↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მედიცინა და ჯანმრთელობა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 11 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამდენი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად, იმდენივე რჩევას მოისმენთ იმის შესახებ, როგორ გავხდეთ სწრაფად და თავიც კომფორტულად ვიგრძნოთ. ყველა ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა.

ატკინსის დიეტა
ამერიკელი დიეტოლოგის რობერტ ატკინსის მაღალცხიმოვან და მაღალპროტეინულ დიეტას საფუძვლად უდევს რაციონიდან ნახშირწყლების გამორიცხვა. ნახშირწყლების ოდენობა დღეში 20 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ნებადართულია სოკო, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის მცენარეული ცილა. რაც შეეხება პურს, ბოსტნეულს, ხილს, მაკარონს, ფუნთუშებს, შაქარს, ისინი თითქმის მთლიანად ირიცხება რაციონიდან. უმნიშვნელო ოდენობის ნახშირწყლოვან პროდუქტსაც კი დიეტის ეფექტურობა ნულამდე დაჰყავს.

ატკინსის დიეტის მიზანია, ორგანიზმში შექმნას მდგომარეობა, რომელსაც კეტოზი ეწოდება. ამ დროს ცხიმები სწრაფად იშლება. დიეტა ორი - ძირითადი და შემანარჩუნებელი - ნაწილისგან შედგება. პირველი ორი კვირა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში იწყება მეტაბოლური პროცესები, ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება კვების ახალ პრინციპებთან. მეორე ნაწილის ხანგრძლივობა შეუზღუდავია. ის მიმართულია სასურველი წონის მიღწევისა და მისი შენარჩუნებისკენ საკვების კალორიულობის შეუზღუდავად.

ღირსებები

*
შეზღუდული არ არის ნებადართული საკვების კალორიულობა და ოდენობა.
*
დიეტის დროს სისხლში შაქრის დონე ნორმალიზდება, რაც თავიდან გვაცილებს ჰიპოგლიკემიის ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ნახშირწყლოვანი დამოკიდებულება და შიმშილის მუდმივი შეგრძნება (მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფლდებით ტკბილეულისა და სხვა საკვების მიმართ მისწრაფებისგან).
*
ნივთიერებათა ცვლა ნახშირწყლების წვიდან ცხიმების წვაზე გადაერთვება.

ნაკლოვანებები

*
დიეტა ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. არ შეიძლება დიაბეტიანებისთვის.
*
ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე. ატკინსის დიეტა ბლოკავს სეროტონინის - განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების - გამომუშავებას, ამიტომ მათ, ვინც ხანგრძლივად იცავს ატკინსის დიეტას, გაღიზიანებადობა, განწყობის სწრაფი ცვალებადობა ახასიათებთ. უჩივიან სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას.
*
ცხიმების სიუხვის გამო იმატებს ქოლესტერინის დონე, ეს კი ქმნის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების საშიშროებას.
*
თუ დიეტა ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, თავს იჩენს კანის პრობლემები, თმა შრება, მტვრევადი ხდება.
*
დიეტა არ ითვალისწინებს მარილებისა და უჯრედისის მიღებას, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის.

სანიმუშო მენიუ
საუზმე - ნაღებიანი ყავა, კარაქიანი და ყველიანი ბუტერბროდი
სადილი - გამომცხვარი ქათამი ბროკოლისა და ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად
ვახშამი - ორაგულის ნაჭერი, მწვანე სალათი ბრინზით და ზეითუნის ზეთით, ერთი ჭიქა მშრალი ღვინო

იაპონური დიეტა
ეს დიეტა ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლისკენ არის მიმართული. რაციონი დაბალკალორიულია (ზოგიერთ დღეს კალორიების მოხმარება 700-მდეც კი მცირდება) და ღარიბია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმს აიძულებს, ცხიმოვანი მარაგი დაწვას. რაციონიდან ამოიღეთ მარილი, ფქვილის ყოველგვარი ნაწარმი, სპირტიანი სასმელები, შაქარი. ყავა უშაქროდ მიირთვით. წყლის ნაცვლად სვით მინერალური წყალი. გაფრთხილებთ: არ შეცვალოთ პროდუქტები საკუთარი შეხედულებისამებრ. არ გამოტოვოთ დიეტის არც ერთი დღე. იაპონურ დიეტაზე ნელ-ნელა გადადით. ჩვეულებრივ რეჟიმსაც ნელ-ნელა დაუბრუნდით.

I დღე
საუზმე - შავი ყავა
სადილი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი - ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი
II დღე
საუზმე - შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი - ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით
ვახშამი - 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი
III დღე
საუზმე - შავი ყავა და 1 ცალი ორცხობილა
სადილი - ზეთში შემწვარი 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით
IV დღე
საუზმე - შავი ყავა
სადილი - 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი - ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)
V დღე
საუზმე - 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი - ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი - ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)
VI დღე
საუზმე - შავი ყავა
სადილი - ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა გახეხილი სტაფილო
VII დღე
საუზმე - ჩაი
სადილი - 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი (მაგალითად, რომელიმე ციტრუსი)
ვახშამი - ნებისმიერი დღის ვახშამი, გარდა მესამესი (შეიძლება 100 გ მოხარშული კიბორჩხალა)
VIII დღე
საუზმე - შავი ყავა
სადილი - ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა სტაფილო
IX დღე
საუზმე - 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი - შემწვარი ან მოხაშული მოზრდილი თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი - ხილი
X დღე
საუზმე - შავი ყავა
სადილი - 1 ცალი თოხლო კვერცხი, ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი - ხილი
XI დღე
საუზმე - შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი - 1 ცალი ზეთში შემწვარი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი ზეთით
XII დღე
საუზმე - შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი - 1 ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, 1 ულუფა ბოსტნეულის სალათი, 1 ულუფა ზეთით შეზავებული კომბოსტო
ვახშამი - 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა მაწონი
XIII დღე
საუზმე - შავი ყავა
სადილი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული მოხარშული კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი - შემწვარი ან მოხარშული თევზი

.

