↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციათ გადექცათ სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს
იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხრის შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე - სულელია,სიკვდილი - ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით,ერთმანეთის ზიზღით,ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძელეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ...

გარსონ!
მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა...
ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები!
დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება!
ვთვრები და ვთავდები...

ვმთავრდები...
და სადღაც ფანტავენ ოქროზე
ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას...
მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე!
დღესაც რა საოცრად
სევდისფრად ღამდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
- - - - - - - - - - - -- -- - - - - - - - - - -- -
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ნიკა ჩერქეზიშვილი

წუხელ ქარი ღამეს ბერავდა,
მაგრად სტკიოდა მიწას ვაგინა,
ვისაც სჭირდება ჰყავდეს ბელადი,
მე ყველა ბელადს პირში ვაგინებ.

ძმა,
დილით მარტმა შობა აპრილი,
ძვლებამდე თრობა იცის არაყმა,
მელაპარაკოს ყველა პირდაპირ
და ერთ ადგილას ყველა ქარაგმა.

ძმა,
მძულს ცხოვრება შუალედური,
ვფანტავ და...
ვისაც უნდა აკრიფოს,
ფეხზე მკიდია ყველა სეთური,
და უფრო მაღლა ყველა არქიფო.

ძმა,
არ ვაღმერთებ მაღლა ასულებს,
სხვაგან ეძებონ,
თუ სურთ,
მონები,
არცერთ ბრძანებას არ შევასრულებ
და მითუმეტეს დაუყოვნებლივ.

ძმა,
ასე ვარ და მეტი რა გითხრა,
ვერ ვიტან,
როცა უნდათ გამქონონ,
იქნებ ამისთვის კიდეც ავირტყა,
იქნებ ამისთვის კიდეც ჩამქოლონ...

ძმა,
შემოდი და კარი მიკეტე,
აქ ჩემთან,
ჩემში,
ჩემს თავს მე ვმართავ...
და მშვიდობაში ყველა სიკეთე,
თუ ვინმეს ჩემი რამე ემართა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined21 Nov 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხოვრება

I
შარბათთან ერთად, შხამიც თუ არ სვი,
ისე არც შარბათს არა აქვს გემო.
ცხოვრება სხვაა
და მისი ფასი
ყველამ არ იცის,
ძვირფასო ჩემო.

წყალნი წავლენ და...დარჩება ქვიშა,
თქვენც დაიცლებით სავსე თასებო.
ყველა არ ცხოვრობს,
ვინც ქვეყნად იშვა.
ზოგი ცხოვრობს და... ზოგი - არსებობს.

II
ეს არის მისი სიამე, შვება:
იხვეჭს,
აგროვებს,
ჭამს,
მღერის,
ფრთას შლის.
ასეთ კაცს მგონი, არცა აქვს ნება,
ქვეყნად მეც ვარო, რომა თქვას ხალხში.

რა არის მისი თავი და ბოლო,
ის თქვენ შეგხარით ბროლ - ალმასებო.
და კი არ ცხოვრობს,
არსებობს მხოლოდ,
თანაც არ იცის, - რისთვის არსებობს!

III
აი, ასეთიც ხომ შეგხვედრია:
მოთქვამს,
წუწუნებს,
გლოვობს ერთიან.
მისთვის სიცოცხლე მწარე ხვედრია
და რამდენს ცოცხლობს, -
ეს სულ ერთია.

მოწყენილი და გაუცინარი,
ხან ჯიუტია, ხანაც ჰგავს დამჯერს
და იმ დღეებსაც, რაც ჯერ წინ არის,
მოელის,
როგორც მოუხდელ სასჯელს.

IV
მხოლოდ იცინის?!
ან მხოლოდ კვნესის?!
თვითონ იწამლავს თავის ცხოვრებას.
ცხოვრება არის პოეტის ლექსი,
განიცადე და გემახსოვრება.

ვერ შეისრულე, რაც გულით გსურდა?
ამაზე დარდი არ ღირს სრულიად.
ერთფეროვანი ცხოვრება მუდამ
მოსაწყენი და უფერულია.

არცა სიმდიდრე, სულ რომ ელტვიან,
არც ქალი,
ახლა მკერდზე რომ გეკვრის.
არცა დიდება, მოსული გვიან,
ცხოვრება არის ტკივილი ნეკნის.

დარდი გერევა? გულს ნუ გაიტეხ,
ნუ დაგიმონებს სულის სატანა.
იდექი ისე, ვით ძველი ციხე,
რომელმაც შესძლო ბევრის ატანა.

ნუ შეგაშინებს ბილიკი ვიწრო,
უნდა გხედავდნენ უტეხს და მედგარს.
დაფნის გვირგვინი სრულად რომ იგრძნო,
ჯერ უნდა ეკლის გვირგვინი გედგას.

ხალხის ტკივილი შეიგრძენ მყისვე,
ტკივილად შენივ ძარღვის და ნეკნის.
დაფნის გვირგვინიც ატარე ისე,
თითქოს გახურავს გვირგვინი ეკლის.

ფუჭი დიდება ნურაფრად გიღირს,
ნურც მაშინ იტყვი ბედის სამდურავს,
ერთ დღეს,
ვიღაც რომ მოგხსნის მაგ გვირგვინს
და თავზე ეკლის გვირგვინს დაგხურავს.

თითქოს ელოდი, კვლავ შეეთვისე
და გულგასატეხს ნუ იტყვი ნურას.
ეკლის გვირგვინით იარე ისე,
თითქოს კვლავ დაფნის გვირგვინი გხურავს.

V
ზოგი დღე ღვთიურ სიამედ მოვა,
ზოგს თან მოჰყვება გლოვა და ცრემლი.
ზოგჯერ ვატყობ, რომ სიმღერის დროა,
ზოგჯერ ისე ვარ,
ხმას ვერ მცემს ვერვინ.

მეც ჩემი წილი ყამირი მოვხან,
ეკალ-ბარდები მეც შემხვედრია.
არ დამცდენია წუწუნი, ოხვრა,
რადგან ძნელი გზა, - ჩემი ხვედრია!

ყველა ხედავს და
მომსწრეა ამის,
არ ვწყევლი ჩემს ბედს, - ბედს საამბოროს.

...
მთელი სიცოცხლე შარბათის, შხამის,
ეკალს და დაფნას შორისა ვცხოვრობ.

ბერდია ბერიაშვილი =ci

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხოვრება

ცხოვრება ნაფურცლი წიგნია
ღმერთების ნაწყევლი, ნაკურთხი,
ათასჯერ ბეჯითად წაკითხულს
თავიდან ვკითხულობთ საკუთრივ.

წიგნია, თუმც თვალის ამხელი,
სიბრძნეს ივიწყებენ მალევე,
არც ახსოვთ სიკვდილის სახელი
სიცოცხლეს იმგვარად განლევენ.

საწუთრო მეტწილად გვაწვალებს,
არც როდის ტკბილია ვისთვისმე,
ცხოვრება სასწავლო წიგნია,
ვსწავლობთ და მაინც ვერ ვითვისებთ.


აღარ მსურს

აღარ მსურს რაც მსურდა,
სამყარო გაქსუვდა,
გამიწყრა ცის ქვეშეთის მეუფება.
ტრიალებს ზურგს უკან საუფლო უკუღმა
და შენი დაკარგვის შიში მეუფლება,
მე ვიცი სიწმინდე სად მარხია,
მოვალ, თუ მუხლები გამიძლებენ
გული შემართული ჩახმახია,
დასმული სასროლ მიზნად სამიზნეზე.

მე ვცდილობ ძველებურად გავილაღო,
ჩემს ყოფას მიეცეს სხვა ფინალი
აღარ დავიმჩნიო დარდის დაღი,
ჩემი სიყვარული ხმამყვირალი
მაღლა ვაფრიალო,
როგორც ვალმოხდილი,
ბრძოლით გამოხსნილი,
მტრის დამამარცხებელი
სეფე ბაირაღი!


მედეა კახიძე ახალი ლექსების კრებულიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინო ქობულაშვილი
ჩუქურთმისმჭრელო

შეხეთ ბეღურებს,
ლამობენ ვაზის მარცვლის აკენკვას,
თრთიან ვენახის მოლურჯო რტონი,
იქვე მზის დისკო,
მზესთან წევს ლომი
ზეაღმართული ძლიერი ტორით.
ძირს აფენია მაღალი ტაძრის
კედლების ჩერო,
და ბეღურები
ლამობენ ვაზის მარცვლის აკენკვას
შენ რომ დაგებნა,
ჩუქურთმისმჭრელო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიზმარი

ვიხილე გუშინ სიზმარში
სახლების ნაცვლად ქვაყრილი.

ამოღებული მიზანში
ქართლის დროშები დახრილი.

ვნახე ზესკნელი უხომლო,
ხე უფესვო და უფოთლო.

ყანა უხოხბოდ, უხომლოდ,
ხმელეთი უხალხ-უსოფლოდ.

ვნახე ტყე ძირში გამხმარი,
ცაცხვი ნაქცევი ხვიარად.

ომში დაყრილი ფარხმალი,
ქვის მღერა ომახიანად.

მიკვირდა მგლების წყალობა,
ჭიანჭველების გალობა.

ნაყოფით სავსე ხეხილი,
შუაზე გადახერხილი.

ვნახე გაქცეულ-განდევნილთ
არც ერთს არ ყავდა თავდები.

გავცქერდი არეს, ნაოხარს
და ვერ გამეგო რა მოხდა.

ვიდექი ბნელში წყალგაღმა
და გავბღაოდი ხმამაღლა.

* * *
მუხა მოკვდება ზეზედა
არწივებს ისხამს მხრებზედა,
რაგინდ ვიცხოვროთ ხერხზედა
ყველას სიკვდილი ხერხდება.

მედეა კახიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
(....რარიგ კარგია, სამშობლოვ,)
გალაკტიონ ტაბიძე

რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

ორ ზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...


ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
(ამ ოდესმე მხიარულ...)
გალაკტიონ ტაბიძე

ამ ოდესმე მხიარული

გზით უყვარდათ სიარული;

აწ გზა მიტოვებულია,

როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი

ამოა და სასურველი:

ძველი პური, ძველი ღვინო,

ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა

და სიმღერა, მაგრამ უფრო

მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო

და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,

მომაწოდე შენი ხელი,

მიყვარს ყველაფერი სადა,

მიყვარს ყველაფერი ძველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ ციციკორე გოგონია მიხარია პოეზია რომ გესმის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნეტავ მალე მივახწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ

საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...

ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,

მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ იხსნი და ხმაურობ,გღვიძავს

საქართველოს სევდიანო მიწავ.

ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,

ნეტავ მალე მიახწევდე მიზანს!..

გალაკტიონი

მადლობა კომპლიმენტისთვის ბებიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხელოვნება

ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.


გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Mar 2010
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
დეკორაცია იცვლებოდა
შუქი ქრებოდა.....
დადგმული დრამის
დრამატული წუთი დგებოდა...
მთავარი გმირი სიყვარულის
გამო კვდებოდა........
დარბაზში ტაში გრიალებდა აღარ წყდებოდა......
და ყველა გმირის გამოდგომას ელოდებოდა,
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა რომ......
ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა....
და რომ სცენაზე მსახიობი..
მართლა კვდებოდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Mar 2010
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
გოია ხატავდა შემოსილ მარიას,
შიშველი მახა კი ბოლეროს ცეკვავდა...
მახა ვნებიანი, ლამაზი ქალია,
მხატვარი ტილოზე შეხებას ბედავდა...

ხანძარი გაჩნდა და მეხანძრე არ იყო!
როლები გაცვალეს ფუნჯმა და ნატურამ-
-ქალმა სიყვარულის დახატვა დაიწყო,
გოია მიხვდა და... დაუთმო კაცურად!

შენს წინ შემოსილი შიშველი ვვარდები
და ჩემი პარტია მე უკვე ვიცეკვე,
რიტმს ფეხს აუწყობენ მაისის ავდრები,
მახა კი ღიმილით შემიქებს სიცელქეს...

შემოსილს შიშველი სულისა მრცხვენია
და თუ ჩემს დახატვას შენ მაინც არ იშლი,
მე გადმოვიბირებ მაგ ამაყ გენიას
და სველ პალიტრაზე ბნელ ფერებს წაგიშლი!

არ ვიცი რა მქვია-მახა თუ მარია,
ჟამ-კარი ამებნა და ვეღარ მიშველი!
ტილოზე გოიას ფერმკრთალი ქალია-
-ვნებით შემოსილი და სულით შიშველი...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი