როგორა ხართ მონატრებულებო?

გუშინ გარეკა copy-paste-მა, აწი აღარ დავდებ არაფერს, სანამ არ გასწორდება საითი.
ჩვენი რაგბისტების ვიდეოს დადება მინდოდა, მაგრამ "რეები" ამოყარა, ნახეთ ალბათ.
"ჩემო გენაცვალე"-ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა სკაიპზე, რისთვისაც მე ვთვლი ჩემს თავს "დამნაშავედ".
მენატრები და ბოდიში.

"ჩასახრამუნებელო"- როდემდე უნდა იყვე "ენგრეთი" ტკბილი ჰააა?

ტარტო, ეხლა კაი ტარტალეტკას გეახლებოდი თავის ცივ შამპანურთან ერთად, ისიც თქვენთან ერთად, ყველა ჩემს ინტერნეტით გაცნობილ ქართველთან ერთად, სადმე წყნარ ადგილას, სადაც მზეა, სადაც სიხარული და სიცოცხლე უხარია ადამიანს.
ანუ, მესტუმრეთ აქა, არ მოგაწყენთ.
