↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე - ნანა კაკაბაძე ხელისუფლების მხრიდან პირადად მის (შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციის) მიმართ აგორებული შავი პიარის ახალ ტალღაზე საუბრობს.
როგორც ნანა კაკაბაძე თავად აღნიშნავს, ამჯერად მას დაუკავშირდა ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტი. ჟურნალისტს კაკაბაძისთვის უთქვამს, რომ მისი ინფორმაციით, 2009 წლის აქციების დროს კაკაბაძეს დოლარებითა და ევროებით გატენილი ჩანთა ოფისში მიუტანია და განუცხადებია, რომ ეს თანხა რურუამ მისცა - იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში კაკაბაძე მას ხელისუფლებაში დარჩენას ჰპირდებოდა.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი ცილისმწამებლური ტალღის აგორება "ყოფილი პოლიტპატიმრების" ხელმძღვანელის მიმართ?
"მთელ კვირას" ნანა კაკაბაძე ესაუბრება.
- ჩვენი ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების ზეწოლა დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ - ვინაიდან ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რევოლუციით შეცვლილი ხელისუფლება ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანს; მით უმეტეს - ადამიანები, რომლებსაც სხვა ქვეყნიდან დაგისვამენ. ხელისუფალი, რომელიც სხვა ძალის მიერ არის შენს ქვეყანაში წარმოდგენილი, ანგარიშვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე კი არ გრძნობს, არამედ იმის მიმართ, საიდანაც მისი ძალაუფლება მოდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნებით უნდა იცვლებოდეს და არა - რევოლუციით. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება, რომელიც რევოლუციით მოვიდა ჩვენი ქვეყნის სათავეში, ამ პოზიციას დაუპირისპირდა რევოლუციამდეც და რევოლუციის შემდეგაც.
შევარდნაძის ხელისუფლება, თავისი რეპრესიული მექანიზმებით, მაინც უფრო სუსტი იყო - არა იმიტომ, რომ ის უფრო დემოკრატიული იყო, არამედ იმიტომ, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ის ყოფილი საბჭოთა ხელისუფალი იყო და, შესაბამისად, ქვეყანაში მხარდაჭერა არ ჰქონდა. სააკაშვილის რევოლუციით მოსული ხელისუფლება კი გაცილებით არადემოკრატიული, გაცილებით სასტიკია. მას ჰქონდა განსხვავებული იმიჯი; მისი სახელი გაიგივებული იყო ცვლილებებთან და ახალ მოლოდინთან. და მოსვლის დღიდანვე ესენი პირდაპირ გადავიდნენ ადამიანების ტერორზე, ზეწოლაზე. მათ გაბედეს ის, რასაც შევარდნაძის ხელისუფლება ვერ გაბედავდა: უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა, დაპატიმრება, ცემა, წამება, ციხეებში წამების ისეთი მეთოდების დამკვიდრება, რომელიც მანამდე ამ ქვეყანაში არ არსებობდა. რაც მთავარია, მათ დაიწყეს ადამიანების მორალური განადგურება - ციხეში თუ ციხის გარეთ - საზოგადოებაში. დაშინებული და ღირსებადაკარგული ადამიანების მართვა ხომ გაცილებით მარტივია.
ბუნებრივია, მათ ბრძოლა გამოუცხადეს სხვაგვარად მოაზროვნეებსაც.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2005 წელს "ჰუმან რაითს ვოჩის" წარმომადგენელი თავად შეესწრო ფაქტს, როდესაც ჩვენს ოფისში სატელეფონო ზარის საშუალებით დაგვემუქრნენ - სავარაუდოდ, ხელისუფლებიდან. შემდეგ ამ ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. ისინი ძალიან დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ გარკვევით მიანიშნებდენ, რომ "ყოფილ პოლიტმატიმრებს" საქართველოში პრობლემები შეექმნა.
ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყანა დატოვა ვახო კომახიძემ - ჟურნალისტმა, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. ის იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში ეძება თავშესაფარი. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზია საუბრობს იმაზე, რომ ვახო კარგი ცხოვრების მოყვარული იყო და ამიტომ წავიდა ჟენევაში. 50 წლის ასაკში გაახსენდა, რომ კარგი ცხოვრება ჟენევაში შეიძლებოდა? თუ ასეა, რატომ იძიებდა ისეთ თემებს, რის გამოც შეიძლებოდა მას საფრთხე შექმნოდა? ეს ხომ აბსურდია?
ხელისუფლებამ კომახიძის წინააღმდეგ შავი პიარი ააგორა, რომ ის იყო ქურდი, ბანდიტი, ყაჩაღი; ერთდროულად ცხრა ცოლი ჰყავდა, შვილები კი უპატრონოთა სახლში იყვნენ გაზრდილები.
მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვახო კომახიძის ამბავი სააშკარაოზე გამოვიტანე და პირველმა ვთქვი, რომ ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა, და მეც ვერ ავცდი ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან. მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემ წინააღმდეგ მორიგი ცილისმწამებლური ტალღის აგორებას აპირებდა. მითხრეს, რომ ამას ერთ-ერთი ქალი ჟურნალისტი გააკეთებდა. ამ ადამიანს ადრეც ჰქონდა ჩემ წინააღმდეგ დაწერილი - ცხადია, ნეგატიურ კონტექსტში. მაგრამ ამჯერად ყურადღება არ გამიმახვილებია: ვიფიქრე, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ვახო კომახიძის თემა ასეთი აქტუალური გახდა, ჩემთვის არავის ეცალა.
მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა "ალიას" ჟურნალისტმა და მითხრა, რომ მისი ინფორმაციით, 2009 წლის აქციების დროს დოლარებითა და ევროებით გატენილი ჩანთა ოფისში მიმიტანია და მითქვამს, რომ ეს თანხა გიორგი რურუამ მომცა - იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მას ხელისუფლებაში დარჩენას ვპირდებოდი. მან მკითხა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს.
მე მას ვკითხე, ფიქრობდა თუ არა, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც პლასტიკური ბარათები არსებობს, ოპოზიციის მოსაქრთამი თანხა (რომელიც ათასები და ათი ათასები კი არა, გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო) ადამიანმა ბაზრის ჩანთით ატაროს, თუნდაც, ოფისში. მას, ასევე, ვკითხე: თუკი ვინმე ეტყოდა, რომ ჩემს ოფისში ვიღაცამ ციდან მთვარე ჩამოხსნა და იგი ჩემს მაგიდაზე დევს - მისი აზრით, მას ამაზე უნდა დაეწერა თუ არა. მან მიპასუხა, რომ ეს თემები განსხვავებულია. საბოლოოდ, ვერაფერი მიპასუხა იმაზე, თუ სად დაინახა ლოგიკა თავის შეკითხვაში - თითქოს ფულით სავსე ტომარა ზურგზე მოვიკიდე, ოფისში მოვიტანე, და უცებ დარეკა მაინცდამაინც გიორგი რურუამ; და მე ამ დროს თითქოს ვამბობ, რომ მასთან საიდუმლო შეხვედრა მქონდა.
მოგვიანებით, ტიკარაძემ ისევ დამირეკა და მითხრა, - მივხვდი, რომ ამ ინფორმაციაში ლოგიკა არ არსებობდა და ამიტომ ამაზე დაწერას აღარ აპირებდა. მან საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ მე ეს ინფორმაცია გავავრცელე.
- და, რატომ გაავრცელეთ?
- არ მიფიქრია, რომ ჟურნალისტს, რომელიც ამას გააკეთებდა, გააზრებული ექნებოდა, რომ ეს მაინცდამაინც დაკვეთაა და ის ამაზე მუშაობს. არის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ჟურნალისტი შეიძლება პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული ხელისუფლებაზე და არის მეთოდი, როდესაც ჟურნალისტი აბსოლუტურად არ არის საქმის კურსში და, შეიძლება, უბრალოდ, საშუალებად იქცეს. ჟურნალისტზეა დამოკიდებული, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს. ჟურნალისტს სწორედ ეს ვუთხარი - თუკი ის ამაზე არ დაწერს, დაწერს სხვა. რადგანაც მე მან დამირეკა და არა მისმა კოლეგა ქალბატონმა - ვის ზარსაც ველოდებოდი, გამორიცხული არ არის, რომ სხვა ჟურნალისტების მხრიდანაც მოხდეს მსგავსი მცდელობების.
პირადად მე, ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტის მიმართ არ ვღიზიანდები: სისუსტეები ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის - ჟურნალისტსაც. მთავარი ის არის, რომ ქვეყნის მმართველობის ასეთი ფორმა, უბრალოდ, განწირულია.
ჩემ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით მხოლოდ და მხოლოდ განცხადებას ვაკეთებ - მე ყველაფრისთვის მზად ვარ. რევოლუციის პირველ დღეებშიც, როდესაც ჩემ წინააღმდეგ ასევე ძალიან ბინძური კამპანია აგორდა, განვაცხადე: თუ მომკლავთ ან დამიჭერთ. სხვა მეთოდით ჩემი გაჩუმება, უბრალოდ, გამორიცხულია.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ზეწოლა თქვენი დაპატიმრებით დასრულდეს?
- მოსალოდნელი ყველაფერია, რა თქმა უნდა: დაპატიმრებაც, გაქრობაც. რაც არ არის მოსალოდნელი, ეს არის ის, რომ მე ამ ქვეყნიდან არსად წავალ. ქუჩაში დამხვდებიან, ტელეფონზე დამირეკავენ თუ მედიასაშუალებებით დამწამებენ ცილს - ჩემი ქვეყნიდან ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავალ. მე ვერსად სხვაგან, გარდა ამ ქვეყნისა, ვერ ვიცხოვრებ. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ნამდვილად ვიქნები ჩემს ქვეყანაში. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვახო კომახიძის წასვლას არ ვამართლებ. ეს მისი არჩევანია.
მე შემიძლია, გავიგო მისი გადაწყვეტილების მიზეზიც - მან შვილების წინაშე აიღო პასუხისმგებლობა და ცხადია, ამ ნაბიჯის გამო არ გავკიცხავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ სამშობლოს ასევე სჭირდება ზრუნვა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ასე ძალიან არასდროს დასჭირვებია ჩვენს ქვეყანას ადამიანები, რომლებიც მასზე იზრუნებდნენ. ამ დროს კი მისი მიტოვება არ მიმაჩნია გამართლებულად.
შავი პიარი, ღვარძლი იმ ადამიანის მიმართ, ვისკენაც იგი არის მიმართული, რა თქმა უნდა, მასში იწვევს გულისტკენას, ტკივილს, უარყოფით ემოციას, ეს კი ძალას გაცლის. მაგრამ როდესაც შენს ცხოვრებაში არჩევანს აკეთებ, ალბათ ასეთი დარტყმებისთვისაც უნდა იყო მზად. ხოლო ვინც ამისთვის მზად არ არის, ეს დარტყმა მისთვის შესაძლოა, ტრაგიკული აღმოჩნდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბატონო პრეზიდენტო!
გულწრფელად მაინტერესებს ვკითხო ქალბატონ ანგელა მერკელს-ნუთუ ის ფიქრობს,რომ „ახალის დასაწყისის შანსი“ მხოლოდ გერმანიის,ან თუნდაც მხოლოდ ევროპის ცალკეული ქვეყნების პრივილეგიას წარმოადგენს,რომელზეც ქართველებს ოცნებაც კი ეკრძალებათ?!რომ ერთა და ადამიანთა თავისუფალი არჩევანი მხოლოდ ცალკეული ერების უფლება და ფუფუნებაა?! როგორ გახდა შესაძლებელი,რომ ბერლინის კედლის დანგრევის თვითმხილველს,თავად საბჭოურ გდრ-ში გაზრდილ -ნაცხოვრებ ქალბატონ ანგელა მერკელს 21-ე საუკუნეში საქართველოს მიწაზე რუს ოკუპანტთა მიერ აგებული ორი ბერლინის კედელი არ აღაშფოთებს?ის მაინც გაიხსენოს-მისი სამშობლოს გაერთიანებაში ლომის წილი რომ ეროვნებით ქართველ ედუარდ შევარდნაძეს მიუძღვის,თუმცა იგივე პიროვნებამ საკუთარ სამშობლოში თავის დროზე როკის გვირაბი გაიყვანა,რითაც აგვისტოს ომის დროს ასე წარმატებით ისარგებლა რუსეთმა!ასევე მაინტერესებს,ოდესმე არ დაფიქრებულა ქალბატონი მერკელი-სადმე ფრანკფურტში ან მიუნჰენში რუსულ გაზზე მოდუღებული ყოველი ყავის ჭიქა პირდაპირი გაგებით ქართველთა სისხლზე ხომ არაა მოდუღებული? ნუთუ გაზი და ნავთობი,ან თუნდაც ფრანგული „მისტრალისგან“ აღებული მილიარდი დოლარი ამართლებს იმას,რასაც ევროპისკენ თავგანწირვით მსწრაფი პატარა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა საკუთარი სისხლით ზღავს?

არავისთვის არაა საიდუმლო,თუ რატომ ისჯება დღეს საქართველო რუსეთისგან ასე სასტიკად-საქართველო ხომ ბალტიის ქვეყნების გარდა ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან პირველი და როგორც ახლა იკვეთება-ბოლო ბასტიონია თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ,დასავლური ცივილიზაციის ფასეულობებისკენ თავგანწირულ სწრაფვაში! საქართველო ცოცხალი მაგალითია იმისა,რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაც შეიძლება შედარებით მოკლე დროში წარმატებულ,თავისუფალ ქვეყნად იქცეს,სადაც ადამიანებს არ ხოცავენ პოლიტიკური თუ იდეოლოგირი მრწამსის გამო,სადაც მათი უფლებები დაცულია და ცხოვრებას პერსპექტივა და ადამიანებს მომავლის იმედი გაუჩნდათ!

რასაკვირველია,ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ სანიმუშო დემოკრატია ამ სიტყვის დასავლური გაგებით,მაგრამ ბოლო ექვსი წელი ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმოძრაობდით და მე,რიგითი ქართველი-ამის თვითმხილველი გახლავართ და შედარების საშუალებაც მაქვს,რადგანაც 1995-2005 წლები სწორედ თქვენს სამშობლოში,ამერიკაში გავატარე.ათი წელი საკმაო დროა,რათა შედარებები გააკეთო და მინდა ვთქვა,რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო მართლაც განუზომლად შეიცვალა.2005 წლის საქართველო,რომელიც მე დამხვდა ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ-რადიკალურად განსხვავდებოდა და განსხვავდება იმ არშემდგარი, გაუბედურებული სახელმწიფოსგან,რომელიც მე 1995 წელს დავტოვე სწორედ ცხოვრების გაუსაძლისობის გამო!

არც ისაა გასაკვირი,ქვეყნის შიგნით რომ საკმაო რაოდენობის უკმაყოფილო ადამიანები არსებობენ,რადგანაც მათ ნაწილს ობიექტურად გაუჭირდა რეფორმების შედეგად,როგორც ეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოხდა,სადაც კი რეფორმები ჩატარდა,მეორე ნაწილის უკმაყოფილება კი პირდაპირ კავშირშია ყოფილი ხელისუფლების დროს მიღებული თანამდებობებისა და პრივილეგიების დაკარგვასთან.ისიც ფაქტია,რომ ქვეყნის შიგნით არსებული არადემოკრატიული ძალები,წარსულში პოლიტიკურად უკვე აპრობირებული და ძველი სახეები-დღეს დემოკრატიას საქართველოში სწორედ დემოკრატიული ლოზუნგებით ებრძვიან და ესეც არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს.

ცხადია,ქვეყანაში არის სპექტრი ჯანმრთელი პოლიტიკური ოპოზიციისა,რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა,ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი და რომელთა მიზანს ხელისუფლებასთან კონსტრუქტიული,
ლეგიტიმური გზებით პოლიტიკური ოპონირება წარმოადგენს და არა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ქვეყნის ტოტალური დესტაბილიზაცია.

დესტრუქციულ ძალთა ერთი ნაწილი პირდაპირ იმართება კრემლიდან და თუკი დღემდე ამ ფაქტის აფიშირება რუსეთსაც და ოპოზიციის ხსენებულ ნაწილსაც ერიდებოდა,დღეს ეს პროცესი უკვე ღიად და დაუფარავად მიმდინარეობს,რაც დაადასტურა კიდეც ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ზურაბ ნოღაიდელის გახშირებულმა ვიზიტებმა მოსკოვში.მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში რუსეთმა უამრავი საშუალება გამოიყენა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე-სავაჭრო ემბარგოთი დაწყებული,გაზსადენის აფეთქებით,ქართველთა რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციით,შიდაარეულობათა მოწყობითა და ომით დამთავრებული,მაგრამ ერთის მხრივ-ხელისუფლებისა და მოქალაქეთა უმრავლესობის სიმტკიცისა და მეორეს მხრივ- დასავლეთის,უპირველესყოვლისა-ამერიკის მკაფიო პოზიციის წყალობით,საქართველოს სახელმწიფომ დღევანდელ დღემდე ყველაფერს გაუძლო.

ბატონო პრეზიდენტო!
დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს,რომ რუსეთის ხელმძღვანელობას თავის ჩანაფიქრზე ხელი არ აუღია,პირიქით-ის რაც მან მოიპოვა ოკუპირებული და ამჟამად ანექსირებული ქართული რეგიონების სახით,მისი საბოლოო მიზანი სულაც არ გახლავთ,რადგანაც კრემლის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული დემოკრატიული,პროდასავლური მთავრობის დამხობა და საკუთარი პრო-რუსული მარიონეტული მთავრობის თბილისში დასმაა,რაც საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებლობის სრულ მოსპობას ნიშნავს,ანუ 1921 წლის ტრაგიკული მოვლენების-საქართველოს ცეცხლითა და მახვილით სისხლიანი დაპყრობის განმეორებას!
როგორც ქვეყნის შიგნით მოვლენათა განვითარების თვითმხილველისთვის,ჩემთვის ძნელი არაა რუსეთის უახლოესი გეგმების გათვლა იმდენად,რამდენადაც 200-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსეთის იმპერიული სცენარები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა და ამდენად არც თუ ისე ძნელად პროგნოზირებადია.

გავიხსენოთ,რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამხობის მიზნით 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მოწყობილმა აქციებმა არა მხოლოდ შედეგი ვერ გამოიღო,არამედ უკიდურესად დასცა ამ აქციის მოთავეთა რეიტინგი მოსახლეობის ფართო ფენებში.და სწორედ იმის გამო,რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა რეიტინგი საქართველოს მოსახლეობაში დღეს უკიდურესად დაბალია,კრემლს აღარ დარჩა „ჩაურევლობის“ იმიტირების რესურსი და ფუფუნება,როგორც ეს იყო 2007 წლის ნოემბრის დღეებში,როდესაც რუსეთი ერიდებოდა იმდროინდელ აქციებში საკუთარი ჩართულობის აფიშირებას.ამ გადასახედიდან მოსკოვს სხვა გზა აღარცა აქვს,თუ არა იქამდე ფარულად მართულ მეამბოხეთა ღიად მხარდაჭერა,რაც ახალი წლიდან გაცხადდა კიდეც და წინა მოვლენათა ლოგიკურ და კანონზომიერ გაგრძელებას წარმოადგენს.ჩემი დაკვირვებით,მზად არის რამდენიმე სცენარი.

პირველით უნდა განხორციელდეს გაზაფხულის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „გაყალბებული არჩევნებით“ (იმისდა მიუხედავად,რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს) უკმაყოფილო მასების ორგანიზება-დაფინანსება,რასაც სათავეში კრემლის მიერ ნდობით აღჭურვილი ზურაბ ნოღაიდელი უნდა ჩაუდგეს რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილთან ერთად,რომელსაც კრემლის მიერ ამ არეულობათა დაფინანსება სულაც არ ეთაკილება.როგორც შარშანდელი აქციების გამოცდილებამ გვიჩვენა,არც მოსკოვს და არც თავად ნოღაიდელს და მასთან მიმხრობილ ჯგუფს არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეთ იმისა, სჯეროდეთ-რომ დემოკრატიული მთავრობის დამხობას მშვიდობიანი მეთოდებითა და მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ამჯერად მაინც მოახერხებენ.სრულიად დარწმუნებული ვარ-ამის ილუზია არც მათ გააჩნიათ.მაშინ ისმის კითხვა-რის იმედზე შეიძლება იყოს მოსკოვი და ნოღაიდელი ისეთ სიტუაციაში,როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის დამხობა მიუღებელია?