TOP.GE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გული და მისი მუშაობა
Ambebi.Geტყუილად როდი ამბობენ, ყველა დაავადების სათავე ნერვებიდან მოდისო.
ხდება ხოლმე, რომ დილით, ახალგაღვიძებულზე გული გიფანცქალებს, პულსი წუთში 100-120-ს აღწევს და თან, ეს ყველაფერი თითქოს, უმიზეზოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე ხდება. გადის ერთი დღე, ორი დღე, თვე და ბოლოს, შეშფოთებული მიმართავ კარდიოლოგს. ექიმი გადაგიღებს ელექტროკარდიოგრამას და გეუბნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და პანიკის საფუძველი არა გაქვს, მაგრამ მისი არ გჯერა, რადგან სწრაფი გულისცემის შეგრძნება და გულმკერდის არეში ტკივილი თავს არ განებებს.

ექიმების ენაზე, გულისცემის გახშირებას ტაქიკარდია ეწოდება. ამ სენის 7 ნაირსახეობა და ურიცხვი ქვესახეობა არსებობს. ჩვეულებრივ, როცა გული გიწყებთ ”გიჟივით” ცემას, ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაც წესრიგში არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გული ნორმაშია, მაშინ რატომ იწყებს ის გამალებით მუშაობას? - ამის მიზეზი სტრესია. ამგვარ ტაქიკარდიას ნერვულს უწოდებენ და იგი აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.

გულისცემის რეგულარული გახშირება (აბსოლუტურად ჯანმრთელი გულის შემთხვევაშიც კი) დროთა განმავლობაში ადუნებს გულის კუნთს (მიოკარდს); თუ ნერვულ ტაქიკარდიას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება და შესაძლოა, ინფარქტსაც გამოჰკრათ ხელი.

გახსოვდეთ: რაც უფრო ნაკლებს ინერვიულებთ, მით უკეთ იგრძნობთ თავს!.. როცა პრობლემები გაქვს, ძნელია, არ ინერვიულო, მაგრამ უნდა შეეცადო მაინც. ამაში მარტივი აუტოტრენინგი დაგეხმარებათ, მხოლოდ წარმოსახვის უნარის დაძაბვა მოგიწევთ: პრობლემა, რომელიც სულს გიღრღნით, დიდი ტალღის სახით წარმოიდგინეთ (ან ამის მსგავს რამედ). წარმოსახვით მიბრუნდით თქვენკენ მომართული ტალღისკენ, თან წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით მყარ, მახვილკუთხიან ჯავშანში და მიემართებით ”პრობლემისკენ”. აი, წყლის ბორბალმა თქვენამდე მოაღწია და დაიმსხვრა ისე, რომ ვერ შეძლო თქვენი ჯავშნისთვის ზიანის მოყენება. ნებისმიერ სანერვიულო და სტრესულ სიტუაციაში შეგიძლიათ, წარმოსახვის ამგვარად ამუშავება და გვერწმუნეთ, ეს დიდ შვებას მოგგვრით.

რიტმის ნორმალიზება

ნერვული ტაქიკარდია სხვა სახის ტაქიკარდიისგან მკვეთრად განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ მის მოსახსნელად ტაბლეტების ყლაპვა სულაც არაა აუცილებელი; ამისათვის არსებობს უამრავი ნაცადი და სანდო მეთოდი. აქვე გეტყვით, რომ იმან, რაც ერთს შველის, შეიძლება მეორეზე არც კი იმოქმედოს. ასე რომ, სცადეთ სხვადასხვა მეთოდი და მათ შორის ყველაზე ეფექტიანი აირჩიეთ:

- ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა - 10-15 წამით, დაძაბეთ კიდურების კუნთები და მუცლის პრესი. ამოისუნთქეთ. თუ შეგიძლიათ, დადექით თავზე ან გააკეთეთ ”სანთელი”. ამის შემდეგ გაიკეთეთ იმ აქტიური ზონების მასირება, რომლებიც განლაგებულია ქვედა ყბის კუთხეების დონეზე, ყბის სახსრის ოდნავ ზევით.

- გაისინჯეთ პულსი, დახუჭეთ თვალები, ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, თუ რას გრძნობთ და თანდათანობით წარმოიდგინეთ, როგორ გიმშვიდდებათ გული, პულსი სულ უფრო და უფრო, თანაბარი გიხდებათ... 5-7 შეტევის შემდეგ, როგორც წესი, გულისცემა ნორმას უბრუნდება.
ბებიების რეცეპტები

აირჩიეთ თქვენთვის მოსაწონი მცენარეული ნარევი, ყველა მათგანს ერთნაირი მოქმედების უნარი აქვს:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ბარამბო, კატაბალახას ფესვები და ფარსმანდუკი. 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ მცენარეულ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი და 3 საათით გააჩერეთ მაცივარში. დღის განმავლობაში მიიღეთ ყლუპ-ყლუპობით - თითო ჯერზე 3-4 ყლუპი. მკურნალობის კურსი 2 კვირას შეადგენს.

- შეურიეთ თანაბარი რაოდენობით კუნელის გამომშრალი ნაყოფი, ქიშმიში და კურაგა (გარგარის ჩირი). 1 ჩ/ჭ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე თერმოსში, მეორე დღიდან კი მიიღეთ ჩაის ნაცვლად. მისი მოხმარება შეგიძლიათ განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

- აიღეთ 1 ჩ/კ ვარდკაჭკაჭას ფესვის ფხვნილი, დაამატეთ 2 ჩ/ჭ წყალი და ადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი 1 საათით დააყენეთ. 1/2 ჩ/ჭ გაფილტრული ნაყენი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. შეგიძლიათ, კარგი გემოს მისაცემად დაუმატოთ თაფლი ან შაქარი. ამ ნაყენის მიღება მუდმივად შეგიძლიათ.

ნერვული ტაქიკარდიის დროს კარგია ბიოლოგიურად აქტიური წერტილების მასირება, რომელიც უნდა აწარმოოთ განუწყვეტლივი, ნელი და სრიალა მოძრაობებით, ძლიერი ზეწოლითა და თანდათანობით მზარდი ძალით. მასირებისას მამაკაცებს უფრო ძლიერად უნდა დააწვეთ, ვიდრე ქალებს - ეს პროცედურა გრძელდება 3 წუთამდე, შეტევების ხანგრძლივობისა და სიძლიერიდან გამომდინარე:

- წერტილი I - წყვილია, მდებარეობს ხერხემლის კიდეებში, გულმკერდის მე-9 და მე-10 მალთაშუა დონეზე;
- წერტილი II - წყვილია, მდებარეობს ნეკა თითის გარეთა კიდეზე ფრჩხილის ძირიდან 3 მმ-ს დაშორებით. ეს მთავარი წერტილია, ამიტომ, როცა ძლიერი გულისცემა გეწყებათ, შეგიძლიათ, მხოლოდ ამ წერტილის მასირება მოახდინოთ;
- წერტილი III - წყვილია, მდებარეობს სხივ-მტევნის სახსრის დონეზე, სხივის ძვლის კიდესთან;
- წერტილი IV - წყვილია, მდებარეობს ხელის მტევნის ზურგზე, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის არსებულ ჩაღრმავებაში;
- წერტილი V - წყვილია, მდებარეობს მუხლის თეფშის ქვედა კიდიდან 3 უნციით ქვემოთ. 1 უნციის
სიდიდე ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია და ხელის შუა თითის განივი კვეთის ტოლია.

ავარჯიშეთ გული!

თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ნერვული ტაქიკარდია, შეეცადეთ, ფეხები მეტად დატვირთოთ. თეძოების დიდი კუნთები, შეკუმშვა-მოდუნების პროცესში ემსგავსება ნასოსს, რომელიც გულს სისხლის გადაქაჩვაში ეხმარება. რასაკვირველია, სირბილი და ხტუნვა საჭირო არაა; საკმარისია, ყოველდღიურად 4-5 კმ მანძილზე საშუალო ტემპით სიარული (ეს დაახლოებით, ორჯერ ნახევარსაათიანი სეირნობის ტოლფასია).
ნერვული ტაქიკარდიის ამოსაცნობი ყველაზე მარტივი ტესტი:

რამდენიმე წვეთი კორვალოლი და ვალერიანი ერთმანეთში აურიეთ (რამდენი წლისაც ხართ იმდენი წვეთი მიიღეთ, მაგრამ 50 წვეთზე მეტი არაა რეკომენდებული) და მიიღეთ. თუ ტაქიკარდია ამ ნარვის მიღებისთანავე გაგივლით, სავარაუდოა, რომ იგი ნერვული წარმოშობისაა.

ეს საინტერესოა

ხშირად, 16-18 წლის ახალგაზრდებს ტაქიკარდია უვითარდებათ. ამის ახსნა შეიძლება ორგანიზმში ჰორმონების ბობოქრობით, რაც გულს დამატებით ტვირთავს. 1-2 წლის შემდეგ ასეთი ტიპის ტაქიკარდია თავისთავად, მკურნალობის გარეშეც ქრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
საინტერესოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
წყალი დაგეხმარებათ
Ambebi.Ge1. თუ გშიათ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. წყურვილს ხშირად შიმშილის გრძნობად აღიქვამთ. ეს მარტივი ღონისძიება უფრო უკეთ დაგეხმარებათ გახდომაში, ვიდრე ბევრი სასწაულმოქმედი აბი.

2. დღეში არანაკლებ ორი ჭიქა წყალი დალიეთ, ონკანის წყალი ჯერ გაყინეთ, მერე გაადნეთ. თუ ასე მოიქცევით, პლასტიკური ქირურგის დახმარება დიდხანს არ დაგჭირდებათ. გამლღვალი წყალი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ასევე სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება.

3. ყოველ დილით უზმოზე ჭიქა წყალი დალიეთ. დილით შთანთქმული ეს 200 მილილიტრი არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს, ყაბზობის პრობლემის გადაჭრასაც ეხმარება და სახის ფერს ძვირად ღირებულ კრემებზე არანაკლებ აუმჯობესებს.

4. თვითმფრინავით მგზავრობის წინ ყოველთვის ჭიქა წყალი დალიეთ. ეს ორგანიზმს ფრენის დროს გაუწყლოების, ხოლო შემდეგ ცუდი განწყობის დაძლევაში დაეხმარება.

5. გაციების დროს ყოველ საათში ყლუპობით ჭიქა წყალი დალიეთ - ავადმყოფობა გაქრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში
მუცლის ტკივილი უამრავი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, იგი ხომ გულისა და ღვიძლის მსგავსად, ერთ ორგანოს არ წარმოადგენს, თავადაა სავსე სხვადასხვა ორგანოთი, ქსოვილით, სტრუქტურით და შესაძლოა, ნებისმიერი მათგანის დაზიანება მუცელში ტკივილის გაჩენის მიზეზი გახდეს.

სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს მუცელში მოულოდნელად აღმოცენებულ მკვეთრ ტკივილს, რადგან შესაძლოა, იგი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევაზე მიმანიშნებელი პირველი სიმპტომი იყოს. მაგალითად: თუ კუჭი, ნაწლავები ან ნაღვლის ბუშტი დაზიანდება, კერძოდ - დაიხშობა ან გასკდება, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

თუ მოულოდნელად აღმოცენებული მკვეთრი ტკივილი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებლად უნდა გამოუძახოთ "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას ან თავად წახვიდეთ საავადმყოფოში. გახსოვდეთ, ასეთი ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მწვავე ქირურგიული დაავადებები, რაც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები სავალალო იქნება.

იმის გასარკვევად, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, უნდა იცოდეთ, სად რა ორგანო მდებარეობს. პირობითად, მუცელი ოთხ კვადრატად (სეგმენტად) იყოფა: მარჯვენა ზედა (ე.წ. მარჯვენა ფერდქვეშა არე), მარცხენა ზედა (ე.წ. მარცხენა ფერდქვეშა არე), მარჯვენა ქვედა და მარცხენა ქვედა. ამა თუ იმ სეგმენტში ლოკალიზებული ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს აქ მდებარე ორგანოების პათოლოგიით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტკივილს ირადიაცია (გადაცემა) ახასიათებს. მაგალითად, მარცხნივ მდებარე ორგანოს პათოლოგიის შედეგად აღმოცენებული ტკივილი შესაძლოა, მარჯვენა მხარეს გამოვლინდეს ან ზურგში გადაეცეს და ა.შ. მუცელში აღმოცენებული ტკივილის მრავალფეროვან ეტიოლოგიაზე მეტყველებს ისიც, რომ ზოგჯერ, სტენოკარდიული შეტევა მუცელში ტკივილით და დისკომფორტით ვლინდება, კუჭის წყლული კი - გულის არეში ტკივილით.
ამჯერად მხოლოდ მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილზე გესაუბრებით. მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში ადამიანს განლაგებული აქვს ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავის ნაწილი, კუჭქვეშა ჯირკვალი, დიაფრაგმის მარჯვენა ნაწილი.

ღვიძლი

მუცლის ზედა მარჯვენა სეგმენტში ტკივილი შეიძლება, ღვიძლში ანთებითი პროცესების დროს (ჰეპატიტი) აღმოცენდეს. ეს ტკივილი ძირითადად, ყრუ ხასიათისაა. ბევრმა არ იცის, რომ ღვიძლი პარენქიმული ორგანოა და ტკივილი არ ახასიათებს, მაგრამ ამ ორგანოში ანთებით პროცესებს ახლავს მისი გადიდება, გადიდების შედეგად კი იჭიმება ღვიძლის კაფსულა და ეს ტკივილს იწვევს... ყველაზე ხშირად, ღვიძლზე მოიერიშე ინფექციური აგენტი არის ვირუსი. აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდება - ვირუსული ჰეპატიტი. მისი სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ვირუსული ჰეპატიტი A, B და C. ჩვეულებრივ, ადამიანები A ჰეპატიტით მას შემდეგ ავადდებიან, რაც ინფიცირებულ საკვებს ან წყალს გადაყლაპავენ; B ჰეპატიტი განსაკუთრებით ჰომოსექსუალებში, ნარკომანებსა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებშია გავრცელებული.

თუმცა, ზოგჯერ ინფიცირებული სამედიცინო ხელსაწყოთი ან სისხლის გადასხმით ვრცელდება; C ჰეპატიტი მეტწილად, ინფიცირებული სისხლის და სისხლის შემცველი პროდუქტების გადასხმით ან დაბინძურებული სამედიცინო იარაღებით გადადის. ვირუსის გარდა, ადამიანის ღვიძლი შესაძლოა, სხვადასხვა ქიმიურმა აგენტმა ან რომელიმე პრეპარატმა დააზიანოს - ამ დროს ყალიბდება ე.წ. ტოქსიკური ჰეპატიტი. ღვიძლისთვის ყველაზე საშიში შხამი ალკოჰოლია და მისი რეგულარული მიღება ალკოჰოლურ ჰეპატიტს იწვევს. ღვიძლი შეიძლება დაზიანდეს ღვიძლის უკმარისობის გამო, კერძოდ მაშინ, როცა გულის კუნთი ცუდად გადატუმბავს სისხლს, ამის შედეგად სისხლის ნაწილი გუბდება ფილტვებში და აღმოცენდება სუნთქვის უკმარისობა, ნაწილი კი გუბდება ღვიძლში, წელავს მას და იწვევს ტკივილს.

დაიმახსოვრეთ! ვიდრე ქრონიკული ჰეპატიტი ან ციროზი ჩამოგიყალიბდებათ, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტიანიცაა და შედარებით იაფიც!

ნაღვლის ბუშტი

მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილი შეიძლება, ნაღვლის ბუშტთან (ის ღრუ ორგანოა) იყოს დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ორგანიზმში ნაღვლის წვენი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს - იგი გამომუშავდება ღვიძლში და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ინფექცია, ღვიძლის არასრულფასოვანი ფუნქცია ან ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობა, მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში აღმოცენებულ ტკივილზეა პასუხისმგებელი. ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებით აღმოცენებული ტკივილი შეიძლება, იყოს ყრუ, რომელიც რამდენადმე მცირდება პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო) და შეიძლება, შეტევითი ხასიათიც ჰქონდეს - კენჭების დროს.

კუჭი და 12-გოჯა ნაწლავი

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის პათოლოგიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მეოთხედში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ტკივილი ეპიგასტრიუმის (მკერდის ძვლის ქვემოთ) არეში ლოკალიზდება და ირადიაციას განიცდის მარჯვნივ, მარცხნივ ან ზურგში. ტკივილთან ერთად, თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც. მაგალითად: გულისრევს შეგრძნება, ბოყინი, დისკომფორტი და სიმძიმე მუცელში, შებერილობა, ღებინება და სხვა. კუჭისმიერი ტკივილი შეიძლება, მუდმივი ან პერიოდული იყოს: მუდმივი ტიპის ტკივილი უწყვეტად გრძელდება დღეების ან სულაც, თვეების განმავლობაში. იგი ხან ძლიერდება, ხან - შედარებით სუსტდება. ასეთი მუდმივი ტკივილი ახასიათებს კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას და კუჭის კიბოს... პერიოდული ტკივილი აღმოცენდება კუჭის მჟავე წვენით წყლულის ზედაპირის გაღიზიანების გამო, ასევე პილორუსის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის სპაზმის შემთხვევაში. დიაგნოსტირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილის აღმოცენების დროს. მაგალითად, საჭმლის მიღებიდან ნახევარი ან 2-3 საათის შემდეგ გაჩენილი ტკივილი ახასიათებს კუჭის წყლულს. ღამის საათებში გამოწვეული ტკივილის მიზეზი ხშირად, 12-გოჯა ნაწლავის წყლულია - ასეთი ტკივილი გაივლის საკვების მიღების შემდეგ.

პანკრეასი

მუცელში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორგანო მდებარეობს - კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი. ის ჯირკვლოვან ორგანოს წარმოადგენს, მუცელში ღრმად მდებარეობს და გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, წვენსა და ინსულინს. პანკრეასი მუცელში მარჯვნიდან მარცხნივაა ,,გადაჭიმული". მისი ,,თავი" მდებარეობს მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში, ,,სხეული" ­- მუცელზე, თეთრ ხაზთან, ,,კუდი" კი მუცლის ზედა მარცხენა კვადრატში. პანკრეატული ხასიათის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ამ ორგანოს ანთება, ე.წ. პანკრეატიტი. ამ დაავადებისკენ განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ალკოჰოლიკები და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის მქონე ადამიანები. მწვავე პანკრეატიტის შეტევას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: შეტევა ძალიან მტკივნეულია, თან ახლავს გულისრევა, ღებინება და ჭარბი რაოდენობით ცივი ოფლის გამოყოფა. ტკივილი ავადმყოფს ზურგშიც გადაეცემა. ის ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო თუ ავადმყოფი წამოჯდება და წინ გადაიხრება, მისი მდგომარეობა უმჯობესდება ანუ ავადმყოფი შვებას გრძნობს. პანკრეატიტის დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული ანალიზებით და უნდა განისაზღვროს დაზიანებული ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობა.

თირკმელი

ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ზოგჯერ, თირკმლის (პარენქიმული ორგანოა) პათოლოგიითაა გამოწვეული. ადამიანს აქვს ორი - მუცლის მარჯვენა და მარცხენა კიდეში განლაგებული თირკმელი. მუცელში ტკივილი აღმოცენდება იმ მხარეს, რომელი თირკმელიცაა დაზიანებული. იმ შემთხვევაში, თუ მარჯვენა თირკმელია ინფიცირებული, მასში ჩირქგროვაა, აბსცესი ან კენჭი, მაშინ შესაძლოა, ტკივილი აღმოცენდეს მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში და ამავე მხარეს - ზურგში; თუ თირკმელში არსებული საშუალო ზომის ქვა ,,დაიძრა" და შარდსადენში აღმოჩნდა, მაშინ ტკივილი ტალღისებურად ვრცელდება, ძლიერდება და ხშირად, გადაეცემა საზარდულში, მამაკაცებს კი - სათესლე ჯირკვალში.

მოამზადა ნინო ჩარგეიშვილმ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
და როდესაც სიცხე გაქვს მაღალი სირბილი შეიძლება? არ ვხუმრობ სერიოზულად ვამბობ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ სლოკინი აგივარდათ
ყველაზე მარტივი გზაა, ნელა, დიდი ყლუპებით დალიოთ ცივი უგაზო წყალი.
არ გიშველათ? დაჯექით, ხელები გულმკერდზე შემოიჭდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, წელში მოიხარეთ და რაც შეიძლება მეტხანს შეიკავეთ სუნთქვა. წესით, უნდა გიშველოთ.
გიშველით დაფნის ეთერზეთიც _ უნდა შეისუნთქოთ შეტევის დროს.

გულყრის შემთხვევაში
8დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
8სასწრაფოს მოსვლამდე ავადმყოფი დააწვინეთ ზურგზე, თავქვეშ ამოუდეთ მუთაქა ან დაგორგლილი ტანსაცმელი.
8თავი გვერდზე მიუბრუნეთ და თუ მაღალზე წევს, თვალყური ადევნეთ, რომ არ გადავარდეს.
8შეუხსენით გულისპირი და შუბლზე დაადეთ ცივი ტილო.
8ასუნთქეთ მკვეთრსუნიანი ნივთიერება _ სუნამო, ოდეკოლონი.
8ცერი და ნეკა თითი ძლიერად დაუზილეთ.
8ეფექტურია ძლიერი დაწოლა ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის.

ცხვირიდან სისხლდენის დროს
არ დაწვეთ, თავი უკან არ გადასწიოთ და ცხვირი ტამპონებით არ ამოივსოთ. დაჯექით, თავი ოდნავ დახარეთ და ცხვირის ფუძეზე დაიდეთ ყინული, თუ არ გაქვთ _ ცივ წყალში დასველებული ცხვირსახოცი. ამის შემდეგ მჭიდროდ მიაბჯინეთ ნესტოები ცხვირის ძგიდეს და 2-3 წუთი ასე დარჩით. ამ ხნის განმავლობაში თანაბრად ისუნთქეთ პირით.

გულისრევის დროს
თუ არც ორსულად ხართ, არც დაგილევიათ და არც საეჭვო კერძი გიჭამიათ, მაშინ გულისრევა კუჭის მოტორიკის დარღვევას უნდა დავაბრალოთ. უბრალო ენით რომ ვთქვათ, კუჭში გადაუმუშავებელი საკვები დაგროვდა. კუჭის მოტორიკა რომ გაძლიერდეს, საჭიროა ბუნებრივი დამჟანგველები _ შტოში, ხურტკმელი, ბროწეული, წითელი მოცვი. კარგი იქნება, თუ უზმოზე რძეგარეულ გოგლიმოგლს დალევთ. გულისრევას აცხრობს პიტნის ნახარშიც. არცთუ იშვიათად გულისრევას იწვევს წნევის სწრაფი ცვალებადობა, რაც, თავის მხრივ, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის ბრალია.

თვალები დაგეღალათ და გაგიწითლდათ...
ჩაიწვეთეთ ხელოვნური ცრემლი, ინოქსი ან ვიზინი. თუ არ გაქვთ, ბამბის ფთილა დაასველეთ მუქ ჩაის ნაყენში (ნაყენი გრილი ან ნელთბილი უნდა იყოს), დაიდეთ ქუთუთოებზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. შეშუპებული ქუთუთოები დაცხრება, თუ ზედ ქორფა კიტრის პატარა ნაჭრებს დაიდებთ.

კბილი აგტკივდათ...
პირში გამოივლეთ თბილი სოდიანი წყალი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) ან მტკივან კბილზე მიიდეთ ვალოკორდინში დასველებული ბამბა.

ზღვის ავადმყოფობამ შემოგიტიათ...
თუ რწევისას (საქანელაზე, ტრანსპორტში) ცუდად ხდებით, უმჯობესია, მუდამ თან იქონიოთ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები (ავია-მორე, აერონი, ფენატინი, დრამინა). მათი უქონლობის შემთხვევაში მცირე ყლუპებით დალიეთ გრილი მინერალური წყალი ან რაიმე კისელისმაგვარი სითხე. კარგია შტოშის, წითელი მოცვის, ბროწეულის წვენი. გულისრევის შეტევას აცხრობს ციტრუსის (ფორთოხლის, მანდარინის, გრეიპფრუტის) სუნიც. უკიდურეს შემთხვევაში დაღეჭეთ მენთოლიანი საღეჭი რეზინი. კიდევ ერთი: თუ გრძნობთ, რომ შეიძლება გული აგერიოთ, თავის შეკავებას აზრი არ აქვს _ ეს პროცესი არაკონტროლირებადია.

გაითვალისწინეთ:
ატრაქციონებზე ქანაობა არ შეიძლება, როდესაც:

8გაქვთ გულის დაავადება (მანკი, გიდ, გულის უკმარისობა);
8გაქვთ მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა;
8თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ინფექციური ან ტრავმის შემდგომი);
8ეპილეფსია;
8შარდკენჭოვანი დაავადების გამწვავება (რყევამ შესაძლოა კენჭის დაძვრა გამოიწვიოს);
8ვესტიბულური აპარატის პრობლემები.

News 02.03.10

პომიდორი თრომბის წინააღმდეგ
პომიდორს უნიკალური თვისება აქვს - მას შეუძლია, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნას და შეამციროს ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. ღრმა ვენების თრომბოზი მძიმე დაავადებაა, რომელიც ხშირად ემართებათ ხანგრძლივი ავიარეისების მგზავრებს მოუხერხებელ პოზაში და უმოძრაოდ დიდხანს ჯდომის გამო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში ამ მიზეზით ყოველწლიურად დაახლოებით 40 ადამიანი კვდება, თუმცა ღრმა ვენების თრომბოზით გამოწვეული რეალური სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, გაცილებით აღემატება ამ მაჩვენებელს.

ავტორი: ნანა ხუცაიძე დაწვრილებით...
News 02.03.10

ექსტაზი ძილის დროს სუნთქვის დარღვევის მიზეზი ყოფილა
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ექსტაზი ზრდის ძილის აპნოეს განვითარების ალბათობას. ძილის აპნოე ძილში სუნთქვის ხანგრძლივი შეჩერებაა, რასაც ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგი მოაქვს. ძილის აპნოეს სინდრომი გავრცელებული დაავადებაა. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ის ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს, აუარესებს ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობას, აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკვლევაში 132-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 71 ექსტაზის რეგულარულად მოიხმარდა, 61 კი საკონტროლო ჯგუფში შედიოდა.

ავტორი: ჟურნალის რედაქცია დაწვრილებით...
News 02.03.10

ამერიკაში თვალების ხამხამის დარღვევასთან ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავეს
თვალების ხამხამის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალების შესაქმნელად კალიფორნიელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტების წყება ჩაატარეს. თვალების ხამხამის პროცესი სახის ნერვებისა და ზედა ქუთუთოების ამწევი კუნთების დაზიანებისას ირღვევა. ამ კუნთების მუდმივი დამბლა შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ინსულტმა, სიმსივნურმა წარმონაქმნმა, ნევროლოგიურმა დაავადებამ. ხამხამის პროცესის მოდელირებისთვის ქირურგებმა გვამი გამოიყენეს. შემაერთებელი ქსოვილისა და პოლიტეტრაფთორეთილენის (ტეფლონი) ბოჭკოებისგან დამზადებული სიმების ერთი ბოლო თვალის კაკალზე მიამაგრეს, მეორე - ხელოვნურ კუნთზე, შემდეგ კი მთელი ეს კონსტრუქცია საფეთქლის ძვლის სიღრმეში ჩანერგეს.

ავტორი: ნინო ჩარგეიშვილი დაწვრილებით...
News 11.02.10

ქალებს ვარჯიში "ცუდი" ქოლესტერინის შემცირებაში დაეხმარება

რადიოს მოსმენა ტვინის მუშაობას უწყობს ხელს
ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადიოს მოსმენა აუმჯობესებს ტვინის აქტიურობას, მეხსიერებას და ენების შესწავლის უნარს. მკვლევართა აზრით, რადიოთი ენების შესწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ტელევიზორით, რადგან ამ დროს ადამიანს არ აქვს სხვა, მხედველობითი ინფორმაციის მიღების საშუალება. მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ის, ვინც ხშირად უსმენს რადიოს, უფრო მგრძნობიარეა მეტყველების ნიუანსების მიმართ და უფრო ადვილად ამჩნევს საუბრისას ემოციურ შტრიხებს.

გრიპის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი
კალიფორნიის შტატში ჩატარებულ მიკრობიოლოგთა კონფერენციაზე გრიპის სამკურნალო ახალი პრეპარატი წარადგინეს. ლაპარაკია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ პერამივირზე, რომელიც მაშინ ეფექტურობის მხრივ ჩამოუვარდებოდა ტამიფლუს. მეცნიერები აგრძელებდნენ ამ პრეპარატის შესწავლას და დღეისათვის უკვე დაადგინეს, რომ იგი ეფექტურია მხოლოდ ვენაში შეყვანის შემთხვევაში და ეფექტის მისაღწევად საკმარისია ერთი ინექცია. ამასთანავე, მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ეს ნემსი ადამიანს გადაარჩენს ფრინველისა და ღორის გრიპით ინფიცირების შემთხვევაშიც კი. ახლო მომავალში დაიწყება ამ ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა.

სქესობრივი მომწიფებაც წონაზეა დამოკიდებული
ახალშობილის მცირე მასა და სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში წონის სწრაფი აკრეფა იმაზე მეტყველებს, რომ მისი სქესობრივი მომწიფება ადრეულ ასაკში მოხდება. გოგონებში მასასა და სქესობრივ მომწიფებას შორის კავშირი აქამდეც იყო ცნობილი, გერმანელმა მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ასეთი კავშირი ორივე სქესში არსებობს. მეცნიერები 215 ბავშვს დაბადებიდან სრულწლოვანებამდე აკვირდებოდნენ, რეგულარულად წონიდნენ და ზომავდნენ, აფიქსირებდნენ სიმაღლის ნახტომს, რომელიც წინ უძღვის სქესობრივ სიმწიფეს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მოზარდებს, რომლებიც დაბადებისას 2,5-3 კგ-ს იწონიდნენ, სქესობრივი მომწიფება სხვებთან შედარებით 7 თვით ადრე დაეწყოთ, ხოლო 4 თვით ადრე მწიფდებოდნენ ბავშვები, რომლებიც სიცოცხლის პირველ წელს მკვეთრად იმატებდნენ წონას.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიური ვარჯიში სუსტი სქესის წარმომადგენელთა სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონის დაბლა დაწევას უწყობს ხელს. 9-წლიანი კვლევის მანძილზე მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს ქალებში ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციის დონეზე. ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო საშუალო ასაკის 9 ათასმა მამაკაცმა და ქალმა. გაირკვა, რომ დღეში ერთსაათიანი ფიზიკური ვარჯიში ან ნახევარსაათიანი ინტენსიური სეირნობა ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებში შემავალი ქოლესტერინის დაქვეითებას.

ავტორი: ჟურნალის რედაქცია დაწვრილებით...
News 09.02.10

ვინ უკეთესი საყვარელია
სექსოლოგებმა გამოყვეს მამაკაცის სექსუალური კონსტიტუციის სამი ტიპი: ძლიერი, საშუალო და სუსტი. მათი თქმით, ბოლო ხანს ტელეეკრანებზე უმეტესად სუსტი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცებს ვხედავთ. ისინი გამოირჩევიან ხშირი ქერა ან ხორბლისფერი თმით, სიმაღლით, გრძელი ფეხებით და გლუვი, უმნიშვნელო კუნთოვანი რელიეფის მქონე უთმო მკერდით. თუმცა ასეთი მამაკაცი მხოლოდ პლატონური სიყვარულისთვის არის იდეალური. ძლიერი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცები უმეტესად შავგვრემანები არიან, აქვთ ხშირი თმით დაფარული სხეული და უხეში ნაკვთები. ასეთი მამაკაცი წვერს დილა-საღამოს იპარსავს, სისხლში ტესტოსტერონის მაღალმა დონემ კი შესაძლოა ნაადრევი გამელოტება გამოიწვიოს.

ავტორი: ნინო ჩარგეიშვილი დაწვრილებით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღვიძლი

ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. იგი ყველაზე დიდი ჯირკვალია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით ემაგრება, ხოლო გარედან თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს. ეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი მოწითალო-მოყავისფრო ორგანო 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ხოლო ქალისა - 1,2 კგ-ს.

ფუნქციები
ღვიძლი უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს, რომლებიც ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
1. საკვები ნივთიერებების სინთეზი და მათი შენახვა-აკუმულირება;
2. ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელება.
მათ შორის აღსანიშნავია:

ნაღვლის სეკრეცია და გამოყოფა - ღვიძლი მონაწილეობს საჭმლის, კერძოდ, ცხიმების მონელებაში - გამოიმუშავებს ნაღვლის მჟავებს, რომლებიც ცხიმების ემულგირებას ახდენენ, რითაც აადვილებენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებით მათ დამუშავებას.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი - ღვიძლი მონაწილეობს 500-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში, გარდაქმნის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სასუნთქი სისტემიდან და კანიდან ორგანიზმში მოხვედრილ ნივთიერებებს, მათ შორის - ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ღვიძლში სისხლის ცილები (ფიბრინოგენი - 100%, ალბუმინები - 95%, გლობულინები - 85%) სინთეზირდება. მათ ტრანსპორტულ თვისებებს დიდწილად განსაზღვრავს ნაღვლის მჟავები.

ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების დაგროვება - ღვიძლის ქსოვილში ბევრი ვიტამინი, რკინა და გლიკოგენია აკუმულირებული (ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც დიდი ენერგეტიკული დანაკარგების დროს იოლად გარდაიქმნებიან ადვილად ასათვისებელ ენერგომატარებლად - გლუკოზად). სქელი სისხლძარღვოვანი ქსელი ღვიძლს საშუალებას აძლევს, სისხლის ერთგვარი რეზერვუარის როლიც შეასრულოს (მასში მუდმივად არის 0,5 ლ სისხლი) და ამ გზით მონაწილეობა მიიღოს სისხლის მოცულობის რეგულაციაში. დიდია ღვიძლის როლი ვიტამინების ცვლაშიც, განსაკუთრებით - ცხიმში ხსნადი A, D, E და K ვიტამინებისა, რომლებიც ნაწლავებში ნაღვლის მონაწილეობით შეიწოვება. გარდა ამისა, ზოგიერთი ვიტამინი თავადვე დეპონირდება ღვიძლში და შემდგომ, მათზე მოთხოვნილების ზრდის შესაბამისად, გამოთავისუფლდება. ასეთია A,D,K,C, PP ვიტამინები. ღვიძლში დეპონირდება მიკროელემენტები: რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი, მოლიბდენი და სხვა ელექტროლიტები. ეს ორგანო მონაწილეობს იმუნოლოგიურ (თავდაცვით) რეაქციებშიც.

დეტოქსიკაციური ფუნქცია - ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად განუწყვეტლივ წარმოიქმნება შხამები, რომლებსაც ღვიძლი შლის ან არატოქსიკურ ნაერთებად, ზოგჯერ სასარგებლო ნივთიერებებადაც კი გარდაქმნის. მისი უჯრედები აქტიურად შლიან და აძევებენ ორგანიზმიდან ბაქტერიებსა და უცხო სხეულებს. ღვიძლი მრავალი ჰორმონის (გლუკოკორტიკოიდები, ალდოსტერონი, ანდროგენები, ესტროგენები, ინსულინი, გლუკაგონი, გასტროინტესტინური ჰორმონები) და ბიოგენური ამინის (ჰისტამინი, სეროტონინი, კატექოლამინები) ინაქტივაციას ახდენს. ფუნქციათა სიმრავლის გამო ღვიძლის ხელოვნური ორგანოთი შეცვლა შეუძლებელია. მისი მოცილება 1-5 დღეში გარდაუვალ სიკვდილს იწვევს.

აგებულება
ღვიძლის აგებულება ზუსტად შეესაბამება მის ფუნქციებს. მისი წილები 100 ათასამდე წილაკისგან შედგება. თითოეული 1,5-2 მმ სიგრძისა და 1-1,2 მმ სიგანისაა. წილაკები, თავის მხრივ, შედგება ღვიძლის უჯრედებისგან - ჰეპატოციტებისგან, რომლებიც ცენტრალური ვენის ირგვლივ არიან განლაგებულნი. ჰეპატოციტებს შორის სანაღვლე გზები გადის, რომელთა გაერთიანებითაც იქმნება ღვიძლის სადინარი, ღვიძლისა და გამომტანი სადინარის გაერთიანებით კი - საერთო სადინარი, რომლითაც ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება. ღვიძლში სისხლის მიმოქცევა ღვიძლის არტერიითა და კარის ვენით განსაზღვრული თავისებურებებით ხორციელდება. ის სისხლით ორმაგად მარაგდება - საკვები ნივთიერებებით გამდიდრებული სისხლი კუჭის, ნაწლავებისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს კაპილარებიდან გროვდება კარის ვენაში, რომელიც მას, იმის ნაცვლად, რომ გულისკენ წაიღოს, კვლავ ღვიძლს უბრუნებს, ანუ კარის ვენის საშუალებით ჟანგბადით მდიდარი სისხლი ერთი ორგანოს კაპილარებიდან იმავე ორგანოს კაპილარულ ქსელში ხვდება. სისხლის მიმოქცევის მსგავსი სისტემა აქვთ თირკმელებსა და ჰიპოფიზს.

რა აზიანებს ღვიძლს
ღვიძლს ყველაზე მეტად აზიანებს:

* ვირუსული ჰეპატიტები;
* ჭარბი ალკოჰოლი (ის სერიოზული რისკფაქტორია, როცა მისი ოდენობა აღემატება დასაშვებ დღიურ ნორმას - 40 გრამ სუფთა ეთანოლს მამაკაცებისთვის და 20 გრამს ქალებისთვის);
* ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი, რომლებიც ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვებას და მის გაცხიმოვნებას იწვევს;
* ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება;
* საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტოქსინებთან მუდმივი კონტაქტი;
* არცთუ იშვიათად - სხეულის მასის მკვეთრი (კვირაში 1,5-2 კგ-ით) შემცირებაც, ამიტომ დიეტა, რომელიც წონის მკვეთრ კლებას იწვევს, ხშირად აზიანებს ამ ორგანოს;
* ღვიძლის დაზიანება პარაზიტებსაც შეუძლიათ, განსაკუთრებით - ლამბლიებს, ასკარიდებსა და ღვიძლის ორპირას. არანაკლებ აზიანებს მას სისხლის დაავადებები, ტუბერკულოზი, სარკოიდოზი, გულის უკმარისობა, ღვიძლის ვენების თრომბოზი და სხვა დარღვევები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოკლედ თელმანი ჩვენი წინამძღვარი ხარ რა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ნელი მქვია კროლლ

ძალიან მინდა ამ ნიკის ტელმანის მოშორება
დამეხმარე რა კროლლ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
და რაში დაგეხმაროთ ქალბატონო ნელი?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 11 posts ] 
მედიცინა და ჯანმრთელობა
დესპანი