kroll წერს:
სადააა სიყვარული არი აქ სადმე?
დიდი ბოდიში კროლ, მაგრამ შენ თუ ამ ჩანახატში, უფრო სწორად ზემოთ მოყვანილ ჩანახატში სიყვარული ვერ დაგანახე, ალბათ იმიტომ რომ ჯერ ჭეშმარიტი სიყვარული არ გწვევია და ვიდრე ეს მოხდება გიჯობს, (არ გეწყინოს რააააააააააა) კომპიუტერული თამაშები ითამაშო, რადგან უფრო ადვილი გასაგებია.

ამავე პოეტი ქალის კიდევ ერთ ლექსს დავწერ იქნებ ეს მაინც მოგეწონოს, მთელ საქართველოს მოსწონს და............
ვისაც სიყვარული შეუძლია
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს,
გაუმარჯოს
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა
მაინც სიყვარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია.
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეიძლია.
ვისაც უხარია ყველაფერი
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი სამშობლოს ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია.
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისაც სიყვარული შეუძლია!