სწორედ ამ ადგილიდან იწყება რუსული სცენარის აქტიური ფაზა-თუ ქვეყანაში ობიექტურად აჯანყების არანაირი წინაპირობა არ არსებობს,მაშინ აუცილებელია მისი ხელოვნურად შექმნა,რისი მიღწევაც კარგად დაგეგმილი პროვოკაციების სერიით პრინციპში შეასაძლებელია.კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს „საპროტესტო გამოსვლების“ დროს მომიტინგეთა მიმართ ფსევდო-პოლიციელთა ან სულაც უცნობი წარმომავლობის პირის/პირთა მიერ გასროლილი იარაღი და რაც უფრო მეტი სისხლი და მსხვერპლი მოჰყვება ამ პროვოკაციას,მით უფრო კარგი იქნება ეს მათი ორგანიზატორებისთვის-მიზანს ხომ ყველა საშუალება ამართლებს,როგორც ბოლშევიკებს სწამდათ და მათ დღევანდელ სულიერ შვილებსაც სწამთ! უკვე ახლა-დაგეგმილ „გადატრიალებამდე“ რამდენიმე თვით ადრე,ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან წინასწარ გაისმის მუქარა,რომ ამიერიდან მათ მცდელობას „სისხლიც კი ვერ შეაჩერებს“!

ეს ვერსია რომ რეალურია,ამას 90-იანი წლების საქართველოს ისტორიაც ადასტურებს,როდესაც სწორედ ამ სცენარით განხორციელებული სისხლისღვრა მოხდა თბილისის „კინოს სახლთან“ და მთავრობის სასახლის წინაც,რაც მაშინვე იმდროინდელ ხელისუფლებას დაბრალდა და აღარავინ დაინტერესებულა-თუ ვინ და რომელმა მხარემ გაისროლა სინამდვილეში.როგორც ვიცით,იმ საბედისწერო სროლამ მაშინდელ საქართველოში სამოქალაქო ომსა და ბევრს ქვეყნის თავზე დატეხილ სხვა უბედურებას დაუდო სათავე.

90-იანი წლების პერიოდისგან განსხვავებით,დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს საკუთარი ისტორიის ტრაგიკული გაკვეთილები და ეს „აცრა“ ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა მისთვის,რაც ბოლოდროინდელმა ზაფხულის მოვლენებმაც დაადასტურეს.დღეს ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო დაღვინებული და ფრთხილია და ნაცად რუსულ პროვოკაციებზეც ბევრად უფრო ძნელად წამოსაგები.

იმ შემთხვევაში,თუ ქვეყნის უშიშროება კარგად იმუშავებს და მსგავსი უბედურება აცილებული იქნება ან პროვოკატორები სროლების შემდეგ მაინც იქნებიან გამოვლენილ-იზოლირებულნი,რასაც საზოგადოებაც დაინახავს და სათანადოდ შეაფასებს,ბუნებრივია-„აქციის“ ორგანიზატორებს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ციხეში მოუწევთ ან თუ დასცალდათ-ისევ დედა-რუსეთს შეაფარებენ თავს. მეორე საკითხია,რომ გარეთ დარჩენილი მათი ლატენტური თანამზრახველები მთელი მსოფლიოს გასაგონად კვლავ „პოლიტპატიმრებზე“ და „სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმზე“ ყვირილს მოჰყვებიან,რასაც დიდი სიამოვნებით აუბამენ მხარს დასავლეთის ქვეყნებში „გაზპრომის“ მიერ რუსული ნავთობდოლარებით შეცდენილი ცალკეული „ჟურნალისტები“ და „პოლიტოლოგები“,რუსულ სახელმწიფო მედიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მეორე სცენარში მეთოდი იგივეა,მაგრამ პოტენციურად უფრო საშიში,რადგანაც მისი განხორციელების მცდელობის ადგილი არა თბილისი და რუსთაველის გამზირი,არამედ ოკუპირებული რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიები უნდა გახდეს,სადაც სიტუაციის გაკონტროლება ბევრად უფრო ძნელი იქნება,ვიდრე დედაქალაქის გაშლილ მოედნებსა და ქუჩებზე.ამ შემთხვევაშიც მთელი იმედები პროვოკაციის ნაცად ხერხზე იქნება-რუსული ფსბ-ს მიერ მოკლული რამდენიმე ოსი,აფხაზი ან სულაც რუსი ჯარისკაცი და საბაბიც მზდ უნდა იყოს თბილისზე გამოსალაშქრებლად!

მესამე სცენარი პირველი ორი სცენარის ერთდროულ,პარალელურ ამუშავებას გულისხმობს-რაც შეიძლება ბევრი სროლით,ალიაქოთით,უკიდურესი მღელვარებითა და გაუგებრობის ხარისხით,რათა არავის ჰქონდეს იმის დრო-სიმართლე რომ გაირკვეს.სწორედ ასე დაიწყო აგვისტოს ომი შიდა ქართლში,ბოლშევიკებმა „სამხრეთ ოსეთი“ რომ უწოდეს 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.

ბატონო პრეზიდენტო!
ამდენი დეტალებით და ისტორიული ექსკურსებით თავს ნამდვილად არ შეგაწყენდით,რომ არა მოახლოებული რეალური საფრთხის შეგრძნება,რომელიც ჩემს სამშობლოს დამოკლეს ხმალივით თავზე ჰკიდია და მუდმივი სტრესის რეჟიმში ამყოფებს მთელ ჩემს ხალხს-დიდსაც და პატარასაც.ასეა თუ ისეა-ის,რომ რუსეთი წელს საქართველოს სრულ დაპყრობას და თბილისის ნებიემიერ ფასად აღებას გეგმავს-მე პირადად ეჭვი არ მეპარება!კარგად მესმის,რომ პატარა საქართველოს გულისთვის რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს და მე არც მაქვს ამის ილუზია ან პრეტენზია,მაგრამ საქმეც ისაა-რომ ამ შემოჭრის და ტრაგედიის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია!

ისევე როგორც სრულიად შესაძლებელი იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შემოჭრის აცილებაც,რაც რონალდ ასმუსის ამასწინათ გამოსული წიგნიდანაც კარგად ჩანს-რომ არა გერმანია-საფრანგეთის პრომოსკოვური, დამთმობი,შემრიგებლური პოზიცია,რომელიც ნატოს ბუქარესტის სამმიტზე მთელი თავისი სამწუხარო სიცხადით გამოიკვეთა-მოსკოვი ვერასოდეს გაბედავდა იმას,რაც გაბედა!

ახლაც,ისევე როგორც აქამდე-რუსეთი წინასწარ ტესტებს და გამოცდებს უტარებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მათი მოსალოდნელი რეაქციის შესასწავლად-თუ რამდენად მაღალი იქნება მათი მხრიდან პრინციპულობისა და სიმტკიცის ხარისხი რუსეთის სამომავლოდ დაგეგმილ დანაშაულებზე.როგორც გვახსოვს,ამ მზაკვრულ გამოცდებს ევროპის რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ მაშინ ვერ გაუძლო და სავალალო შედეგებმაც არ დააყოვნეს.მეტიც,როგორც იგივე რონალდ ასმუსის წიგნიდან ირკვევა,2008 წლის განმავლობაში,ჯერ კიდევ ომამდე-ვლადიმერ პუტინსა და ჯორჯ ბუშს შორის საუბარი რამდენჯერმე შემდგარა,მათგან ბოლო კი უშუალოდ ომის დაწყების დღეს,როდესაც პუტინის საქართველოზე მუქარის ტონში საუბარს ჯორჯ ბუშმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია და დროული,ჯეროვანი მკაფიო რეაქცია არ გამოამჟღავნა.სერიოზული რეაქცია ვაშინგტონიდან მხოლოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წამოვიდა,როდესაც რუსულ ტანკებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ უკვე აოხრებული ჰქონდათ,რუსებს და მათ მიერ დაქირავებულ ბანდებს ქართველთა ყველა სახლი გადაეწვათ და ოკუპანტთა კოლონა კი უკვე თბილისის ასაღებად ემზადებოდა.
ამიტომ,ვფიქრობ-დასავლეთის ლიდერებმა ახლა მაინც უნდა გამოიტანონ სწორი დასკვნები წარსულის შეცდომებიდან და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის შემთხვევაში დასავლეთის რეაქციის რუსეთის მიერ ნიადაგის მოსინჯვას მკაფიო და არაორაზროვანი პასუხი გასცენ! დარწმუნებული ვარ-მხოლოდ მსგავს ერთსულოვან და მკაცრ პოზიციას შეუძლია აგრესორი ქვეყნის იმპერიული ვნებათა შეკავება!

დღეს,როგორც ამერიკაში,ასევე ევროპის ქვეყნებში პრესა აჭრელებულია პუბლიკაციებით, რომელთა ავტორებიც საეჭვო მონდომებითა და სრულიად დაუსაბუთებლად ცდილობენ დაამტკიცონ ორი მთავარი აზრი-1.რომ „ომი საქართველომ დაიწყო“ და 2.რომ „საქართველოს გამო არ ღირს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება“.ორივე ეს საეჭვო პოსტულატი მოსკოვის ოფიციალურ ვერსიასთან სრულ უნისონშია და ამაზე დიდი საჩუქარი კრემლისთვის მართლაც რომ ძნელად წარმოსადგენია.ასეთივე სამწუხარო ლოგიკით ხელმძღვანელობდა ევროპა ნახევარ საუკუნეზე მეტის ხნის წინაც,როდესაც პატარა ჩეხეთი აგრესორის ხახას შეატოვა იმავე არგუმენტებით და თუ რა მოყვა ამ ლაჩრულ და არაშორსმხედველურ პოლიტიკას-ყველას კარგად გვახსოვს! დასავლეთს ხშირად არ უნდა იმ მარტივი აზრის გაცნობირება,რომ აგრესორის მიმართ ყურის წაყრუებით შეუძლებელია მისი დაშოშმინება,პირიქით-ამით მხოლოდ მის სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი წაქეზება მოხდება! ამ,რბილად რომ ვთქვათ-სადავო ხასიათის პუბლიკაციების ავტორებს უკეთეს შემთხვევაში გულწრფელად დავიწყებიათ ევროპის უახლესი ისტორიის გაკვეთილები,უარეს შემთხვევაში კი-პირდაპირი ფინანსური დაინტერესება ამოძრავებთ-ასე მაცდუნებლად რომ მოედინებოდა და ჯერ კიდევ მოედინება რუსული ნავთობდოლარების სახით.“ფულს სუნი არა აქვსო“-უყვართ განმეორება უპრინციპო,ცინიკოს ადამიანებს,მაგრამ ღრმად სცდებიან-აქვს და თანაც როგორი!

მაია ორჯონიკიძე მხატვარი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სისხლიანი აგვისტოს უცნობი გმირები!!!

ავტორი რეზო შატაკიშვილი

[Click to enlarge]
17 ყრმა აკვნებში - ეს ერთგავრი მხატვრული გადაწყვეტაა იმ ფილმისა რომელიც შემოგდომით გამოვა ეკრანებზე და რომელიც ეძღვნება აგვისტროს ომში დაღუპულ ბიჭებს - გვიამბობს იმ 17 კაი ყმაზე, იმ ბიჭებზე, რომლებიც ომის დასრულების შემდგე გმირულად დაეცნენ შინდისში მტერთან პირისპირ შეჩეხილები.

ფილმი დოკუმენტურ-მხატვრული იქნება. ერთსაათიანი ქრონომენტრაჟით. ფილმისთვის მუსიკას ნიაზ დიასამიძე წერს. გაახმოვანებს ზურაბ ყიფშიძე. როგორც „დრონი.ჯი“-ს პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილი უხსნის, ამ დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გარდა, მათი პროექტი ითვალისწინებს მხატვრული ფილმის გადაღებას, სპექტაკლის დადგმას, წიგნის გამოცემას ამ ბიჭებზე... „დრონი.ჯი“ ესაუბრება პროექტის ავტორს, ედმონდ მინაშვილს.

„დრონი.ჯი“: როდის და რა მიზნით დაიბადა ამ პროექტის განხორციელბის იდეა?

- აგვისტოს ომის დროს სოფელში ვისვენებდი და არ ვმალავ, ვსვამდი, ვქეიფობდი... როცა ომი მიდიოდა და ბრძოლის ველზე ჩემი თანატოლები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ... იმ წუთას ამას ვერ ვაცნობიერებდი, იმ წუთამდე სანამ ერთი მიცვალებული არ ჩამოასვენეს, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კი უკვე ჩემი ბავშვობის მეგობარი მოასვენეს სახლში. სინდისი მქეჯნიდა...

მე და მიშიკო დვალიშვილი ერთად ვიზრდებოდით, და უცებ ჩამოასვენეს, ომში გმირულად დაღუპული. ოჯახმა მოითხოვა ინფორმაცია სად და რა ვითარებაში დაიღუპა მათი შვილი. რაც თქვეს ის იყო რომ უკანდახევისას 12 კაცი მოჰყვა ჩასაფრებაში და ამ 12 კაცს ძალიან გმირულად აქვს ნაბრძოლი.

მაშინ ვიფიქრე ნუთუ ამ ბიჭებზე არავინ არაფერი არ უნდა თქვას მეთქი? ან არ უნდა დაწეროს? ან არ უნდა ახსენოს? მიშიკოს რომ ვკრძალავდით, მაშინ დავიფიცე გულში რომ იმ ბიჭების სახელის უკვდავყოფას შევეცდებოდი.

თბილისში დაბრუნებისთანავე შევადგინე პროექტი, შევხვდი ბატონ რობერტ სტურუას, ვუამბე რას ვაპირებდი, რჩევებიც მომცა და ასევე დამიწერა წერილი სპონსორებისთვის. შევხვდი ბატონ რეზო ჩხეიძეს, როდესაც ბატონ რეზოს ამ ამბებს ვუყვებოდი, ტიროდა...

მითხრა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდესო, ღამეებს ვათენებდით მასთან, გვიხსნიდა რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, გვერდით დაგვიდგა ასევე ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, ჯანსულღ ჩარკვიანი, გოგი მარგველაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი. სწორედ მათ მიერ სპონსორებისთვის დაწერილი წერილების წყალობით მოვიპოვეთ ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო სახსრები. პროქეტი ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

იმისთვის, რომ მივსულიყავით შინდისში დაღუპული ყველა ბიჭის ოჯახში, ჩავსულიყავით შინდისში და გავსაუბრებოდით ამ გმირობის თვითმხილველებს, ჩავსულიყავით სენეკის ბაზაზე, სადაც შევხვდებოდით მათ თანამებრძოლებს, მეთაურებს, გვჭირდებოდა ექსპედიციის მოწყობა, რომლისთვისაც მინიმალური თანხის - 7 ათასი ლარის შეგროვებას ზუსტად 7 თვე მოვუნდით და თბილისიდან, სიონის ტაძრის ეზოდან 2009 წლის აგვისტოში გავედით.

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატმა“ და „ძველმა ქალაქმა“ რომ გაიგეს რისთვის ვიყავით ჩასულები, უფასოდ დაგვაბინავეს. მოვიარეთ 12 ბიჭის ოჯახი, ვესაუბრეთ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მივედით მათ საფლავებზე. შინდისში რომ ჩავედით, გაირკვა რომ იქ 12 კი არა, 17 ბიჭი დაღუპულა, 5 ბიჭი კოლონის პირველ მანქანაში იჯდა, რომელიც მტერმა მიახლოვებისთანავე ააფეთქა.

12 კაცს კი ნაბრძოლი აქვს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. გადავწყვიტეთ, ის ხუთი ბიჭი არ დაგვეტოვებინა ფილმის გარეთ და 12 გმირი იქცა 17 გმირად. მივედით მათ ოჯახებშიც. ვიყავით სენაკის ბატალიონში. 20 დღის მანძილზე 8 500 კილომეტრი გავიარეთ 20 დღეში რომ ყველას საფლავზე მივსულიყავით და დაგვენთო სანთელი...

ფილმი დოკუმენტურ-მხატვრული იქნება, ფილმში შევა რამოდენიმე რესტავრირებული სცენა. ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა მოხდა შინდისში. ამ ბიჭების გმირობა გავაგებინოთ მთელ საქართველოს.

ეს პროექტი ამ ფილმით არ სრულდება. ამ მოძიებულ მასალებზე დაყრდნოიბით, აკა მორჩილაძე დაგვიწერს მხატვრული ფილმის სცენარს, რაც საშუალებას მოგვცემს უკვე მთელ მოფლიოს გავაგებინოთ ამ გმირობის ამბავი. ამ ამბავთან ნამდვილად ვერ მოვა ის რაც გადაიღეს აქამდე. ეს არაა შეთხზული ამბავი, ესაა გმირობის რეალური ამბავი - თუ როგორ შეეწირნენ ჩვენი ბიჭები ომის დასრულების შემდეგ ჩასაფრებულ მტერს, როგორ არ შეეპუენ და როგორ იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე.

მათ უკანდახევის ბრძანება მიიღეს და უკან ბრუნდებოდნენ, შინ ჰქონდა ყველას დარეკილი რომ იმ საღამოს შინ იქნებოდნენ. შინდისის მოსახლეობა გვიყვება რომ ამ შეტაკებამდე 2 საათით ადრე გამოჩნდნენ შინდისში რუსული ტანკები ქართული დროშებით და ჩასაფრდნენ ძველი რკინიგზის სადგურთან.

ჩასაფრდნენ ტანკებით, ბეტეერებით, ტყვიამფრქვევებით. სენაკის ბატალიონი მიუახლოვდა თუ არა ჩასაფრებას, მტერმა ააფეთქა პირველი და ბოლო მანქანა, ჩაკეტა გასასვლელები, ბევრმა უშველა თავს ბატალიონიდან, ეს ბიჭები კი პირისპირ შეასკდნენ მტერს. მათაც შეეძლოთ გარიდებოდნენ სიტუაციას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გარიდებია, პირიქით რკინიგზის იქით გადავიდნენ და ხელჩართული ომი გაუმართეს მტერს.

ბრძოლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ჩვენები შეიარაღებულნი იყვნენ მარტო ავტომატებით და ხელყუმბარებით, რუსები - მძიმე ტექნიკით. ეს ბიჭები საათისა და 20 წუთის მანძილზე უწევდნენ მტერს წინააღდეგობას. სოფელი გვიყვებოდა რომ ორმხრივი შეტაკება საათი და ოცი წუთი მიდიოდა, შემდეგ 10-15 წუთი უკვე ცალმხრივი სროლა ისმოდა - ჩვენებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რუსები საკონტროლო გასროლებს აწარმოებდნენ, ცოცხლად დარჩენილების გასანადგურებლად.

ოთარ კალმახელიძე სწორედ იქ დაიჭრა, მასაც გადაატარეს საკონტროლო, ბეწვზე გადარჩა სიკვდილს. ის გვიყვებოდა რომ ამ დროისთვის ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი დაღუპული, მხოლოდ ალეკო ონიანი იყო უვნებლად გადარჩენილიო.

ონიანს მუხლზე ესვენა მძიმედ დაჭრილი თავის ნათული რომან ზოიძე. ალეკომ დაგვიძახა, ვინც ცოცხალი ხართ და გესმით ჩემი, მტერს არ ჩაბარდეთ, ჩემამდე მოდით და თავი ავიფეთქოთო. დავიყვირე რომ გაქცეულიყო, ამბავი მაინც გაეტანა, თავის ნათლულიც ეხევეწებოდა წადი თავს უშველეო, მაგრამ არსად არ წავიდა, გადაირია მე აქედან ცოცხალი არ გავალ, მე აქ ჩემს ნათლულს არ დავტოვებო.

ხმამაღლა წაიკითხა მამაო ჩვენო, ჩვენ დაჭრილები ვიმეორებდითო, ლოცვა დაასრულა, რუსებს დაუყვირა, არ ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს დაგანებებთო, გულში ჩაიკრა ნათული, და დიდი აფეთქების ხმა იყო, თვალი რომ გავახილე უკვე აღარც ალეკო ჩანდა სადმე, არც მისი ნათულიო...

ახლახანს რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უშუალოდ აქვს ნაბრძოლი ამ ბიჭებთან. ომის სხვა ამბებს ჰყვება და ბოლოს აყოლებს, ცხინვალში ვიყავით რომ შეგვატყობინეს, ცხინვალის გასასვლელთან, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენ ბატალიონს დამატებითი რაზმი ესააჭიროებაო.

მივიღეთ ბრძანება და ნახევარ საათში მივედით 70 კაციანი ჯგუფი, და რას ვხედავთ, ქართველები ჩვენებს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ, უკვე ბევრი რუსი ჯარისკაცი იყო დაჭრილი და გარდაცვლილიო.

მათმა მეთაურმა უთხრა ჩვენს მეთაურს, არ ვიცი, ესენი ადამიანები არიან თუ ქაჯები, უკვე ერთი საათია ასეთ დღეში ვართო. ჩვენ ჩავებით ბრძოლაში, ყველაფერი დამთავრდა და როგორც გავიგეთ 12 კაცი გვებრძოლებოდაო.

ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავისი ხელით მოისწრაფეს სიცოცხლეო. თავი აიფეთქესო. ჩემმა მეთაურმა რომ ჩავიარეთ ჩაილაპარაკა, ნეტავი ასეთი გმირები და ვაჟკაცები მე იქ მყოლოდა, მივხვდი რომ ჩეჩნეთს გულისხმობდაო. ჩეჩნეთში ნაომარი იყო ჩვენი მეთაურიო...

ფილმების გარდა, ამ ბიჭების უკვდავსაყოფად გვინდა დაიწეროს ისტორიული რომანიც. ასევე, რუსთაველის თეატრში, მცირე სცენაზე განხორციელდება სპექტაკლი. როგორც ბატონმა რობერტმა თქვა, საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუდგება მუშაობას.

დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი შემოდგომით გამოვა ეკრანებზე. ჩვენ ამ ფილმს ვუძღვნით აგვისტოს ომში დაღუპულ ყველა ბიჭს, ფილმის ბოლოს, ძმათა სასაფალოს კადრებზე ყველას გვარი და სახელი ამოვა ტიტრების სახით. ჩვენ ამ ფილმს ვაკეთებთ იმისთვის რომ დღესაც ვიცოდეთ რა გააკეთეს ამ ბიჭებმა და მომავალი თაობებისთვისაც, რომ ნახონ როგორ იბრძოდნენ ბიჭები და რა გააკეთეს ჩვენთვის.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვისი თამაში წამოიწყო ზურაბ ნოღაიდელმა?

ჩვენს მეგობარ ამერიკელებს, მშვიდობიანი სოფლების დაბომბვისა და გაურკვეველი ღირებულების მწვანე ქაღალდების ბეჭდვის გარდა, სხვა, შედარებით უწყინარი, ტრადიციებიც აქვთ. სწორედ მათგან ვისწავლეთ შოუდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება, მრავლისმთქმელი შეძახილი “ვაუ!” და მხიარული ფრაზა “სად არის ჩემი პოპკორნი?”. ყოველივე ეს რეალობის აღქმას ერთობ აადვილებს, განსაკუთრებით ისეთ ეპიზოდებში, როგორსაც ახლა ვუყურებთ. მაშ, ასე! მარჯვენა კუთხეში - თეთრ მაისურსა და ლურჯ ტრუსებში ზურაბ ნოღაიდელი: კაცი-ტერმინატორი, კაცი-ტიტანი და კაცი-ტიტანიკი; მარცხენა კუთხეში - (მასაჟისტისგან მარჯვნივ) მწვანე შარვალსა და წითელ ჰალსტუხში თავად ხედავთ, ვინც. გონგი! Show must go on...

იანიჩარი ფინიშის სწორზე. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ამ სანახაობას 2003 წლიდან ელოდნენ. “ვარდების რევოლუციის” შვილები ებრძვიან ერთმანეთს, როგორც უკანასკნელი ჯამბაზები პროვინციული ცირკის არენაზე; მნიშვნელობა არ აქვს, ამას სრული თუ ნაწილობრივი სერიოზულობით აკეთებენ.
მაყურებლის განწყობა გასაგებია, თუმცა მოსაწონი, ალბათ, მაინც არაა. არადა, ვერაფერს ვიზამთ, როგორც ეუბნებოდა ზეწარში გახვეული ერთი მამაკაცი მეორეს ცნობილ კინოფილმ “გლადიატორში”: “რომის გული სენატის მარმარილოში კი არა, კოლიზეუმის ქვიშაში ძევს”.
მას, ვისაც შედარება კოლიზეუმთან ერთობ პომპეზურად მოეჩვენება, შეუძლია შეჯიბრებების სულ სხვა სახეობა, სხვა კინო გაიხსენოს, კერძოდ, ბულგაკოვის მიხედვით, 1970-ში გადაღებული გენიალური ფილმი Бег». ემიგრანტი თეთრგვარდიელი გენერალი ჩარ­ნოტა და მისი თავშესაქცევი “ტარაკანების დოღი” («Тараканье бега»), რომელშიც უკანასკნელ გროშებს აგებს. იგი თავს ესხმის შეჯიბრის ორგანიზატორს, რომელმაც თითქოსდა ლუდით დაათრო მისი ფავორიტი ტარაკანი “იანიჩარი”; რადგან იგი ჯერ გაჩერდა სარბენ ბილიკზე, შემდეგ კი სულ სხვა მიმართულებით გაიქცა. ზურაბ ნოღაიდელის მანევრებმა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაახლოებით მსგავსი რეაქცია გამოიწვია. ჭარმაგი ექსპერტები მთელი კვირის განმავლობაში არკვევდნენ: დაათვრეს თუ არა იანიჩარი. ო, უკაცრავად, ისინი ადგენდნენ, რა მოტივაცია ამოძრავებდა ნოღაიდელს.
ვიდრე ამ საკითხს განვიხილავთ, თვალი გადავავლოთ იმ დისკუსიის მიმდინარეობას, რომელიც, მართალია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაბიჯების კვალობაზე მოექცა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა. ის გააფთრება, რომლითაც იგი მედიასა და ინტერნეტ-სივრცეში ვითარდება, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირების თაობაზე არა მხოლოდ არსებობს, არამედ უახლოეს მომავალში, შეიძლება საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი პოლარიზების საწინდარიც შეიქმნას. მითუმეტეს, რომ ცვლილებები საერთაშორისო არენაზე ამას ხელს უწყობს. ნოღაიდელმა ამ შემთხვევაში უბრალოდ დეტონატორის როლი შეასრულა.
ამ პოლემიკის დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოთხი შესაძლო ვექტორი გამოიკვეთა, რომელთა განხილვა, ალბათ, უსაფრთხოების პრობლემასთან მიმართებაში აჯობებს:
ა) შემდგომი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისაკენ; ამ მიმართულებით შესაძლებლობები დღესდღეობით ამოწურულია. საქართველომ მაპის მინიჭების ზღვარს მიაღწია და ვეღარ გადალახა. ბრიუსელის თავაზიანი რევერანსების მიუხედავად, მეტის მიღწევა უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელი ჩანს. როგორც ალიანსის, ისე საქართველოს მხრიდან დაახლოებისკენ გადადგმული ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი, რუსეთის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს, რადგან მას მნიშვნელოვან საფრთხედ განიხილავს. მეტიც, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს საკითხი არამც თუ არააქტუალური გახადოს, არამედ დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღოს. ამისთვის კრემლი ორ ძირითად ბერკეტს გამოიყენებს: შეთანხმება ნატოს ევროპელ წევრებთან და ზემოქმედება საქართველოზე სასურველი შედეგის მიღწევამდე. ამასთან, აშშ მზად არ არის საქართველოს ორმხრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს;
ბ) კურსის აღება რუსეთის პატრონაჟით შექმნილ სტრუქტურებში (ოდკბ, საბაჟო კავშირი და ა.შ) ინტეგრაციაზე; დღევანდელი მდგომარეობით, ეს ასევე შეუძლებელი ჩანს. არც რუსეთი, არც საქართველო ამისთვის მზად არ არიან. უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები მხედველობაში რომც არ მივიღოთ, ორ ქვეყანას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის მიმართ დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომა აქვთ, რაც უსაფრთხოების ერთიან სივრცეში (ეს მნიშვნელოვანწილად ეკონომიკურ პარტნიორობასაც ეხება) მათ ინტეგრაციას გამორიცხავს. რუსეთთან დაახლოების მომხრეები ხშირად ამბობენ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კურსი, საბოლოო ჯამში, სეპარატისტულ რეგიონებთან კონფედერაციის შექმნით დაგვირგვინდება, რომელიც კრემლის საფარქვეშ იარსებებს. გარკვეული მინიშნებების მიუხედავად (“პუტინის სადღეგრძელო”, კონსტანტინე კოსაჩევის რიგი განცხადებები, ევგენი პრიმაკოვის რამდენიმე ინტერვიუ), ოფიციალური მოსკოვი, გასაგები მიზეზების გამო, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შესაძლებლობას ჯერაც არ ადასტურებს. ამასთანავე, რუსეთთან დაახლოებაზე ორიენტირებულ აქტიურმა ქმედებებს შეიძლება ამერიკელთა მკვეთრი რეაქცია მოჰყვეს, რაც, საქართველოში მათი პოზიციების გათვალისწინებით, ასევე სერიოზულ საფრთხეებს უკავშირდება;
გ) სწრაფვა ძირითადი მოთამაშეების მიერ გარანტირებული ნეიტრალიტეტისკენ; ზოგადად, ასეთი სტატუსის მიღწევა საერთაშორისო არენაზე რიგი გარემოებების თანხვედრას მოითხოვს და მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. განსაკუთრებულ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით ადგილი არასოდეს ჰქონია, თანაც დღეს პერსპექტივა გაცილებით ბუნდოვანია, ვიდრე - აგვისტოს ომამდე, როდესაც ასეთი სტატუსი უფრო დიდი ალბათობით შეიძლებოდა კონფლიქტების დარეგულირებაზე ორიენტირებული გეგმის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო;
დ) ბალანსის პოლიტიკის გატარება უსაფრთხოების ერთგვარ ვაკუუმში, მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, ვითარების საბოლოო გარკვევისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების მოლოდინში, რთული და ერთობ სარისკო თამაში დროის მოგებაზე, დაახლოებით ის, რასაც დღეს აზერბაიჯანი აკეთებს (შეგვიძლია განვიხილოთ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითიც, თუმცა ეს ყველაზე ახლოა). ეს მოითხოვს საკმაოდ მოქნილი საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომლის რესურსი, რიგი დამკვირვებლების აზრით, ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს; მან ქვეყანა ფაქტობრივ იზოლაციაში მოაქცია და ნდობის ლიმიტიც ამოწურა.

სტრატეგიული მოუთმენლობა
სააკაშვილის ხელისუფლება დღეს, კვლავინდებურად ადასტურებს ერთგულებას ნატოში ინტეგრაციის იდეის მიმართ, თუმცა ვაშინგტონის კარნახით (ე.წ. “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკა), იძულებული ხდება, ნაწილობრივ მაინც დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან და შეეჩვიოს იმ აზრს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთლიანობის აღდგენის (ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე შეფერხებების მოხსნის) საკითხს, რუსეთთან მოლაპარაკებებში მთავარ პრიორიტეტად უახლოეს მომავალში ვერ აქცევენ. ეს ხსენებული (ზოგისთვის ავადსახსენებელი) პარტნიორებისათვის სავსებით მოსახერხებელი მიდგომაა, უხეშად რომ ვთქვათ, საქართველო უბრალოდ დაჯდება და დაელოდება (მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში არნახული ეკო­ნომიკური პროგრესის მიღწევას შევძლებთ, დღეს, ალბათ, არაკორექტულია; იმ ქვეყნის მდგრადი განვითარება, რომელსაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გააჩნია, შეუძლებელია).
საინტერესოა, რუსეთი თუ დაელოდება, სანამ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ხელსაყრელი პირობები შეექმნება? რაღა თქმა უნდა, - არა, იგი ყველანაირად შეეცდება, რომ ეს საკითხი მალევე მოხსნას; ისე, როგორც ეს (მნიშვნელოვან წილად) უკრაინაში მოახერხა. ეს მთავარი გარემოება აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ: დღეს და უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს შემდგომი სწრაფვა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართულებით რუსეთთან კონფრონტაციის შემდგომ გამწვავებას ნიშნავს (ეს აქსიომა ვრცელდება საქართველო-აშშ-ის ჰიპოტეტურ სამხედრო ალიანსზეც, რომელიც დღეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია).
მოკლედ, დათვი აღარ დაიძინებს, ისედაც საკმარისზე მეტხანს ეძინა. განსაკუთრებით დაკვირვებულები ამბობენ, რომ იგი სწრაფად გვიახლოვდება.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სტუმრობისას მისმა ყოფილმა მოსწავლემ (ისე, ექსპერიმენტები წარმატებით ყოველთვის როდი სრულდება, ასეთ ღრმად პატივცემულ სასწავლებლებშიც კი) მიხეილ სააკაშვილმა დათვთან ურთიერთობებს საკმაოდ ვრცელი პასაჟი მიუძღვნა: “დათვს ბაბაია რომ დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ დათვს მოეწონები და, სხვათაშორის, თუ მოეწონები, კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. და ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის, რომ ჯოხი აიღო ხელში, ჯოხი ჩაარტყა და ყველაზე კარგია, თუ გაქვს პისტოლეტი ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, მსხვილკალიბრიანი”. აი, ეგრე! Оцеола, вождь семинолов! პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ჩამოთვლილი ინვენტარი არ გვაქვს, არაფერი გვაქვს, ერთი (ოდნავ უგემოვნო) ჰალსტუხის გარდა; ა ლა ქუერრე ცომმე ა ლა ქუერრე, ხდება ხოლმე.
ზოგადად, მწვავე კონფრონტაცია, ტოტალური ომიც კი, გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება ამა თუ იმ ერს გამოსავლად მოევლინოს, თუმცა მისი წარმატებული წარმოების მთავარ წინაპირობას ეროვნული კონსენსუსი და სოლიდარობა წარმოდგენს. სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელსაც მოსახლეობის ერთი მესამედი ლეგიტიმურად არ თვლის, ხოლო მეორე დასანახად ვერ იტანს, საერთო-ეროვნული ბრძოლის სათავეში ჩადგომა, სავარაუდოდ, ძლიერ გაუჭირდება, მისი წარმომადგენლების სამხედრო კომპეტენციისა და პირადი სიმამაცის საკითხებს ამჯერად რომც არ შევეხოთ.

ტერმინატორის დეტონატორი
ისევ ზურაბ ნოღაიდელის საკითხს დავუბრუნდეთ. საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ტონალობაში, დიდი ხანია, არავინ დალაპარაკებია. ნოღაიდელი საზეიმოდ დებს პირობას, რომ არჩევნების გაყალბების (და რიგ სხვა) შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს “ხელებს და ფეხებს დაამტვრევს”, ხოლო პირადად მიხეილ სააკაშვილს ისეთი ეპითეტებით ამკობს, რომელთა გამოყენებას შეზარხოშებული ბოცმანებიც კი ერიდებიან.
თუმცა ეს რიტორიკაა და მხოლოდ მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, არის თუ არა ზურაბ ნოღაიდელი “ატვეჩაი”, უკაცრავად, პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე, ვითარცა ჰანიბალი (თუ კორიოლანი?) რომის კარიბჭესთან. საინტერესო სულ სხვა რამაა, არც ნოღაიდელის სიტყვებს, არც (რაც მთავარია!) რუსეთთან დასაახლოებლად მიმართულ მის კონკრეტულ ქმედებებს ხელისუფლების მხრიდან, სხვა პარტიებისთვის ესოდენ ნაცნობი, მასშტაბური რეპრესიები არ მოჰყოლია. უნიჭო პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც ნოღაიდელის “გაშავებაზე” მეტად ხელი მისი იდეების ტრანსლირებას შეუწყო, სათვალავში ჩასაგდები, ალბათ, არ არის.
სწორედ ამ ნიადაგზე რიგი კონსპიროლოგიური ვერსიები აღმოცენდა. ნოღაიდელი განიხილებოდა, როგორც ხელისუფლების პროექტის ნაწილი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ორიენტაციის ლეგალიზება და მისი დაკავშირება ყოფილი პრემიერის ნაკლებად რეიტინგულ ფიგურასთან, ვიდრე ამ ნიშას სხვა, ხელისუფლებისათვის გაცილებით საშიში (და ჯერაც ამოუცნობი) მოღვაწე დაეპატრონებოდა. განიხილებოდა, აგრეთვე, თანმდევი თემები, მაგ.: “ნოღაიდელი როგორც კომუნიკაციის არხი”, “ნოღაიდელი როგორც სადაზღვევო პოლისი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისთვის” და ა.შ. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სტრატეგიული თვალსაზრისით არსებითი, ალბათ, არც ის არის, თუ რამდენად დამოუკიდებელია ნოღაიდელი ხელისუფლებისაგან.
მთავარი, როგორც ჩანს, ისაა, რომ იგი დღეს ქართულ პოლიტიკაში იმ როლს ასრულებს, რომელიც საბჭოთა არქტიკულ ფლოტში ატომურ ყინულმჭრელ “ვლადიმერ ილიჩ ლენინს” ეკისრებოდა. (ღმერთო ჩემო, ვის არ შევადარეთ დღეს ყოფილი პრემიერი - დეტონატორს, ტერმინატორს, აგერ უკვე, ყინულმჭრელ “ლენინს”; ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლოთ). მისი ფუნქცია ყინულის საფარის მსხვრევა იყო, უკან კი გემების მთელი ქარავანი მოსდევდა. კრიტიკა ნოღაიდელისკენ წამოვიდა, ამასობაში, სხვა პოლიტიკოსებმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით შედარებით ფრთხილი ნაბიჯები გადადგეს. მან, აგრეთვე, ნებსით თუ უნებლიედ, ქვეყნის საგარეო ორიენტირებზე დისკუსიის ახალი რაუნდის დაწყებას გარკვეული ბიძგი მისცა. მოკლედ, ოსტაპ ბენდერი რომ იტყოდა, “ყინული დაიძრა”, საერთო სურათმა დინამიურობა შეიძინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამდენს უხდის ნინო ბურჯანაძე ძაღლის მომვლელს, ექიმს, მძღოლსა და დაცვას?

ავტორი ლევან ჯავახიშვილი

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა მომაკვდავ ცოდვას აბრალებს, მაგრამ დღემდე თავს იკავებს მათ კორუფციაში დადანაშაულებაში. ღიად, ფაქტებით და ხანგრძლივად საუბარს ერიდება მედიით, თორემ აქა-იქ გაჰკრავს ხოლმე ზოგიერთებს კბილს.

ცხადია, ბურჯანაძისთვის ეს თემა დახურულია, ტაბუ ადევს - „ქართული კორუფციული ოჯახის სიმბოლო“ - ანზორა ბურჯანაძის შთამომავალი, ნინო ბურჯანაძე, იგივე ნინო „მარგალიტაძე“ და იგივე „პრინცესა ხორბლის მარცვალზე“, სხვის კორუფციონერობაზე ხმას არ ან ვერ იღებს.

ხალხმა კარგად იცის - ვინ ვინ არის. თუმცა ნინო ბურჯანაძეს აქვს საყვარელი თემები და წინა კვირასაც კაჰკიოდა ერთ-ერთ არხზე - მიხეილ სააკაშვილს, ქუთაისის თეატრისათვის ზუსტად ისეთი სავარძლები შეუკვეთია, როგორც ლა-სკალას საოპერო თეატრშია და თითო ასეთი სავარძელი 6000 ათასი ევრო ღირსო. რა დროს 6000 ათასევროიანი სავარძლებია, ქვეყანა, ეკონომიკა თავზე დაგვემხო და იმ ფულით მიშა ადგეს, სამუშაო ადგილები შექმნას, ხალხს დაეხმაროსო.

ასე მეგონა, გია მაისაშვილი ლაპარაკობს-მეთქი. მაგან იცის ლონდონიდან სამიტინგოდ როცა ჩამოდის, ვიდრე ადაპტაციას გაივლის და გაერკვევა, რა ხდება ქვეყნაში, ისეთ სისულელეებს გადმოალაგებს ხოლმე, მერე მთელი კვირა თავისი ნათქვამის განმარტებებს იძლევა.

ისე, ნინოც ევროპიდან ახალი დაბრუნებულია, ამბობენ, ბერეზოვსკის შეხვდაო. მე იმან გამაოცა, ვის 6000-ევროიან სკამებზე ლაპარაკობს ბურჯანაძე? მაგნაირ და მაგ ფასის სკამზე თუ სავარძელზე ანზორა ბურჯანაძეს ერთი ადგილი რომ უდევს, ეგ არაფერია, მაგრამ თუ ქუთაისის თეატრში დაიდგმევა - დანაშაულია? ანზორ ბურჯანაძის ბიუჯეტიდან ნაპარავი მილიონების საქმე მორჩა? დავივიწყეთ და ჩაილურის წყალი დალია?

სხვა საქმე და სალაპარაკო ვერ მოძებნა ქვეყანაში ნინო ბურჯანაძემ, სავარძლებს რომ მისდგა? ანდა, რა ნამუსით ლაპარაკობს ეს ქალი სახელმწიფოსგან თუნდაც 6000-ევროიანი სავარძლების შეძენაზე იმის მერე, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ?

როცა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს წყნეთის აგარაკი სიმბოლურ ფასად გადასცა, იმ აგარაკის გაწყობა-გალამაზება ანზორ ბურჯანაძემ ითავა. ბურჯანაძეებმა, აგარაკის კეთილმოწყობა შარშანდელ გაზაფხულს დაამთხვიეს - მარტში დაიწყეს, არადა, 9 აპრილი კარს იყო მომდგარი და ბურჯანაძე ლამის ტიროდა, ფული არა გვაქვს, აქციები დავაფინანსოთო. ფულის სათხოვნელად კიევში, ლეონიდ კუჩმას სიძეს, ვიქტორ პინჩუკსაც ეწვია, მაგრამ პინჩუკმა უარით გამოისტუმრა.

ასეთია ბურჯანაძეთა ცხოვრების წესი - პოლიტიკაში სხვისი ფული უნდა დახარჯონ, მერე, როცა მოვლენ ხელისუფლებაში, მოქაფავენ და იმას შინ წაიღებენ. ამ გზით ნაშოვნი ფულით ანზორ ბურჯანაძემ წყნეთის აგარაკისთვის 27 კვიპაროსის ნერგი ჩამოატანინა.

აგარაკს დიდი შესასვლელი აქვს და ორ რიგად დარგო. თითო ნერგში ძია ანზორამ 300 ევრო გადაიხადა, ტრანსპორტირებისა და საბაჟო გადასახადის გარეშე და გერმანიიდან ჩამოატანინა.

კვიპაროსის ეს ჯიში მაღალ ზონებში ხარობს, იშვიათი ჯიშისაა და ამიტომაც ღირს ძვირი. ერთ რიგში 10 ხე დარგეს, მეორეში - 17. იქნებ არც ღირდეს 27 ცალი კვიპაროსი ამდენ სალაპარაკოდ, მაგრამ სხვა გზა არ ჩანს - ეს ქალი სხვას საყვედურობს, საქმეს რატომ არ აკეთებო, რა დროს სავარძლებიაო, ამ დროს კი, იმავე ბიუჯეტიდან სააკაშვილი თეატრს აშენებს, ეს კი კვიპაროებს რგავს...

ქალბატონო ნინო, შარშან ამ დროს, კარგად გაიხსენეთ, მთელ საქართველოს ულხინდა და ერთი გაჭირვებული არ იყო ქვეყანაში, პრინცესასავით რომ არ გენებივრათ და იმ კვიპაროსების ფულით გაჭირვებულს შესწეოდით?

ახლა კიდევ რატომ დავიხვიე ეს კვიპაროსები ხელზე, ამასაც მოგახსენებთ, როცა გაგანია მიტინგები მიდიოდა და ნინო ხალხის გასაჭირზე ნიანგის ცრემლებით მოსთქვამდა, იმ პერიოდში, არაერთი ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს მსუბუქი ხულიგნობისთვის, ზოგს 500 ლარი შეუფარდეს ჯარიმა, ზოგს - 1000 და გადახდის თავი რომ არ ჰქონდათ ამ ბიჭებს და მათ შორის ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერებსაც, ზოგი 15 დღე აყურყუტეს ციხეში და ზოგი - ერთი თვე არადა, თითო კაცის გამოყვანას თითო კვიპაროსი ყელში ამოსდიოდა, ჰა, 1000-ლარიან ჯარიმას, „ორკვიპაროს-ნახევრით“ გადაიხდიდა და ოციოდე ახალგაზრდას ხედ არ გაიმეტებდა.მაგრამ რა ქნას - საკუთარი ფულით თანამებრძოლს ცოცხალი თავით არ გამოიხსნის ციხიდან, აი, პინჩუკს რომ მიეცა, ალბათ იმას დახარჯავდა.

ეგ კი არა, ადვოკატი არ აუყვანა თანაპარტიელებს და არასამთავრობოები იცავდნენ ნინოს სკამს და ამბიციებს ლამის შეწირულ ბიჭებს. მერე, მოგეხსენებათ, ის აგარაკი ჩამოართვეს ბურჯანაძეს საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით.

მოდით, ახლა ისიც დავითვალოთ, როგორ ნებიერად ცხოვრობს „ხალხზე გულდამწვარი“ „პრინცესა“ და მისი ოჯახი. ექს-სპიკერს, ზეობისას, 16-კაციანი დაცვა ემსახურებოდა და მათ ხელფასს სახელმწიფო უხდიდა. ახლა ნინო 10 მცველის იმედადაა. ამ 10 მცველიდან 5 ნინოს მუდამ თან ახლავს ორი მანქანით, ერთში ნინო და მისი დაცვის უფროსი ლევან ბურდული სხედან, მეორეში - 4 მცველი. მცველები ჰყავთ მის მეუღლეს - ბადრი ბიწაძესა და შვილს - რეზიკოსაც, ანუ სულ 12 მცველი ემსახურება ბურჯანაძეთა უსაფრთხოებას. იმ 5 კაციდან, რომლებიც წეღან არ ვახსენე, ერთი კომენდანტია, დანარჩენი 4 კი - ცვლაში, 2-2 მორიგეობენ ბურჯანაძეების დოლიძის ბინასთან - სადარბაზოსთან. ბურჯანაძეებს ემსახურებათ ძაღლის მომვლელიც - 10 წლის კავკასიური ძაღლი ანზორ ბურჯანაძეს აჩუქეს (აბა, ხომ არ იყიდდა!), ოჯახის ექიმი - კერძო და არა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის „ოჯახის ექიმი“, რომელსაც ხელფასს თავად უხდიან.

ასევე, ორი მოახლე, რომლებიც წლებია ამ ოჯახში მსახურობენ. ესეც 4 მომსახურე პერსონალი. ამას უნდა დავუმატოთ 5 მძღოლი - 2 ნინოს ავტომანქანებისა, ერთი ანზორ ბურჯანაძეს ემსახურება, თითოც - ბადრის და ანზორ და რეზიკო ბიწაძეებს. გამოდის, რომ დაცვიან, მძღოლიან-მომსახურე პერსონალიანად, ნინო ბურჯანაძის ოჯახს 21 ადამიანი ემსახურება.

კულუარული ინფორმაციით, მარტო ამ ხალხის სახელფასო ფონდი წლიურად დაახლოებით 160 000 დოლარს აღემატება. თვეში დაახლოებით - 13 500 დოლარია. ადრე ამ ყველაფერს სახელმწიფო უხდიდა ნინოს და მის ოჯახს და რა ქნას, ისევ ხალხის კისერზე ნებივრობს, წუხს და მშვიდობიანი გზით რომ ვერას ხდება, რევოლუციაზეც თანახმაა, ოღონდ საწადელს მიაღწიოს.

ახლა ავტომობილებს მივხედოთ. ბურჯანაძეებს 6 ავტომობილი ჰყავთ. ნინო ბიზნესკლასის „მერსედესით“ დადის. მისი 4-კაციანი დაცვა „მიცუბიშის“ „ჯიპით“. ანზორ ბურჯანაძე „ტოიოტა ლენდ კრუიზერს“ ამჯობინებს - ვერცხლისფერს, ბადრი ბიწაძესაც „ლენდ კრუიზერ პრადო“ ჰყავს - შავი. ანზორ ბიწაძეს - შავი „ბმვ“-„ბუმერი“, ხოლო რეზიკო ბიწაძე „ჰიუნდაის“ „ჯიპით“ დადის.

ამ „შავ ბუმერს' საინტერესო ისტორია აქვს. ის ანზორ ბურჯანაძეს აჩუქა (აბა, ხომ არ იყიდდა!) ყოფილმა პარლამენტარმა, „ომეგა-მოტორსის“ მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა. მაშინ, თბილისში მხოლოდ ორი ასეთი „ბმვ“ დადიოდა, ერთით – „დონ ანზორი“ და მეორეთი - თავად ზაზა ოქუაშვილი.

სწორედ „დიდმა ანზორმა“ აჩუქა პატარა ანზორს ეს მანქანა შარშანწინ. ამ ექვსივე ავტომობილის საბაზრო ფასი, მინიმუმ, 250-260 ათასი დოლარია. ყოველდღიურად 6 მანქანის თითქმის განუწყვეტელი მოძრაობა და შესაბამისი ოდენობის ბენზინი მიათვალეთ? აქვე, ამ მანქანების პროფმომსახურება? ეს, ვისაც არ ეზარება, დაიანგარიშოს და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოუვა.

გეხსომებათ, შარშან ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოშიც უჩივლა - იმ ბრძანებულების გაუქმებას ითხოვდა, რომლის ძალითაც ნინოს სამთავრობო დაცვა და სხვა პრივილეგიები მოუხსნა.

სხვათა შორის, ბადრი ბიწაძესას, ცხადია, როცა თანამდებობიდან გადადგა, მოეხსნა პრივილეგიები - დაცვა, პირადი მძღოლი, სახელმწიფო ავტომობილები, საწვავის და სხვა ხარჯები. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ უსინდისობას თუ გავითვალისწინებთ, არ გაგიკვირდეთ, მალე მეორე სარჩელიც გააშანშალოს და ახლა ქმრისთვის ჩამორთმეული პრივილეგიების აღდგენა მოითხოვოს.

რა ქნას ნინო ბურჯანაძემ და მისმა ოჯახმა? თერჯოლის რაიონის რაიკომის მდივნობიდან მოყოლებული, ანზორ ბურჯანაძე ხომ მუდმივად ხალხის, ანუ სახელმწიფოს კისერზე მუქთად ცხოვრებასაა მიჩვეული, ნინოც ბავშვობიდან გაანებივრა და მიაჩვია კომფორტს - სხვის ხარჯზე.

შვილი მამის გაკვალულ გზაზე მიდის, რას ერჩით? არადა, ანზორ ბურჯანაძესაც, ერთ კაცს, ამდენი აღარ შეუძლია, მართალია, სიძეც ჩალიჩობს რაღაცას, მაგრამ ოჯახში მთავარი შემომტანი თუ შემტანი მაინც ანზორია. რაც მაგას ქვეყნის წინაშე „სიკეთე აქვს“ გაკეთებული, რაც მაგას ხალხი ჰყავს მოწამლული საფურაჟე ფქვილითა და ხორბლით, აბა, „სიკეთე“ არ უნდა გადავუხადოთ - უნდა ამოვიღოთ ჯიბიდან და მაგათ ოჯახის ფუფუნებას მოვახმაროთ, რაც ამოგვაცალეს და მოგვპარეს, ხომ ხედავთ, არ ჰყოფნით...

ისე, მიშა, რა დროს ლა-სკალა და 6000-ევროიანი სავარძლებია. ახლა საზენიტო დანადგარებსა და „გრადებს“ უნდა ყიდულობდე, რომ რუსეთის თანამედროვე მე-11 არმიას დაუხვდე, რომლის საქართველოში შემოძღოლაზე ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი ვერ მორიგებულან - არა, მე უნდა ვიყო სერგო ორჯონიკიძე, არა - მეო.

მაგათ პუტინი მოარიგებს: ერთი ორჯონიკიძე იქნებით, ერთიც - ფილიპე მახარაძე და თბილისს თუ აიღებენ ჩემი ჯარები, კრემლში დეპეშის გამოგზავნაზე ნუ იჩხუბებთ, ორივემ მოაწერეთ ხელიო - ეტყვის... (იმედია, მათ ოცნებებს ასრულება არ უწერია).

იმ დეპეშის თანამედროვე ვარიანტი, ალბათ, უკვე შედგენილიც აქვთ და სავარაუდოდ ასეთი იქნება: „ელვა - მოსკოვი, კრემლი. ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს. თბილისის თავზე ფრიალებს რუსეთის დროშა. გაუმარჯოს ხელახლა გასაბჭოებულ საქართველოს!“

ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ან ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე (გემოვნების და დამსახურების შესაბამისად). თუმცა, რუსული არმიის ამ ქართველ კომპასებს, იმედია, მანამდე ჩაუშლიან მზაკვრულ გეგმებს, ვიდრე საქართველოს დედაქალაქში საოკუპაციო ჯარებს მოგვაყენებენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამბობს, აი წაიკითხეთ

ჩაქოლეთ, შორენა ბეგაშვილი ჩაქოლეთ! მაგის გამო ირყვნება ერი, გაძვირდა გაზი, დავკარგეთ აფხაზეთი, გვიახლოვდება 2012!
უფრო კარგად მოვეფეროთ არსებულ თუ გარდასულ დღეთა “მპარსველ “ ჩინოვნიკებს, რა იცი რაში გამოგვადგებიან? მერე რა რომ თავის დროზე პენსიები შეჭამეს, ხაზინა გააპარტახეს, მერე რა რომ თავის ცხოვრებაში ერთი კეთილი საქმე არ გაუკეთებიათ? დღეს სამაგიეროდ ეკლესიებს აშენებენ, და მერე რა რომ სანთლების წილში თავადვე არიან?
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ გაუციებელ ცხედარს ბალზამით რომ ვჟღინთავთ? ვჯიჯგნით ხორცს და მიგვიფურთხებია სულისათვის. ვინმეს ნანახი აქვს ეს პროცედურა? მაგრამ რას იზამ ქართული ხალხური “კეკელო-მანია” მოითხოვს მრავალდღიან შოუ-პანაშვიდებს. აბა სად ამზეურონ ნაფტალინიდან გამოღებული ქურქები “ძაან ტაკოი” დეიდებმა? კიდევ კარგი ეს პროცედურა გაცილებით გვიან გამოვიგონეთ, თორენ აღსდგებოდა კი ქრისტე?
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ხალხი არ ვართ “თვითმფრინავის ბიჭების” დახვრეტას ჩვენივე ინტელიგენციის სახელით ერთსულოვნად და “ზეამაღლებულად” ხელს რომ ვაწერდით და შემდეგ ვაკის, ვერის, სოლოლაკის სამზარეულოებში ყავის და ნამცხვარი “სენატორის “ თანხლებით, მიწაში ვდებდით ჯერ კიდევ ცოცხალ ბიჭებს?

ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ აფხაზეთის ომის დროს დუბაიში კომერციულ რეისს რომ ვაფრენდით? ქუდზე კაცი სამშობლოს დასაცავად? სამეგრელოს ჩვენვე რომ გადავუარეთ და შემდეგ შევარდნაძეზე აუგად ნათქვამი ზემოთ ხსენებულმა “ელიტარულმა ფენამ”თავად რომ ალოკა ის ხალხი არ ვართ? ისე იცოცხლე, ენას კი ვფლობთ ვირტუოზულად!
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ რიტორიკული შეკითხვების ქვეყანა ვართ!
პრეზიდენტი ზ.გამსახურდია, ჟურნალისტი გ.სანაია, პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია. მწერალი და საზოგადო მოღვაწე გ.შარაძე, ბიზნესმენი ბადრი პატარაკაციშვილი...
რატომ, რისთვის, ვინ?
იმიტომ!
და კიდევ ვინმეს უკვირს, რატომ მოითხოვა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიაში?
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც მოდელებს გადაცემები მიჰყავთ, ჟურნალისტები კი პოდიუმზე დადიან, ამიტომაც სულ არ უნდა გიკვირდეთ უაზრო შეკითხვათა კორიანტელის, სამაგიეროდ ლამაზმანის ახლადგაღვიძებული “კრიშა”, საქორწილო სარეცელზე მშვიდად მძინარე მეორე ნახევართან ზურგშექცევით, სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს, იფ, ეს ფეხები, ახლა რომ ეკრანიდან მოსჩანს, ხომ სულ ცოტა ხნის წინ, აგერ აქ, კისერზე ჰქონდა შემოლაგებული.
რა ფეხებს ინსტრუქცია არ მოჰყოლია? დაგეტოვა რა მანდვე!
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ახლახანს არ იყო პატრიარქზე შემოტევა? რაღაც ვერ დავინახე მართმადიდებელ მშობელთა დიდი აქტიურობა, თუ მეჩვენება? აა, ალბათ თუთბერიძე თქვენი საკბილო არ აღმოჩნდა. ჰო მართლა, მაპატიეთ, მრევლსაც ალბათარ არ სცალია, სამარხვო ნამცხვრების რიგში დგას, ან რესტორანში “სპეცომ” შედგენილ მენიუს იზეპირებს? ხო ისე ეს ახალი “სუპერ ლაითი მალბორო” რა მისწრებაა მარხვაზე! მთავარია კარგად ამოვიყოროდ მუცლები! მერე ერთი-ორი უცოდველი ცხოველი კერპთაყანისმცემლობის სიყვარულში მივასიკვდილოთ და გაიხარებს სული!
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ხალხი არ ვართ, დალის ხეობას, კოდორს, “ზემო აფხაზეთი” რომ ვუწოდეთ, მავანთა მზაკვრული აზრები “გავაპრავეთ” და მერე ერთი გაბრძოლების გარეშე რომ ჩავაბარეთ? რა არ შევეგუეთ ახალგორში რუსის ჯარს? ჩვენ არ ვიყავით რუს ”სალდათებს “ კეხურა ვაშლებს რომ ვუპრიალებდით , მონოს რომ ვუფხიკავდით, არიქა არ გაბრაზდნენო? რა სიტყვათა მარტივი წყობა “პარტიზანული მოძრაობა “ წიგნებშიც არ ამოგიკოთხავთ?
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ხალხი არ ვართ სამგლოვიარო ჯაჭვშიც რომ ვახერხებთ ახალ-ახალი სათვალეების და ტელეფონების “გამარიაჟებას”, მკაცრი აღრიცხვიანობის პირობებში უსახელო ჯარისკაცის საფლავების სიმრავლეს, დაუმარხავ გვამებზე ტაშ-ფანდურს, ლტოლვილთა თავშესაფარებზე “ლევის მოღუნვას”, მსოფლიო ბაზარზე ბენზინის ფასის და სატელეფონო კავშირის გაიაფების პირობებში ფასის გაზრდას, თალიბებო!
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ხალხი ვართ, ყოველდღიურ სატელევიზიო შოუებს სახელწოდებით “სააკ პროდაკშენს” პირდაპირ ეთერში რომ ვუცქერთ, ლოპოტაზე გედები, გუდაურში მწვანე კომბინიზონი, მესტიაში კურორტი, მტკვრის და არაგვის ნაპირზე, ფაქტიურად სიონის ეზოში პლიაჟები, აფერუმ! ავშენდით! ეს ყველაფერი ასატანი იქნებოდა, რომ არა პარალელურად თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადება,”საქართველოში როგორც ისრაელში ქუდზე მხოლოდ კაცი კი არა ქალიც უნდა გამოდიოდესო! ომია ქვეყანაშიო!” აი საღოლ!
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ ოპოზიციაში გირგვლიანის, რობაქიძის ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთთა უსტაბაშები რომ გვყავს? 7 ნოემბრის დამრბევი ხელისუფლების პირველი პირები როგორ გალექსილან? აბა მე ვიყავი რომ ვდუმდი? რა მოკლე მეხსიერება გაქვთ ქართველებო!
ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, სახელისუფლებო არხებზე რომ გაცისკროვნებულ, მდიდარ, ძლიერ საქართველოში ვცხოვრობთ, ხოლო “კავკასიაზე” და “მაესტროზე” კი გაპარტახებულ, მშიერ და დაქცეულში? საარჩევნო სიებში სამ მილიონზე გაცილებით ბევრნი რომ ვართ, ხოლო პარალელურად ვანკუვერში პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს ახსენებს მილიონნახევარი ხართ წასულები საქართველოდან და იქნებ დაბრუნდეთო? უი, დემოგრაფიულად ავღზევებულვართ!
მაგრამ მაინც, ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი

ჰოდა სანამ ასე “უკიდეგანოდ ვმრავლდებოდით” ოპოზიციამ კვლავ დაიწყო სამთავრობო თამაში, იმის მაგივრად რომ ყველა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაზე ვფოქრობდეთ, მერის არჩევნების სატყუარა საკენკი შემოგვიგდეს, ჩვენც ავკენკეთ. და ახლა ისმის ყველა მხრიდან, რადიოდან თუ ტელევიზორიდან, ეს კანდიდატი, თუ ის კანდიდატი? თანაც რა კანდიდატები? ყოფილი ჩინოვნიკები, ყოფილი პოლიციელები და რაც მთავარია ყოფილი”ნაცები”.

