედრა გსურთ, მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა უნდა სცნოთ” - რასაც ევროპა, რასაკვირველია, არ გააკეთებს!”

დამკვირვებლები ჯავშანტექნიკით გადაადგილდებიან, მაგრამ მათ იარაღი არ აქვთ. ისინი ცდილობენ ოსების ბლოკპოსტებამდე არ მივიდნენ, საიდანაც პერიოდულად ცეცხლის გახსნის მუქარა ისმის, რასაც ხელს უწყობს ალკოჰოლის ზემოქმედება. რუსეთის არმია ბანაკებს ამაგრებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სადაც ამჟამად დაახლოებით 10’000 ჯარისკაცია და რომელიც არცერთი საერთაშორისო ინსპექციის მიერ არ კონტროლდება.

ევროპულ მისიას გერმანელი დიპლომატი ხელმძღვანელობს, რომელსაც ფრანგი გენერალი ჟილ ჟანვე ეხმარება. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მოსკოვის ინტერესების შელახვა, პარიზი და ბერლინი შეეცადა - მისიაში დიდი რაოდენობით აღმოსავლეთევროპის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები არ მოხვედრილიყვნენ, რომლებმაც მოხალისეებად წასვლის სურვილი გამოთქვეს.

ბრიუსელი, ასეთივე მონდომებით ხუჭავდა თვალს ფაქტებზე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვეოდა (რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს რამდენიმე ზონა, რომელსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა). 3 აპრილს ბარაკ ობამამ სტრასბურგში ნიკოლა სარკოზისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ამ დარღვევების შესახებ მიუთითა.

ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების დადების დღიდან ინცინდენტები მაინც ხდებოდა, რომლის დროსაც 12 კაცი დაიღუპა საქართველოს მხრიდან. ოსი შეიარაღებული პირები რეგულარულად ხსნიან ცეცხლს ქართული პოსტების მისამართით, რომელთაც ნაბრძანები აქვთ, რომ არ უპასუხონ.

ქართული კოლონის გავლისას რადიომართული ნაღმები აფეთქდა. ”ეს - პროფესიონალური ნამუშევარი იყო”, - ამ კომენტარს ფრანგი დამკვირვებელი აკეთებს. ”ჩვენ გვსურს, რომ ევროპელებმა კიდევ რაღაც გააკეთონ დამატებით მიყენებული ზარალის კონსტატაციის გარდა,” - ამბობს ქართველი ჯარისკაცი.

ის, თუ როგორ მოიქცევა ევროპა კავკასიაში, ნაწილობრივ მისდამი ნდობის ხარისხზეც იქნება დამოკიდებული. ეს ის მიზეზია, რის გამოც მანდატმა თავისი მისია უნდა გააგრძელოს ვადის ამოწურვის შემდეგაც, ამბობენ დიპლომატები. თუმცა, ზოგიერთი, როგორც პარიზში, ისე ბერლინში, მის შეწყვეტას ფიქრობენ, რამდენადაც შიშობენ ეთნიკური კონფლიქტის ხაფანგში არ აღმოჩდნენ; ასევე იმიტომ, რომ აუცილებელია გადაწყდეს სხვა სამხედრო პრობლემები - მაგალითად, ავღანეთში.

რუსეთმა გადაწყვიტა ამა წლის ივნისამდე ეუთოს მისია გაუშვას, რომელიც უკვე ისედაც პარალიზებულია. ამიერიდან კი, ევროკავშირი იქნება ის ერთადერთი ძალა, რომელიც განახორციელებს დაკვირვებას და შუამავლობას ქართველებსა და ოსებს შორის. საქართველოში არეულობა გრძელდება.

19:31 16.04
სააკაშვილი ამერიკაში მიდის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიკვდილი საბურთალოს ქუჩაზე

ისევ ზურაბ ჟვანიას შესახებ!

(გაგრძელება, დასაწყისი წინა ნომერში)

განხეთქილების ვაშლი

მოგვიანებით ცნობილი გახდება, რომ მ.სააკაშვილისა და რ. კოჩარიანის მოლაპარაკებათა საგანი ბათუმის პორტი იყო. მოლაპარაკების მხარეებმა ერევანში აჭარის ლიდერს ბათუმში საპორტო-სატერმინალო მეურნეობის სომხეთის მფლობელობის საკითხი წაუყენეს. სომხებმა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასვლა აქვთ დაგეგმილი, ამის გაკეთება ტერმინალის მეშვეობით გადაწყვიტეს. მათი წინადადება: საქართველო სომხეთს ბათუმის პორტში აძლევს მონაკვეთს, რომელსაც შემდგომში სომეხი მეწარმეები საკუთარ ინფრასტრუქტურად გადააქცევენ. სააკაშვილი სომხური მხარის ამ წინადადებას დიდი გულისყურით მოეკიდა. სწორედ ამის რეალიზაციისათვის დასჭირდა მას მოლაპარაკებებში იან ბონდე-ნილსენი. ასეთნაირად, ქართული რევოლუციის პირველ აქტშივე ამ საეჭვო ქმდების სცენაზე ვარდის სურნელის ნაცვლად ნავთის სუნი გაჩნდა.

ნავთობის სუნი, ბაქო-ბათუმის სატრანსპორტო მარშრუტის საკომუნიკაციო შესაძლებლობები არა მარტო სომხებს იზიდავდა, რომლებიც კავკასიაში, როგორც ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, გამაგრებას ჩქარობდნენ. თუმცა, სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ იმის შესახებ, თუ ვინ ტრიალებდა იმ დღეებში ბათუმის პორტის ირგვლივ, მოგვიწევს იმის ახსნაც, თუ რას წარმოადგენს ნავთობის ტერმინალი, რომლისკენაც მიპყრობილი გახლდათ იმდენი სახე და მათ უკან მდგომი გეოპოლიტიკური ძალები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თვალწინ იქცეოდნენ განხეთქილების ვაშლად.

იმ დროს, როდესაც სანავთობო მსოფლიოს ყურადღება კავკასიის სტრატეგიულ მილსადენებზე იყო გადატანილი, შეუმჩნევლად აღორძინდა ძველი, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში როტშილდების მიერ შემოთავაზებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ბაქო-ბათუმის სარკინიგზო მარშრუტი, რომელმაც საბორნე გადასასვლელით შუა აზიის ნახშირწყალბადების საბადოებამდე "მიაღწია".

ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობა ამჟამად წელიწადში 15 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. ხუთ წელიწადში _ 2000-2004 წლებში ბათუმის ნავთობტერმინალში გადამუშავებულ იქნა დაახლოებით 37 მილიონი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ნავთობტერმინალის ექსპლოატაციის `წვრილმანებში~ ჩახედული პირების მტკიცებით, ამ პერიოდში ტერმინალის ოპერატორის შემოსავალმა დაახლოებით 750 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რომლის ძირითადი ნაწილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების აზომვის მანიპულაციის შედეგად წარმოიშვა. სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს წარმოება, რომელიც საკმაოდ მარტივი ოპერაციების შედეგად ასეთი მაღალშემოსავლიანი იყოს.

გარკვეულწილად მოცემულ პერიოდში აჭარის ირგვლივ არსებული მწვავე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი გამოწვეული იყო არაიმდენად ავტონომიის გადაუწყვეტელი პრობლემებითა და აჭარის ლიდერის ოდიოზურობით, რაზეც პედალირებდნენ კონფლიქტში ჩარეული პოლიტიკური ძალები, რამდენადაც ბათუმში შემომავალი დოლარების ნაკადებით.

ფორმალურად ტერმინალის მფლობელი იან ბონდე-ნილსენი გახლდათ. მოსკოვის, ბაქოსა და თბილისის ბიზნესწრეებისთვის კი საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი ეკუთვნოდა "დიდ სამეულს" _ ლუჩანსკის, აბაშიძეს და ლუჟკოვს. თავად გარი ლუჩანსკი ამას არასოდეს მალავდა, რომ იან ბონდე-ნელსონი მფლობელებს ევროპისთვის თვალის ახვევის მიზნით სჭირდებოდათ. "ჩვენ იგი იქ დავაყენეთ. ის, რა თქმა უნდა, ქურდობს. თუმცა ეს უკვე სხვა საქმეა. ეს ტერმინალი ჩვენია და ამის დამტკიცება რთული არ არის", _ არაერთხელ უთქვამს მას კერძო საუბრებში.

ტერმინალის პრივატიზაციის შესახებ გარიგება 1999 წლის შუა პერიოდში განხორციელდა. როგორც "ვარდების რევოლუციის" პირველი ზალპებისთანავე გამოირკვა, ქვეყნის ამ უმსხვილესი და ყველაზე უფრო მომგებიანი ობიექტის პრივატიზება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოხდა. კერძო პირისთვის ობიექტის გადაცემა აბაშიძემ თბილისის შესაბამის ინსტანციებთან შეუთანხმებლად მოახდინა. თუმცა მხოლოდ ამით როდი ამოიწურებოდა ამ გარიგების უკანონობა. ბათუმის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ტერმინალი საქართველოს ერთადერთი საწარმოა, სადაც მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციებია ჩადებული, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ გადაჭარბებული აღმოჩნდა. სხვა დანარჩენი კი, ორიოდე ათეული მილიონი დოლარის ჩათვლით, რომლებიც ობიექტში იყო ჩადებული, მფლობელებმა საწარმოს მნიშვნელოვანი შემოსავლებიდან ამოიღეს.

ასლან აბაშიძის გათავისუფლების საფრთხემ ტერმინალის მფლობელობის საკითხის აქტუალიზება მოახდინა. საქართველოს ხელისუფლებისათვის მისი დაბრუნება ნიშნავდა ახალი დამატებითი შემოსავლის წყაროს მოპოვებას. თუმცა გამოირკვა, რომ მას არამარტო თბილისი უყურებდა ასე, არამედ "დიდ სამეულიც" ფიქრობდა საკუთარ ინტერესებზე.

დიდი გლობალური თამაშის მოთამაშეებისათვის, რომელშიც საქართველომაც გაიელვა, თავად აჭარა მისი მმართველითურთ მცირე, არაფრისმომცემი კარტი გახლდათ, რომ რაღაც ნავთობის მეურნეობაში მისთვის ყურადღება მიექციათ. ახალი ქართული ხელისუფლების დასავლეთელ პროტექტორებს შეეძლოთ გამოსულიყვნენ იქიდან, რომ ასლან აბაშიძის დამხობით ბათუმის ყველა ეკონომიკური და კომუნიკაციური სარგებელი მექანიკურად თბილისის სასარგებლოდ წყდებოდა. მოსკოვი კი უნდა დასჯერებოდა რა აჭარის დაკარგვას, კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესანარჩუნებლად ახალ-ახალი პროექტებისათვის ჩაეჭიდა ხელი იმ ვარაუდით, რომ ა. აბაშიძე თავის პარტნიორებთან ერთად მის ინტერესებში მოქმედებდნენ. ჩუბაისის სარგებლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელმაც მოულოდნელად ხელში ჩაიგდო საქართველოს მთელი ენერგეტიკული ქსელი, ამის განმეორება მას აჭარაშიც შეეძლო. თავად ა. აბაშიძეს კი წასვლის შემდეგაც კარგა ხანს შეეძლო ბათუმში უშუალოდ საკმაოდ დიდხანს ყოფილიყო და მხარის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე კონტროლი შეენარჩუნებინა იმავე ნავთობტერმინალის დახმარებით.

აბაშიძე სამხრეთ კავკასიაში, თავისი გეოპოლიტიკური მოკავშირეების დახმარებით, რომლებიც კავკასიის "საზღვაო ჭიშკრის" საკომუნიკაციო შესაძლებლობების ფლობის პერსპექტივით შეიტყუა იქ, საკუთარი მდგომარეობისა და გავლენის გაძლიერებას მანამდეც ცდილობდა. 2003 წლის ნოემბრის დღეებში, როცა იგი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოიყურებოდა და წინ თითქოს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება უკიაფებდა, აჭარის თავკაცმა ბაქოსა და ერევანში ელვისებური ვიზიტები განახორციელა.

სომხურ მხარეს თავისი დიდი ხნის წინანდელი ოცნების, შავ ზღვაზე გასასვლელის განხორციელება ამოძრავებდა, რაც ბათუმიდან ლენინაკანამდე ჯავახეთისა და ზემო (მთიანი) აჭარის ტერიტორიის გავლით უმოკლესი გზით გახლდათ შესაძლებელი. მხედველობაში იყო ასევე აზერბაიჯანული ვარიანტიც. იგი იმაში მდგომარეობდა, რომ აბაშიძე ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის აზერბაიჯანული კომპანიებისათვის მმართველობაში გადაცემის მიზანშეწონილობაში უნდა დაერწმუნებინათ. ეს ბაქოს, როგორც სანავთობო რეგიონისა და ნახშირჟანგების ტრანზიტის მდგომარეობიდან, ასევე ბათუმზე ბოლო წლებში აზერბაიჯანის ზეგავლენის გაძლიერებიდან გამომდინარე, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების თანხვედრიდან ლოგიკურად გამოდიოდა. თუმცა ეს "დიდი სამეულის" გეგმებში არ შედიოდა, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანად გაკონტროლებას თავად აპირებდა. რაღაც მომენტში ჩანდა, რომ აჭარის მეთაური დაარწმუნეს მისი ინტერესების აზერბაიჯანთან შეთანხმების უპირატესობაში. თუმცა, ლუჩანსკისავე აღიარებით, იგი თბილისიდან უცერემონიოდ მოიშორეს. "პირველ რიგში ტერმინალის გაყიდვის თაობაზე წინადადების უფლება გამაჩნია მე. თუ მე მას არ ვიყიდი, მაშინ შეგიძლიათ ვისაც გნებავთ იმას მიყიდოთ, ოღონდ აზერბაიჯანს არა!" _ გააფრთხილა სააკაშვილმა. იმპოვიზაციის უნარის მქონე ასლან აბაშიძეს მოუწია მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანულ მხარესთან ზღაპრები მოეყოლა, თითქოს თავად პუტინისგან მოდიოდა წინადადება, რომ ეფიქრათ ბათუმის ტერმინალის რუსული კომპანიებისთვის მიყიდვის შესახებ.

ბაქოში ასლან აბაშიძის მანევრი ამოიცნეს: სანავთობო ტერმინალის ხელში ჩასაგდებად თამაშში ახალი მეპატრონე ჩაერთო. თუმცა რა ხარისხში? თანამფლობელის თუ ერთადერთი მფლობელის ხარისხში?
თავად "დიდი სამეული" ახალი პრეზიდენტის ირგვლივ ნიადაგს კარგა ხანს სინჯავდა და ბათუმის ტერმინალის ერთობლივ მფლობელად მის შეტყუებას ფრთხილად ცდილობდა. ხმამაღალი "შეძახილის" შემდეგ ლუჩანსკის მშვიდად შეეძლო ამოესუნთქა: ხაფანგი დაიხურა. 35 წლის პრეზიდენტი, ისე, რომ თვითონ ამას ვერც აცნობიერებდა, იმათ მიერ დაგებულ ბადეში გაეხვა, ვისაც წვრილ თევზად მიიჩნევდა.

ლუჩანსკი: "წასვლის დროა..."

"კმაყოფილი ვარ, რომ აჭარაში ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვეუბნებოდი ასლანს, რომ დროა ბათუმიდან წავიდეს", ასე შეაჯამა გარიმ თავის პარტნიორს თავსგადამხდარი ამბები მას შემდეგ, რაც 2004 წლის მაისში აჭარის ყოფილი მმართველი თავის მოსკოვის სახლში დაასახლა. ამის შემდეგ ასლან იბრაგიმოვიჩს ამ ადამიანთან, რომელიც ამ წლებში ავტონომიის ფაქტიური ჩრდილოვანი გამგებელი იყო, ურთიერთობების შენიღბვა უკვე არ სჭირდებოდა.

შესაძლოა, აბაშიძის უბედურებანი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში სენდი ბერგერმა ჰილარი კლინტონის ძმას, ტონი როდჰემს მოუწოდა "აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან, რომელიც "მსხვილ მაფიოზთან" _ გარი ლუჩანსკისთან იყო დაკავშირებული, ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობები გაეწყვიტა". ძალიან ცუდი საქმე უნდა გაუკეთო ვაშინგტონს, რომ ასეთი დახასიათება დაიმსახურო. სავარაუდოდ, თავის ბიზნესით ლუჩანსკი აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სფეროში შევიდა.

... 1994 წლის აგვისტოში თეირანის აეროპორტში დაეშვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "რუსლანი" (ან-124). მის ბორტზე დაკლარირებული "საწევარების" ნაცვლად რაკეტა "სკატ"-ის მობილური დასაყენებელი ელემენტები იყო. დასავლეთის პრესა იუწყებოდა, რომ "ან-124"-ი, რომელსაც რაკეტის ელემენტები (ან ბირთვული კომპონენტები) გადაჰქონდა ჩრდილოეთ კორეაში, მიფრინავდა და რომ ამ რეისთან დაკავშირებული იყო Nordex. სულ მალე ლუჩანსკი არ შეუშვეს აშშ-ში... იმ მომენტიდან Nordex-ის თავკაცი აშშ-ისთვის პერსონა ნონ გრატად რჩება. "ახლა ჩემთვის დასავლეთის ბაზარი პრაქტიკულად დახურულია", _ წამოსცდა ერთხელ ლუჩანსკის...

აბაშიძემ ოკეანის გაღმიდან რჩევები არ შეისმინა. სამწუხაროდ, მისთვის ყველაზე კრიტული გაელვების დროსაც მან დასახმარებლად გამოწვდილ ხელზე უარი თქვა და გარისთან ურთიერთობები ამჯობინა.
თებერვალში კეთილისმსურველებმა აჭარის ლიდერს ევგენი პრიმაკოვთან, დასავლეთის კარგ მცოდნესთან, რეკომენდაცია გაუწიეს, რომელსაც, მათი მოსაზრებით, როგორც ძველ თბილისელს, სხვებზე უკეთესად შეეძლო აბაშიძის სააკაშვილთან შერიგება.

"მე არ ვიცნობ აბაშიძეს. სამწუხაროდ, მასზე ცუდი ხმები დადის. ამბობენ, რომ ის სიტყვის კაცი არ არის", _ შენიშნა რუსეთის გამოცდილმა დიპლომატმა.

და მაინც, პრიმაკოვი ორ ქართველ პოლიტიკოსს შორის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლობას დასთანხმდა, თან დაამატა, რომ ამ საქმეს ხელს მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის თანხმობის შემთხვევაში მოჰკიდებდა.

ასეთი სიძნელით მიღწეული შეთანხმება ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა, რადგანაც აბაშიძე ესპანეთში შეყოვნდა, სადაც იგი თავის პარტნიორ ლუჩანსკისთან ერთად გაეშურა. თუმცა დაგვიანებით, მაგრამ სააკაშვილის მოსკოვში ჩასვლის წინ პრიმაკოვმა აბაშიძესთან გადალაპარაკება მაინც მოახერხა, როგორც ეს მის აჭარელ მეგობრებს სურდათ. სწორედ იმ დღეებში, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მოულოდნელად საჯაროდ განაცხადა, რომ ასლანს თავის სახლში ჰპატიჟებდა. ამაზე უფრო მშვიდობიანი ჟესტი კავკასიაში შეუძლებელია. თუმცა აბაშიძე თბილისში მაინც არ გამოჩნდა...

5 მაისის კრიტიკულ დღეს მდინარე ჩოლოქზე ზურაბ ჟვანია ჯემალ გოგიტიძეს შეხვდა. `ყველაფერი გადაწყვეტილია. ასლანი დღესვე გაემგზავრება, _ გააფრთხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას მოჰყვა მინისტრის მიმართ ზარი: "ნუ დაიჯერებ იმას, რასაც ჟვანია გეტყვის", _ გაისმა ყურმილში ასლანის ხმა.

ერთი დღით ადრე, დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, გოგიტიძეზე გავიდა გ. ლუჩანსკი და მიანიშნა, რომ თამაში დასრულებულია და ზედმეტი ძალისხმევა საჭირო არ არის.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, იგორ ივანოვმა, რომელმაც მაისის იმ ღამეს აჭარის მმართველი განრისხებული, აბობოქრებული მასისგან გადაარჩინა, საჯაროდ განაცხადა: "თავად მან გვთხოვა, რომ იგი ბათუმიდან გაგვეყვანა..." ამისგან საიდუმლოებას არ ქმნიდა არც აბაშიძე. თავის ნაცნობებს ბოსფორის სანაპიროზე, ფეშენებელურ სასტუმრო "ჩირაგან პალასის" ვესტიბიულში სამი თვის შემდეგ იმ ბობოქარი ღამის დეტალებს გატაცებით უყვებოდა: "თავად მე დავჯექი ჩემი "ჰამერის" საჭესთან და აეროპორტისკენ გზაზე მიმავალმა დაცვას ბრძანება მივეცი, უკან დაბრუნებულიყვნენ".

გარისა და ასლანის საიდუმლო შეხვედრებს ნათელი მოგვიანებით მოეფინა, როცა მათ უკვე ბათუმის ტერმინალის ირგვლივ რთული მანევრები მოსკოვში გააგრძელეს. ძალიან ბევრი გაოცებული დარჩა, როცა 2004 წლის ზაფხულში მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ კომპანია "პეტროტრანსმა" ბათუმის პორტამდე საქართველოს რკინიგზით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების უფლება მიიღო. გაოცება იმან გამოიწვია, რომ "პეტროტრანსი" აბაშიძის ჯგუფს ეკუთვნოდა და იან ბონდე-ნილსენის ფიგურა კვლავ გამოჩნდა. მანამდე დანიელმა მეწარმემ "პეტროტრანსის" წარმომადგენლობა ბაქოში დაარეგისტრირა და კომპანია "მიდლ ისტ პერტოლთან" ერთად, რომელიც ირანული წარმოშობის პირს ეკუთვნოდა, ტრასეკის აზერბაიჯანის მონაკვეთზე ნახშირწყალბადის ტრანსპორტირებასა და გადაზიდვაზე საკუთარი კონტროლის განხორციელებას გეგმავდა.

სექტემბერში კი მახაჭკალაში დაღესტნის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მოგომედალი მაგომედოვმა საკუთარ კაბინეტში მიიღო ირანის ეროვნული სატანკერო კომპანიის თავმჯდომარე მოჰამედ სური და Greenoak Holdings Limited -ის გამგეობის თავმჯდომარე იან ბონდე-ნილსენი, რომლებიც "კასპიან მარიტაიმ ლიმიტედის" თანამფლობელებს წარმოადგენდნენ. განიხილება კასპის აუზში ნავთობის ტრანსპორტირების საკითხი.

2004 წლის ოქტომბერში მოსკოვში, გამარჯვების მოედანზე, სახლი #1, ბინა 177-ში ბათუმის საზღვაო პორტის ყოფილი გენდირექტორი ჯამბულ ნინიძე ამზადებს ინფორმაციას საქართველოს საოკეანო გემების კომპანიის ღირებულებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. ეს დავალება მან საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების ცენტრის შეფისგან, ბატონ ლუჩანსკისგან მიიღო. ნინიძე ამ საცნობარო მასალის მომზადებას დიდი მონდომებით ჩაუჯდა, რადგანაც წინ ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ელოდა. მას მცურავი გემების კომპანიის მთავარ მენეჯერობას დაჰპირდნენ...

ბათუმის საზღვაო პორტის ყოფილ გენერალურ დირექტორს, აჭარის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბათუმის პირველ ვიცე-მერს, ჯემალ ნინიძესა და ლუჩანსკის ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ. მაისის მოვლენების შემდეგ, როცა ის, როგორც ბევრი ასლან აბაშიძის სხვა თანამებრძოლი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, გარი მისი განთავისუფლების შესახებ ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მათ გენდირექტორზე რამდენიმე მილიონი დოლარი მოითხოვეს. შეთანხმდნენ ერთ მილიონზე. სექტემბერში ჯამბული მოსკოვში პირადად გარიმ გამოიძახა. იგი მოსკოვში სიხარულით გაემგზავრა, რადგანაც იმედოვნებდა, რომ ლუჩანსკი და აბაშიძე შეასრულებდნენ მიცემულ სიტყვას, რომლის გამოც მან საქართველოს ხელისუფლებისთვის გადასახდელად კოლოსალური თანხა ისესხა.

სამ დეკემბერს საღამოს, მკაცრად დაცული სახლის სადარბაზოს პირდაპირ, სადაც ექს-გენდირექტორი ჯერ კიდევ სექტემბრიდან ლუჩანსკის განკარგულებით ცხოვრობდა, მას იტაცებენ. ორკვირიანი მძევლობის შემდეგ მას ასევე მოულოდნელად ათავისუფლებენ. ჯამბულს კიდევ დიდხანს არ მოასვენებს თანხა, რომელიც მას გამტაცებლებმა მოსთხოვეს. დაახლოებით იმდენი თანხა მას ერთი თვის წინ მოსთხოვა ასლან იბრაგიმოვიჩმა, როდესაც მან იმ თანხიდან დანახარჯის ანგარიში ჩააბარა, რაც მას შეფმა გადასცა...

შიმშილისა და ცემისგან გაწამებულ ჯამბულის ცენტრის ოფისში გამოჩენას გარი ასეთი ფრაზით ხვდება: "ძველ ბინაში შენი გამოჩენა არ შეიძლება. იგი უკვე "დამწვარია". ჯიბეში გროშის გარეშე ჯამბული მოსკოვს ტოვებს...

P.S. "ჯორჯიან თაიმსი" შესაძლოა სტატიაში გატარებულ აზრებს არ ეთანხმებოდეს.

სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ შემდეგ ნომრებში

თემურ გურჯუოღლი ბათუმი-თბილისი, 2005 წელი.
2009.04.17 13:25

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jan 2009
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუთუ მართლაც უკიდურესი განსაცდელი და უბედურება სწყურია ამ გაშმაგებულ ხალხს?
არ არის დრო საერთო მტრის წინაშე რომ დაერთიანდეს ეს ხალხი?
შინა ღალატი ღუპავდა სულ საქართწელოს. კმარა, კმარა, ნუ სპობთ ერთმანეთს ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jan 2009
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ემოციები დღევანდელი რეალობით არის გამოწვეული. რა ხდება საქართველოში? თბილისში2009 წლის გაზაფხულში?

ღმერთო გონს მოაგე ეს ხალხი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
აბიზატელნა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცივი ომის შემდგომ ეპოქაში "უთავბოლო სათნოება დაუშვებელია", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ “როიტერთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო როგორმე უნდა გაუმკლავდეს რუსეთს, რომელიც აღორძინების პროცესში იმყოფება, ასევე - ჩინეთის ძლიერებას.

“რა თქმა უნდა, ცხოვრება ახლა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მშვიდად ცხოვრება შეიძლება”, - აცხადებს შევარდნაძე

”როიტერთან” საუბრისას. მისივე შეფასებით, ახალი “ცივი ომის” პირველი ნიშნები უკვე სახეზეა.

შევარდნაძემ საქართველოს ახალანდელი პრეზიდენტის პოლიტიკაც შეაფასა და წუხილი გამოთქვა, რომ შარშან მიხეილ სააკაშვილმა ქართული ჯარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებთან საბრძოლველად გაგზავნა, რასაც რუსეთთან დამანგრეველი, 5-დღიანი ომი მოჰყვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.foreignpress.ge/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესო სტატიაა საქართველოს შესახებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
AFP) – ანალიტიკოსების აზრით, ახალი პრეზიდენტის პირობებში, უკრაინის რუსეთისკენ შებრუნებას ის მოჰყვება, რომ პრო-დასავლურად განწყობილი საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩება საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს შორის. ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, საქართველომ უკრაინასთან ერთად პოსტ-საბჭოთა პოლიტიკური ლანდშაფტის ტრანსფორმაციის ხუთწლიანი ძალისხმევის შემდეგ, მთავარი მოკავშირე დაკარგა სრულად >>>

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლელიკო ჯაფარიძე: არ დამავიწყდება განმუხურის ამბავი, როცა სააკაშვილმა ჯარს სიტყვით მიმართა: მე თქვენ გელაპარაკებით, თქვენი მთავარსარდალიო! როგორ ხარ მთავარსარდალი, შე ნაძირალავ, ომს იწყებ და არ გვეკითხები, ვის ეომები?!

სახალხო არტისტი ლელიკო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს აგვისტოს ომის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების სისხლს არ აპატიებს. მას მიაჩნია, რომ მთავარი არა სააკაშვილის შეცვლაა, არამედ იმ სისტემის შეცვლაა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა. "ჯორჯიან თაიმსი"საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ლელიკო ჯაფარიძეს ესაუბრა.

_ რუსეთში ორმოცწლიანი მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდით. რა იყო მოტივაცია?

_ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ სახელმწიფო გამოცდიდან წამიყვანეს მოსკოვში. მიმიწვიეს სოლისტად დიდ თეატრში. მაშინ საქართველოსა და რუსეთს შორის შესანიშნავი პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა იყო, 30 წელიწადი ვიდექი სცენაზე. ჩემი წამოსვლის მიზეზი არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, დაძალება, პირიქით _ წამოსვლამდე რამდენიმე შემოთავაზებაზე ვთქვი უარი. მიმაჩნია, რომ 30 წელი საკმარისია სცენაზე ყოფნისთვის და სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე.

_ როგორც ქართველს, რუსეთში პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა რუს საზოგადოებას თქვენ მიმართ?

_ "დიდი თეატრი" იყო ჩემი სახლი, რუსი საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ არაჩვეულებრივი იყო. ყოველ წელიწადს რუსთში იმართებოდა ე.წ. საქართველოს კულტურის დღეები, რომელშიც მე, როგორც ქართველი, "დიდი თეატრის" სახელით საქართველოს დეკადებზე გამოვდიოდი. შოვინიზმი მაშინაც ახასიათებდათ, მაგრამ ჩემს მიმართ არასოდეს გამოუმჟღავნებიათ. ყველა ქვეყანაში, სადაც მიმღერია, ჩემს რეპერტუარში ქართული ნაწარმოები ყოველთვის იყო. რუსეთის საელჩოშიც კი ქართული ნაწარმოებები შევასრულე. იქ არ არსებობდა ცენზურა ქართულ სიმღერაზე. რუსეთის კულტურულ სფეროს მაინც უყვარდა საქართველო, როგორი პოლიტიკური მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს ერებს შორის.

_ როგორ შეაფასებდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს?

_ აქ მიმდინარე პროცესებს თვალყურს ვადევნებდი ტელევიზიების მეშვეობით. ვიცოდი სიცივე, უშუქობა, შიმშილი რომ იყო. წავიდა შევარდნაძე, მოვიდა "ამხანაგი" სააკაშვილი. ეს თუ ასეთი ბნედიანი იქნებოდა, არ მეგონა. ყველაზე მაგარი დამცველი მე ვიყავი მაგ კაცის. ვიფიქრე, მოვიდა ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რაღაცა გვეშველება-მეთქი. სანამ ჩამოვიდოდი, ჩემთვის გაუგებარი იყო რას ერჩოდნენ ამ ახალგაზრდა ბიჭს. 2005-ში ჩამოვედი, ავაშენე სახლი თაბუკაშვილზე საკუთარი ხარჯებით, რომლის დანგრევის მიზეზიც ვერ გვითხრეს, მაგრამ ეს იყო სააკაშვილის პირადი მოთხოვნა. თქვენ არ იცით, რა ხდებოდა. რომ მივედი კორპუსში, პირველი კაცი, ვინც შემხვდა მითხრა: ბატონო ლელიკო, პატივი გეცით და არ შევამტვრიეთ თქვენი კარიო. ე.ი. სხვისი კარის დამტვრევა შეიძლება?! შევარდნა?! უბინაოდ დარჩენილი მეგობრებმა შემიკედლეს ოჯახთან ერთად. მე ყველაფერი შემიძლია ავიტანო, შეურაცხყოფის გარდა. ან უნდა მოვკვდე, ან უნდა გავიმარჯვო.

_ ამჟამად პასიურობს ოპოზიცია...

_ ამჟამად პასიურობს ყველა. 9 აპრილს ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. დღეს ამ მდგომარეობაში დაბნეულები არიან, თან შიგნით მოხდა განხეთქილება. ქართველი ერი მომთმენი ერი ვართ, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა აგვევსო, ჩვენს მტერს... ეს შტერი სააკაშვილი, რომ დადის აქეთ იქით, რატომ არ იყო თბილისში მაშინ, როცა 9 აპრილი დაიწყო, კუდამოძუებული რომ გაიქცა აქედან. რა ჯანდაბა ნახა ბათუმში?! მოგვიწყო ვითომ ახალი წელი თბილისსა და ბათუმში, ეს ფული მიეცა ხალხისთვის, ხალხი მშიერი იყო საახალწლოდ.

_ რაშია ჩვენი პრობლემა, როგორ მოვიქცეთ?

_ მე ვარ რადიკალიზმის მომხრე. თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი შეიცვლება. რეზო ამაშუკელს ვუთხარი, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს პასიურობას, მე, 71 წლის კაცი, პატარა ,,პლაკატს’’ დავიჭერ ხელში: თუ არ ხართ მხდალები, გამომყევით!

რატომ უნდა იყო მტერი შენი მეზობლის?! უნდა გეყოს ჭკუა და შენი დიპლომატიით რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნო.

არ დამავიწყდება განმუხურის ამბავი, როცა სააკაშვილმა ჯარს სიტყვით მიმართა: მე თქვენ გელაპარაკებით, თქვენი მთავარსარდალიო! როგორ ხარ მთავარსარდალი, შე ნაძირალავ, ომს იწყებ და არ გვეკითხები. ვის ეომები?! ეს ჩემი პირადი აზრია: პუტინმა დედა გიტირა, მიწასთან გაგასწორა, რაში სჭირდებოდა პუტინს თბილისამდე 30კმ.-ში შემოსვლა, მაგრამ დაგანახა, შენზე ძლიერი ვარ და ამიტომ ნუ ტოკავ ადგილზე, ჭკუას მოუხმეო. ვეჭვობ, რომ ამ შტერმა სააკაშვილმა, გაზაფხულისთვის კიდევ რაღაც უბედურება შეიძლება დაიწყოს.

_ ,,საქართველოს უხუცესთა დარბაზის’’ კრებას ესწრებოდით, როგორც წევრი. რა საკითხები იყო განხილული?

_ უხუცესთა დარბაზის კრებიდან ძალიან კმაყოფილი წამოვედი, საკითხი ასე იყო დასმული: ვეთანხმებით თუ არა ამ მთავრობის და ამ შტერის საქვეყნო გასამართლებას. ჩვენ მივიღეთ ეს თანხმობა.

_ რისი მომცემია ეს თანხმობა?

_ დაიწერა გასამართლების ოფიციალური წერილი, რომელიც გაიგზავნება ყველგან, მთელ მსოფლიოში, მასში დაფიქსირებულია, რომ საერთაშორისო ნდობა ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ გამოუცხადა. როცა იპოდრომზე მთხოვა ხალხმა გაძღოლა, უარი ვთქვი, რადგან არ ვიყავი არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი. ალბათ ეს იყო ჩემი გაუბედაობის მიზეზი, მათი სახლში გაშვება შეცდომა იყო, ვინაიდან სისხლის დაღვრის საშიშროება იქ არ არსებობდა. ინაუგურაციაზე მყოფი ხალხისათვის, მთელი მსოფლიოსათვის უნდა დაგვენახებინა, რას ვფიქრობთ ამ მთავრობაზე. ჩვენმა სიმხდალემ გაათამამა სააკაშვილი. კანონის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ქალაქის მერის არჩევნები — სატყუარის შემოგდებაა. კი მაგრამ, ვთქვათ, მერი გახდი, რა უნდა გააკეთო? ან ისევ ამათ უნდა შეუძვრე, თუ არადა, ბიუჯეტს შეგიმცირებენ.

_ ხელისუფლებაზე განაწყენებული ქართველების პოლიტიკური აქტივობა მოსკოვიდანაც შეინიშნება...

_ არ მჯერა იმ ხალხის, ვინც მოსკოვშია. არც საქართველოს დიასპორის და არც ფანტომასს რომ გავს, იმ ებრალიძის მჯერა. ყველა სკამისთვის იბრძვის. ჩვენ მარტო სააკაშვილის წინააღმდეგ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, მთავარი ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაა.

P.S: ამ მძაფრი და უკომპრომისო ინტერვიუს განოქვეყნების შემდეგ, ბატონ ლელიკო ჯაფარიძეს უჩნდება "უდიდესი შანსი" შეემატოს "რუსეთის აგენტთა"გრძელ და სახალისო სიას.

ლიკა აღნიაშვილი
2010.01.22 17:34

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბავშვობაში ეზოსა თუ ქუჩაში ზედმეტი სახელი ე.წ. კლიჩკა ბევრისთვის შეურქმევიათ. ეს ზედმეტი სახელები, როგორც წესი, პიროვნების, ბავშვის უწყინარი თვისებებიდან გამომდინარეობს ხოლმე, როგორიცაა, მაგალითად: ცელქობა, სიზარმაცე ან ბეჯითობა, სიგამხდრე ან სიმსუქნე და რა ვიცი, კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ “შადიმანა?” ასეთი ღრმა შინაარსობრივი დატვირთვის “კლიჩკა” რომ შეარქვან მოზარდს, ხომ წარმოგიდგენიათ, თუ რა “კეთილი” თვისებების მატარებელი უნდა იყოს ადამიანი იმთავითვე, ანუ ბავშვობიდან, ანუ მაშინ, როდესაც “შადიმანა” შეურქმევიათ სკოლაში გიორგი თარგამაძისათვის. ამაზეა, ალბათ, ნათქვამი - არ შემცდარა შენი ნათლიაო!

კარიერიზმი, სულმოკლეობა, უმადურობა, კომფორმიზმი - აი, არასრული ნუსხა ამ ახალგაზრდა, უდაოდ ნიჭიერი კაცის ქვენა თვისებებისა და ამ კონგლომერატის მწვერვალი - ღალატის საოცარი, მართლაც, შადიმანისებური უნარი! ნიჭიერია-მეთქი და გიორგი თარგამაძის შემთხვევა დასტურია იმისა, რომ ნიჭი, ყოველთვის არ ნიშნავს სიკეთეს. შესანიშნავად ბრძანებს დიდი ჭაბუა ამირეჯიბი ეფემია წინამძღვრის ენით”დათა თუთაშხიაში”: “უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, თუ მას მაღალი ზნეობა არ ახლავს თან!”
თუ არ ვცდები და მეხსიერება არ მღალატობს, ჯერ კიდევ “პირყვითელა” გიორგი თარგამაძემ მოღვაწეობა “იბვერვიზიაში” დაიწყო. როდის, რატომ და რისთვის დაიმსახურა ასლან აბაშიძის ყურადღება, ჩემთვის უცნობიც არის და უფრო მეტად - გაუგებარიც. სავარაუდოდ, როგორც რუსები იტყვიან - “в нужном месте, в нужное место” მიიყვანა განგებამ ჩვენი შადიმანა და ბავშვობიდანვე სულში ჩაბუდებული კონფორმიზმი, ყალბ პათეტიკაში შეფუთული, ოსტატურად შეაპარა აჭარის ლომს.
ამბობენ, რომ, როგორც ღვიძლი შვილი, ისე მიიღეს ოჯახში, იქამდეც კი, რომ ასლან ბაბუს სათნო მეუღლე, აწ გარდაცვლილი (ღმერთმა აცხონოს) ქალბატონი მაგული, ღამით საბანს უსწორებდაო. ეს, რა თქმა უნდა, ფიგურალურად ნათქვამია.
ასე იყო თუ ისე, ასლან აბაშიძის კეთილი ნების გამო გიორგი თარგამაძე აღორძინების სიით არა თუ პარლამენტში შეძვრა, ფრაქციის ლიდერადაც მოგვევლინა. ნორჩი პარლამენტარის მგზნებარე, პათეტიკური გამოსვლები, სხვისა არ ვიცი, მაგრამ მე ბოლომდე არასოდეს მჯეროდა, მისი ასაკიდან გამომდინარე, ნაადრევად ყელში ჰალსტუხწაყრონჭილი შადიმანასი, რადგანაც მის პათეტიკაში სიყალბის ნოტებს ხშირად ვიჭერდი.
ამასობაში საქართველოში დაბრუნდა რუსეთის მიერ ძებნილი ბადრი პატარკაციშვილი და იმ დროს, ბევრისთვის მოულოდნელად, ალბათ, პირველ რიგში, აჭარის ლომისთვის, გიორგი (შადიმან) თარგამაძე დეპუტატის მანდატზე საკუთარი ნებით აცხადებს უარს და სათავეში უდგება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახობრივ მდგომარეობაში მყოფ ტელეკომპანია “იმედს”. მიუხედავად იმისა, რომ შადიმანის ეს ნაბიჯი კლასიკურ ღალატად ცოტა ვინმემ თუ აღიქვა, მაგრამ ასლან ბაბუს მიმართ აშკარა უმადურობა ცხადი იყო. თურმე ყველაფერი წინ ჰქონდა შადიმანას, მათ შორის ღალატის კვინტესენციაც, რაც არა მხოლოდ პირადად ბადრი პატარკაციშვილს დაუჯდა ძვირად, არამედ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელს ქვეყანასაც, მაგრამ ამაზე ქვემოთ...
მოკლე ხანში “იმედი”, მართლაც, ერთადერთ იმედად იქცა მთელი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს ძებნილის სტატუსი მოეხსნა და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, ანუ მოიხსნა იმის შიში, რომ, თუ “ჭკვიანად” არ იქნებოდა ბატონი ბადრი, შეიძლებოდა გაეწირა ხელისუფლებას და რუსეთის მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ. ასე იყო შევარდნაძის დროსაც და განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ - ცხონებული ბადრი მარჯვნივ და მარცხნივ იხდიდა, იხდიდა, იხდიდა!
ხელისუფლებამ პირველად მაშინ იგრძნო, რომ ბადრი აღარ ხუმრობდა, როდესაც “იმედმა” სანდრო გირგვლიანის საზარელი მკვლელობის შესახებ აუწყა საზოგადოებას. ამას მოჰყვა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თავის დროზე “მიჩქმალული” ფაქტების გახმაურება. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, “იმედი” ის ერთადერთი ტელევიზია გახდა, რომელიც მთელ საქართველოში (და არა მარტო) მაუწყებლობდა, რის გამოც საზოგადოებრივმა აზრმა ნელნელა, მაგრამ შეუქცევადად იწყო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ფორმირება.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ “ნაცების” პროპაგანდას კვლავაც ემსახურებოდნენ I არხი და “რუსთავი 2”. ხალხი მაინც “იმედის” ინფორმაციებს ენდობოდა, რის გამოც “ნაცების” მამებს “გველის კაჭრობა” დაემართათ.
ამ ყველაფერში, პატარკაციშვილის ამოუწურავ ფინანსებთან ერთად, “იმედის” კოლექტივისა და პირადად გიორგი (შადიმან) თარგამაძის დამსახურებაც იყო. პრაქტიკულად, ყველა ნიჭიერი ტელეწამყვანი “იმედში” აღმოჩნდა. ტელევიზიაში, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის (“ნაცების” ერთ დროს კი არა, როგორც თავად სჯეროდათ) მინიმუმ 30 წლის განმავლობაში შეურყეველი ხელისუფლების ისე მძლავრად შეზანზარებაში, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მიშამ დემოკრატიულობის ნიღაბი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიგლიჯა!
“იმედი” და მისი ჟურნალისტები, ისე სასტიკად დაარბიეს, რომ თვით მიშას უპირობოდ მხარდამჭერი ბუშის ადმინისტრაციაც კი იძულებული გახდა, დემოკრატიის შუქურა ვარსკვლავ ბიჭუნასათვის “ყური აეწია”.
სწორედ ამიტომ იყო, რომ დარბეულ-დალეწილმა ტელევიზიამ შედარებით მოკლე ხანში მაუწყებლობა განაახლა, მაგრამ...
აი, აქედან იწყება გიორგი თარგამაძის ჭეშმარიტი სახის, შადიმანობის წარმოჩენა. ისევე, როგორც ტელეიმედის ღამის მთელი კოლექტივისა. “იმედის” მაუწყებლობის განახლებიდან ორიოდე დღის შემდეგ შადიმანა პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ “იმედი” მაუწყებლობას წყვეტს იმიტომ, რომ მის ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდებაო...
აბა, ამაზე კარგ და ფასეულ საჩუქარს ინატრებდა პრეზიდენტობიდან გადამდგარი მიშიკო? და პირიქით - ამაზე მუხანათურად ზურგში დანის დარტყმას წარმოიდგენდა ლონდონში გადახვეწილი, დასაპატიმრებლად გამზადებული პატარკაციშვილი? ამ უთანასწორო ბრძოლაში ბადრის ერთადერთი იმედი “იმედი” იყო და ჯერ ასლანის კალთაში დაფრთიანებულმა ბარტყმა, და შემდეგ პატარკაციშვილის კალთაში გაზრდილმა თარგამაძემ კი არა თუ “იმედი” დახურა, ბადრის გამოგზავნილი კასეტა მერაბიშვილს კაბინეტში მიუცუნცულა.
სოლოლაკში გაზრდილ ებრაელ ქართველს (თუ პირიქით), ალბათ, გაახსენდებოდა თბილისური გამოთქმა თუ ანდაზა - “ობოლო, ვის მ....ო და ჩემს გამზრდელსო!” როდესაც სახელისუფლებო ტელევიზიებმა იმ კასეტის დამონტაჟებული ვარიანტი შესთავაზეს საზოგადოებას, რის შემდეგაც უტვინო ობივატელმა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოების (და არა მხოლოდ ქართველის) უმრავლესობას შეადგენს, ირწმუნა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მხოლოდ საკუთარი, ოლიგარქიული ინტერესების გამო იბრძოდა და არა - საქართველოსთვის; იგი არ იყო სამშობლოსთვის გულანთებული პატრიოტი. და თუ არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ ბადრის სხვის დაუხმარებლად გაუსკდა გული, ალბათ, - შადიმანას გამო!
ეს ავკაცობა, სიმდაბლე, უსინდისობა, კლასიკური შადიმანისეული ღალატი, ჯეროვნად და ოპერატიულად დაუფასეს გიორგი თარგამაძეს. როგორც ამბობენ, მერაბიშვილის კაბინეტში დაწერეს ის პროცენტები, რომლითაც ე. წ. ქრისტიან-დემოკრატები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “შესრიალდნენ” უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. აი, ამაშია არჩევნების წინ ორიოდე დღით ადრე შექმნილი პარტიის, ქრისტიან დემოკრატების წარმატების საიდუმო!
“როდესაც ჰალსტუხს წაიყრონჭავს, ჰალსტუხიან ხვლიკს ჰგავს და უჰალსტუხოდ ნამდვილი შადიმანიაო!” - მოსწრებულად შენიშნა ენამწარე, “უკონტროლო” რეზო ამაშუკელმა და, შადიმანას გარდა, მეორე “კლიჩკაც” მიეკერა გიორგი თარგამაძეს.
ჰოდა, როდესაც ეს “ჰალსტუხიანი ხვლიკი”, პატრიოტულ-ეროვნული პათოსით დაახეთქებს ხოლმე: “ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები!”, სურვილი გიჩნდება, იმ ჰალსტუხში სწვდე და ისე მოუყრონჭო კისერი, თვალები გადმოაყრევინო!
ამას წინათ, “კავკასიის” ეთერში, შადიმანას ერთი თანაპარტიელი, თავის დროზე “იმედის” ჟურნალისტი და დღეს ე. წ. ქრისტიან-დემოკრატი, გამობრძანდა და იმ ბრალდების პასუხად, რომ პარლამენტში შესვლით, მიშას გაყალბებული არჩევნები “გაუპრავეთო”, სრული სერიოზულობით დაახეთქა, რომ თურმე ქრისტიან-დემოკრატები იმისთვის შესულან პარლამენტში, რომ იმ მაღალი მიკროფონიდან საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ნდომებიათ (?!).
რა ვიცი, აქამდე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ე. წ. საზოგადოებრივ აზრს, სწორედ ჟურნალისტები, მითუმეტეს, ტელეჟურნალისტები აყალიბებენ, ანუ იმ პროფესიის ხალხი, რომლის წარმომადგენლებიც ახლო წარსულში თავად ბრძანდებოდნენ. ისე, რომ იცოდნენ ე.წ. ქრისტიან-დემოკრატებმა, არა მხოლოდ ჟურნალისტები აყალიბებენ ე.წ. საზოგადოებრივ აზრს, არამედ, ჟურნალისტების მიმართაც აქვს ხოლმე საზოგადოებას საკუთარი აზრი და აქედან, ჩემი აზრით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ცხადია, რომ ერთ დროს ჟურნალისტები და დღეს ე. წ. ქრისტიან-დემოკრატები, თვით ყველაზე ოდიოზურ “ნაცებზე” საძულველნი და საშიშნი არიან, რადგანაც “ნაცები” რისი და რა დროს მკადრებლები არიან, ასე თუ ისე, ამის პროგნოზირება შესაძლებელია. აი, რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატიულ “პოზიციას”, კაცმა არ იცის, რა და როდის მოუვათ თავში, რადგან, როგორც იტყვიან - “ნა ვსიო სპასობნები” არიან!
ჰალსტუხიანი ხვლიკის, იგივე შადიმანას ფანტაზიები, უკეთურობის, უნამუსობის, უტიფრობის, გველაძუობის კუთხით, ალბათ, ამოუწურავია!!!

დავით მხეიძე

ბოლოთქმა: მინდა, მის ახალ მამობილს, ვანო მერაბიშვილს შევახსენო - გიორგი თარგამაძის ორ წინამორბედ კეთილისმყოფელსა და მამობილს - აბაშიძესა და პატარკაციშვილს - შეეშალა. მათ არც ხევისბერი გოჩას გამოცდილება გაიზიარეს და არც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
Почему Грузия — не демократия

Рейтинг пользователей: / 18
ХудшийЛучший Пресса
22.01.2010 07:44
Оппозиция

Грузинская оппозиция безумна: исключением является Ираклий Аласания, но проблема Аласании в том, что он является обезжиренным вариантом Саакашвили.

Грузинская оппозиция подождала несколько месяцев после войны, а потом все — и те, кто был в оппозиции, и те, кто был в команде, — бросились на улицу в полной уверенности, что Саакашвили сейчас падет, и торопясь занять место лидера оппозиции. Стратегия оппозиции была точной калькой поведения западных компартий в 30-х годах: делать все, чтобы не договориться. А если люди хотят не договориться, они всегда не договорятся.

Весь план оппозиции заключался в том, что вот сейчас кровавый режим разгонит митинг и падет. А кровавый режим никого не разогнал. Когда оппозиция поняла, что никто не сажает их в клетки, она стала садиться в клетки сама. Это была такая фрейдистская оговорка, но это, согласитесь, не одно и то же: если кровавый режим бросает вас в клетку или если вы в течение двух месяцев платите каким-то бомжам, чтобы они сидели в клетке посреди проспекта Руставели и жрали и гадили там же, где сидят. В первом случае вы для народа — борцы за свободу. А во втором — организаторы большой помойки.

А больше всего мне нравится положительная программа оппозиции. Лидер оппозиции Леван Гачичеладзе, выступая на канале «Маэстро», изложил ее так:

— Я бывал во многих странах, и в некоторых из них умеют готовить, в некоторых — петь, в некоторых — танцевать, но только в Грузии умеют все это делать сразу. Мы должны экспортировать грузинское застолье.

Поразительно, но грузинская оппозиция демонстрирует все те качества, которые обычно демонстрирует тоталитарный режим у власти. Это патологический популизм, инфантильность и, кстати, коррупция. «Семнадцать с половиной книжек» — это еще цветочки. Не сомневаюсь, что при надобности у Монстра найдутся доказательства того, кто именно из грузинских оппозиционеров вел переговоры с Россией через близкого друга семьи вора в законе Тариэла Ониани.

Проблема в том, что грузинская оппозиция невменяема не сама по себе. Она отражает невменяемость своего избирателя.

Грузия — это 800 тыс. пенсионеров с пенсией по 50 лари. Это 75 тыс. ментов, вышвырнутых на улицу, плюс две тысячи из КГБ, плюс две тысячи из абхазской полиции в изгнании, плюс 850 служащих счетной палаты, уволенных на месте. Когда Каха Бендукидзе, новый министр экономики, сказал комиссару ЕС, что он увольняет полторы тысячи человек, та спросила: «А как вы их трудоустроите?» Каха ответил: «Пусть идут на…» Женщина заплакала.

Все эти ci-devants не могут вербализировать своих претензий. Они не могут сказать, что они хотят обратно, в старую Грузию, где нет электричества и государства, но есть взятка, вино и дружба. Они считают, что Саакашвили унизил и растоптал Грузию. «Если к власти придет Леван, по улицам снова можно ходить с ножами», — восторженно объяснял одной моей знакомой одноклассник ее сына. «Саакашвили привел к власти деревенщину!» — объясняли еврокомиссару Питеру Самнеби выходцы из тбилисского квартала Ваке, и Самнеби изумленно звонил друзьям: «What do they mean by villagers?» «Ваке — это наша Вандея», — бросил мне замминистра иностранных дел Гига Бокерия.

В Грузии оппозиция объясняет народу то же, что в России народу объясняет власть: что суть национального характера — это лень, взятки и коррупция.

Это означает, что Грузия не является демократией, потому что при демократии, когда оппозиция приходит к власти, в стране ничего не меняется. Если в Грузии к власти придет оппозиция, будет катастрофа.

Как вы думаете, на сколько упал рейтинг Шалвы Нателашвили после демонстрации пленки про «семнадцать с половиной книжек»? Ответ: ни насколько. Избиратель Нателашвили устойчив к реальности, как крыса — к слабому яду.

Шуточки

Я не знаю, байка это или нет, и поэтому будем считать, что это байка.

Однажды один из замов Вано Мерабишвили застрелил кабана. В Грузии вообще-то запрещено стрелять кабанов, потому что их можно будет стрелять на 7-й год образования охотхозяйств, а сейчас самому молодому охотхозяйству 6 лет.

Правда, в Лагодехском заповеднике мне рассказывали про членов правительства, которые охотились с автоматами из вертолетов, но это были те, кто сейчас ушел в оппозицию: Ираклий Окруашвили, бывший министр обороны, и муж г-жи Бурджанадзе Бадри Бицадзе. Это такая удивительная закономерность в Грузии: те люди, которые считают, что власть — это способ делить пирог и охотиться с вертолетов, отторгаются рано или поздно в оппозицию. А можно сказать и так, что как только политик уходит в оппозицию, сразу обнаруживается какой-нибудь вертолет.

Короче, один из замов Вано похвастался, что застрелил кабана, и Вано решил его разыграть. На зама якобы возбудили уголовное дело и вызвали на допрос. Во время допроса следователь сначала был суров, а потом стал подыгрывать: «Ну может, случайно получилось? Ну может, кабан сам был виноват?» И, конечно, в конце концов выяснилось, что кабан сам выбежал на дорогу, набросился на машину и был убит в порядке самообороны…

На самом деле никакого уголовного дела не было, а все это снималось на камеру, в порядке, приравненном к 1 апреля.

А теперь представьте себе грузинского бизнесмена, который выбирает, с кем ему дружить — с властью или с оппозицией. От оппозиции и так-то дрожь берет, а тут еще — такая власть. Умеющая тонко, по-грузински, шутить.

Демократия

Если в Грузии к власти придет оппозиция, будет катастрофа. И, конечно, правящая команда делает все, чтобы предотвратить катастрофу и остаться, по счастливому совпадению, у власти. Например, закрывает телеканалы.

— Если бы мы не закрыли «Имеди», мы бы потеряли власть, — холодно бросил мне Вано Мерабишвили.

Да. Они бы потеряли власть. А так — они потеряли девственность.

Они потеряли девственность один раз, когда закрыли «Имеди», и другой раз, когда разогнали митинг 9 ноября 2005 года.

Бизнес поддерживает власть — но никто не знает, какая часть этой поддержки происходит от чистого, беспримесного ужаса перед оппозицией, а какая — от тонкого, филигранного шантажа, даже не шантажа, а дружеских просьб, ибо коррупции в Грузии нет, а элита есть, и Грузия управляется в ручном режиме, а не в автоматическом, как демократия. И главное, что не может простить Кремль Саакашвили, — это то, что управление в ручном режиме необязательно означает пилежку бабла среди своих.

Грузия является превосходной иллюстрацией того тезиса, что демократии в нищей стране не бывает. Но в нищей стране бывает модернизация.

Возвращение

Я вернулась в Москву. Несмотря на 2 млрд долл., потраченных на новую развязку, Москва стояла наглухо. На обочине гаишники собирали дань, а из радио шли привычные, наши, российские новости: трое пьяных ментов забили насмерть мужчину; в СИЗО запытали до смерти юриста Магнитского; в Кабарде боевики отрубили милиционерам головы; в Швейцарии «золотая молодежь» устроила гонки, «Ламборджини» 22-летнего пацана сбил семидесятилетнего швейцарца.

Я ехала и думала, что все это переделывается. В течение шести лет. Достаточно правителя, который думает о стране, а не о бабле.
Юлия Латынина
обозреватель «Новой»

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის ხალხი, ვინც საპატრიარქოსთან, მის უწმინდესობა საქართველოს პატრიარქთან მიმართებაში აგორებულ სკანდალში ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბაფარებული ცდილობს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ერთ კერძო შემთხვევად წარმოაჩინოს და არა მთელი პოსტრევოლუციური წლების ტენდენციად, როგორც ეს სინამდვილეშია, გასაჩერებელია. ბუდარიხა თუთბერიძის პირით გაახმიანეს თავიანთი ბნელი აზრები და ანტიეკლესიური ტენდენციების მიზანმიმართულ კამპანიაში გადაზრდა სცადეს, და არცთუ წარუმატებლად, თორემ თეა თუთბერიძეს, როგორც იტყვიან, თავის გაჭირვება ეყოფა; ამიტომ შეძლებისდაგვარად შევეცდები, აღარ ვისაუბრო ამ ტუტუც გოგოზე.

წინამდებარე წერილის მიზანია, სააშკარაოზე გამოვიყვანო სოროსის სახედარზე ამხედრებული ის ვაჟბატონები და, უკაცრავად, ქალბატონები, რომლებიც შეფარვით თუ აშკარად ლიბერალური ლათაიებით ცდილობენ ამ ყველაფრისგან უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლებისა და საქართველოში ყველაფერი ანტიქართულის, ანტიმართლმადიდებლურის, ყველა ბოროტების სათავე “თავისუფლების ინსტიტუტის” გამიჯვნას.
ვინ აღარ ჩართეს ამ წინასწარი მარცხისთვის განწირულ პროცესში, პრეზიდენტის მეხოტბე “მრჩეველი” გოგი გაჩეჩილაძით დაწყებული, მისი პროტეჟე დოდონა კიზირიათი დამთავრებული.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ნანა ლეჟავას სკანდალურ “კვირის რეპორტაჟამდე” დიდი ხნით ადრე თქვენმა მონამორჩილმა წერილით - “გემის კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს”, როცა ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, ქართულ მედიაში პრაქტიკულად ჩამიჩუმიც არ ისმოდა, 14 ოქტომბრის “საქართველო და მსოფლიომ” ერთ-ერთმა პირველმა შემოჰკრა განგაშის ზარებს, მაგრამ ხელისუფლება-ოპოზიციაში, სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც, პრაქტიკულად, ყური არავინ შეიბერტყა!
ნანა ლეჟავას რეპორტაჟის განვითარება იმავე ტელევიზიის შოუში მოხდა, სადაც ვიხილეთ და ვისმინეთ პირველი “ლიბერალურ-დემოკრატიული” ლათაიები, სადაც პირველობა არავის დაუთმო “ადამიანის უფლებათა დამცველმა”, ყოფილი ომბუდსმენის - სოზარ სუბარის ყოფილმა მოადგილე ბექა მინდიაშვილმა, რაშიც მას არც თუ უშედეგოდ ეცილებოდა, მგონი, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებადამცველი ქალბატონი ნინო თუ ნანა დანელია.
ბექა მინდიაშვილის სისულელეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მისი პათოსის შესახებ მოგახსენებთ - ის, რაც მოხდა, უწყინარი სიტყვის თავისუფლების, კიდევ უფრო უწყინარი ე. წ. აზრის გამოხატვის თავისუფლება იყო და, ვინც შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, სასამართლოში იჩივლეთო!
ერთადერთი, ვინც იმ საღამოს ხმალამოღებული იცავდა მხოლოდ პატრიარქს კი არა, ელემენტარულ, კაცურ პოზიციას, ეს გია იაკობაშვილი იყო - ვინმემ დედა რომ შეგაგინოს, პატრულს უნდა გამოუძახო? ეს იკითხა, რაზეც ყველა ნამდვილი მამაკაცისთვის პასუხი ცალსახაა, მაგრამ არა მინდიაშვილის მსგავსი კაცუნებისთვის!
ბოლოს, როდესაც სუბარის “ბივში პადელნიკმა” ლიბერალობაზე საუბრით თავი წაგვჭამა, ისეთი პასუხი მიიღო გია იაკობაშვილისგან, ლამის ტელეეკრანს ვაკოცე.
მან მარკესის ერთი რომანიდან მოიყვანა პასაჟი, სადაც ერთი ლიბერალი ეკითხება მეორეს: - ლიბერალობა რა არის? - რა და საკუთარ დედასთან დაწოლის უფლება!
ჩემი აზრით, შეუძლებელი მგონია უფრო ზუსტად და შემზარავად იმის შეფასება, რაც თეა-ბუდარიხამ ჩაიდინა - ბარაქალა, შენს გამზრდელს, ჩემო უცნობო მეგობარო, გია იაკობაშვილო!!!
იმ “ბარიერის” შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებას გამოფხიზლების ნიშნები დაეტყო. გაზეთებში თუ ტელესივრცეში გაჩნდა ინტელიგენციის წარმომადგენელთა აღშფოთებული კომენტარები და, რაც მთავარია, სტუდენტმა ახალგაზრდობამ ამოიღო დიდი ხნის წინათ დადუმებული ხმა - თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტების თვითმმართველობის წევრები, რომელთაც დაგმეს პატრიარქის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ კეკელკა თეას უგვანო გამოხდომები და რუსთაველის გავლით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს გრიბოედოვის ქუჩაზე, “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისთან.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები 1 ნოემბერს მასობრივი აქციით მსვლელობის გამართვას აპირებენ, რაც სამების ტაძრის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმით უნდა დასრულდეს.
ხელისუფლება, რომელიც აქამდე აკვირდებოდა და არ ელოდა მოვლენების განვითარების ასეთ სცენარს, აშკარად შეფუცხუნდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაც გაცხადდა, რაც სულაც არ ნიშნავს პრეზიდენტის განცხადებას, როგორც ეს ზოგიერთებს სურთ, წარმოაჩინონ. განცხადებაში “ლაითად” იყო დაგმობილი (ოღონდ ყოველგვარი პერსონიფიცირების გარეშე, მითუმეტეს, “თავისუფლების ინსტიტუტის” ხსენებით???) პატრიარქის შეურაცხყოფა.
რაც შეეხება პრეზიდენტს, როგორც არაერთხელ გვინახავს, ახლაც “ჩაუხტა გელათს პატრიარქს” და მისი უწმინდესობის გვერდით აიტუზა, რითაც, ალბათ, იმის მინიშნება უნდოდა აღშფოთებული საზოგადოებრივი აზრისთვის, რომ ის არაფერ შუაშია და რომ მიშას პატრიარქზე ამოსდის მზე და მთვარე.
მიუხედავად ყველაფრისა, იქედნეს ნაშობი თუთბერიძე არ დაოკდა, თუ ვერ დააოკეს - 22 ოქტომბერს “დონავიზიის” ეთერში მთელი დღე და ღამე ტრიალებდა ხლისტების გომბიოს მორიგი უტიფარ-თავხედური ინტერვიუ, რაც, შეიძლება, ორი მიზეზით აიხსნას: პირველი - ვიღაცამ “იქ” ჩათვალა, რომ არ ეგების უკან დახევა და ბოლომდე “აწვებოდნენ პირველ ჩვენებას”; მეორე - შეიძლება “იქ” უკვე გადაწყვიტეს თეა თუთბერიძის გაწირვა!
სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
23 ოქტომბერს კი კინოს სახლში გაიმართა ინტელიგენციის შეხვედრა. შეხვედრაზე ელიზბარ ჯაველიძემ არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც პატრიარქი მოსკოვს უნდა წასულიყო რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასასწრებად, ეს რომ არ დაეშვათ, იგი მოწამლეს და მისი უწმინდესობა 10 საათის განმავლობაში უგონოდ იყო!
ნიშანდობლივი იყო რამაზ კლიმიაშვილის სიტყვა. როგორც მან გვაუწყა, 6 ნოემბერს ქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს სრულიად კავკასიის მუსლიმანთა შეიხის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, შეიხის, რომელმაც ჩვენს პატრიარქს კავკასიის სულიერი მამა უწოდა და ამ იუბილეზე ილია II ყოფილა მიწვეული, სადაც, სავარაუდოდ, სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც შეიძლება მოეწყოს რუსეთის პატრიარქთან და არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ჩავიდეს ბაქოში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება ყოველნაირად ეცდება, ილია II არ წავიდეს ბაქოს, - ბრძანა რამაზ კლიმიაშვილმა.
ზემოთ ხსენებული შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, რომ, სად იყო და სად არა, სცენაზე პრეზიდენტის “მრჩეველი”, ლიტერატორი გოგი გაჩეჩილაძე გამობრძანდა და, როგორც იტყვიან, დაიწყო მარა, რა დაიწყო...
ამ პატივცემულმა გვამმა ყველაფრის თავდაყირა დაყენება სცადა პათოსით - საიდან მოიტანეთ, რომ მართლმადიდებლობაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი, ქვაკუთხედიც და ქვეყნის დედაბოძიც მიშა სააკაშვილიაო!
დედა რომ შვილს არ აიყვანს, ალბათ, იმაზეა ნათქვამი, რაც ამის შემდეგ იქ დატრიალდა. ელიზბარ ჯაველიძე ახლოს რომ ყოფილიყო, ალბათ, ხელსაც შემოჰკრავდა. “უკონტროლო” რეზო ამაშუკელი აღარ იყო დარბაზში, თორემ, იქნებ, არც ეს ასცდენოდა ცნობილ ლიტერატორს, რომელსაც საბოლოოდ საკადრისი პასუხი მიკროფონით გასცა გოგი ქავთარაძემ.
მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ? ამ “კინოს” მეორე და მთავარი სერია იმავე საღამოს “ბარიერში” გაგრძელდა თითქმის იმავე მონაწილეებით.
ერთ მხარეს სააკაშვილის “მძიმე არტილერია”: ილია ჭავჭავაძის (იგივე გიგი თევზაძის, თეა თუთბერიძის, - ავტ.) უნივერსიტეტიდან ფსიქოლოგი, ვინმე დავით ამირეჯიბი (აფსუს, რა გვარს აფუჭებს!.. - ავტ.), გოგი გაჩეჩილაძე და მისი კოლეგა, დიდი ხნის პროტეჟე, გაამერიკელებულ-გაფემინისტებული, ერთ დროს ქართველად დაბადებული ქალბატონი დოდონა კიზირია და მეორე მხარეს კინოს სახლის შეხვედრის ორგანიზატორი მალხაზ გულაშვილი; ფსიქოლოგი ქალბატონი, რომლის სახელიც არ მახსოვს, და ერთ დროს სოციალისტი ნანა დევდარიანი ისხდნენ. თოქშოუს დაწვრილებით გადმოცემის არც ადგილია და არც სურვილი, ამიტომ მხოლოდ ძირითად მომენტებზე შევჩერდები...
როგორც მოსალოდნელი იყო, გოგი გაჩეჩილაძემ პრეზიდენტის მიმართ დითირამბებით დაიწყო, ხოლო, ზოგადად, განხილვის მთავარმა თემამ მონაწილეთა მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.
საბჭოთა ეკლესია - ასეთი რამ პირველად გავიგე. სწორედ ასე გაშიფრა ჭავჭავაძის უნივერსიტეტის, ხლისტების მთავარი ბუნაგის ფსიქოლოგმა დათო ამირეჯიბმა საქართველოს დღევანდელი ეკლესიის არსი.
აშკარად ამპარტავან პოზაში მჯდომმა ამერიკელმა დოდონა კიზირიამ - აღა მაჰმად ხანს არ მოუტანია იმდენი უბედურება, რამდენიც - ედუარდ შევარდნაძესო!
არც სურვილი მაქვს და არც გამოვდგები შევარდნაძის დამცველად, უბრალოდ, ვიტყვი, “ბარიერის” მონაწილეთაგან ვინ ვინ არის და საზოგადოებამ, მკითხველმა განსაჯოს.
ეს ის დოდონა კიზირიაა, რომელმაც იმ საღამოს აღიარა: - 40 წელიწადია, ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ საბჭოთა მენტალიტეტიდან ბოლომდე დღესაც ვერ გამოვსულვარ!..
თუმცა იგივე დრო სავსებით საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ ქართველობიდან სრულიად დაცლილიყო. ამ 10-15 წლის წინათ ქალბატონმა დოდონამ ამერიკაში იმისთვის მოიცალა, რომ დიდი ილიას “ოთარაანთ ქვრივი” განაქიქა (და ეს რბილად ნათქვამია). ილიას შემოქმედების ამ ერთ-ერთი საეტაპო ნიმუშის კრიტიკანობისას ამ გაამერიკელებულმა ქალბატონმა ოთარაანთ ქვრივი ლამის, როგორც რუსები იტყვიან, “ყეკყუთოტნრ რზთქრჩენნძღ” ქალად წარმოგვიჩინა, რაც, თავის მხრივ, ყოფილა ამ ქალის, ერთი შეხედვით, უკმეხობა-უხეშობის მიზეზი.
ერთი სიტყვით, ამ, უკაცრავად და, ლიტერატორმა, საკუთარი ფემინისტური სამრეკლოდან ძირს დასცა და ტალახში ათრია ოთარაანთ ქვრივის როგორც ქართველი დედაკაცის ხატება, რაშიც პავლე ინგოროყვა არა მხოლოდ ოჯახის, ქმარ-შვილის ერთგულ შეწირულ ქალს, არამედ საქართველოს ხედავდა.
ისე, ამ ბოლომდე ემანსიპირებულ-ამერიკანიზებულ ქალბატონს, ოთარაანთ ქვრივს რომ აბრალებს, თავად ხომ არ აწუხებს ჰორმონალური უკმარისობა?
თავად დიდი ილიას ნააზრევი დედაკაცობის ტრადიციული ინსტიტუტის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. ქართველ ვაჟკაცთა უქარქაშო ხმლებთან ერთად, იმაში, რომ საქართველომ, ავად თუ კარგად, დღემდე მოაღწია, დედაკაცებს, ოთარაანთ ქვრივებს, მეტი თუ არა, ნაკლები წვლილი არ მიუძღვით.
დოდონა კიზირიას მიერ ჩაგდებული თესლი “ნოყიერ ნიადაგში” აღმოჩნდა და მას ლაშა ბუღაძის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ზაზა ბურჭულაძისა და სხვათა სახით ღირსეული მემკვიდრეები დაეზარდნენ; პირველი ჩვენს წმიდა მეფე თამარს შეეჭრა საძინებელში, მეორემ ქართვლის დედას ხმლის მაგივრად ხელში ფალოსი დააჭერინა და მესამემ იმის შესახებ დაწერა მოთხრობა, თუ როგორ შევიდა ტუალეტში და დედის სითბოშერჩენილმა უნიტაზმა როგორი ერექცია დამართა.
ჩემი ასაკისა და ჩემზე უფროს თაობას ემახსოვრება დიდი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ლექსი, შემდგომ ამღერებელი: “აი, ასეთი, მხოლოდ ასეთი, მწამს კომუნისტი”... ასეთი კონიუნქტურული ლექსები თუ სხვა რამეები, უკლებლივ ყველა დიდ ქართველ მწერალსა თუ პოეტს დაუწერია, მაგრამ ამით მათ შემოქმედებას არაფერი დაჰკლებია.
აი, რაც შეეხება ასეთი ნაწარმოებების რეცენზიებს, ამას, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სულმდაბალი კარიერისტები სჩადიოდნენ. სწორედ ამ ლექსზე გამოაცხო გოგი ბატონმა არა რეცენზია, რომ იტყვიან, ცაში აიყვანა ის ლექსი. ეს იმის პასუხადაც, მალხაზ გულაშვილს რომ უთხრა - ჩემს ნაწერებში სოცრეალიზმს ვერსად იპოვიო.
გასულ აგვისტოს, სოფლად ყოფნისას, გოგი გაჩეჩილაძის რადიოინტერვიუს ვუსმენდი, სადაც პრეზიდენტის “მრჩეველმა” ბრძანა, რომ შარშან აგვისტოში სააკაშვილმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო!!! მერე რა, რომ დე ფაქტოსთან ერთად დე იურეც დავკარგეთ ახალი ტერიტორიები, მერე რა, რომ ასობით ბიჭი შევაწყვიტეთ რუსებს; მერე რა, რომ ათასობით ახალი დევნილი გაჩნდა; მერე რა, რომ მერე რა?.. მთავარი ის არის, რომ შარშანდელი ომით არა თუ გაყინული კონფლიქტები გაალღო, ცეცხლი მოუკიდა მიშამ ამ კონფლიქტებს, რის გამოც საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ეს ყოფილა მთავარი!!!
ამაზე უფრო ძვირფასი მარგალიტები მიმოაბნია მიშას “მრჩეველმა” იმ საღამოს - დღეს მოხდა საქართველოს პრობლემის დეტერიტორიზაცია, ანუ ჩვენზე საქართველოს გარეთ საუბრობენო.
ერთი სიტყვით, ის, რომ უჩვენოდ სხვები წყვეტენ საქართველოს ბედს, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის არანორმალურია, ბატონი გოგისთვის სატაშფანდუროა. ამიტომ ვსვამდი ზემოთ სიტყვა მრჩეველს ბრჭყალებში - ეს კაცი ტრაბახობს, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავიო, რითაც ნორმალური ადამიანი იყელყელავებდა კი არა, დამალავდა, რადგან, როგორც ჩანს, წინა ორი პრეზიდენტი ამ მრჩევლის რჩევებს დაუღუპავს და მიშას ოპოზიციის კი არა, გოგია გაჩეჩილაძის რჩევების უნდა ეშინოდეს.
რაც შეეხება ხლისტების ნასხლეტ დათო ამირეჯიბს, მან თეა თუთბერიძის “მართლმადიდებელი კრიმინალებისგან” დაცვა მოითხოვა. ჰა, როგორი პროვოკაციული დეფინიციაა? რა უნდა უპასუხოს კაცმა ამ პროვოკატორს? ჯერ ერთი, ვის რაში სჭირდება ბუდარიხას ქეციანი თავი? ეგეც არ იყოს, ჯარი ამათ ხელშია და პოლიცია. ჰოდა, დაუნიშნონ დაცვა, ბატონო, და ახლოს ნუ მიაკარებენ “მართლმადიდებელ კრიმინალებს!”
ისე, ცნობისათვის, ინტერნეტში არა მხოლოდ მუქარის მესიჯები მიდის, დამცველებიც გამოუჩნდნენ თეას. ფორუმზე გაჩნდა ვასილ კობახიძის განცხადება. ეს ის ეკუმენისტი ვაჟბატონია, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს დააპირა ჩვენი ეკლესიის შიგნიდან აფეთქება. მაშინ მისი უწმინდესობის პრესცენტრის ხელმძღვანელი გამოვიდა ეკლესიაში ე. წ. დემოკრატიული რეფორმების გატარების მოთხოვნით, რასაც მხარი დაუჭირა “თავისუფლების ინსტიტუტმა” და სწორედ მაშინ განაცხადა თეა თუთბერიძემ - “კმარას” საპატრიარქოს კედელზე მივაწერო!
ახლა კი ზემოთ ხსენებულ განცხადებაში განაქიქებს რა პოსტულატს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს, საქართველოს მართლმადიდებელ ირანს უწოდებს ეს ანტიქრისტე და ბოლოს აქლემივით იფურთხება. თუ არა და, თავად განსაჯეთ ამ ციტატებიდან:
“მიმიფურთხებია ასეთი პრეზიდენტისთვის (ყასიდად პრეზიდენტის ფურთხებით იწყებს, - ავტ.) თავისი ადმინისტრაციით!”
“მიმიფურთხებია ასეთი პატრიარქისა და ქართველი სამღვდელოებისთვის!”
“მიმიფურთხებია ასეთი პარლამენტარებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის!”
“მიმიფურთხებია ქართული ინტელიგენციისთვის!”
“მიმიფურთხებია I არხისთვის!”
“მიმიფურთხებია “თავისუფლების ინსტიტუტის” ქამელეონი წევრებისთვის!”
“მიმიფურთხებია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცინიკოსი და კარიერისტი “ინტელექტუალებისთვის!”
“მიმიფურთხებია ფუნდამენტალისტი და შოვინისტი სტუდენტებისთვის და, აგრეთვე, ნორმალური სტუდენტებისთვისაც, რადგან არასოდეს იღებენ ხმას!”
“მიმიფურთხებია პირველი ნოემბრის “ლოცვითი მსვლელობის” ფაშისტებისთვის!”
“მიმიფურთხებია ამ ნაცისტი და კონფორმისტი საზოგადოებისთვის!”
ამის შემდეგ ეს დუჟმორეული ეკუმენისტი აქლემი ბუდარიხა თუთბერიძეს მიმართავს, მე დაგიცავ და, საერთოდ, სადაც წახვალ, თან გაგყვებიო. ორივეს ჯანდაბამდე გქონიათ გზა!!!
თუ ვინმეს ამბორს აპირებს ეს აქლემი, ალბათ, ნინია კაკაბაძისას, ვინც წინა სტატიებში ჩემი “გრუზინ-გურჯობიდან” გამომდინარე, დავინდე და არ ვახსენე, რადგან ვიზუალურად ეს მშვენიერი ქალი, დიდი ჭაბუა ამირეჯიბის დისშვილია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!
თუმცა, როგორც ჩანს, ნინიას მკრეხელობის გარდა, რომელმაც პროვოკაციულად განაცხადა - ღმერთზე რომ გაგვეკეთებინა იგივე კლიპები, მაშინ რას იზამდითო?
მიდით, გააკეთეთ შენ და თეამ და ვნახოთ, რას იზამს საზოგადოება! უფრო სერიოზულად კი, ნინიას ის ეყოფა ამქვეყნიურ სასჯელ-სირცხვილად, რომ თეა ბუდარიხასთან ასოცირდება. დანარჩენი უფალმა მოჰკითხოს.
როგორც ნახეთ, ჩემო მკითხველო, მხოლოდ ერთ ტუტუც გოგოში არ ყოფილა საქმე. ამ ბუდარიხას არცთუ ცოტა ფარული და აშკარა მომხრე ჰყავს.
ათეისტი ის ადამიანია, ვისაც ღმერთი არ სწამს, მაგრამ, როგორც წესი, არც სხვის სალოცავებს აგინებს. მოაკელით ამ სიტყვას ერთი ასო და მივიღებთ “თეისტს”, რომელთა მიზანი ყველაფერი წმინდას, საკრალურის განქიქებაა.
ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ბოლომდე თანმიმდევრული იქნება ჩვენი საზოგადოება თუ, როგორც ხშირად ყოფილა და ქართველთ წესია, უცებ გადაგვივლის აღშფოთება?
ისევ სტუდენტი ახალგაზრდობის იმედი მაქვს, რომელმაც, თუ გაიღვიძა, წინ ვერაფერი დაუდგება!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რონალდ ასმუსი „ხანმოკლე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი“ (Palgrave Macmillan). რეცენზია

იმ ადამიანებს, რომლებიც მოვლენებს თვალს გარედან ადევნებდნენ, საქართველოს 2008 წლის ომზე ორი რამ ახსენდებათ. ერთი ის, რომ ომი მოულოდნელი იყო, მეორე, რომ ის საქართველომ დაიწყო. რონალდ ასმუსის აზრით, ორივე შეხედულება მცდარია.

ის ამტკიცებს, რომ ომის რეალური მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთს საქართველოს ამერიკაში განსწავლული და ამერიკის მოყვარული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბლოკვა სურდა. მან ინტენსიურად დაიწყო „საქართველოს გარდაქმნა ნახევრად–შეუმდგარი სახელმწიფოდან რეფორმატორ ქვეყნად, რასაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პროდასავლური დერეფნის შექმნის კატალიზატორის როლი ეთამაშა… ეს ძალიან მომხიბვლელი იდეა იყო“.

ბატონი ასმუსის მეტაფორები შესაძლოა ძალიან არაერთგვაროვანია, მაგრამ მისი არსი სწორია. საქართველო, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე პერსპექტიულ ენერგეტიკულ დერეფანში მდებარეობს, სააკაშვილის მმართველობის დროს წარმატებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამბად იქცა. ის ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა. მისი პლიურალიზმი პუტინის რუსეთის ავტორიტარული, კლანური კაპიტალიზმისთვის სერიოზული გამოწვევა იყო.

სააკაშვილის გავლენის ზრდა რუსეთის მხარდაჭერილ ორ სეპარატისტულ რეგიონში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, კრემლისთვის ასევე უსიამოვნების წყარო გახლდათ. სააკაშვილმა აღადგინა საქართველოს კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზე და ლოიალური ადმინისტრაცია შექმნა სამხრეთ ოსეთის შიგნით – რეგიონში, სადაც სოფლები ეთნიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით არაერთგვაროვანია.

ასმუსი ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის ეს აუტანელი გახდა. შესაბამისად, კრემლი განზრახ ახდენდა საქართველოს ლიდერის პროვოცირებას, რომ მას ომი წამოეწყო, რომელსაც ის აუცილებლად წააგებდა. საქართველოს დამცირებით მოსკოვმა ასევე სამაგიერო გადაუხადა ნატოს კოსოვოს, სერბეთის აჯანყებული რეგიონის აღიარებისთვის. იმავდროულად რუსეთმა ამით თავის სამეზობლოში ამერიკის როლს ლიმიტიც დაუწესა.

ასმუსი პროფესიონალურად წერს. ის ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკია, რომელმაც ყოფილ საბჭოთა აღმოსავლეთში ნატოს პირველი გაფართოება დაგეგმა. მის დღევანდელ ოფისში, ბრიუსელის კვლევით ორგანიზაციაში, პირად სუვენირებში „მადლიერი პოლონელი ერისგან“ ნაჩუქარი საიუბილეო ხმალიც შედის. ის აქტიურად ლობირებდა ახალ კანდიდატებს, ბალტიის სახელმწიფოებს, რომლებიც ნატოში 2004 წელს გაწევრიანდნენ, ბოლოს კი საქართველოს.

მისი წიგნი აშიშვლებს დილემას, რომლის წინაშეც სააკაშვილი 2008 წლის ზაფხულში აღმოჩნდა. რუსეთის პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ბოლოს ესკალაციაში გადაიზარდა. ეს იყო ეკონომიკურ ზეწოლას, ძირგამომთხრელი ქმედებებისა და დიდწილად ავიაციის საშუალებით განხორციელებლი სამხედრო თავდასხმების ნაზავი. დასავლეთის პასუხი სუსტი იყო. ის ორივე მხარეს ამშვიდებდა და მათ ძალის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. ის არ იყო მზად რუსეთისთვის ხმამაღლა და გასაგებად ეთქვა, რომ საქართველოს დესტაბილიზაციას სერიოზული გარდაუვალი შედეგები მოჰყვებოდა.

2008 წლის 29 ივლისს, რუსეთის ნდობით აღჭურვილმა ძალებმა პრო–ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. რა უნდა ექნა სააკაშვილს? მას რომ ამ სროლების იგნორირება მოეხდინა, მიეტოვებინა მისი მხარდამჭერები, რომ ისინი გაქცეულიყვნენ ან მოეკლათ, მისი პრესტიჟი კატასროფულად დაეცემოდა. მისი მოწოდებებს მსოფლიომ ყური არ უგდო. მეტიც, სააკაშვილმა დაზვერვის ინფორმაცია მიიღო (შესაძლოა გაზვიადებულიც), რომ დიდი ოდენობით რუსულმა სამხედრო ძალამ სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადალახა, შესაძლოა ეს იყო დამატებითი ძალა, ან პრელუდია სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის.

სააკაშვილმა გადაწყვიტა მომენტალურად ემოქმედა, და სამხრეთ ოსეთში ჯარს ბრძანება მისცა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები ჩაეხშო, მაგრამ ადგილზე რუსულ არმიასთან არ ებრძოლა. ბატონი ასმუსი მკაფიოდ აღწერს, რომ ეს გადაწყვეტილება კატასტროფული აღმოჩნდა. საქართველოს ჯარს არ გააჩნდა მკაფიო გეგმა, საკმარისი აღჭურვილობა, გამოცდილება და კომუნიკაციები. ყველაფერი გათვლილი იყო სწრაფ გამარჯვებაზე, რუსეთის დაბნეულობასა და დასავლეთის მხარდაჭერაზე. სინამდვილეში, საქმეში უზარმაზარი რუსული ძალა ჩაერთო, რომლიც თბილისის ასაღებად მოემზადა.

ამერიკამ უკან დაიხია, თუმცა ბატონი ასმუსი დამაინტრიგებელ მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი, მართალია ექსპერიმენტის დონეზე და წარუმატებლად, თუმცა საქართველოს დასაცავად სამხედრო პასუხის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. შესაძლოა ამან ომი მალე დაასრულა – ან პირიქით, სწორედ მას მოჰყვა საშინელი ესკალაცია. დასასრულ, ევროკავშირის სახელით საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ შუამავლის როლი იკისრა და ცეცხლის შეწყვეტის ბინძური ხელშეკრულებაც გაფორმდა.

წიგნში დეტალურადაა განიხილული საქართველოს და დასავლეთის ქმედებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ომის დაწყებამდე, ომის პროცესში და მას შემდეგ. ბატონი ასმუსი ირონიულად საუბრობს გარე სამყაროს მარცხზე, რომელმაც კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ამის გამო ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ის განსაკუთრებით ამხელს ნატოს (დაკოჭლებულს ერაყის ომთან დაკავშირებული დავით) და ეგოცენტრული და თვითმკმაყოფილი ევროკავშირის სისუსტეს.

ის ძალიან კეთილგანწყობილია (ბევრი იტყოდა, რომ ზედმეტად კეთილგანწყობილიც კი) ქართველების მიმართ. შესაძლოა, ბევრი გადაწყვეტილება და ქმედება არასწორი იყო და შესწავლას საჭიროებს, აღიარებს იგი. თუმცა ავტორი ყველაზე სამწუხარო შეცდომების გამოც კი ქართული მხარის პირდაპირ გაკიცხვას თავს არიდებს. მაგალითად, ოპოზიციონერი დემონტრანტების და მედიის სასტიკმა დარბევამ 2007 წლის ნოემბერში უცხოეთში საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა. ეს ეპიზოდი გაცილებით ვრცელ განხილვას იმსახურებს და არა იმ რამდენიმე წინადადებას, რომლებსაც ბატონი ასმუსი თავის წიგნში წერს. სააკაშვილის აუტანელი თვისებები ანალოგიურად დამანგრეველია: ქაოტურობა, თვით–ინდულგენცია, მრავალსიტყვაობა, ფავორიტიზმი და შურსიმაძიებლობა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ბატონი ასმუსი არც იმას იმჩნევს, თუ რამდენად შეუწყვეს ხელი საქართველოს ლიდერების ამერიკელმა გულშემატკივრებმა, განსაკუთრებით რესპუბლიკელთა ფრთის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, ამ თვითდაჯერებულობას.

წიგნში არ არის რუსული მხარის პოზიციაც (რადგან, როგორც ბატონი ასმუსი ამბობს, მოსკოვმა მასთან საუბრზე უარი თქვა). რა იყო ამ ომში კრემლის რეალური მიზნები? რამდენად ცუდად მოქმედებდა რუსეთის ჯარი? რა დასკვნები გამოიტანა რუსეთის ხელისუფლებამ? წიგნის საბოლოო ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ბატონი ასმუსის ნამუშევარი მაღალი ხარისხისაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერიკ ვოლბერგი

გასულ თვეში, თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტმა აჩვენა, რომ თურქეთი და რუსეთი სწრაფად ანვითარებენ მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს.

თურქეთმა უარი თქვა ევროკავშირზე, ფაქტობრივად ყველა თვალსაზრისით, აღიარა რა ის ისლამოფობიის ბასტიონად და ამერიკის დიქტატის ტყვედ. მაშინ როცა, შვეიცარია მინარეთებს, საფრანგეთი კი ჩადრების ტარებას კრძალავს, პოპულარული ისლამური მთავრობა სტამბულში საპირისპირო მიმართულებით მიდის – მხარს უჭერს თავსაბურავის ტარების თავისუფლებას, თამამად აკრიტიკებს ისრაელს და სირიასთან კავშირებს ამყარებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა თურქეთის პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ამ ქვეყნის ბუნებრივი მოკავშირეების – არაბების… და რუსების – მიმართულებით.

რუსეთთან ეს ახალი ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო, როდესაც თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევრაზიის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. ეს ურთიერთობა აქტიურ ფაზაში 2009 წლის თებერვალში შევიდა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული რუსეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია და ამ ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის აყვავებული და ენერგორესურსებით მდიდარი თათარსტანის ავტონომიური რესპუბლიკაც მოინახულა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანი თურქია, და რომელიც მილსადენებით, ბირთვული ენერგიითა და ვაჭრობითაა ცნობილი.

წარსულში რუსეთს თურქეთთან ცუდი ურთიერთობები ჰქონდა. თურქეთი 1922 წელს რესპუბლიკად ჩამოყალიბების დღიდან მყარად დასავლურ ბანაკში იყო და მოსკოვი მას კავკასიაში და მისი სამხრეთის თურქულ რესპუბლიკებში შეღწევის პლაცდარმად მიიჩნევდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს, ელცინის რუსეთმა რეგიონში ამერიკის ჰეგემონია დაუშვა. დასავლეთისადმი ამ გახსნილობის გამო, მთელ რიგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) თურქული სკოლები გაიხსნა. ამ რესპუბლიკებში თურქული სამშენებლო კომპანიები და მოვაჭრეები დიდი რაოდენობით შევიდნენ. 9/11–ის მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ–ს სამხედრო ბაზები რეგიონის ყველზე სტრატეგიულ ქვეყნებშიც დაუშვა. ძველი თამაში თითქოს დასრულებული იყო.

მაგრამ როდესაც მსოფლიო ამერიკის წარმოებული „ტერორიზმთან ომით“ დაიღალა, აღმოჩნდა, რომ ძველი თამაში ბოლომდე არ დასრულებულა. ნატოს წევრ თურქეთს ბულგარეთი და რუმინეთიც შუერთდნე და შავი ზღვა ნატოს დე ფაქტო ტბად გადაიქცა. ამან აღორძინების პროცესში მყოფი რუსეთი შეაშფოთა.

2004 წლის უკრაინის პრო–დასავლურმა „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“ ამ მხრივ ბალანსი კიდევ უფრო დაარღვია. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პირობა დადო, რომ ქვეყანას ნატოში გააწევრიანებდა და რუსეთის ფლოტს ყირიმიდან გააგდებდა. 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში ის თბილისს იარაღითაც ამარაგებდა.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ახალი ამერიკანიზმით მხოლოდ რუსეთი არ შეწუხდა. თურქების 90%–ს 2007 წლისთვის აშშ–ს მიმართ პოზიტიური განწყობა აღარ გააჩნდა. არ არის გასაკვირი, რომ თურქეთმა აშშ–ს და ნატოს უპირობო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, განსაკუთრებით 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს; მან უარი განაცხადა საქართველოს მხარდასაჭერად ბოსფორის ყურეში აშშ–ს სამხედრო გემების დაშვებაზე; ის ღიად აკრიტიკებდა ისრაელს იმავე წელს ღაზაში შეჭრის გამო.

ყოფილ საბჭოთა ბლოკში პროამერიკული ფერადი რევოლუციებისგან განსხვავებით, 2002 წლის თურქეთის „მწვანე რევოლუციას“ ხელისუფლებაში რელიგიაზე ორიენტირებული „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მოსვლა მოჰყვა. თურქეთის პოლიტიკური კურსი რეგიონში ბალანსის დაცვასა და მეზობლებთან (მათ შორის სომხებთან და ქურთებთანაც) მშვიდობიან თანაცხოვრებაზეა ორიენტირებული. 2004 წელს, ანკარაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2009 წლის თებერვალში გიულის და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ხელმოწერით მოსკოვში განახლდა. გიულიმ განაცხადა, რომ „რუსეთი და თურქეთი მეზობელი ქვეყნები არიან, რომლებიც თავიანთ კავშირებს ურთიერთნდობის საფუძველზე ანვითარებენ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს ახალ შინაარს შესძენს“.

ამ ისტორიის გასაღები თურქეთის წინადადებაშია. ანკარა კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის. გიულის ვიზიტის შემდეგ, თურქულმა პრესამ თურქულ–რუსულ ურთიერთობებს „სტრატეგიული პარტნიორობაც“ კი უწოდა, რაც უდაოა რომ ვაშინგტონში განგაშს იწვევს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა სერიოზული ეკონომიკური ინტერესები. თურქულ–რუსული ეკონომიკური კავშირები ბოლო ათი წლის განმავლობაში სერიოზულად გაფართოვდა. 2008 წელს ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 33 მილიარდ დოლარს მიაღწია, ასევე ნავთობითა და გაზით ვაჭრობა, რუსეთს თურქეთის ნომერ პირველ პარტნიორად აქცევს. მალე საგარეო ვაჭრობაში ისინი თურქული ლირის და რუსული რუბლის გამოყენებასაც კი შეძლებენ.

მედვედევის 13 იანვრის ვიზიტი ანკარაში ამ კონტექსტიდან გამომდინარეობდა. ის ენერეგეტიკულ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. შარშან, თურქეთის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში რუსეთის „ატომსტროიექსპორტმა“ გაიმარჯვა და მედვედევს ძალიან სურდა საბოლოო თანხმობა მიეღო თურქეთისგან „გაზპრომის“ „სამხრეთ ნაკადის“ პროექტში (ეს მილსადენი გაზს ევროპას მიაწვდის) თანამშრომლობაზე. მალე თურქეთი საკუთარი გაზის 80%–ს რუსეთისგან მიიღებს, მაგრამ ეს დამოკიდებულება, ორ ქვეყანას შორის ახალი სტრატეგიული ურთიერთობების კონტექსტში ვალდებულებად აღარ განიხილება.

ამ ფონზე კითხვის ნიშნები გაჩნდა კონკურენტ „ნაბუქოს“ პროექტის ბედთან დაკავშირებით. დასავლეთის მხარდაჭერილი ნაბუქოს მილსადენის მომავალი, რომელიც ასევე თურქეთის გავლით უნდა აშენდეს, დღეს გაურკვეველია. პროექტის მიხედვით „ნაბუქომ“ გაზი ირანიდან და აზერბაიჯანიდან ევროპას თურქეთის და საქართველოს გავლით უნდა მიაწოდოს. დასავლეთს და ირანს შორის ჩიხური ურთიერთობებისა და საქართველოს არამდგრადობის გამო, ეს გეგმა რუსულ ალტერნატივასთან შედარებით სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ჩანს. აზერბაიჯანმა, გონივრულად იმოქმედა და „სამხრეთ ნაკადის“ პროექტზე ხელი უკვე მოაწერა.

გაზეთი „კომერსანტი“ გაზპრომის ჩინოვნიკების ციტირებას ახდენს, ისინი ამბობენ რომ თურქეთს, როგორც რუსეთის „სტრატეგიულ პარტნიორს“ შეუძლია მალე შეუერთდეს იტალიას და გერმანიას. იტალიის ENI „სამხრეთ ნაკადის“ პროექტის თანა–დამფუძნებელია. გაზპრომის მეორე საცეცი, რომელიც უკრაინას გვერდს აუვლის „ჩრდილოეთ ნაკადია“, რომელზეც გასული წლის ბოლოს გერმანიამ თანხმობა საბოლოოდ განაცხადა. პოლონელი მინისტრი რუსეთ–გერმანიის „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტს 1939 წლის მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტს ადარებს, რადგან მილსადენი რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გაზი დასავლეთ ევროპას მიაწოდოს, ხოლო კიევს, თუკი ეს უკანასკნელი გაზის საფასურის გადახდას შეწყვეტს ან მის მოპარვას დაიწყებს, როგორც ეს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ რამდენჯერმე მოხდა, უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყდება.

ამ ძალიან დიდ თამაშში თურქეთი საკვანძო მოთამაშეა, თუმცა როგორც ჩანს, ის მხარეს იცვლის. რუსეთის და თურქეთის პრემიერ–მინიტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი ვაჭრობა 2015 წლისთვის გასამდება, და ამ წლის მაისისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გეგმებზეც ისაუბრეს. „საბოლოოდ, უდაოა, რომ (უვიზო რეჟიმი) ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უფრო გააქტიურებს“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ერდოგანმა.

დღეს უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შეიძლება სამხრეთ ნაკადთან დაკავშირებულ გეგმებში ცვლილება მოჰყვეს. ის რაციონალურად შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი უკრაინის ახალი პრეზიდენტი შეძლებს მოსკოვის იმაში დარწმუნებას, რომ მომავალში თაღლითობას ადგილი არ ექნება. უკრაინას ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს, მას ტრანზიტის საფასური აქვს გადასახდელი, რომელიც გაქრება, თუკი მიმდინარე გეგმები წინ წაიწევს. თუმცა ის ზიანი, რაც „ნარინჯისფერმა რევოლუციონერებმა“ უკრაინის ეკონომიკას და რუსეთთან ურთიერთობებს მიაყენეს, უკვე შემდგარი ფაქტია. ამბობს ალექსანდრე რარი საგარეო ურთიერთობების გერმანული საბჭოდან, „ყველა ხელისუფლების პირობებში, უკრაინა შეეცდება თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებას, და რუსები ამას ცოტა ხნის წინ მიხვდნენ. ეს არის ის, რის გამოც მათ უკრაინისთვის გვერდის ავლა სჭირდებათ“.

თუკი უკრაინაში, ხელისუფლება გამოიცვლება, რომელიც ნატოს ექსპანსიის გეგმებზე უარს იტყვის, მას ახალი როლის დამკვიდრება მაინც მოუწევს. პრეტენდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასაგებად თქვა, რომ იგი ხელს მოაწერს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას და შეამსუბუქებს ისეთ პოლიტიკურ პრობლემებს, როგორებიცაა რუსეთის ფლოტის საკითხი და შესაძლოა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაც. მის მაგალითს შეიძლება თურქეთმაც მიბაძოს. „თუკი რომელიმე დასავლური სახელმწიფო დააპირებს აფხაზეთის აღიარებას, ეს პირველ რიგში თურქეთი იქნება, რადგან იქ დიდი აფხაზური დიასპორაა“, ამბობს რარი.

უკრაინას არ აქვს იმის არანაირი მიზეზი, რომ არ შეუერთდეს რუსულ–თურქულ ალიანსს – დაფუძნებულს რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაზე, განსხვავებით ნატოს ალიანსის კონფრონტაციული და მტრული კურსისგან. ამით შეშლილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი (ერთი ციდა სახელმწიფოს დიქტატორი – იმის აბსოლუტური ანტიპოდი, რა როლიც მას თავდაპირველად ჰქონდა – ნატოს მეომარი რაინდის, რომელიც ალიანსის საზღვრებს აღმოსვლეთისკენ მიუძღოდა) ქარის წისქვილებთან მარტო დარჩება. თურქეთის დაუძინებელ მტერს, სომხეთსაც კი თითქოს ერთი სული აქვს ამ ახალ ხაზს შეუერთდეს, როგორც ეს შარშან ელჩების გაცვლამ დაადასტურა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი