ყველას მოგილოცავთ ოდის იუბილეს.
ჩვენს ციციას, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.
რაც შეეხება მამაილას, ეხლა ვესაუბრე კიდევ იმ ახალ კომპანიას, რომლის დაქვემდებარებაშიც გადავიდა მამაილა.
რას გეტყვით იცით?
როდემდე უნდა ვიყვეთ ქართველები, ასეთი მოუწესრიგებლები?
გაგზავნილი აქვს "ვიღაცას" / ვიღაცა უკვე იცით ვინც არის/ მოთხოვნა, რომ ეს საითი უნდა იყვეს სხვა კომპანიის "ქვეშ".
მეუბნებიან შენი არისო/ანუ შენს სახელზეა გაფორმებული/, მაგრამ ვერაო, იმ თავიდანვე არეულ-დარეული იყო ყველაფერი.
მიჭირს ძალიან იმის თქმა, რასაც ვფიქრობ.
არადა, ყველამ იცით, რატომაც წამოვიკიდე ამხელა "შარი".
ეხლა, ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ.
კიდევ კარგი მოვიფიქრე იმდენი, რომ საითის კოპია გაეკეთებინა ჩემს მეგობარს ადრე.
თუ რომელიმეს დაგჭირდებათ თქვენი პირადი გვერდების კოპიები, ვთხოვ და გადმოგიგზავნით.
ყველაფერი შენახული მაქვს, მაგრამ საითი არ იხსნება.
სიკეთე მოგცეთ ღმერთმა.
P.S. წავედი, "ვუშველო" ჩემს კრედით კარტას.
გიორგი,შეეშვი "ვიღაც"_ის ძებნას.მალე,ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი და დაიდება მამაილას ფორუმზე.შემეხმიანე,რაღაც სიახლე მაქვს.
