მიყვარს - პირველ რიგში გ. და ქ. და მერე რასაც ქვია ოჯახი, ახლობლები და სამშობლო.
ვოცნებობ -დაბრუნებაზე, ჩემი შვილებისთვის ხელის შეხებაზე.
ვფიქრობ -სულ ვფიქრობ, ხმამაღლა თუ ვთქვი აღარ იქნება ფიქრი .
მძულს -საკუთარი თავის უსუსურობა, როდესაც ამას ვგრძნობ .
ვნანობ - ვერ აღმოვჩნდი ძლიერი და ბედისწერას მივეცი საშუალება გული ეტკინა ჩემთვის.
კმაყოფილი ვარ - დიდი გაჭირვების დროს ბოლო წუთს ღმერთი მიგზავნის-ხოლმე ხსნას
მენატრება -ყველაფერი ,რასაც ჩემი ცხოვრება ერქვა 10 წლის წინათ
მსურს -არ მქონდეს ხვალინდელი დღის შიში.
მაღიზიანებს - "ფუყე თავთავი".
ვგრძნობ -ტყუილს .
მეშინია - ღამე თბილისიდან დარეკილი ზარის.
ვიცი -არასოდეს ვიცხოვრებ ისე, რომ ჩემს შვილებს ჩემით რცხვენოდეთ .
არ ვიცი - ალბათ ძალიან ბევრი რამ.
შემიძლია - ბავშვობაში მამაჩემი მეტყოდა ხოლმე:საქმის არ შეგეშინდეს. თუ ადამიანის მიერ გაკეთებადია ნიშნავს, რომ შენც შეგიძლია. უბრალოდ ,შეიძლება სხვა საშუალებებით, სხვა ხანგრძლივობით და განსხვავებული წარმატებითო.
არ შემიძლია -უსინდისობა და სინდისის ქეჯნის გაძლება.
ვმეგობრობ -გულწრფელ ადამიანებთან. და თუ კიდევ ეს ადამიანი ჭკვიანია-დიდი ბედნიერებაა.
ვაპატიებ -რამოდენიმე ადამიანს-ყველაფერს. დანარჩენების მიმართ-ჩემი პრინციპები მაქვს.
ვტირი -ძალიან მტირალა ვიყავი, მაგრამ გამოვსწორდი.
ვიცინი - თავს ვერ ვიკავებ თვითდაჯერებულ სიბრიყვეზე.
ვეძებ- რასაც ვეძებ, ვიცი სად ვიპოვო, მაგრამ ჯერ ამის უფლება არ მაქვს.
ღირსი ვარ-ალბათ იმისი, რაც მარგუნა ცხოვრებამ.
ვკარგავ-დავკარგე ვინც და რაც დასაკარგი იყო.ვწუხვარ მხოლოდ იმაზე, რომ ეს პროცესი მტკივნეული იყო, თორემ დასაკარგი უნდა დროზე დაიკარგოს.
მშურს - მხოლოდ მათი, ვისაც შვილის დაბადების დღე შვილის გარეშე არ გაუტარებია.
ვემალები - შურიანებს და ბოროტებს.
ვემტერები - ყველას, ვინც ჩემს სიწმინდეებს შეეხება.
მაინტერესებს-კაცობრიობის ნააზრევი, რაც/ძალიან ბევრი/ მე არ ვიცი.
არ მაინტერესებს - ვინ ვისი საყვარელია, ვინ რამდენჯერ გაშორდა და იქორწინა, ვის რა ქონება აქვს და მსგავსი სისულელეები.
მახსოვს -ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ.
მრცხვენია - ჩემთვის შევინახავ საიდუმლოდ.
უარვყოფ - სიკვდილს,იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ქ. და გ.-ს
ვავადმყოფობ -ალბათ სერიოზული არაფერი მჭირს, თორემ დიდი ხანია სიკვდილის უარყოფა ვერ მიშველიდა.
ვმალავ -თუ ვთქვი დამალული აღარ იქნება......
ვინახავ -ყველაფერს ,რაც შეიძლება ხვალ გამომადგეს. როცა კი გადამიგდია-მალე დამჭირვებია. შენახულები კი წლების განმავლობაში ისე მდებია.
მწამს -ღმერთის და ჩემი არჩევანის სისწორის.
მიკვირს - ბრიყვი, უვიცი და პრიმიტიული ადამიანების სიმრავლე, მაშინ ,როდესაც ამდენი საშუალება არსებობს და ადამიანს ღმერთისგან ბოძებული გაქვს უნარი .
მიხარია - როცა, ვინც მიყვარს ჩემზე კარგად არის. თუ არაფეს წამადგებიან, მათზე დარდი მაინც არ შემაწუხებს./ეს ჩემი ერთერთი ძალიან პატივსაცემი ადამიანის ცხოვრების დევიზი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე/.
ვჭორაობ - რაც არ შემიძლია ადამიანს პირდაპირ ვუთხრა, არ ვიტყვი ზურგს უკან. ანუ არ ვჭორაობ.
ვდარდობ - ჩემს შვილებზე და მათ სამშობლოზე.
ვამაყობ -ბევრი რამით და ეს მხოლოდ ჩემია.
ვაკეთებ - რაც სწორად მიმაჩნია.
ვეფერები -

სიზმარში შვილებს.
მსიამოვნებს -:) რომ, სიზმარში მაინც შემიძლია მოვეფერო შვილებს.
მესიზმრება -

რომ ვეფერები შვილებს.
ვეხმარები -ვისაც ჩემი დახმარება უნდა .
ვეწევი - "ჭაპანს " სიხარულით და სიგარეტს.
მწყინს - უსინდისობა, ღალატი,დაუნდობლობა.
ვხარჯავ - ჩემს გრძნობებს, დღეებს და ფულებს. ანუ ყველაფერს რაც დასახარჯია.
ვღალატობ -არა მგონია...
ვკამათობ -საკუთარ თავთან.
ვუხეშობ -ვერ ვიტან თავხედებს.
ვუსმენ - ