↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმის ჩათი 7 (ნინძა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10247 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
Image მოვედიიიი

მოგიკითხავთ საქართველოდან სიხარულებოოოო

Image Image

Image Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციციკუნაა =5172 =5172
ხომ ხარ კარგად? =cp
ავატარის შეცვლა მინდა და ვერ ვცვლი(ზომები ნორმაში ჯდება) =cg=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოკ! შევცვალეე =ifif

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჰუჰ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
კროლლლლლ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
საგიჟეთში" ლამის იგივე ვითარებაა, რაც სრულიად საქართველოში

ასათიანის ქუჩაზე ფსიქიურად შეშლილები თავისუფლად დასეირნობენ
თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო იქ მყოფი პაციენტებისათვის ჯოჯოხეთად გადააქციეს, ხოლო მისი ეზო _ ნაგვის ბუნკერად. დანგრეულ შენობაზე, მშიერ ავადმყოფებზე და გაუსაძლის სიცივეზე რომ არაფერი ვთქვათ, აქ პაციენტების უსაფრთხოებაზეც ნაკლებად ზრუნავენ. რამდენიმე ათეულ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს მხოლოდ ერთი კარისკაცი იცავს. არის შემთხვევები, როცა ხუთი პაციენტი ერთს თავგამოდებით ურტყამს ან ერთი მეორის ნივთს ისაკუთრებს. ფსიქიკურ ტრავმებს ფიზიკურიც ემატება, მაგრამ ავადმყოფის სიცოცხლეზე არავინ აგებს პასუხს. ,,60 გიჟს ერთი დაცვა ვერ მოუვლის", _ ამბობს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექთანი.

ისედაც სულიერად განადგურებული პაციენტები საშინელი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ამ კლინიკაში მათ გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ სასწაული მოხდა და რომელიმე პაციენტი განიკურნა, ამ საავადმყოფოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ვერასდროს დაივიწყებს.

"ჯორჯიან თაიმსი" ასათიანის სახელობის კლინიკაში მივიდა, რათა ამ კლინიკის შესახებ გავრცელებული ამბები გადაემოწმებინა.

რომან ტურაშვილი, პირველი ფსიქიატრიული განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შერეული განყოფილებაა, სადაც ერთდროულად მკურნალობენ მამაკაცები და ქალები, მაგრამ პალატები დაყოფილია. გვაქვს ე. წ. დაკვირვების პალატები. როცა პირველად ავადმყოფი შემოდის, თავსდება ამ დაკვირვების პალატაში. ექიმები მას აკვირდებიან რაღაც პერიოდის განმავლობაში და შემდეგ ვანაწილებთ ქალებს _ ქალების პალატაში და მამაკაცებს _ მამაკაცების პალატაში (ამაზეც მადლობა. რედ).

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ერთმანეთს სცემენ...

_ არა, ასე არ არის. ჩვენ მათ ვმეთვალყურეობთ. პაციენტებს ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობა აქვთ. ტელევიზორს ერთად უყურებენ, მაგრამ ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ქალები მამაკაცთა პალატაში არ შევიდნენ, ან პირიქით. ფიზიკური კონფლიქტი ხდება მაშინ, როდესაც ავადმყოფი ძალიან აგრესიულია. ხშირად ავადმყოფები ერთმანეთს კი არ ესხმიან თავს, არამედ კლინიკის პერსონალს. მაგალითად, გუშინ შემოვიდა პაციენტი, რომელმაც რამდენიმეჯერ ხელი გაარტყა სანიტარს. სანიტარს სურდა, წამალი გაეკეთებინა. პაციენტი გაბრაზდა. კონფლიქტი მამაკაცებს მოსდით ხოლმე ერთმანეთში, შეიძლება სიგარეტის გამო წაკინკლავდნენ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მამაკაცს ქალისთვის გაერტყას.

_ პაციენტს ღვედებით კრავთ ნემსის გაკეთების დროს. როგორ რეაგირებს ამაზე პაციენტის პატრონი?

_ არანაირი პრობლემა პაციენტის ოჯახის წევრებთან არ გვქონია. მათ იციან, რომ ფსიქოზური ავადმყოფი ყოველთვის აგრესიულია.

_ რატომ დადიან თქვენი პაციენტები კლინიკის ტერიტორიაზე თავისუფლად, ხშირად, ქუჩაშიც. რატომ არ არეგულირებთ ამ საკითხს?

_ ჩვენ არა გვაქვს უფლება, ადამიანებს ეს ავუკრძალოთ.

_ კი მაგრამ, ეს ხომ სხვა ჯანმრთელი ადამიანებისთვის სახიფათოა?

_ მაინც არ გვეხება ეს საკითხი. ხშირად პატრულს მოჰყავს ავადმყოფი ჩვენთან, თუ შეამჩნევს, რომ ქუჩაში არაადეკვატურად იქცევა.

_ რამდენად არსებობს თქვენს სტაციონარში პაციენტის გამოჯანმრთელების შანსი ისე, რომ ოჯახს ადეკვატური დაუბრუნდეს?

_ ძალიან მაღალი შანსი აქვს ადამიანს, სრულიად განიკურნოს. ნუ დაუჯერებთ სხვებს. მედიკამენტები მინიმალურ გვერდით ეფექტებს იძლევა. მედიკამენტებით კლინიკა სრულად უზრუნველყოფილია. მართალია, შედარებით ნაკლებ ეფექტურია ის წამლები, რომელიც შემოდის, რადგან ეფექტური წამლების საბაზრო ღირებულება ძვირია, მაგრამ ამ პირობებშიც კი არის შანსი პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად.

_ კლინიკაში არ არის გათბობა, არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები, თქვენ, ექიმებიც როგორ ძლებთ, ავადმყოფებზე რომ არაფერი ვთქვათ?
_ ამ საკითხებზე ხშირად მივმართავთ სამინისტროს. არც გათბობა გვაქვს და არც "რადიატორები" პალატებში, იმედია, მოგვხედავენ.
ბატონი რომანი ძალიან დაბნეული გვესაუბრებოდა, ზოგიერთ ბრალდებას უარყოფდა, მტკივნეულ კითხვებზე ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკის გენერალურ დირექტორთან გვამისამართებდა. ჩვენთვის რომ ინტერვიუ მოეცა, რამდენიმე წუთის მანძილზე ითხოვდა ნებართვას უფროსობისაგან. თან ყველა წუთს გვახსენებდა, სადღაც მაგვიანდებაო.

როგორც იქნა, ჩვენი "ტყვეობისგან" თავი გაითავისუფლა და შვებით ამოისუნთქა, როცა დავემშვიდობეთ. სამაგიეროდ ჩვენ არ დავკმაყოფილდით მისი პასუხებით და მას შემდეგ, რაც განყოფილების გამგე "სასწრაფო საქმეზე" გავისტუმრეთ, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ თავად გვენახა, რა პირობებში არიან პაციენტები, როგორი მკურნალობა უტარდებათ, როგორ იკვებებიან და როგორი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ.

შენობას გვერდიდან მოვუარეთ და ისე, რომ არავის შევემჩნიეთ, ფანჯარასთან მჯდომ ერთ-ერთ პაციენტს სარკმელი შევუღეთ. აღმოჩნდა, რომ პალატებს გისოსები გარედან აქვთ და შიგნიდან მინა, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ადვილი შესაძლებელია, პაციენტმა მინა ჩაამსხვრიოს და თავი დაიზიანოს. ხელმისაწვდომია პაციენტთან კონტაქტი, სულ ცოტა მონდომება და თუ დრო გაქვს, მთელი საათით ისე გააბამ მათთან ლაპარაკს, რომ კაციშვილი არ მოგაქცევს ყურადღებას არც შენ და არც პაციენტს. ალბათ იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალისათვის სულერთია. მიაჩნიათ, რომ "გიჟი თავისუფალია" და რაც უნდა ილაპარაკოს, მაინც არავინ დაუჯერებს.
სამაგიეროდ ასეთ პაციენტს ჩვენ მივაქციეთ ყურადღება. დავინახეთ, როგორ იწვა ფეხმოტეხილი ულამაზესი შუა ხნის ქალი რკინის საწოლზე, ყოველგვარი ქვეშაგებისა და თეთრეულის გარეშე, სიცივეში, მობუზული, მშიერი... ჩვენ მას არსებულ პირობებსა და მედპერსონალის მათთან ურთიერთობაზე ველაპარაკეთ. პაციენტმა ისეთი რამ გვიამბო, რომ რთულია, არ დაიჯერო მისი სიმართლე.

მარიამ ლისინა, პაციენტი: არც გათბობა არის და არც საჭმელია ვარგისი. წამლებიც არაეფექტურია, თავის ტკივილს იწვევს, მაგრამ სხვა რა გზაა? თუ ქმარ-შვილი არ გყავს და ბინა გაქვს, ესე იგი, უპატრონო ხარ და `ბომჟად~ გთვლიან. ძაღლებს ვაშინაურებ და მერე ლეკვებს ვყიდი. თურმე ესეც სიგიჟის ერთ-ერთი ნიშანი ყოფილა. აქ იმიტომ გამომამწყვდიეს, რომ ჩემი ბინა მიისაკუთრონ. ჩემი ისტორიის მსგავს ამბებს ამ საავადმყოფოში ბევრს მოისმენთ. ვისაც პატრონი ჰყავს, ის დიდხანს აქ არ რჩება, შეიძლება მედიკამენტები გამოუწერონ და შინ გაუშვან, სულ არ მოათავსონ სტაციონარში.

_ როგორ მოხვდით აქ?

_ სასაფლაოზე ვმუშაობდი დამლაგებლად, ერთმა მუშამ მითხრა, შენს წილს უფროსს თუ არ მისცემ, არ გაგახარებენო. მე არ დავუჯერე. მცემეს და გადამიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში.

_ რა დამოკიდებულება გაქვთ პაციენტებს ერთმანეთთან? კლინიკის გამგემ უარყო თქვენს შორის კონფლიქტების არსებობა, მართლა ასეა?

_ მე მომვლელი არა მყავს და ფეხმოტეხილი გარეთ ვერ გავდივარ. ჩემთან ერთად ერთი ავადმყოფი გოგო წევს და ის მივლის. ზუსტად ვიცი, რომ პაციენტები ერთმანეთში ჩხუბობენ და არც კი ცდილობს მედპერსონალი, გააშველოს.

_ ნათესავები არ გყავთ?

_ მყავს ნათესავი, მაგრამ კლინიკაში არ უშვებენ, რომ ნახოს, რა პირობებში ვარ. არ მაძლევენ არც ტელეფონით დალაპარაკების საშუალებას, რადგან მან იჩივლა ჩემ გამო და კლინიკის ადმინისტრაციამ აუკრძალა აქ შემოსვლა. ძალით მაძლევენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, მიკეთებენ ნემსსაც. სავსებით ნორმალური რომ იყო, მაინც გაგიჟდები ამ წამლების ფონზე. თუ წამლებს არ დავლევ, მცემენ. ნამდვილად არაა ის სიტუაცია აქ, როგორც გარწმუნებენ. მე არა ვარ ფსიქიკურად ავად, აქ მოტყუებით მომიყვანეს, ვითომდა მოტეხილი ფეხის მოსარჩენად.

_ მედპერსონალი როგორ გექცევათ?

_ გვცემენ, თუ არ დავემორჩილებით ძალიან აგრესიულები არიან.

P.S. ფსიქიატრიული სფეროს პრობლემები უკვე აშკარაა, მაგრამ პატრონი არავინაა. იქნებ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ გაუბედურებულ ადამიანებსაც მიხედოს.

ანა ფერაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობაააააააააააააააააააა დესპაელებოოოოოოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jan 2009
Posts428
კარმა0
OFFLINEPROFILE
36_2_83 36_2_83 სად ხართ ჩემო ძვირფასებო , მომენატრეთ ყველა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
[b]დესპანელებო გამარჯობათ!![/b]

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
=0077 =0077 =0077 =0077 =0077 =0077 =0077 =0077 =0077 =0077 =0137 =0137 =0137 =0137 =0137

დესპანელებო ეს თქვენ მონატრებული სალამი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეილატაბუნიკო =cp =5172

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინარის სალამი და გამარჯვება კეთილი იყოს შენი დაბრუნება =cp 11_6_205 11_6_205 11_6_205 11_6_205

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციციკუნაა =5172 =5172 შემოგევლეე,ხომ ხარ კარგად? შემოდი სკაიპში თუ დრო გაქვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
პუპ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სალამი დესპანელებოოოო

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10247 posts ] 
ფორუმის ჩათი 7 (ნინძა
დესპანი