↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 8 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
უფრთხილდით ტრეფიკინგს

http://www.gevision.tv/documents/exclusive.html

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილმი – უყურეთ და გამოთქვით თქვენი შთაბეჭდილებები

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
არასდროს არ შემხვედრია ტრეფიკინგის მსხერპლი. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
nino5 wrote:
ციტატა:
არასდროს არ შემხვედრია ტრეფიკინგის მსხერპლი. :)

ქართველი ემიგრანტების 50% მაინც ტრეფიკინგის მსხვერპლია... ტრეფიკინგია ისიც ვიგაც რომ მოგატყუებს ჩაგიყვანს უცხო ქვეყანაში და იძულებული ხარ იმუშავო და აკეთო ის რაც არ გსურს, იმიტომ რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი... ზოირგვლივგი ბინას ყიდის ოღონდ სადმე წავიდოს, ზოგს სესხი გამოაქვს ბანკიდან...

კაი რა ნინო.. მარსზე ხომ არ ცხოვრობ მიმოიხედე ირგვლივ.. ტერფიკინგია ესეც მცდარ ინფორმაციას რომ მოგაწვდიან და ჩაგიტყუებენ სხვაგან... ვინ აწვდის ამ ინფორმაციას? ქართველები ვინც აქ ცუდ დღეში არიან ჩავარდნილები, მუშაობენ დღე და ღამე ვინ რას აკეთებს ვინ რას, ხოდა დარეკავენ მერე საქართველოში და ისეთ ტრაბახს დაიწყებენ და ბლატაობას ყველას გონია იქ რომ დოლარები იკრიბება ხეებზე აქ და როგორც ჰოლივუდის ფილმებშია ისე გრიალობენ ქართველები....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zvigeni შეიარე საახალწლოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
zvigeni
ქართველი ემიგრანტების 50%მაინც ტრფიკინგის მსხვერპლია.

100% -ით გეთანხმები ზვიგენ,მარტო ქრირსტინას /ყველა იცნობს ამერიკასი ამ აგენტს/
რამდენი ქართველიდან აქვს გამოტყუებული ფული?აბა ამას რა ქვია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ მოხვდნენ და ცხოვრობენ თურქეთის აუქციონზე გაყიდული ქართველი არალეგალები საბერძნეთში?

„თურქეთის ტყეში 2 ახალგაზრდა გაგვეყინა, ერთიც ხევში გადაიჩეხა, საბერძნეთის ციხეში კი ჯერ გვაწამეს და შემდეგ გაგვაუპატიურეს“...

ექსკლუზიური რეპორტაჟი საბერძნეთიდან

„სტამბულის აუქციონზე 10 დღით 400 დოლარად გამყიდეს“

saberznetis_sazrvari.gif20 დეკემბერს დილის ოთხ საათზე ტრაპზონიდან გავედით. 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც მსუბუქ მანქანას მართავდა, პასპორტები გამგზავრებამდე ჩამოგვართვა. წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ღამე იყო, სტამბულში რომ ჩავედით. ტრაპზონიდან მძღოლის მეტი არავინ გამოგვყოლია. მარტო თურქულად ლაპარაკობდა, გზაში არსად გაგვიჩერა, კინაღამ მოვკვდით. მის გვერდით მხოლოდ თეა იჯდა, დანარჩენი ხუთნი კი უკან ვიყავით მოთავსებულნი. კარგად მახსოვს, ტრაპზონიდან სტამბულამდე მძღოლმა ცენტრალური გზიდან რამდენჯერმე გადაუხვია. ვეკითხებოდით სად მივყავდით, მაგრამ მისგან პასუხს მანამ ვერ ვიღებდით, სანამ მიუდგომელ ადგილზე არ მივიდოდით. ერთხელ მანქანაც გაგვიჩერა, გვანიშნებდა, თუ გინდათ ჩადით, რა შემაღონეთო, მაგრამ თვალწინ მთების მეტი არაფერი იყო, სად უნდა წავსულიყავით...

სტამბულში, სასტუმროში დაბინავებამდე, მაღალი შენობის წინ არსებულ თავშესაფართან გავჩერდით. ჩვენს გარდა იქ სხვებიც იყვნენ, უცხოელებიც ჩანდნენ და შორიახლოს ქართველებიც. თურქი ქალი და მამაკაცი მოვიდნენ. მძღოლს დაელაპარაკნენ, ცოტა ისაუბრეს, ცელოფნის პატარა პარკით რაღაც გადასცეს და პასპორტები გამოართვეს. ისინი რუსულადაც საუბრობდნენ. გვითხრეს, დოკუმენტები სასტუმროსთვის გვჭირდებაო. ხმა არ ამოგვიღია. ისე გვციოდა მარტო იმას ვნატრობდით, სადმე ოთახში შევსულიყავით. სასტუმროშიც მივაღწიეთ. შეიძლება ეს ამბავი დაუჯერებელიც კი ჩანდეს, მაგრამ ოთახებში დავბინავდით თუ არა, ის ადამიანები, ვისაც ყურადღება უნდა მოექციათ, აღარსად ჩანდნენ.

აქაც იგივე განმეორდა, რაც ტრაპზონში და კიდევ უფრო უარესიც. მამაკაცები, რომელსაც გავუძალიანდით, არა მარტო გვეჩხუბებოდნენ და გვიყვიროდნენ, არამედ გამეტებით გვირტყამდნენ. ერთი სიტყვით, ღირსების შენარჩუნებისათვის ბრძოლის არაქათი საბოლოოდ გამოგველია, მანამდე კი ანთებული სიგარეტით ხელებიც ამოგვიწვეს. დამწვარი დღესაც შრამად მაქვს. ეს საზიზღრობა, წამება იყო.

დილით სასაუზმოდაც არავინ დაგვიძახა, არც ჩვენ ვიცოდით არაფერი. ქალაქში ვერ გავიდოდით, რადგან პასპორტები არ გაგვაჩნდა. სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონს პოლიციის მისამართი ვთხოვეთ, რაზედაც უარი გვითხრა, იმ მიზეზით, რომ ასეთი საკითხები მას არ ეხებოდა და გვირჩია სასტუმროს ადმინისტრაციისათვის მიგვემართა. სასტუმროს ადმინისტრატორს მაღაზიის მისამართი მე და თეამ ვკითხეთ. ვუთხარით, რომ მცირეოდენი სურსათის შეძენა გვინდოდა. ტრაპზონიდან ცოტაოდენი ფული გამოგვყვა. მოხუცი ადმინისტრატორი დიდი გაიძვერა ვინმე აღმოჩნდა. თან ვიღაც გამოგვაყოლა სათვალთვალოდ. გვინდოდა ტელეფონით დაგვერეკა, მაგრამ ვერ შევძელით. მაღაზიაში პური ვიყიდეთ და უკან დავბრუნდით. გამყიდველისთვის პოლიციის მისამართი აღარ გვიკითხავს.

სასტუმროს ოთახში ასვლამდე ჩხუბის ხმა შემოგვესმა. გვეგონა რომელიმე ქართველი თურქ კაცს ეჩხუბებოდა, მაგრამ ოთახში შესვლისას უცხო თურქი ქალი რაღაცას გვედავებოდა და საცემლად იწევდა. ბოლოს გავარკვიეთ, რომ გვეუბნებოდა, მე თქვენ გიყიდეთ, 400 აშშ დოლარი გადავიხადე თითოეულში და რა პოლიცია აგიტყდათო. დაგვემუქრა, სანამ ამ ფულს სამმაგად მაინც არ ამოვიღებ, ფეხს ვერსად გასდგამთო.

ეს ქალი, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე ყოფილა, რუსულად ისე ლაპარაკობდა, რომ ძლივს გამოგვქონდა აზრი მისი ნათქვამიდან. ისიც გვითხრა, ჩემი ქმარი სტამბულის მილიციაში მუშაობს და პოლიციაში თქვენს მისვლას აზრი არ აქვს. პასპორტები არ გაქვთ და მაშინვე დაგაპატიმრებენო. გაკვირვებულები ერთმანეთს შევყურებდით და თან ვტიროდით. მისთვის არაფერი გვითქვამს. გადავწყვიტეთ, საღამოს გავპარულიყავით, მოსახდენი მომხდარიყო, რადგან ამდენი ძალადობის ატანა აღარ შეგვეძლო.

სასტუმროდან გაპარვა ვერ შევძელით. ოთახები შეგვიცვალეს, ფანჯრებს რკინის გისოსები ჰქონდა, კარებთან კი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცები იდგნენ. მათი მოტყუებაც ვცადეთ, მაგრამ ამაოდ.

ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაღამებული, რომ ოთახში თურქი ქალი შემოვიდა, ვახშამი შემოგვიტანა. ჩაი დავლიეთ თუ არა, გამოვშტერდით. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს...

მესამე ღამეს იგივე განმეორდა, რაც პირველ ღამეს იყო. საღამოს 8 საათიდან დილის 10 საათამდე სექსუალურ მომსახურებას მინიმუმ სამ მამაკაცს მაინც ვუწევდით. უფრო საშინელებებიც ხდებოდა. ისე ვიყავით სხვადასხვა მამაკაცებისგან ნაცემი, რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გვქონდა. ასე გაგრძელდა 8 დღე და ღამე, თუ არ ვცდები. სულ დალურჯებულები ვიყავით, სახეც დასიებული გვქონდა. სასტუმროს მოსამსახურეები თვალს გვარიდებდნენ, ვერ გვიყურებდნენ.

იმ ღამეს სასტუმრო დავტოვეთ. ქალაქის განაპირა სოფელში ერთსართულიან, კრამიტით გადახურულ სახლში ერთი ღამე გავათენეთ, მერე კი გზას გავუდექით. თანმხლები თურქი შეგვპირდა რომ საბერძნეთში გადაგვიყვანდა“.

მონატრებული სიკვდილი

„ჯერ მანქანით ვიარეთ, მერე ფეხით, მერე რამდენიმე საათი ისევ მანქანით. რომელიღაც სოფელში კიდევ ხუთი ადამიანი დაგვემატა, სამი ქართველი იყო, ორი სომეხი – თბილისიდან. თურქი პატარა მდინარეს მიუყვებოდა და ჩვენც მივდევდით.

მინდორში ვიყავით, რომ დაგვიღამდა. ვთხოვდით, იქნებ გავჩერებულიყავით და ცეცხლი დაგვენთო გასათბობად, მაგრამ ის კაცი არ ჩერდებოდა. ხელით გვანიშნებდა მომყევითო. ბნელოდა, მაგრამ გზას არაფრით ინათებდა. როგორც ჩანს, ზეპირად იცოდა ბილიკები. ყინავდა, თან წვიმდა. დრო და დრო ქარიც ქროდა. ყველაფერი სახეში გვეყრებოდა.

დაღამებული იყო, ტყეში პატარა ქოხს რომ მივუახლოვდით. თურქი გაჩერდა, ჩანთა მოიხსნა, ჩაი თვითონაც დალია და ჩვენც დაგვალევინა.

ბოლოს რომ ხალხი დაგვემატა, იქიდან ერთ-ერთი ასე 50 წლამდე ქალი იყო. ასანთი ჰქონდა წამოღებული და ცეცხლის დანთება სცადა. თურქმა იმისთანა სილა გააწნა სახეში, რომ მიწაზე მჯდომი ქალი გადავარდა. ხმა არ ამოგვიღია, რადგან გზაში თურქმა გაგვაფრთხილა, თუ ხმას ამოიღებთ, პოლიცია ყველგან არის, გაიგებს და ციხეში აღმოჩნდებითო. იმ კაცმა ცეცხლის დანთებაზე ფიქრიც კი აგვიკრძალა.

დიდხანს არ გავჩერებულვართ. ერთი დღე და ღამე კვლავ ვირბინეთ. მივადექით მერე ჭაობებს. ვერ გაგვეგო, როგორ უნდა გადაგველახა. თურქი მირბოდა და მივყვებოდით. ჭაობი გავიარეთ, მერე ისევ ტყე, წყალშიც ბევრი ვიარეთ.

დიდი ჩანთა არავის გვქონდა, გზაში ყველაფერი გადავყარეთ, ვეღარ მიგვქონდა. პატარა პარკებიც სულ დაგვისველდა და დაიხია. ტანსაცმელიც დაგვეფლითა, მათხოვრებს დავემსგავსეთ. საჭმელი არავის გვქონდა, თურქი იშვიათად მოგვიტეხავდა ხოლმე პურს, ისიც ყველას არ გვხვდებოდა. წინ მიმავალი ნატეხებს უკან გვიყრიდა და ვინც დავიჭერდით, მისი იყო.

ისევ ღამე იყო, სომეხმა რომ დაიძახა, ჩემი ნათესავი და კიდევ ერთი გოგო ჩამოგვრჩნენო. თურქს ვანიშნეთ, რომ დავლოდებოდით, რაზედაც უარი გვითხრა. ვაიძულეთ, თუ არ ნახავდა ჩამორჩენილებს, ვიყვირებდით.

ვნახეთ... ახალგაზრდები სიცივისგან კანკალებდნენ და ვეღარ მოდიოდნენ. შევჩერდით. ღამე იყო, ირგვლივ არაფერი ჩანდა. თურქსაც ჩაეძინა და ჩვენც. რიჟრაჟზე თურქმა გაგვაღვიძა. აღარ ვიცოდით რა გვექნა, რადგან ორივე ადამიანი, რომლებიც მცირე ხნის წინ ძლივს დაგვეწივნენ, გაყინულიყვნენ. ვტიროდით და მიწას ისე მივაბარეთ, გვამები ნადირს რომ არ შეეჭამა.

გზა გავაგრძელეთ. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული მინდორზე ისევ რომ გავედით. თურქმა ფული მოგვაკრეფინა და მეცხვარეებს მისცა. მინდორი მალე გავიარეთ და კლდის მსგავს მთებს მივადექით. საცალფეხო ბილიკები უნდა გაგვევლო. თურქმა სიფრთხილისაკენ მოგვიწოდა და გვაჩვენა, მიწა და პატარა მცენარეების ფესვები, რომელსაც უნდა მოვჭიდებოდით, როგორ წყდებოდა და დაბლა მიექანებოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ სიკვდილს ვნატრობდით, სიცოცხლე აღარ გვინდოდა, მაგრამ ოჯახები გვებრალებოდა, მკვდრებსაც რომ ვერ დაგვიტირებდნენ. სხვა გზა არ გვქონდა ამდენი უბედურების შემდეგ ესეც უნდა გაგვევლო. ფეხებს ძლივს მივათრევდით შიმშილის, სიცივისა და ნანახისგან მისავათებულები.

ერთი ახალგაზრდა ღრმა ხევში ისე გადაიჩეხა, რომ უკან ვერც კი მივიხედეთ, რადგან ასეთი მოძრაობისას, ჩვენც იგივე საფრთხის წინაშე ვიდექით. მის უკან მდგომმა რომ იკივლა, ისე დავიბენით, რომ გადაჩეხვას ძლივს გადავურჩით. . .

საბერძნეთში დაგვაბეს და ისე გაგვაუპატიურეს...

თურქმა რომ გვანიშნა, საბერძნეთის საზღვარს მივუახლოვდითო, ჯერ ისევ ღამე იყო. სიარულის ძალა საერთოდ აღარ შეგვწევდა და დავსხედით. დაღლილებს ჩაგვეძინა. გამოგვაღვიძეს. თურქი აღარსად ჩანდა, თავს კი სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელები გვადგნენ, იარაღით ვიცანით, თან საბუთები მოგვთხოვეს, რაც არავის გვქონდა. ადგილზევე გაგვჩხრიკეს და ერთ-ერთის ჩანთაში პასპორტებიც იპოვეს ქაღალდში შეხვეული. ყველას თურქეთის ვიზები გვქონდა.

მანქანებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს. ოფიციალური საზღვარი არ გადაგვილახავს, საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლში ისე მივედით. იქაც კერძო სახლში დავბინავდით.

სამი დღის მანძილზე იმ სახლში მცხოვრები ბერძენი ქალი გვივლიდა, გვაჭმევდა. მესამე დღეს რამდენიმე ადამიანი გაუშვეს, სალონიკის გზა მიასწავლეს, ოთხნი კი დაგვტოვეს.

მომდევნო დღეს კი ის ოთხი კაცი მოვიდა, ვინც ალექსანდროპოლში მიგვიყვანა. ფეხზე გამართულად ვიდექით, თუმცა ჯანმრთელობა აშკარად შეგვერყა. გვახველებდა და ავადვმყოფობდით. მათ არც არაფერი უკითხავთ, ისე მოინდომეს ჩემთან, თეასთან და კიდევ ორ გოგოსთან დროს ტარება. გავუძალიანდით და ცუდ დღეშიც აღმოვჩნდით. ოთხივე სახლის პირველ სართულზე, ე.წ. სარდაფში ჩაგვყარეს და კარი დაგვიკეტეს, თუმცა დიასახლისს ჩვენი გამოკვება არ შეუწყვეტია.

სარდაფში ყოფნიდან მეორე საღამოს იგივე განმეორდა, რაც თურქეთში. ჩვენგან ყველა სექსუალურ მომსახურებას ითხოვდა, სანაცვლოდ კი „მეპატრონეს“ ფულს უხდიდნენ. ბიჭებზე იმდენად ვიყავით გაბრაზებულნი, რომ ყველაფერზე უარს ვეუბნებოდით, რის გამოც, მათ დაგვაბეს და ისე გაგვაუპატიურეს. სარდაფს თავი მხოლოდ ამის შემდეგ დავაღწიეთ.

გაშვებით ჩვენც გაგვიშვეს, მაგრამ არაფერი მოუციათ. გზის ფულიც არ გვქონდა, რომ სალონიკამდე მივსულიყავით. ეს ქალაქი გაგონილი გვქონდა მხოლოდ. ვიცოდით, რომ იქ სამუშაოს შოვნა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე სხვაგან. არც გზა ვიცოდით. ორნი დაგვშორდნენ, დავრჩით მე და თეა. ალექსანდროპოლის გარეუბანის ქუჩებში ხეტიალისას ქართველი ქალი ვნახეთ, კასპის რაიონიდან წამოსული, რომელიც ბერძნულ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის მოგვეხმარა რამდენიმე დღე კერძო სახლში გაგვეთია, მოგვიანებით კი დაგვიკავშირდებოდა და სადმე დაგვასაქმებდა. ანაზღაურების ოდენობას აღარ ვჩიოდით.

დაპირებისამებრ დავიწყეთ მუშაობა. 60 წლის მოხუცს ვუვლიდი, არადა მოსავლელი უკვე თავად ვიყავი. სამი თვე ვიმუშავე, მერე ის მოხუცი გარდაიცვალა. მოგროვილი ფულით სალონიკისკენ გავეშურე და მას შემდეგ აქ ვმუშაობ, აქაც ბებიას ვუვლი. ნორმალურად მიხდიან მისი შვილები, თან მოხუცის სახლში ვცხოვრობ, რადგან მარტოა და ოჯახის ფინანსებით შეძენილი საკვებით ვსულდგმულობ.

...ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს. თანხა რაც მრჩება, საქართველოში ვაგზავნი. ჩემი ძმა უკვე გაიზარდა და თავადაც მუშაობს მტვირთავად. დედაც ძალიან დაბერდა. არაფერი აღარ შეუძლია. საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ, მაგრამ მინდა თან ცოტა ფულიც წავიღო, მაღაზია გავხსნა და ვივაჭრო, რომ სხვას ხელებში არ შევყურო. იმ გზის გავლას, რაც მე გავიარე, არავის ვუსურვებ. ამის შესახებ პირველად თქვენთან ვისაუბრე, ოჯახის წევრებისთვისაც კი არ მითქვამს არაფერი“,- აღნიშნა მაიამ, რომელსაც თუ შეხედავთ, ძნელად დაიჯერებთ, ან შეიძლება სულაც არ დაიჯეროთ, რომ იგი 29 წლის არის.

გელა მთივლიშვილი საბერძნეთიდან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენი
ტრეფიკინგი მე პირდაპირი მნიშვნელობით ვიგულისხმე...თორემ ამერიკაში რომ ხეებიც ფულს ისხამენ ეს მეც ვიცი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თინა სანთელაძე: ჩემი ქალიშვილი ემიგრაციიდან ავადმყოფი დამიბრუნდა

დრო გადის და ემიგრაცია სულ უფრო მეტ შვილს ართმევს სამშობლოს. ქართველთა ამაყი, თავისუფლებისა და ბედნიერების მაძიებელი ხასიათი ვერა და ვერ ურიგდება საკუთარ მენტალობაზე უარის თქმას, სხვაში გათქვეფასა და ეროვნულ გაუცხოებას. უფრო მეტიც, მათი დაობლებული, უთვისტომო სულიერება უცხოელთა მონობაში ყოფნის ტკივილსა და სიმძიმეს ვერ უძლებს და ათასი სულიერი და ფიზიკური სენით ავადდება. თითოეული ქართველი ემიგრანტი კი ჩვენი ხორცისა და სულის ნაწილია. ჩვენი ვალია, შევეხმიანოთ მათ, დავეხმაროთ და გავამხნევოთ. საკუთარი შვილის უცნაურ თავგადასავალზე გვესაუბრება ქალბატონი თინა სანთელაძე.

- ქალბატონო თინა, რამ გადააწყვეტინა თქვენს ქალიშვილს უცხოეთში გამგზავრება?
- ლიკას არასოდეს დაუმალავს თავისი ხვაშიადი. ბავშვობიდანვე იზიდავდა დასავლეთის ცხოვრების სტილი. საძინებელი აჭრელებული ჰქონდა უცხოელ მსახიობთა და მოდელთა ფოტოებით. წარმოიდგინეთ, ყველაფერს უცხოურს შენატროდა; ცდილობდა, ამერიკელთა ორეულად ქცეულიყო. ვფიქრობდი - ახალგაზრდაა, გაუვლის, მაგრამ ამაოდ... საქართველოს აღდგენის მესიადაც ამერიკა ესახებოდა, მაოცებდა მისი კამათის ემოციური სიმძაფრე ამ საკითხში. ამერიკა იქცა ლიკას საოცნებო ქვეყნად, სადაც, მისი აზრით, დემოკრატია მეფობდა, იყო მიზნის მიღწევის უსაზღვრო შესაძლებლობები, იდეალურად მოწყობილი სამყარო, შვება, განცხრომა, სიამე, სიბრძნის, ცოდნისა და გონიერების სახელმწიფო.
ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა, რომ ამერიკაში სამუშაოდ წასვლას აპირებდა. მიუხედავად ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა, ვერ შევძელით მისი ცნობიერებიდან ეს მიზანსწრაფვა ამოგვეშალა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემი ქალიშვილი გონზე მოეყვანა, მაგრამ ლიკა ათეისტი იყო, ჩემი ვედრება სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ადამიანებთან კი საერთო ენის გამონახვა არ უჭირდა, ნდობას ადვილად იმსახურებდა, ვინმე თუ სჭირდებოდა, კუდს ძაღლივით უქიცინებდა. წასასვლელი გზაც იპოვა, ფულიც მოიძია და თანამგზავრიც მონახა. მუქარამაც ვერ გაჭრა. გული მიკვნესოდა, როცა ჩემს “დედის წინ მორბენალ კვიცს” ვაცილებდი.
- მალე იშოვა სამუშაო, ისეთი აღმოჩნდა ამერიკა, როგორიც ეგონა?
- არა... გაუჭირდა სამუშაოს შოვნა, მას ხომ იქამდე არსად ემსახურა, ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. პირველად რომ დამირეკა, არ უთქვამს, მაგრამ შევამჩნიე გულაცრუება და დარდი. სამი თვე მეგობრების ხარჯზე იყო, შემდეგ ვიღაც მხატვრის სალონში დამლაგებლის ადგილი იშოვა. უწევდა რამდენიმე ოთახის დალაგება; დარბაზის ფილები ყოველდღიურად უნდა გაეხეხა, რათა მოეშორებია საღებავები და თიხის ნარჩენები, რადგან იქ ქანდაკებებიც კეთდებოდა, სპეციალურ ხსნარში რეცხავდა უამრავ სხვა­დასხვა ზომის ფუნჯებს ცალ-ცალკე, ალაგებდა ქაღალდებს, უვლიდა მისაღებს, საძინებლებსა და კაბინეტს, სამზარულოსა და სააბაზანოს; წუწუნებდა საქმის სიმძიმეზე, პატრონის ბოჰემურ ცხოვრებასა და ორგიებზე, მენატურე ქალების ქედმაღლობაზე, სტუმართა სიხშირეზე. ყველაზე მეტად წუხდა იმაზე, რომ მას ისინი ადამიანადაც არ თვლიდნენ, არც კი ესალმებოდნენ; მიხვდა, რომ მათი მეგობარი ვერ გახდებოდა. ინგლისურ ენას გატაცებით სწავლობდა და ესმოდა ის დაცინვა, რაც მისი მისამართით ითქმებოდა. მეუბნე­ბოდა, ჩემს სახელს ვერ იმახსოვრებენ და რა სახელით აღარ მამკობენო.
მოგვიანებით, ვიგრძენი, რომ ლიკას გული შურითა და ღვარძლით აივსო. მთელ ხელფასს საკუთარ თავს ახმარდა - მოდურად იცმევდა, რაც იქ მის სტატუსს სრულიად არ შეეფერებოდა. ოჯახს დღესასწაულებზე თუ გამოგვიგზავნიდა თანხას.
ლიკას ახირება - ამერიკელებს დამსგავსებოდა და მათი ცხოვრების წესით ეცხოვრა - თანდათან სახიფათო ხდებოდა. სარწმუნოების შეცვლაც კი გადაწყვიტა, რაშიც არალეგალობამ შეუშალა ხელი. ამის შესახებ მისმა მეგობარმა ნატამ მიამბო.
- რას მიაღწია ამით?
- გარეგნულად მან შეძლო ყურადღების მიპყრობა. ტელეფონი ხშირად ჰქონდა გამორთული და ვეღარ ვუკავშირდებოდი. ღამით კი იმ სახლში ვრეკავდი, სადაც ლიკა თანამემამულეებთან ერთად ქირით ცხოვრობდა. გოგოები ათას რამეს იგონებდნენ ჩემს დასამშვიდებლად. ბოლოს კი თავმობეზრებულებმა გამიმხილეს: ლიკამ მეგობარი ბიჭი გაიჩინა და მასთან ხშირად რჩებაო, ხან კი სალონში ათენებს ღამესო. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. ის უკვე ცხოვრობდა ამერიკულად. მაგრამ ამის ჩემთვის გამხელას არ აპირებდა. მითხრა, გოგოები ეჭვობენ, თორემ ხელფასი მომიმატეს, გამოფენები მზადდება, საქმე თავზე მაყრია და დროს აღარ ვკარგავ გზაში სიარულშიო.
იმ დროს, როდესაც ეს ჭორი გავიგე, ნატას დედამ დამიბარა, კომპიუტერში გოგოების გამოგზავნილი სურათები რომ ეჩვენებინა. მან დამათვალიერებინა ნატას გამოგზავნილი ფულით გარემონტებული ბინა, ახალი შეძენილი ნივთები, მაჩვენა კომპიუტერი, რომელიც ნატამ თავის პატარა ძმას საშობაოდ უყიდა... ლიკა იმ სურათებში დაუჯერებლად ლამაზი იყო, დახვეწილი და მდიდრულად შემოსილი, მაგრამ სევდიანი. ერთ სურათში კი თითქმის შიშველი იყო, ტანზე დაუდევრად შემოხვეული ჰქონდა ჰაეროვანი და გამჭვირვალე ქსოვილი. ერთგან კი აგიზგიზებული ცეცხლოვანი თვალებით, ოდნავ გაპობილი ბაგეებით, ჩაშავებული თვალთა უპეებით მომეჩვენა თითქოს მეძახდა: “დედა, მიშველე!” ეს უსიამო გრძნობა დღემდე მომყვება. ჩემს მეხსიერებას შემორჩა, აგრეთვე, მის გვერდით მდგომი ათლეტი, კუშტი, მაგრამ დენდივით გამოწყობილი. დღესაც ვფიქრობ და ვეჭვობ, რომ ლიკამ მცდარი ცხოვრების გზა აირჩია, მაგრამ ფაქტები არც მაშინ მქონდა და არც დღეს მაქვს. ამერიკით გატაცება მარტო მისი საყმაწვილო სენი არ აღმოჩნდა, მისი სულიერი ავადმყოფობის მიზეზიც გახდა.
4 წლის წინათ მასთან მცხოვრებმა გოგოებმა დამირეკეს, ლიკა ავადაა, მთელი დღეები წევს, არ ჭამს, არც გველაპარაკება. ექიმმა გვითხრა, ეს პოსტტრამვული სტრესული რეაქციაა, დარღვეული აქვს გარემოში ორიენტაცია, ძილ-ბურანშია და გარემოს ვერ აღიქვამსო. მის კლინიკაში გადაყვანასა და მკურნალობას ვერ შევძლებთ; გადავწყვიტეთ მისი სამშობლოში დაბრუნება, ერთი ქართველი ემიგრანტი უპატრონებს გზაში, თქვენ კი მანდ დახვდითო.
აეროპორტში ვნახე სულმთლად გაჭაღარავებული ლიკა, მოტეხილი, დაავადებული, ჩამქრალი. როგორც ექიმები ამბობენ, დაკარგული აქვს ემოციური რეაგირების უნარი, თავის განცდებშია ჩაფლული. მირჩიეს, რაც შეიძლება ნაკლებად ეკონტაქტოს ადამიანებს, მყავდეს სახლში და მოვუარო. ერთხელ თვალები უცბად აევსო ცრემლით, სახეზე შიში და ბოროტება გამოეხატა. მკურნალ ექიმს დავურეკე, მითხრა: “ნუ გეშინიათ, გადატანილი ფსიქოტრამვის შემდეგ ასეთი რამ მოსალოდნელიაო.”
რა პირობებში მოხვდა იმ დაწყევლილ ამერიკაში ჩემი გოგო, რა სულიერი კატასტროფა გადაიტანა ან სად - სახლში თუ სამსახურში, იქნებ გზაში, ის ხომ არალეგალი იყო, შეძლებდა პოლიციის გამოძახებას ან თავის შველას?.. ამის გაგება შეუძლებელია. სანამ ცოცხალი ვარ, მოვუვლი, მერე?.. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ლიკას ამბავი სხვებისთვის მაინც იქცეს ცხოვრებისეულ გაკვეთილად.
- ქალბატონო თინა, ამ პირად ტრაგედიაში სახელმწიფო პოლიტიკის კვალს თუ ხედავთ?
- ლიკას უბედურება გარკვეულწილად ქვეყნის ავკარგიანობიდან მომდინარეობს. ჩემი გოგონა დროისა და ეპოქის შვილიც იყო, მის გადარევას ხელი არსებულმა სიტუაციამაც შეუწყო იმით, რომ დანგრეული ქვეყნის შვილი პირად ბედსვიანობასა და გამართლებას უცხოეთში ეძებდა. პოლიტიკა ქვეყანაში ერის მენტალობასა და მათ მოთხოვნებზე უნდა იყოს აგებული. დღეს კი ადამიანების პრობლემები პოლიტიკის მიღმა დარჩა. რად გვინდა გზები, რომელზეც ვერ გაივლი ან ახალი საავადმყოფოები, თუ იქ მკურნალობას ვერ შევძლებთ. განახლებულ თეატრებსა და კინო-დარბაზებში ვინ ივლის, როდესაც ხალხს არც ფული აქვს და არც განწყობა?..
საერთოდ ვის ვბაძავთ, რატომ გავაფეტიშეთ ამერიკა და ინგლისური ენა, ესაა დამოუკიდებლობა და თავისუფლება? რატომ გვაქვს ტელესივრცეში უცხოურიდან გადმოღებული პროექტები, ამერიკული მოდის უნიჭო ეპიგონები ვართ? ჩემი ქალიშვილი ამერიკულ მოდაზე აყოლითა და მიმბაძველობით ემიგრაციიდან ავადმყოფი დამიბრუნდა. იგივე დაემართება ჩვენს ქვეყანასაც, თუ ეროვნული ღირებულებები არ დაფასდება. მუხრან მაჭავარიანისა არ იყოს, “სხვისი მისაბაძი რა გვჭირს, თვარა კი”.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 8 posts ] 
დესპანი