ისე ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ყოფილი მზვერავები და ბოზები არ არსებობენ, ეს მუდმივი პროფესიაა! ასე , ჩემო ბატონო, გაიწელება გაზაფხულის არჩევნებამდე, მერე ცხადია შედეგები არ დაგვაკმაყოფილებს და გავაპროტესტებთ, მერე ზაფხულიც დადგება, და აბა რა პროტესტი თაკარა მზის ქვეშ?

ჰოდა დაველოდებით შემოდგომის სიგრილეს და დავცხებთ თავიდან, საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ივერია ხომ მაინც გაბრწყინდება? ისე კარგად გაიკითხეთ, ამგვარი მითები ყველა სამხრეთ ქვეყნების ფოლკლორულ ნიმუშებშია წარმოდგენილი!

ჰოდა, სწორედ ამიტომ, ჩაქოლეთ შორენა ბეგაშვილი!

ესეც წყარო
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9194

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმან ძვირფასო

ეს ლექსი შენი გულის ამონათქვამს რომ შეესადაგება ალბათ დამეთანხმები.

ჩვენი იმედენის დამლეწავი,
თავის მუცელ-სტომაქს ჩამტირალი,
ქაფი, წმინდა წყალში ჩამდინარი,
არის ჩვენი ჯიშის გარეწარი.

თუმცა აშკარაა მისი ქცევა,
რომ ის საკუთარი ძმის მკვლელია
ჩვენი ამკლებლების გზის მკვლევია
და რომ ბოროტისკენ მიიქცევა.

და რომ მძინარი თუ ძილმღვიძარი,
არის სიავეზე გადამკვდარი.
არარც სამშობლო სწამს, არც საყდარი,
მხოლოდ ბალღამს თესავს ღივმიმღძვალი.

მაინც ბევრი მისი თანმდევია,
მისი ლაქია და თავდებია,
ირგვლივ უმრავლებენ თანამძრახველთ
დროშად მაღლა სწევენ უღირსს სახელს.

ზიზღს მგვრის მისი წილი ქება, ტაში,
მისი დანახვაც კი მბურძგლავს ტანში,
რომ ნიშ-საფლავების გამლეწავი,
არის ჩვენი ჯიშის გარეწარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
[ლევან სეფისკვერაძე]
ფრისთან, ერგნეთთან და ნიქოზთან და ახალგორთან რუსები სეპარატისტები ახალ სანგრებს თხრიან და სათანადო ტექნიკას ამონტაჟებენ. შეიარაღებული დაპირისპირების განეიტრალებისათვის აუცილებელი პირობა, რაც მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო ძალების დაშორიშორებას უნდა ითვალისწინებდეს, სრულიად არის უგულებელყოფილი. პირიქით, რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალა თანდათანობით სამხრეთისაკენ მოიწევს.

ახალგორში და ცხინვალთან ახლოს, რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა მართლია ძალიან ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც გრძელდება. ოკუპანტებიოსათვის, განსაკუთრებით პრობლემატურია ახალგორში მდგარი რუსული სამხედრო შენაერთის საკვებით, ტყვია-წამლითა და სამშენებლო მასალებით მომარაგება, რადგან ახალგორიდან ცხინვალისაკენ მიმავალი შემოვლითი გზა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და შეიძლება ითქვას, რომ გზა რეალურად არც არსებობს.

დღე არ გავა ახალგორში ოსებმა ახალი წესები არ დაადგინონ. ჯერ დაბას სახელი შეუცვალეს, შემდეგ იქ შესვლაზე ჯარიმები დააწესეს, ახლა კი ადგილობრივებს პასპორტების შეცვლას სთხოვენ და ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ. კოკოითის ე.წ. ადმინისტრაცია დიდი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს.

როგორც ახალგორის მცხოვრები, ლევან ხუციშვილი ამბობს, განაცხადა, ოსური კრიმინალური დაჯგუფებები ხალხს აიძულებენ მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები რუსული პასპორტებით შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიონში რეგისტრირებულად არ ჩაითვლებიან და საკუთარ სახლში შესვლისთვის 500-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის შეფასებით, ახალგორის რაიონში ოკუპანტების მხრიდან საბუთების რუსულ ენაზე თარგმნა ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს.

რუსმა ოკუპანტებმა ქართული ენა არ იციან, აქედან გამომდინარე დოკუმენტების რუსულ ენაზე თარგმა ჩვენთვის მოულოდნელი არ არის და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ჩვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას გადაადგილების და ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი.

სეპარატისტები ახალგორის რაიონის დიდ ქალაქად გადაქცევას გეგმავენ, სადაც კოკოითი თავის დე ფაქტო მთავრობასთან ერთად გადავა და ახალ რეზიდენციას შექმნის. სეპარატისტები ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად ეუბნებიან, რომ ახალგორში უახლოეს მომავალში დიდი მშენებლობები დაიწყება და ახალგორს დიდ ქალაქად აქცევენ.

ის გზა, რომელიც ფლავისმანთან გადის, არის ტალახის დიდი ბუდე და ზამთრის პერიოდში გავლა-გამოვლა თითქმის შეუძლებელია. ამ გზის გაკეთებაზე კი არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დაწყებულა”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს ოსები რუსი სამხედროებისაგან შესაბამისი გარანტიების უქონლობის პირობებში, რა თქმა უნდა ვერ მიიღებენ. ახალგორის რაიონიდან რუსი ოკუპანტები არსად გასულან.

სოფელ იკოთიდან გაადადგილების შემდეგ, მათ სხვა პოზიციები დაიკავეს და ისეთ შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ, ვითომდა ახალგორიდან გადიან.

სულ ცოტა ხნის წინ, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან ახლოსმდებარე ქართული სოფლების მოსახლეობა ჩიოდა, რომ ოკუპანტები გზად მათ სოფლებზე დადიოდნენ და საქართველოს ხელისუფლება აგრესორების ასეთ თავისუფალ “ნავარდს” ვერაფერს უპირისპირებდა. ჩვენ დავინტერესდით ახლა რა მდგომარეობაა ამ კუთხით და კასპის რაიონის ქართული სოფლების მოსახლეობას დავუკავშირდით.

ადგილობრივთა მტკიცებით, ამჟამად მათ სოფლებში სეპარატისტების გადაადგილება აღარ შეინიშნება, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თუკი რუსებს ქართულ სოფლებზე მოძრაობით გზის გამარტივება დასჭირდებათ, საეჭვოა, რომ იარაღის სროლის უფლებაჩამორთმეულმა ქართველმა სამათალდამცველებმა მათ რაიმე დაუპირისპირონ.

ამის მაგალითი კი ნიქოზთან და ერგნეთთან მყოფი ქართული საპოლიციო სპეც-რაზმია, რომლებიც საღამოობით ცხინვალიდან გახსნილ ცეცხლს მხოლოდ დამალვით “პასუხობენ” და იძულებულნი არიან, სტატისტების როლში იყვნენ.

რეგიონში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ღამეული პროვოკაციების წამომწყებნი სეპარატისტები არიან, მაგრამ მათ მიერ დღემდე ვერ გამოიძებნა ის ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც სიტუაციის გამოსწორება იქნება შესაძლებელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლელიკო ჯაფარიძე: იმ ნინო ბურჯანაძეს ეკვრებით, რომელმაც თავზე დაგაფსათ?!

ავტორი ლევან ჯავახიშვილი

[Click to enlarge]
„დრონი.ჯი“-მ მოიძია ის ფრაზები, რომლითაც ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციის ლიდერები და მისი დღევანდელი პოლიტ-მეგობრები მიწასთან ასწორებდნენ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ როგორ ლანძღავდნენ და ლანძღავენ ქალბატონ ნინოს...

ზვიად ძიძიგური: მ ალე მოვა ის დრო, როცა ნინო ბურჯანაძე, მისი მეუღლე და მამამისიც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან. იმ ქონებას კი, რომელიც ამ ხალხმა ხალხის, სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვითა და ქურდობით დააგროვა, აუქციონზე გავყიდით და ისევ იმ ხალხს დავუბრუნებთ, რომელთაც წლებია ძარცვავენ.

კობა დავითაშვილი: ანზორ ბურჯანაძე, თავისი წარსულით, ნებისმირ ლეგენდარულ მაფიოზს გაუწევდა კონკურენციას. დიდი ეჭვი მაქვს, ქალბატონი ნინო მაფიოზური გაქანებით მამამისს აჯობებს და გადააჭარბებს, რადგან მასზე აშკარად ნიჭიერია, უფრო განათლებული და, რაც მთავარია, გაცილებით სოლიდურ სახელისუფლებო ბერკეტებს ფლობდა ვიდრე „ანზორ მაფიოზი“.

ლელიკო ჯაფარიძე: მე არ მჯერა დავით გამყრელიძისა და ლევან გაჩეჩილაძისა, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძესთან აპირებენ ალიანსს. იმ ნინო ბურჯანაძეს ეკვრებით, რომელმაც თავზე დაგაფსათ?!

დავით გამყრელიძე: ნინო ბურჯანაძემ უკვე დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკოსის სახე, მოქალაქის სახე, ახლა ის უკვე ქალის სახეს ჰკარგავს და წარმოიდგინეთ, ძალინ მშვიდად ეგუება ამასაც.

თემურ ჟორჟოლიანი: ნინო ბურჯანაძე არის სენი და უბედურება ამ ქვეყნისთვის. ეს ავადმყოფი ქალი, ეს ავადმყოფობა უნდა მოვიშოროთ.

თეო ტლაშაძე: ნინო ბურჯანაძე არის 7 ნოემბრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მან საკუთარ ჭუჭყიან წარსულს, კიდევ ერთი შავი ლაქა შემატა.

ირაკლი მელაშვილი: ნინო ბურჯანაძე არის უსინდისო ადამიანი. ზოგი ამბობს, რომ ის არის მონა და სხვის დაკრულზე ცეკვავს. ასე არ არის. მონა კი არა, დიდი გაიძვერაა - საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად მზადაა ყველაფერი, მათ შორის, უკადრისიც იკადროს.

ლევან ბერძენიშვილი: მიშა სააკაშვილი კი მაინც სუფთად მოვიდა ხელისუფლებაში, თვითონ არ იყო კორუმპირებული და ასეთ ხალხს იქით დასდევდა. ბურჯანაძეს რა აქვს სათქმელი და სალაპარაკო? კორუფციის ჭაობიდან ისევ კორუფციის ჭაობში აღმოჩნდა დემოკრატიის იმიჯით. მეშინია, არ დაიხრჩოს, ამ ჭაობში, ქალბატონი ნინო!

ჯონდი ბაღათურია: ნინო ბურჯანაძე არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოს დეგრადირებისა და კორუფციონერობისა, ნინო და მისი ოჯახი.

ირინა სარიშვილი: ნინო ბურჯანაძე რომ მორალს წაგიკითხავს და ეს ქვეყნის პირველი თუ არა, მეორე დამაქცევარი ოპოზიციის ლიდერი გახდება, იქ უკვე დამთავრებულია ოპოზიციის საქმე.

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციაში? როგორ დავდგები მაგ გათახსირებულის გვერდით? რა მინდა მე ქურდებთან და ყაჩაღებთან? ბარემ ნოღაიდელიც გადმოვიდეს ოპოზიციაში და პოლიტიკურ-მაფიოზური ბარდაგი შექმნან. ვაი, ამათ პატრონს!

კახა კუკავა: ნინო ბურჯანაძისა და მისნაირი უსინდისო ადამიანების ტყუილებზე, მე კომენტარს არ გავაკეთებ.

გია ცაგარეიშვილი: ნინო ბურჯანაძემ მთელი ოპოზიცია შეურაცხყო. ის უსინდისო ადამიანი და პოლიტიკოსია.

გუბაზ სანიკიძე: არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რიმ ქალები იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ ნინო ბურჯანაძისნაირ ქალბატონებს, არათუ უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში ყოფნა, კარგი იქნება, მის და მისნაირების სახელს, საერთოდ, ტაბუ თუ დაედება პოლიტიკაში. ვიდრე ბურჯანაძისნაირები პოლიტიკაში ამინდს ჰქმნიან, მანამდე არაფერი გვეშველება.

ფიქრია ჩიხრაძე: ნინო ბურჯანაძის ადგილას რომ ვიყო, პოლიტიკიდან წავიდოდი და კარგა ხნის მანძილზე, სახლიდან გარეთ გამოსვლისაც შემრცხვებოდა.

კახა შარტავა: ნინო ბურჯანაძე არის ჩვეულებრივი მონა, რომელიც ხელისუფლების ყველა დავალებას ასრულებს. არ შეასრულებს და დაიჭერენ, მამამისსაც მიაყოლებენ ზედ.

ალეკო შალამბერიძე: ბურჯანაძე თუ ცოტა ყურებს არ გამოიბერტყავს, იცოდეთ, პოლიტიკაში დიდი მომავალი არ უწერია.

თემურ შაშიაშვილი: სულზე მივუსწარი, თორემ ნინო ბურჯანაძე და მამამისი, გელათის გაყიდვასაც აპირებდნენ, მთელი ქუთაისი მაგათ ჩაიჯიბეს.

ლელიკო ჯაფარიძე: რა უნდა დავიჯერო იმ ოპოზიციისა, რომელიც ბურჯანაძეს სიყვარულს ეფიცება? ეგ ბურჯანაძე არ იყო, ამათ მოღალატეებს რომ ეძახდა, ნარკომანებს და ათას უბედურებას და ეს ოპოზიცია არ იყო, რომ აგინაბდა მაგ ბურჯანაძეს, არაქალსა და ქალის კარიკატურას რომ ეძახდა?

ჯანსულ ჩარკვიანი: ნინო ჩემი ნათლული კია და თუ პოლიტიკაში ვერ ივარგა, თავის მოკვლას მე ნუ მომთხოვთ, ანზორ ბურჯანაძეს მოჰკითხეთ - მისი გაზრდილია.

ლევან გაჩეჩილაძე: ახლა ნინო ბურჯანაძის გინებაზე გადავალ. დაიმსახურა და იმიტომ!

თინა ხიდაშელი: ნინო ბურჯანაძეს ჰყოფნის თავხედობა და აქეთ მორალს გვიკითხავს, მის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უამრავი დანაშაულის გამო, რაც მას და მისი ოჯახის წევრებს ჩაუდენიათ წლების მანძილზე.

ირაკლი წერეთელი: ვაი, ამათ პატრონს! ნინო ბურჯანაძე ვისი ოპოზიციონერია, მიხეილ სააკაშვილის? მიმიფურთხებია იმ ოპოზიციისთვის, ნინო ბურჯანაძის გვერდით რომ დადგება და სააკაშვილის დიქტატორობაზე დაიწყებს ყვირილს.

გია თორთლაძე: მე არაფერს არ ვიგონებ, კაცო, ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, მათაც ჰკითხეთ. სამეგრელოში, ყველა რუსი გენერალი და მაღალი ჩინის სამხედრო, ვისთანაც შეხება მქონდა, ყველა ნინო ბურჯანაძის რეიტინგს მეკითხებოდა, ყველა იმას კითხულობდა, ბურჯანაძეს რა შანსი აქვს პრეზიდენტობისაო. ასე იყო და რა ვქნა ახლა?

რევაზ მიშველაძე: ნინო ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც პარლამენტში ხელების გრეხვით მოახერხა, პირადობის მოწმობიდან ეროვნების ამოღება, როგორც თვითონ არის უჯიშო და უეროვნებო, ყველა ქართველი უნდა რომ ასეთი გახდეს.

თემურ შაშიაშვილი: ბურჯანაძე არის სომხური პოლიტიკის ლობისტი საქართველოში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედა ჰყავს სომეხი და ამას მალავს, მე სხვა ფაქტები ვიცი და ამას მალე გამოვამზეურებ.

გოგა ხაინდრავა: ნინო ბურჯანაძე გათახსირებული ადამიანია, მას არანაირი უფლება არა აქვს, იყოს ქართულ პოლიტიკაში. მაგისი და მაგისი ქმრის ადგილი არის ციხეში და ნუ გეშინიათ, მალე ჩაჯდებიან კიდეც, თან, საკმაო ხნით.

დავით უსუფაშვილი: ნინო ბურჯანაძემ დაამახინჯა კონსტიტუცია. მე ამ წუთას, არ მაინტერესებს, ვისი დავალებით მოქმედებს. ქალბატონი ისეთ საქციელს სჩადის,მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი მიუდგება.

ირინა სარიშვილი: ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შემოვუნახოთ შთამომავლობას. 200 წლის მერე, მუზეუმში უნდა მივიდეს ხალხი, რათა საკუთარი თვალით იხილოს ნიმუში აბსოლუტური უსირცხვილობისა.

დავით გამყრელიძე: ნინო ბურჯანაძე არის ჩვეულებრივი ცრუპენტელა, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, მას ღირსება არ გააჩნია. ბურჯანაძემ ღირსება თანამდებობაზე და ფეშენებელურ ცხოვრებაზე გაცვალა.

გიორგი კობახიძე: ნინო ბურჯანაძემ ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა.

სალომე ზურაბიშვილი: მათ, ვინც უკიდურესი გაჭირვება გადაიტანა, გადაიტანა დრო, როდესაც არაფერი იყო საჭმელი, ახსოვს, რომ ბურჯანაძის მამამ იშოვა ქონება და მას მილიონები აქვს, მან ამ კრიზისით ისარგებლა.

ირაკლი წერეთელი: ოპოზიციას ჭკუა რომ არ ჰქონდა, კი ვიცოდი, მაგრამ სინდისთანაც თუ ასე მწყრალად იყვნენ, მართლა არ მეგონა, რა ნამუსით დაიყენეს გვერდით ბურჯანაძე, ეგენი არ იყვნენ სამშობლოს მოღალატეს, პურის ტომარას და სააკაშვილის ნოტარიუსს რომ ეძახდნენ? არცერთი ქალისთვის მსოფლიოში ეს არ უკადრებიათ, რაც ბურჯანაძეს აკადრეს და ახლა გახდნენ კოლეგები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვინ გადააფიქრებინა ასლან აბაშიძეს “დაღლილი ვირის” დაპატიმრება?
18 02, 2010 01:21
შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანმა იცის და ისიც - ხელისუფლების მაღალ იერარქიებში. ამასთან, არიან ადამიანები, რომლებიც “აჭარული რევოლუციის” შემდეგ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ზედმეტად ინფორმირებულები იყვნენ მომხდარზე.
მდინარე ჩოლოქის ხიდი ჯერ არ იყო აფეთქებული... ქობულეთში აჭარის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე აბაშიძის მომხრეთა აქციები იმართებოდა, რადგან ქართული საჯარისო ნაწილების აჭარაში გადმოსროლა იგეგმებოდა, რაზეც “რუსთავი 2”-ის ეთერით მოსახლეობას პირადად სააკაშვილი თითქმის ყოველდღე აწვდიდა ინფორმაციას! ერთი სული მქონდა, ამდენი ტყუილის გამო იქ მობილიზებულ ჟურნალისტთა კორპუსისთვის სამაგიერო გადამეხადა - საპირისპირო ინფორმაცია მომეპოვებინა, რაში მდგომარეობდა სინამდვილეში ე. წ. რევოლუციონერების ნამდვილი ზრახვები.
რამდენიმე დღეებში მართლაც ზე სენსაციური კადრების გადაღება მომიხდა. ცხონებულმა ჯემალ გოგიტიძემ დამირეკა: “სასწრაფოდ ჩოლოქზე ჩამოდი, მაგარ რამეს გადაგაღებინებო.” რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი... მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა კო­ტეჯები იდგა, სადაც მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა იკრიბებოდა. რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ჯიპში ჩავჯექით, ვიდეოკამერა “ჩახმახზე შევაყენე” და შემთხვევის ადგილისკენ გავემგზავრეთ. იქამდე ჩოლოქზე მობილიზებული სპეცრაზმის საგანგებო მზადებაც გადავიღე და მივხვდი, რომ სულ მალე რაღაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის გადაღება მომიხდებოდა.
ქობულეთში, რუსთაველის გამზირზე მივედით... ერთ-ერთ სახლთან ქობულეთის მაშინდელი გამგებელი ტარიელ ხალვაში და ადგილობრივი პოლიციის ჯგუფი პატრულირებდა. რაციები ყველას დაბალ ხმაზე ჰქონდათ დაყენებული და ვერაფერს ვიგებდი. ბოლო-ბოლო ვისია ეს სახლი, აღარ მეტყვით-მეთქი, - გავკაპასდი და პასუხის მოლოდინში სისხლმა თავში ამასხა. “ნოღაიდელის სახლია, ახლა ჩოლოქს გადმოივლის, “ბაგაჟნიკში” რამდენიმე მილიონი აქვს და ფაქტზე უნდა დავაკავოთ, - მითხრა ჯემალმა, - შენ ნუ გადმოხვალ მანქანიდან, ისე გადაიღე აყვანის კადრები.” რაციაში ხმა გაისმა: “ხიდი გადმოიარა, გაემზადეთ!” ვიგრძენი, თითები როგორ წამეყინა, რადგან ზურასთან კარგი გამარჯობა და თბილი მოკითხვა მაკავშირებდა. ძალიან შემეცოდა, ძალიან... სპეცრაზმმა მოახლოებული ნოღაიდელის მანქანა მიზანში ამოიღო. როცა ნოღაიდელის მანქანა ჭიშკარს მიუახლოვდა, რაციაში გაისმა ბრძანება: “ოპერაცია მოიხსნა, არ დააპატიმროთ, შეეშვით, შეუშვით ეზოშიო!”. მართლაც, ზურას მანქანა ეზოში ისე შესრიალდა, მისთვის ხელი არავის უხლია!
მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რატომ გადაიფიქრეს მისი დაპატიმრება? იქნებ, ასლან აბაშიძეს ვინმემ სთხოვა, განზრახვაზე ხელი აეღო, რადგან ნოღაიდელი მისთვის არც მიუღებელი პიროვნება იყო და არც განსაკუთრებული ბოღმა ჰქონდა მის მიმართ? მოკლედ, ეჭვებმა, კითხვებმა და მომხდარმა ისე იმოქმედა ჩემზე, წნევისაგან ლამისაა გული ამერია და ჯემალს ვუთხარი, ძალიან ცუდად ვარ, ბათუმში წამიყვანოს ვინმემ-მეთქი. მოგვიანებით ნოღაიდელის ჩამოტანილი მილიონების წყალობით ქობულეთელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. დაიწყეს აქციები ჩოლოქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასლანისტების მიტინგებთან და ქალაქის ცენტრშიც. მოკლედ, ოცდაათმა ვერცხლმა თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ დასაფიქრებლად დღესაც ღირს: რუსეთთან დაახლოებულმა ასლან აბაშიძემ რატომ გადაიფიქრა ზურას დაპატიმრება და ვინ იყო ის პიროვნება, რომელმაც ასლანს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა?
თბილისური და ბათუმური “ვარდების რევოლუცია” რომ წმინდა წყლის ფიქცია იყო, ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, მაგრამ დღეს, როცა ზურაბ ნოღაიდელის კრემლში ვიზიტები მოხშირდა და მის გვერდზე იური მიხაილოვიჩი (ლუჟკოვი) დავინახე, თანაც მასპინძლის ამპლუაში, ცოტა არ იყოს... დავფიქრდი!
მოგვიანებით, ანუ რამდენიმე საათში კი ისიც შევიტყვე, რომ ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა ასლან აბაშიძეს “ჩაუწყვია”. ეს ამბავი არ გამიხმაურებია რამდენიმე მიზეზის გამო, რადგან გადამოწმებას აზრი არ ჰქონდა. ასლანს ამის კითხვას ვერც ვაკადრებდი და ვერც დადებით პასუხს მივიღებდი. მაგრამ არ შემიძლია სრულიად საქართველოსთან ერთად არ დავსვა რამდენიმე შეკითხვა:
რატომ არ აპატიმრებენ დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს რუსეთის ხელისუფლებასთან ღია ალიანსის გამო?
რატომ არ უყადაღებენ ბიზნესს, რომელიც, საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, ლამისაა ყვავის და საიდან გაუჩნდა “უპატრონო ქობულეთელ, დედაქალაქში “კალოშებით ჩამოსულ” ბიჭს მილიონები?”
რატომ იფარგლება ხელისუფლება მხოლოდ სატელევიზიო კომენტარებით და არ მოუწოდებს თავის პრეზიდენტს, რომ ნოღაიდელის გარშემო (პოლიტიკური თუ ბიზნეს საქმიანობისთვის) სისხლის სამართლის საქმე აღიძრას; მაშინ, როცა ყოფილი პრემიერი მათი ნეკროლოგების შედგენას ლამობს?
რატომ გაჩნდა ეჭვი (სრულიად საფუძვლიანად), რომ ნოღაიდელი სინამდვილეში სააკაშვილის შიკრიკია, “დიდი მეფის” კარზე და ამჯერადაც მოქმედების სრული თავისუფლება აქვს?
როდის უნდა გააკეთოს განცხადება ზურაბ ნოღაიდელმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2003 წლის 23 ნოემბერსა და 2004 წლის 6 მაისს აჭარაში? იყო თუ არა რევოლუციად მონათლული ეს სისაძაგლე სახელმწიფო გადატრიელება და რატომ არ თხოულობს იგი (თუ კი ეს ასეა) დამნაშავე პირების სასწრაფოდ დაკავებასა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას? საინტერესოა, როგორ ახერხებს ბატონი ზურაბი მუდამ მშრალად გამოსვლას ამღვრეული წყლიდან, როცა მისი პარტიული მეგობრები ზოგი მკვდარია, ხოლო ზოგიც მასავით ხელშეუხებელი? მაგალითისთვის, ვფიქრობ, პეტრე მამრაძეც კმარა, რომელიც ჯერ შევადნაძის ხელი, ყური და პირი იყო, ხოლო მოგვიანებით სააკაშვილთანაც მსახურობდა!
მკითხველს, ალბათ, ახსოვს ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილე იგორ გიორგაძისა და პეტრე მამრაძის “დიალოგი”, როცა პანტელეიმონოვიჩმა მას მისი კგბ “კლიჩკა” შეახსენა და ღიად უთხრა: “შნირი იყავი და შნირადვე დარჩიო.” ახლა კი ჩვენი გაზეთის მკითხველს გეკითხებით: ასეთი ხალხის მიერ მოპოვებული დემოკრატიის გჯერათ? დაფიქრდით ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებაზე, შეხედეთ დღევანდელი ოპოზიციის უდიდეს ნაწილს და გაიხსენეთ, სად იყვნენ ისინი ჯერ “მოქალაქეთა კავშირის” დროს, ხოლო მოგვიანებით ვის უკმევდნენ გუნდრუკს. ლოგიკურად დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: ნუთუ ისევ გვატყუებენ?

ირინე გოგოსაშვილი

P.S. როცა ზურიკო ნოღაიდელმა 7 ნოემბრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოგვიცხადა, აგვისტოს ომიც ჩაიბარა სააკაშვილთან ერთად და მომხდარზე კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა და რატომღაც მაშინვე ოპოზიციაში გადმოხტა, ჩვენმა ერთმა საერთო ნაცნობმა ქალბატონმა დამირეკა და მთხოვა: “ზურა თავის შეცდომებს აღიარებს, სააკაშვილს ღიად დაარტყამს, მაგრამ, ძალიან გთხოვ, ამ საქმეში არ ჩაერიო, თავი დაანებეო.” ამით მიმანიშნა, რომ როგორც ოპოზოციური გაზეთის ჟურნალისტს ზურასთვის ჩამჭრელი შეკითხვები არ დამესვა. ღმერთია მოწმე, ნოღაიდელთან არც ერთი ინტევიუ არ გამომიქვეყნებია, მაგრამ დღეს, თუკი მას გამბედაობა ეყოფა, მზად ვარ, დავჯდე და მეტად მნიშვნელოვან, დახურულ თემებზე ვესაუბრო. დარწმუნებული ვარ, ბატონი ზურაბი ისეთი გაყოჩაღებულია, რომ ჩემს უხერხულ შეკითხვებს არ გაექცევა. არადა, ვაპირებ, პოლიტიკის გარდა, მის ბიზნესზეც დავუსვა შეკითხვები - იგივე “ენერგოპროსა” და “ბაზის ბანკის” შესახებ. ისიც მაინტერესებს, დამიდასტურებს თუ არა, 25-ე არხის ყიდვის ფაქტს, რომლის აპარატურაზეც ბევრს დარბის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში! სხვათაშორის, 25-ე არხის ყოფილი მფლობელი დიანა აბაშიძეა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რეზო ამაშუკელი: მეზიზღება დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც წამართვა სამშობლო, მართმევს ღირსებას და ქართველობას

"ქართველების გონებიდან, ყოველგვარი ქართულის წაშლა სურთ, ქართული გენის გადაჯიშება უნდათ!" _ ასე განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას პოეტმა რეზო ამაშუკელმა, ტელევიზიებით გახშირებული უზნეო გადაცემებისა და ფილმების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოება რადიკალურად უნდა განუდგეს ყველა იმ ღირებულებას, რომლის პროპაგანდასაც ქართული ტელევიზიები ხელისუფლების დაკვეთით ეწევიან.

რეზო ამაშუკელი: გიგი უგულავა,, ტელევიზორში იპრანჭება და თავისი გაბუთქული ტუჩებით უმტკიცებს ხალხს, რა კეთილ საქმეებს აკეთებს. ჯერ იყო და, ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზიის საშუალებით გახრწნა, გაათახსირა, გარყვნა სამი თაობა, ახლა ოპოზიციონერის რანგით ქადაგებს. მისი ცოლი როსკიპების ინდუსტრიის შექმნას არ დასჯერდა საქართველოში და ახლა ქართველი ბიჭები გამოჰყავს პოდიუმზე. ერის სირცხვილია, რომ ქართველი კაცი პოდიუმზე დგას, იპრანჭება, თეძოებს აქნევს და თვალებს აჟუჟუნებს. თავმოყვარეობა სულ დავკარგეთ?! რის მისტერ მსოფლიო, რეებს ლაპარაკობენ?! გაზეთებშიც იბეჭდება, რომ ახალი მომსახურება გაიხსნა _ "კაცები გამოძახებით". თვითონ ხელისუფლებაში მყოფ არაკაცებს სჭირდებათ გამოძახებით კაცები, თორემ არცერთი ქართველი მანდილოსანი მათთან დარეკვას არ იკადრებს. ამ სიტყვების შემდეგ მეტყვიან, რომ ორთოდოქსი, კონსერვატორი და ჩამორჩენილი ვარ, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, რომელსაც არ შეუძლია იმ უზნეობის მოთმენა, რომელსაც ხელისუფლება უწყობს ხელს.

_ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საქართველოში მსგავსი ტენდენცია?

_ ქართველების გონებიდან ყოველგვარი ქართულის წაშლა სურთ, ქართული გენის გადაჯიშება უნდათ. შავ ალბინოს ლევან რამიშვილს, გიგი თევზაძეს და მისთანებს სურთ, რომ ახალი თაობა მათსავით გადაჯიშებული და გადაგვარებული გაიზარდოს. სააკაშვილსაც იგივე მიზანი ამოძრავებს. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუნათლებელი პრეზიდენტია, მისი რამდენიმე ენის ცოდნა არაფერს ამტკიცებს, მოუსმინეთ, როგორ მეტყველებს ქართულად. მშობლიური ენა არ იცის ნორმალურად.

ქართველი ხალხის გადაჯიშება არის მიზანი, რისთვისაც მოვიდნენ საკაშვილი და მისი თანაგუნდელები ხელისუფლების სათავეში. მათი გეგმაა შექმნან სახელმწიფო, სადაც მხოლოდ მილიონნახევარი ადამიანი იცხოვრებს და გამოწვრთნან საზოგადოება მხოლოდ მიმტანებად, გამცილებლებად და ჩამშვებებად. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე ცხელ წერტილებში გზავნის ჩვენს საუკეთესო მებრძოლებს. იცით, რამდენი დაღუპული ქართველი მეომრის კუბო ჩამოასვენეს ერაყიდან?! დაღუპულთა მშობლებს ფულით აჩუმებს დღეს ხელისუფლება. პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ქართველებმა მონაწილეობა უნდა მივიღოთ მსოფლიო წესრიგის დაცვაში. ჩვენ ჯერ ჩვენს გაპარტახებულ სახელმწიფოს მივხედოთ და მერე ვიზრუნოთ დანარჩენ მსოფლიოზე. დემოგრაფიული ფონდი ნულზეა დასული, განათლების სისტემა მოშლილია. სკოლებში შეიხედეთ, რა ხდება, გამოაშტერეს ბავშვები.

შაშკინი რომ დაგვისვეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, სხვას რას ელოდით?! განათლების მინისტრი ჰქვია და ვერ მეტყველებს ნორმალურად. როგორც კი პირს დააღებს, პრეზიდენტისა არ იყოს, ეტყობა, რომ წიგნი არასდროს წაუკითხავს. შეხედეთ, რა პროგრამებით ასწავლიან სკოლებში და რა სახელმძღვანელოებით სწავლობენ ბავშვები. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოაშტერეს ჩვენი ბავშვები. მთელი ჰაგიოგრაფია ჩაწიხლეს, უნივერსიტეტი გააუქმეს. გინახავთ კონოობიექტივთან მიახლოებული სირაქლემა?! ერთი ერთზე ჰგავს გია ხუბუას. ეგ თხებს უნდა წველიდეს, უნივერსიტეტის რექტორი კი არ უნდა იყოს. როგორ გაბედა მან ივანე ჯავახიშვილის სავარძელში მოკალათება?!

_ ქართულ ტელევიზიებზე რას აზრის ხართ?

_ უკვე ცოლთან ერთად ტელევიზორის ყურება მრცხვენია. ერთ-ერთი ცნობილი ტელეკომპანიის ეთერში ახალგაზრდა გოგო გამოდის და საქვეყნოდ ეკითხება მამაკაცს, "სასქესო ორგანო თუ გაგიზომავს სახაზავითო". ამის შემდეგ, ეს ახალგაზრდა გოგო ბედავს და საკუთარ თავს მსახიობს უწოდებს. უნდა გაასილაქო ყველა, წამყვანი გოგოც და მისი უფროსებიც. დონაძის ტელევიზია კიდევ ცალკე "მოძღვრავს" ხალხს. რეჟისორებიც არ დატოვეს "უყურადღებოდ". იმის გამო, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ჯაიანი გაათავისფლეს, მალე რობიკო სტურუას ჯერიც დადგება. სტურუას მსგავსი რეჟისორი გვყავს და ხელისუფლებას ვარსიმაშვილ "სირო"_ს ფილმები ყავს ფავორში. ვარსიმაშვილი საუკეთესო რეჟისორად მიიჩნევა, რობიკო სტურუა კი ფაქტობრივად გაქცეულია. ერთადერთი რასაც უფრთხილდებიან ფოლკლორია, რათა ვინმე ფულით გასიებული სტუმარი გაართონ, როგორც ნიგერიაშია. საქართველო ფეხშიშველი მიექანება უფრსკულისაკენ, მშველელი კი არავინაა.

_ საზოგადოების ერთი ნაწილი, მსგავს გადაცემებს, დასავლეთთან მიახლოებისთვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს...

_ დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულმა ხელისუფლებამ ჩვენი ერი დაღუპვის გზაზე დააყენა. საქართველოსთვის რისი გაკეთებაც ვერ მოახერხა რუსეთმა ორასი წლის მანძილზე, ოთხი წლის განმავლობაში ამერიკამ შეძლო. გიგი თევზაძემ, რომელსაც ბოღმისა და ზიზღისგან პირი მოღრეცილი აქვს, გამოვიდა და თქვა, ინგლისური სახელმწიფო ენა უნდა გახდესო. თან ასეთ განცხადებას, ილია ჭავჭავაძის სურათის ფონზე ახმიანებს. ეს არის ილიას გზა?! ბოღმით იხრჩობიან, პატრიარქის ავტორიტეტს ვერაფერი რომ ვერ დააკლეს. როგორ გგონიათ, მცხეთის რეკონსტრუქცია რას ემსახურება?! ჩვენთვის მეორე იერუსალიმად წოდებული ქალაქი მცხეთა, სურთ, სამასხარაო ადგილად გადააქციონ. როგორ შეიძლება დედათა მონასტრის მოპირდაპირე მხარეს პლაჟი იყოს გაშენებული?! მალე დასკვნა ჩამოვა იუნესკოდან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააცამტვერებს. სააკაშვილი არც უფიქრდება, ისე ისვრის სიტყვებს. ახალი სიტყვებიც შეემატა მის ლექსიკონს. ცნობილ სიტყვა _ "ყიყინს", "წიკვინი" და "წკავწკავი" დაემატა.
_ ბევრს "ჩმორიც" უწოდა...

_ სარკეში ჩაიხედოს და დაინახავს, ვინ არის "ჩმორი". მიმიფურთხებია იმ ინტელიგენციისთვის, რომელიც ამდენ შეურაცხყოფას ითმენს. ერთი რანგის გაიძვერები არიან დღეს ყველანი ხელისუფლებაში, მიშა მაჭავარინიდან დაწყებული, აკა მინაშვილით დამთავრებული. მილიარდები იშოვეს, რაც გასაზიდი იყო, ყველაფერი წაიღეს საქართველოდან. ძირს გვითხრიან ქართველებს. მეზიზღება დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც წამართვა სამშობლო, მართმევს ღირსებას და ქართველობას. ამ ჯგუფს გიორგი თარგამაძეც დიდი ხანია შეუერთდა. მაგ "გალსტუკიან ხვლიკს" ხუთ დღეში პარტია შეუქმნეს, დიდი გამოცნობა არ სჭირდება, ვისი დაფინანსებით. თბილისი მინდა განსაკუთრებით გავაფრთხილო _ არცერთი წამით არ ენდონ გიორგი თარგამაძეს. უგულავა და თარგამაძე ერთი რანგის გაიძვერები არიან.

რადიკალურად უნდა დადგეს ერი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. რევოლუცია არაფერს მოგვიტანს, ხალხის გაწყვეტასაც არ მოერიდება ეს ხელისუფლება... რა ენაღვლებათ, საზღვარგარეთ გაიქცევიან. ყველამ უარი უნდა თქვას იმ ღირებულებებზე, რის დასანერგადაც მოვიდა ეს ხალხი ხელისუფლებაში. საკუთარ ერს გენოციდი მოუწყვეს, მაგრამ ჩადენილი ცოდვისთვის ყველა დაისჯება. შეხედეთ სააკაშვილს, დაძველებული ბანანივითაა გაშავებული. პრეზიდენტს გეომეტრიული პარანოია ჭირს და, ამას, ვისაც უნდა, დავუმტკიცებ.

რუსუდან შელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იზაბელ ლასერი

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს

უზარმაზარი რუსეთი სულ უფრო მჭიდროდ უჭერს ხელს პატარა საქართველოს. გასულ ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოსკოვს საქართველოს ამ სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობას უქმნის. ოფიციალურად სამხედრო თანამშრომლობა მიმართულია ”აფხაზეთის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების” დაცვისკენ. შეთანხმებას ხელი 49 წლით მოეწერა, გათვალისწინებულია ვადის გაგრძელების შესაძლებლობაც. ნატო-მ სასწრაფოდ განაცხადა, რომ იმ რესპუბლიკასთან გაფორმებული პაქტი, რომლის დამოუკიდებლობაც ალიანსის 28 წევრიდან არც ერთს არ უღიარებია, ნამდვილი არ არის.

თუმცა, ახალი ინიციატივა მოსკოვის რეგიონალური სტრატეგიის მხოლოდ ლოგიკური გაგრძელებაა. ეს სტრატეგია მოსკოვმა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ განსაზღვრა, როდესაც ქვეყნები ერთმანეთს სამხრეთ-ოსეთის გამო დაუპირისპირდნენ. ”მას შემდეგ რაც მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მთელი რეგიონი დე-ფაქტო რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. აფხაზეთის საზღვრებს მისი ჯარი და პოლიცია აკონტროლებს” – ამბობენ ამერიკულ ცენტრ Stratfor-ში.

საქართველოსთან ომის დასრულების დღიდან, რუსეთი მიზანმიმართულად ზრდიდა მისი სამხედრო ძალების რიცხვს ორ აჯანყებულ რეგიონში, იქ სამხედრო ბაზებს აშენებდა და დამატებით ძალებს გზავნიდა. რუსეთის სამხედრო გემები აფხაზეთის სანაპიროებთან შავი ზღვის წყლებში რეგულარულ პატრულირებას ეწევიან. რაც შეეხება 2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის ინიციატივით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რუსული მხარე მის პირობებს დღემდე არღვევს. ნატო-ს წევრები ამაოდ ცდილობდნენ ”რუსეთის არმიის იმ პოზიციებზე დაბრუნებას, რომელიც მას საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავა, ასევე დამკვირვებლების განთავსებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”. გარდა ამისა, კრემლი დღეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ახალი შეთანხმების მიღწევას და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ მოკავშირეების არჩევაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. ამ ქვეყნებს ის ძველებურად საკუთარი გავლენის ზონად მიიჩნევს. ”რეგიონის ასეთი მილიტარიზაცია საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეა. სეპარატისტულ რესპუბლიკებში რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. ჩვენ რუსეთისგან ახალი აგრესიის საფრთხე გვაშინებს” – ამბობს დავით დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ქართველების შეშფოთება გაამძაფრა რუსეთისთვის ფრანგული სამხედრო ხომალდის ”მისტრალი”-ს მიყიდვის პროექტმაც. პარიზმა ეს გეგმები დაადასტურა და ყველას შეახსენა, რომ ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა და საჭიროა რუსეთს (საფრანგეთი მასთან ”ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების” აწყობას გეგმავს) სანდო პარტნიორივით მოვექცეთ. ამ შეთანხმებას, რომელიც ამ ტიპის პირველი გარიგება გახდება რუსეთს და ნატო-ს წევრ სახელმწიფოს შორის, შეიძლება ხელი უკვე მარტში მოეწეროს, პარიზში რუსეთის ლიდერის ვიზიტის დროს.

ხომალდები და ჯავშანტექნიკა

გუშინ, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მაკაროვმა კვლავ გამოხატა მისი ინტერესი ამ ფრანგული ვერტმფრენმზიდის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ჯავშანტექნიკის და დაახლოებით 900 ჯარისკაცის გადაყვანა. თბილისი ყოველ ღამით კოშმარულ სიზმრებს ხედავს. რუსული გაზეთი ”კომერსანტი”-ს ინფორმაციით, მოსკოვი პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსუბუქი ჯავშანტექნიკის შეძენაზე ფრანგულ კომპანია Panhard-თან. თუკი კრემლი ტანკებს, ხომალდებს და რაკეტებს მიიღებს, ჩვენ მაღალი რისკის ზონაში აღმოვჩნდებით, რადგან ეს მას აღმოსავლეთ-ევროპის ან დსთ-ს ნებისმიერ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობას მისცემს, თანაც ამას სულ რამდენიმე საათში გააკეთებს, როდესაც ადრე ამისთვის კვირები სჭირდებოდა” – განაცხადა გუშინ ლონდონში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

გასულ კვირას, პარიზში აშშ-ს თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი იმყოფებოდა. მან გამოსთქვა ვაშინგტონის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სადესანტო ხომალდის ”მისტრალი”-ს შეძენა მნიშვნელოვნად გაზრდის რუსეთის სამხედროების თავდასხმით პოტენციალს.

2008 წლის აგვისტოში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც მაშინ ევროკავშირს ხელმძღვანელობდა, თბილისსა და მოსკოვში გაემგზავრა, რათა დაერწმუნებინა მეომარი მხარეები ხელი მოეწერათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის. ”მაგრამ თუკი რუსები ამ გემებს შეიძენენ, ომის შეჩერების დრო აღარ დარჩება, თუკი ის ხელახლა გაჩაღდა” – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის, რაც 13 წლის წინათ ითქვა

წერილი პირველი
მე ერთი მკვლევარის წიგნიდან ორ ამონარიდს შემოგთავაზებთ და თქვენ, ჩვენო განათლებულო მკითხველო, შეეცადეთ, გაარკვიოთ, როდისაა გაკეთებული ეს მნიშვნელოვანი დასკვნები.

“ჩვენ თავს მოგვახვიეს სხვის კმაყოფაზე ყოფნის, მუქთახორის ფსიქოლოგია და ნელ-ნელა გადაგვაჩვიეს მუშაობას, საკუთარი ეკონომიკის შექმნისა და განვითარებისაკენ მისწრაფებას”.
ეს ერთი. ახლა მეორე:
“...ბოლო წლების მოვლენების ანალიზი, სხვადასხვა სახელმწიფოს გეოსტრატეგიული კონცეფციების, მსოფლიო პოლიტიკური ელიტის პერსპექტიული გეგმების გაცნობა გვიჩვენებს, რომ არსებობს ძლიერთა ამა ქვეყნისათვის მისაღები თვალსაზრისი, რომ არ არის საჭირო მაინცდამაინც საქართველომ და ქართველმა ხალხმა შეასრულოს რეგიონში ფუნქციური როლი”.
როდის? რა თქმა უნდა, დღესო, იქნება თქვენი პასუხი და შეცდებით. თუმცა სრული საფუძველი გაქვთ თქვენეული დასკვნის გასაკეთებლად, რადგან ის სოციალურ-პოლიტიკური გარემო, ეკონომიკის ის კოლაფსი, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, დღევანდელი საქართველოსთვისაა დამახასიათებელი.
ასე წერდა ჯერ კიდევ 1997 წლის ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, წერდა და აქვეყნებდა თავის ნააზრევს, აფრთხილებდა ქართულ საზოგადოებრიობას, რომ ის კურსი, რომელიც აღებული ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, სამადლოდ სარჩენად აქცევდა ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც.
ცნობილია, რომ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ძლიერ ეკონომიკას უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ სწორედ ეკონომიკის ნგრევით დავიწყეთ სუვერენიტეტის “განმტკიცება” საქართველოში. ალბათ, გახსოვთ 90-იანი წლების დასაწყისის მთავარი ლოზუნგი - ძირს ყველაფერი საბჭოური! მოსწრებაზე იყო - ვინ უფრო მეტს დაიტაცებდა კოლმეურნეობის თუ საბჭოთა მეურნეობის ქონებას, ვინ უკეთ დაარბევდა ქარხანასა თუ ფაბრიკას...
და აღმოვჩნდით ჩვენივე ხელით კუდის რიკამდე გატყავებულები.
ასეთ ვითარებაში ცის მანანად მოგვევლინა, ასე ჩანდა, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის მიერ მოწოდებული კრედიტები და გრანტები.
თითქოს ამოვისუნთქეთ.
მაგრამ თურმე ვაგებთ პერსპექტივას. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქართულად თარგმნილი ჯონ პერკინსის წიგნი “ეკონომიკური მკვლელი” და ფართო მასას გაცნობიერებული არ ჰქონდა, ასეთი “უანგარობის” საშიშროება.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეჭვის ჭია მაინც დაღოღავდა ჩვენს ცნობიერებაში - ყურმოკრულ ამბად ვიცოდით, როგორ კარგავდა სახელმწიფოებრიობას აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა, რომელთაც მეფის მდიდრული ქურქი მხრებზე მოარგო სავალუტო ფონდმა.
სწორედ ამ დროს თქვა ალექსანდრე ჭაჭიამ: “ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ახალი, ძალზე სასტიკი გადანაწილების პერიოდში, როცა წყდება არა მხოლოდ ძლიერი ქვეყნების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ამა თუ იმ ხალხისა თუ ქვეყნის არსებობის მიზანშეწონილობის საკითხიც კი”.
ეს თქვა 13 წლის წინათ და დღეს ყველაზე მწვავე პრობლემად დგას საქართველოს წინაშე. გრძნობს ამას ჩვენი ისტებლიშმენტი? რა თქმა უნდა, გრძნობს და ხედავს. მაგრამ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას გამომუშავებული რომ არ აქვს შხამსაწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალება, სამწუხარო რეალობაა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მტკიცდება და მყარდება, მეორენი პატრიოტული მოწოდებებით იმაგრებენ გულს.
საქართველო კი შაგრენის ტყავივით დაილია და პერსპექტივა არ ჩანს უკეთესი.
საოცარია, მაგრამ ალექსანდრე ჭაჭიამ სწორედ მაშინ შეამჩნია საქართველოს ტერიტორიული დაკნინება ტენდენციური ხასიათისა რომ იყო, როცა ყველანი დარწმუნებულები ვიყავით - აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სეპარატისტული მიდრეკილება, განდგომა დროებითი მოვლენა და დამოუკიდებლობის მოპოვების საყმაწვილო სენი იყო, რომელიც მალე გაივლიდა.
თითქოს აქეთკენ მივდიოდით - არძინბას მაქსიმალისტობისა და ანტიქართული განწყობილების მიუხედავად, კონტაქტები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თბილისისა და სოხუმის ინტელიგენციის, ჟურნალისტების შეხვედრები სისტემატურ ხასიათს ატარებდა, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლუდვიგ ჩიბიროვი კი დარწმუნებით ამბობდა, რომ მისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ ერთიანობის პრობლემა გადაწყდებოდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იღვწოდნენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები საქართველოს საკითხში, რუსეთისა და აშშ-ის პოზიციაც ერთიანი იყო, აი, ამ დროს ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა: “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს უკვე აღარ ეკუთვნის, თანაც აფხაზეთი ზუსტად ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას განაპირობებს” (გაზეთი “საქართველო”, 1997 წლის თებერვალი).

შავი წინასწარმეტყველება თუ ურწმუნო თომას სინდრომი?
არც ერთი, არც მეორე.
ღრმა ანალიტიკურ მეთოდთან ერთად, რომელსაც ავტორი ერთგულებს, აქ, როგორც ჩანს, განსაკუთრებული როლი ითამაშა ერუდიციის ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენებულმა ინტუიციამ.
ალექსანდრე ჭაჭიამ შეამჩნია რაღაც განსაკუთრებული, თუნდაც მიკროსკოპულად მცირე, მაგრამ ჯაჭვური რეაქციის თვისების მქონე ნიუანსები, რომლებიც პერსპექტივაში ნეგატიური აფეთქების შედეგით შეიძლება დამთავრებულიყო.
დამთავრდა კიდეც. მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეუძლია იკამათოს და ამტკიცოს საწინააღმდეგო.
პოლიტოლოგიის დოქტორის დაკვირვებულ თვალს მხედველობიდან არ გამოჰპარვია, რომ ასეთივე ტენდენციის ნიშნები სამცხე-ჯავახეთშიც შეიმნჩევა.
ეს კუთხე ჩვენს ხელისუფლებას - ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის პერიოდში მხოლოდ დრო და დრო ახსენდებოდა: კომუნისტების წლებში - როცა ხალხთა მეგობრობის დემონსტრაცია იყო საჭირო; დამოუკიდებლობის გამოცხადების მოკლე პერიოდში - იმისთვის, რომ შეეხსენებინათ იქ დამკვიდრებული სომეხი მოსახლეობისთვის - არ აჰყოლოდა სუვერენიტეტის აღლუმს და აქაური ცხელი თავების “ავტონომიურ სისულელეებს” (ამ სტრიქონების ავტორი თავად იყო მოწმე სახელდახელო, მაგრამ მწვავე დებატებისა, რომლებიც მურმან ომანიძემ, იმ დროს პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, აჟიტირებული აუდიტორიის წინაშე რომ გამართა “ჯავაკხის” აქტივისტებთან წალკის ცენტრში - “საველე პირობებში”); ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას - მხოლოდ მაშინ, როცა მის სომეხ კოლეგასთან ერთად ეწვეოდა ადგილობრივების მიერ “საქართველოს ციმბირად” წოდებულ ამ რეგიონს.
და ყველა ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემები, რომლებიც უმთავრესად სოციალური ხასიათის იყო, არა მხოლოდ უცვლელად მეორდებოდა, არამედ სულ უფრო მწვავე, დაბოლოს, გადაუჭრელ ხასიათს იძენდა.
ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და ყურადსაღები პროფესორ ჭაჭიას პირუთვნელი შენიშვნა: “...საქართველოს ხელისუფლება არ ღებულობს არავითარ ზომებს, რომლებიც მიმართული იქნებოდა სომეხი მოსახლეობის ქართულ ეროვნულ სხეულში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინტეგრირებაზე”.
დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს სომხეთის მთავარი ორდენით დააჯილდოვეს, განწყობილია რაიმეს სასიკეთოდ შესაცვლელად ამ რაიონში.

მაკეინის საქართველო თუ სუვერენული სახელმწიფო?
უკანასკნელ ხანს ბევრი რამ, რაც აქამდე დაფარული იყო, გაცხადდა და, თუ დოკუმენტურად ვერ დასტურდება, საზოგადოებრივი აზრისთვის სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის თამაშს თამაშობს, თანაც არა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკით ნაკარნახევს, არამედ სენატორ მაკეინის კერძო მოსაზრებებზე დაყრდნობით.
მარიონეტობა ერთი უბედურებაა, კერძო მარიონეტობა - იმაზე უარესი.
ალექსანდრე ჭაჭია იდგა და დგას საქართველოს ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების პოზიციაზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისეთ სახელმწიფო წარმონაქმნად საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელსაც, როგორც ბრმას, გამძღოლი ძაღლის გარეშე გადაადგილების უნარი ექნება წართმეული.
იგი ვრცლად მიმოიხილავს ევროპაში ჩამოყალიბებულ მდგომარეობას და ასკვნის, რომ შეცვლილ საერთაშორისო ვითარებაში უკვე შეუძლებელია აშშ-მა “ევროპის ჟანდარმის” როლის შესრულება განაგრძოს.
“იქმნება ისეთი სიტუაცია, - წერს იგი, - როცა ამერიკას აღარ შეუძლია ევროპის ეკონომიკურად “დაკავება”: გერმანია უკვე გახდა ევროპის ცენტრი, განახორციელებს ძლიერ დამოუკიდებელ პოლიტიკას და ცდილობს, განდევნოს ამერიკა რეგიონიდან; საფრანგეთს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის გაძლიერების ეშინია, აღარ სურს, ამერიკა თავისი პატრონის როლში იხილოს... იტალიის, ესპანეთის ეკონომიკური ინტერესები ასევე არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს”.
ჩვენ რატომ ვიდებთ ქედზე უმცროსი და უუფლებო “პარტნიორის” უღელს, რომელსაც ევროპა ვერ შეეგუა?!
ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ალექსანდრე ჭაჭია წერდა, რომ “შესაძლო კონფლიქტებში სამხედრო ჩარევა ამერიკელებისთვის არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად არ არის მომგებიანი”.
გაითვალისწინა ვინმემ ეს დასკვნა? არა.
თავქუდმოგლეჯით გადავეშვით აგვისტოს ომში და დავმარცხდით. მაკეინმა, ამ ამერიკელმა ქორმა, ასე ისურვა და სააკაშვილმა კონდოლიზა რაისს ყური არ ათხოვა (აშშ სახელმწიფო მდივანმა აგვისტოს ომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბუშის ადმინისტრაცია სამხედრო ძალით კონფლიქტის გადაჭრას არ ურჩევდა). მაგრამ სააკაშვილმა “მომავალ პრეზიდენტთან” თანამშრომლობა და მეგობრობა არჩია.
შედეგი ცნობილია.
მაკეინის წინადადებით გააგზავნაო საქართველომ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად 2000 ფსევდოდამკვირვებელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
შედეგი აქაც ცნობილია: სახელის გატეხვა მეგობარი სახელმწიფოს თვალში.
ვინმემ აგო პასუხი ამის გამო? არა. სადაა გამოსავალი?
ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 1995 წელს წერდა: “ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული საზოგადოების ყველაზე საშინელი უბედურება, რომელმაც განაპირობა ყველა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ჩავარდნა, არის უპასუხისმგებლობა...” ამიტომ მიაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ “კანონის მიღებას სახელმწიფო მოღვაწეთა თავიანთ საქმიანობაზე პირადი პასუხისმგებლობის შესახებ”.
იგი გვარწმუნებდა, რომ “ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებისკენ ლტოლვა განპირობებული იქნება... ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით”.
ასეთი კანონი დღემდე არ არსებობს საქართველოში, ეჭვი არც უნდა შეგვეპაროს, რომ როგორც აქამდე, დღეის ამას იქითაც იპარპაშებს საქართველოში უმწიფარიძეების უვიცობასთან შერწყმული თავნებობა.
სამაგიეროდ მიიღებენ კანონს ლუსტრაციის შესახებ და ამის გამო ისეთ ტაშფანდურს ატეხენ, რომ ობივატელს დაარწმუნებენ, საქართველოში კვლავ ანათებს დემოკრატიის შუქურა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტაშკენტის არჩევანი - ვაჭრობა თუ დიალოგი?

ანალიტიკოსთა აზრით, მოსკოვისა და ტაშკენტის ურთიერთობანი კონფლიქტის სტადიაში შევიდა. ამის კატალიზატორად ტაშკენტში ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობისა და “სამხრეთის საზღვრების დამცველის” ძეგლის აღება იქცა. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, რუსეთის ოფიციალური წრეები ამ სიტუაციის შეფასებას თავს არიდებდნენ. უზბეკეთის ხელისუფლება კი “რესტავრაციის შემდეგ” ძეგლის უკან დაბრუნების პირობას დებდა. იმავდროულად, უზბეკეთში თანამემამულეთა ორგანიზაციამ რუსეთის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “ტაშკენტში ტრაგედიის მეორე დღეს, უზბეკეთის რუსული კულტურის ცენტრის შექმნის 15 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თუმცა ბულდოზერების ღმუილის თანხლებით გამართული ღონისძიების მიმდინარეობისას, არც ერთი სიტყვა არ თქმულა რუსული მშვიდობის ძეგლთა დასაცავად.” უზბეკეთის ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა უზბეკეთის დელეგაციას, მოსკოვში თანამემამულეთა კონგრესზე ჩასულიყო და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის რეალური ვითარების შესახებ ეცნობებინა. მოსკოვის დაგვიანებული და უაღრესად ფრთხილი რეაქცია უზბეკეთის მხრიდან მისი ელჩის - ილჰომჯან ნემატოვის გაწვევის მიზეზი შეიქნა. ოფიციალურმა ტაშკენტმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასთან “მოკავშირული ურთიერთობის” შენარჩუნებით, თუმცა, ამის შემდეგ უზბეკეთში დაიბლოკა ტელეარხ “როსია-24”-ის - “ვესტი.რუ”-სა და ტელეარხ “როსია 1”-ის - “რუტვ.რუ”-ს საიტები.
ისლამ ქარიმოვი უკვე დიდი ხანია ცენტრალური აზიის რეგიონში მოსკოვის ინტეგრაციული წინადადებების აქტიური მოწინააღმდეგეა. ამის თვალსაჩინო მაგალითად იქცა უზბეკეთის გადაწყვეტილება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემიდან (ОЭС) გამოსვლის შესახებ. ენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებელი ექსპერტის ვალენტინა კასიმოვას თქმით, ცენტრალური აზიის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა სსრკ-ის დროს დაპროექტდა და შეიქმნა, როგორც ერთიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მთელი რეგიონის საიმედო და უწყვეტ ენერგომომარაგებას. ენერგორგოლის ფარგლებში ხორციელდება ერთი ქვეყნის ქსელიდან მეორეში ელექტროენერგიის ე. წ. გადადინება, რაც საშუალებას იძლევა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ОЭС-ს მუშაობის სინქრონიზება რუსეთისა და ბელორუსის ენერგოსისტემებთან.
გარდა ამისა, ОЭС ავტომატურად არეგულირებს რეგიონის წყალსაცავის კასკადის მუშაობას, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის მთელი რეგიონისთვის. ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა არაერთხელ გამოხატეს სოლიდარული პოზიცია ОЭС-ის შენარჩუნების საკითხში. გაერთიანებული ენერგოსისტემიდან გამოსვლა ავნებს არა მარტო სისტემიდან გამოსულ, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანასაც, - აღნიშნა ყაზახეთის ელჩმა ტაჯიკეთში აბუტალიფ აჰმედოვმა.
საერთოდ, ყაზახეთისა და უზბეკეთის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება და ცივ ომს ემსგავსება. ყაზახეთმა მიიღო უზბეკეთთან ახალი საზღვრის მშენებლობის პროგრამა, რომელიც ოცზე მეტი სასაზღვრო პუნქტის მშენებლობასა და უკვე არსებული 40 პუნქტის ხელახალ აღჭურვას ითვალისწინებს.
რეგიონში არაფორმალური ლიდერობისთვის ასტანისა და ტაშკენტის მეტოქეობა მოსკოვისთვის გამუდმებულ თავის ტკივილად იქცა, რადგან უზბეკეთი ამ დავაში რუსეთის მოკავშირეობას ითხოვდა. ასეთივე ტაქტიკას მიმართავდა იგი რეგიონისთვის ეგზომ მტკივნეულ “წყლის საკითხშიც.”
მართლაც, ანდიჟანის 2005 წლის მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ტაშკენტმა და მოსკოვმა განაცხადეს, რომ მოკავშირეები არიან. ისლამ ქარიმოვი იზოლაციაში აღმოჩნდა და იძულებული შეიქნა, რუსეთთან ახლებური ურთიერთობის განმტკიცებისთვის, გუუამიდან უზბეკეთის გამოსვლისა და ЕврАзЭС-სა და ОДКБ-თან მიერთების შესახებ განეცხადებინა. პასუხად, მოსკოვმა თავის ტერიტორიაზე უზბეკეთის ოპოზიციის მოღვაწეობა დაბლოკა და ტაშკენტს გარკვეული ეკონომიკური პრეფერენციები მიანიჭა.
თუმცა, უზბეკეთმა რუსეთთან მიმართებაში ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც ძნელია ამ ქვეყნების მოკავშირულ სტატუსს შეუსატყვისო. უზბეკეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან მრავალრიცხოვანი პრეტენზიების შემდეგ, “გაზპრომი” იძულებული გახდა, ყველა პროექტი შეეწყვიტა ამ ქვეყანაში. ბიზნესის წარმოების პრობლემა შეექმნა “ლუკოილსაც.” მიუხედავად მოსკოვის არაერთგზისი თხოვნისა, უზბეკეთმა ურანის საბადოები სამხრეთ კორეას დაუთმო, რითაც აშკარად უგულებელჰყო მოსკოვის ინტერესები. უზბეკეთის მხარე ყველანაირად აჭიანურებს სამთავრობოშორის კომისიებში რფ-ის ვალის საკითხის განხილვას.
მოსკოვს ბევრი კითხვა დაებადა ისლამ ქარიმოვის მიერ 2010 წელს უზბეკეთისა და აშშ-ის თანამშრომლობის აქტივაციის გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 3 თებერვალს იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ელექტრონული ბაზიდან ამოიღო უზბეკეთის პრეზიდენტის დადგენილება და გეგმა, რომლებიც 2010 წელს აშშ-თან ურთიერთობის განმტკიცების დინამიკის რეგლამენტირებას ახდენდა. იანვრის ბოლოს ორივე დოკუმენტი მოულოდნელად გამომზიურდა და როგორც უზბეკი, ასევე უცხოელი პოლიტოლოგების მსჯელობის საგნად იქცა. დამკვირვებლები კი ვერ მიხვდნენ, ისეთ დახურულ ქვეყანაში, როგორიც უზბეკეთია, როგორ გამოაშკარავდა ასეთი სერიოზული დოკუმენტები.
ეს შესაძლოა, შემდეგნაირად აიხსნას: ინფორმაციის ამგვარი გაჟონვით ტაშკენტს სურდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ყველაზე გავლენიანი მოთამაშის საიმედო მხარდაჭერა მიიღო და სანქციების პერიოდი წარსულს ჩაბარდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, დადგა დრო, ტაშკენტმა რეგიონში თამაშის წესები დაადგინოს.
2010 წლისთვის აშშ-სა და უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მოქმედების გეგმის სარეალიზაციო ზომების დადგენისას, ისლამ ქარიმოვმა 2009 წლის 17-18 დეკემბერს ვაშინგტონში გამართული ამერიკა-უზბეკეთის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის შედეგებით იხელმძღვანელა. ეს კონსულტაციები უზბეკეთის დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ნოროვის ხელმძღვანელობით, სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში გამართა.
2010 წლის პირველ ნახევარში ტაშკენტში დიდ ამერიკულ დიპლომატიურ დესანტს ელოდებიან - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსა და კონგრესმენების ჯგუფს. სავარაუდოდ, ხელი მოეწერება დოკუმენტების პაკეტს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის “პოსტსანქციურ პერიოდში” ურთიერთობების განვითარების ბაზად იქცევა. გარდა ამისა, ტაშკენტს ჯექსონ-ვენიქის ჩასწორებების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკური რეფერენციებს შეჰპირდნენ.
ამერიკა-უზბეკეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედრო-ტექნიკურსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. ვაშინგტონმა უზბეკეთს ოფიცერთა კადრების გადამზადება და სწავლება შესთავაზა აშშ-ში; ის ტაშკენტისთვის საზღვრების დაცვის გაძლიერების პროგრამას შეიმუშავებს და ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულებას ამზადებს. გარდა ამისა, ამერიკა მზადაა, უზბეკეთს “ჭარბი იარაღი” გადასცეს. ცხადია, ტაშკენტისთვის ამ პრეფერენციების მინიჭების სანაცვლოდ, უზბეკეთმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს და აქტიურად დაუჭიროს მხარი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ოპერაციებს ავღანეთში.
სავარაუდოდ, აშშ-ისა და უზბეკეთის დაახლოება, უწინარესად კი სამხედრო სფეროში, პეკინის აღფრთოვანებას სულაც არ გამოიწვევს. ამავდროულად, ტაშკენტი ძალზე დაინტერესებულია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებით.
უზბეკეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ურთიერთობების საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ტაშკენტი ისლამისტებთან ბრძოლაში ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას საჭიროებს. საუბარია ინფორმაციის მიწოდებაზე, რუსეთის სამხედრო დაწესებულებებში კადრების მომზადებასა და იარაღის მიწოდებაზე. თავისთავად, პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებულ უდიდეს სამხედრო ორგანიზაციაში უზბეკეთის მონაწილეობა ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნების მშვენიერი საშუალებაა.
ამავდროულად, უზბეკეთმა უაღრესად ნეგატიური პოზიცია დაიკავა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განმტკიცების საკითხში. ტაშკენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ ყირგიზეთში ამ ორგანიზაციის სამხედრო ბაზის შექმნას. უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ახალი ბაზა რეგიონში “მილიტარიზაციისა და ნაციონალიზმისთვის იმპულსის მიმცემი იქნებოდა.” შემდეგ უზბეკეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიურ ძალებში მონაწილეობაზე (RCJH). თუმცა, რეგიონში სიტუაციის გამწავების შემთხვევაში სწორედ ოპერატიული რეაგირების კოლექტიურმა ძალებმა უნდა დაიცვან ისლამ ქარიმოვის რეჟიმი. ოფიციალურ ტაშკენტს არ შეიძლება ეს არ ესმოდეს, განსაკუთრებით კი მილიონობით ეთნიკური უზბეკით დასახლებულ მეზობელ ავღანეთში სიტუაციის გამწვავებისას. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებით, “სიტუაცია ავღანეთში, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოქმედების ზონას, ჩვენს წევრებს - ტაჯიკეთსა და უზბეკეთს ემიჯნება, ერთობ მწვავე და სახიფათოა”.
როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთსა და უზბეკეთს შორის მომავალში? ერთობ რთული საკითხია. თუ ოფიციალური ტაშკენტი რუსეთთან ურთიერთხელსაყრელსა და გულღია დამოკიდებულებას რაღაც გაუგებარ ვაჭრობას ამჯობინებს, მაშინ, სავარაუდოდ, ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს. უზბეკეთი იმაზე მეტადაა დაინტერესებული მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებით, ვიდრე ეს თავად წარმოუდგენია (თუნდაც რუსეთში თავისი მოქალაქეების შრომითი მიგრაციის საკითხში). რუსეთს ესმის უზბეკეთის, როგორც ცენტრალურ აზიაში უდიდესი რიცხოვნობის მქონე ქვეყნის მნიშვნელობა, პატივს სცემს ქარიმოვის პოლიტიკურ სიბრძნეს და ტაშკენტთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ცდილობს. თუმცა, ალბათ ნათელია, რომ აღნიშნულ რეგიონში თავის პოლიტიკას მოსკოვი მარტოდენ ისლამ ქარიმოვთან კარგი ურთიერთობების გამო არ განსაზღვრავს.

ინოკენტი ადიასოვი, პოლიტოლოგი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკა კავკასიაში კრახისთვისაა განწ5
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

2009 წელმა გაუგონარი სისასტიკით გადაუარა ჩრდილოეთ კავკასიას და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს. რაც 2010 წლის დასაწყისში ასეთივე სიმწვავით გრძელდება. კრემლის მესვეურებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ აქ წყდება ქვეყნის ერთიანობის და ყოფნა-არყოფნის ბედი და რუსეთი კავკასიიდან არსად არ წავა. ამ მიზნით შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ახალი ფედერალური ოლქი, რის შედეგადაც ადიღე, მიუხედავად მათი დიდი პროტესტისა, ხელოვნურად მოწყდა ჩერქეზებით კომპაქტურად დასახლებულ დანარჩენ რესპუბლიკებს. ამავე მიზანს ემსახურება ყარაჩაი-ჩერქეზეთის და აფხაზეთის ე.წ. ბიოსფერული პოლიგონის შექმნის იდეაც, რამაც იქ მცხოვრები ხალხების ინტეგრირება თუ აღრევა უნდა დააჩქაროს მათ ჩრდილოეთელ მეზობლებთან.

საზღვრების გეოგრაფიულ-ადმინისტრაციული გადაადგილების და დაფინანსების გაზრდის პარალელურად პრიორიტეტი მაინც რეპრესიული აპარატის მზარდ გამკაცრებას ენიჭება, რომელიც ძირითადად მიმართულია განსხვავებული პოლიტიკური, რელიგიური თუ ზნეობრივი პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ.

ამის ნათელი დადასტურებაა ის ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებშიც მოცემულია ჩატარებული სამხედრო და ოპერატიული ღონისძიებების რაოდენობა, ყოველდღიური აფეთქებები და თავდასხმები სახელისუფლებო და განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე, ადამიანების გატაცებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ასეულებზე, მოკლულ და დასახიჩრებულ ათასებზე, როგორც სამართალდამცავი, ისე ოპოზიციური ძალების და მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან.

ადგილობრივი სახელისუფლო ელიტის მიმართ უნდობლობად იქნა აღქმული ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელად ა.ხლოპონინის, მისი მოადგილის და ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ნოვოსიბირსკიდან გადმოყვანა.

ეს უნდობლობა გააძლიერა ოლქის პირველი პირის საჯაროდ ნათქვამმა განცხადებამაც, რომ მთელ სამ მილიონ ნოვოსიბირსკელს სიამოვნებით გადმოასახლებდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც ვითარების გამოსწორების საუკეთესო საშუალება იქნებოდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში მწვავე ვითარების არსებობის მიზეზად რუსეთის უმაღლესი ეშელონის პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს ქვეყნის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ძირგამომთხრელი საქმიანობის გააქტიურება მიაჩნია, სხვებს ტრადიციული კავკასიური კლანურობა და კორუფციისკენ განსაკუთრებული ლტოლვა, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და სტავროპოლის მხარის მუფტი ისმაილ ბერდიევი მოსახლეობის არასათანადო რელიგიურ განათლებას და მუსულმანი სასულიერო პირების არაკომპეტენტურობას ასახელებს, რაც ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის პრეზიდეტებმაც გაიზიარეს, ჩაატარეს იმამების რესპუბლიკური შეკრებები, მკაცრად გააკრიტიკეს არაეფექტური მუშაობისთვის და მისცეს მათ შესაბამისი ინსტრუქციები.

თავისი შეფასება გააკეთა ინგუშეთის პირველმა პრეზიდენტმა გენერალმა რუსლან აუშევმა ჟურნალ "ოგონიოკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან რეგიონში არსებული მწავე ვითარების მთავარ მიზეზად ტრადიციულ ისლამსა და რადიკალურ ისლამს სალაფიზმს (ვახაბიზმს) შორის ათეული წლების მანძილზე მიმდინარე იდეოლოგიური ომი და შეიარაღებული დაპირისპირება დაასახელა. მისი თქმით, ხელისუფლებას და მის სამსახურში მყოფ ტრადიციული ისლამის მიმდევარ სასულიერო ელიტას არავითარი ავტორიტეტი აღარ გააჩნია მოსახლეობაში და ამიტომ ახალგაზრდობა მასიურად გადადის სალაფიტების მხარეზე, რომლებიც არა მარტო გმობენ გამეფებულ უსამართლობას და ფარისევლობას, არამედ ებრძვიან კიდეც მას იარაღით ხელში. კოსმეტიკური ცვლილებები და დაფინანსების გაზრდა ვითარებას ვერ გამოაგამოასწორებს, რადგან საქმე ეხება ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეს, მათ პატივსა და ღირსებას, მათ ტრადიციებსა და თავისუფლებას.

ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს უბრალოდ კი არ ესვრიან პირდაპირ ნადირობენ მათზე, ეს არის პასუხი იმ დაუნდობლობისა და განუკითხაობის მიმართ, რაც დღეს რეგიონშია გამეფებული. მარტო ინგუშეთში 180 კაცია უგზო-უკვალოდ გამქრალი.

ბოლო ათწლეულში იმდენი თანხები იყო გამოყოფილი და უთავბოლოდ დახარჯული, რომ სამი ახალი კავკასია აშენდებოდა. მარტო ფულით პრობლემები არ გადაიჭრება. საჭიროა ყველა სუბიექტის ცალცალკე შესწავლა, რადგან ყველა მათგანს სხვებისაგან განსხვავებული პრობლემები გააჩნია, მაგრამ ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის საკითხი ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. გამოსაკვლევია დევნილობის გამომწვევი მიზეზები, მათი რაოდენობა და სამომავლო ბედი.

რ.აუშევმა ამ განცხადებით, როგორც იტყვიან ცივი წყალი გადაასხა და თავდაყირა დააყენა კრემლის კავკასიური პოლიტიკა, რადგან პრაქტიკულად დაიცვა ხელისუფლებისაგან სეპარატისტებად და ტერორისტებად შერაცხული ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთში მოქმედი მოძრაობა, რომელსაც დოკუ უმაროვის ხელმძღვანელობით ე.წ. "იმარატ კავკაზ"-ი უკეთებს ორგანიზებას და რომლის იდეოლოგიურ საფუძვლად ვახაბიზმი და ჯიხადი, ხოლო პოლიტიკურ მიზნად რეგიონის რუსეთისგან გამოყოფა აქვს გამოცხადებული.

გენერალური პროკურორის განცხადების საფუძველზე რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ "იმარატ კავკაზ"-ი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა მისი საქმიანობა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას მხოლოდ გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აკრძალული ორგანიზაცია სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

უმაღლესი სასამართლოს 8 თებერვლის "განაჩენის" სისრულეში მოსაყვანად 11 თებერბლის ინგუშეთის სუნჟენის მთაგორიან და ტყით დაფარულ რაიონში დაიწყო ფართომასშტაბიანი ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია თითქოს იქ მყოფი დოკუ უმაროვის და მისი შეიარაღებული დაჯგუფების გასანეიტრალებლად. ოპერაცია სამი დღე მიმდინარეობდა და მასში ძირითადად ფედერალური სამხედრო ნაწილები, უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმები და ავიაცია მონაწილეობდა. ოპერაციის ჩატარების რეგიონში ინგუშეთის პრეზიდენტის გენერალ ი.ევკუროვის და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ ა.გალკინის ყოფნა მიანიშნებს მოსკოვის მიერ ღონისძიებისთვის მინიჭებულ დიდ მნიშვნელობას. არსებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად მოკლულია 22-მდე ბოევიკი და შეტაკების ზონაში შემთხვევით მყოფი 4 ჩეჩენი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ტყეში ღანძილს აგროვებდნენ. თუმცა მთავარი მიზანი _ დოკუ უმაროვის შეპყრობა ან ლიკვიდაცია, ამჯერადაც ვერ იქნა მიღწეული.

სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ რ.კადიროვმა გააკეთა განცხადება, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატიზმის საშიშროება მინელდა. ტყეებში იმალებიან დოკუ უმაროვის მომხრე პატარა ჯგუფები, რომლებიც დიდი ხნის განადგურებული იქნებოდნენ, რომ მათ გარედან არ ჰქონდეთ მხარდაჭერა. მიუხედავად ასეთი განცხადებისა რ.კადიროვმა კარგად იცის, რომ მოსახლეობის ფართო ფენების აქტიური მხარდაჭერის და შეიარაღებული იატაკქვეშეთის ახალი კადრებით ყოველდღიური შევსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მრავალი წლის მანძილზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალი სამხედრო დანაყოფის და ყველა სახეობის სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

რ.კადიროვის დავალებით სახელისუფლებო და სასულიერო პირებისაგან შემდგარმა ჯგუფმა მიუსამძიმრა სპეცოპერაციის დროს შემთხვევით დაღუპულ პირთა ახლობლებს და ყველა ოჯახს 300 ათასი რუბლი გადასცეს დახმარების სახით.

მზადდება ახალი სკანდალი, რადგან ახლობლები ეძებენ კიდევ 10 ადამიანს, რომლებიც სახლში არ დაბრუნებულან. ეჭვი აქვთ, რომ ამოცნობილი გვამებიდან გამოძიება შეეცდება თავის გამართლების მიზნით ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე ბოევიკად გაასაღოს, რასაც ადრეც არა ერთხელ ჰქონია ადგილი.

მოსახლეობა მოითხოვს საქმის გამოძიებას და იმ თანამდებობის პირების დასჯას, ვისი ბრძანებითაც ავიაცია და არტილერია დაუზოგავად ბომბავდა ისეთ ადგილებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ბოევიკების შესაძლო ყოფნის რაიონებთან.

არ გამართლდა მოლოდინი, რომ რეგიონის ახალი მეთაურის ბიზნესმენ ა.ხლოპონინის ხელისფუილებაში მოსვლის შემდეგ შენელდებოდა რეპრესიები და დაიწყებოდა ოპოზიციურ ძალებთან საერთო ენის გამონახვის გზების ძიება.

არ გაამართლა არც მოსახლეობის დაშინების პრაქტიკამ, რასაც ადასტურებს აფეთქებებისა და ძალოვნების მკვლელობების ახალი ტალღა თებერვლის სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ.

რეპრესიული და გაბოროტებული ადამიანების სიმრავლე ყოველთვის იწვევდა შურისძიების ჯაჭვურ რეაქციას და ადამიანთა მსხვერპლის გაზრდას ორივე მხრიდან.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მათი პრობლემების სამართლიანი და დროული გადაწყვეტის მოლოდინში არიან.

ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კავკასიისგან განსხვავებით, სადაც ყველა გამოწვევას შეიარაღებული დაპირისპირებით პასუხობენ, მის დასავლეთ ნაწილში პროცესები ერთი შეხედვით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა პრობლემების სიღრმითა და მასშტაბურობით იგი არანაკლებ თავსატეხს უმზადებს ფედერალურ ხელისუფლებას. საქმეში ჩახედული სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღეისთვის ერთერთი დიდი გადაუწყვეტავი პრობლემა კავკასიაში ჩერქეზეთის საკითხია.

მიუხედავად გამკაცრებული კონტროლისა, ჩერქეზულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მაინც მოახერხეს და დააყენეს დღის წესრიგში ადიღელი ხალხის გენოციდის აღიარების თემა, რასაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნეს მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიის მხრიდან.

ვინაიდან დღევანდელი რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ითვლება რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ უარი განაცხადა ამ საკითხის განხილვაზე, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ჩერქეზეთის კონგრესმა" თხოვნით მიმართა ევროპარლამენტს, რაც მათი მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა. მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით და მსოფლიოში ჩერქეზების შესაძლებლობათა პოტენციალიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ ეს თემა თანდათან მეტ სიმწვავეს და საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებს. რუსეთის ხელისუფლება ალტერნატივის წინაშე დგას: ან უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და აღიაროს ჩერქეზი ხალხის გენოციდი, რასაც შესაბამისი გაგრძელება მოყვება, მაგრამ დარჩება შანსი ადიღური რესპუბლიკების მის შემადგენლობაში დარჩენისა, ან თუ ამ საკითხს განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციები, მაშინ ჩერქეზები იბრძოლებენ სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ჩერქეზეთის პრობლემის წამოწევის დაჩქარებას თვით რუსეთის ხელისუფლებამ შეუწყო ხელი 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის პრეცენდენტით, რის შემდეგაც ჩერქეზეულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს ჩრდილოეთ კავკასიაში ერთიანი ადიღური ადმინისტრაციული სუბიექტის შექმნა. რუსეთის ხელისუფლება მიხვდა თავის შეცდომას, თუმცა მისი გამოსწორების ნაცვლად გააგრძელა ჩერქეზი ხალხის შემდგომი დანაწევრება-დაშორების პრაქტიკა ახალი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნით, რომლის დროსაც ადიღეს რესპუბლიკა დატოვეს კრასნოდარის მხარეში და ხელოვნურად მოწყვიტეს ჩერქეზეთისა და ყაბარდოს რესპუბლიკებს.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ადიღე ხასემ" წერილი გაუგზავნა დ.მედვედევს თხოვნით, რომ ჩერქეზებით კომპაქტურად დასახლებული ერთადერთი რესპუბლიკა ადიღე ტერიტორიულად დააკავშირონ ყარაჩაი-ჩერქეზეთთან, რაც ამ ორ რესპუბლიკას შორის მდებარე ისტორიული ჩერქეზული მიწის მოსტოვსკის რაიონის მათთვის გადაცემით შეიძლება გადაწყდეს.

მ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი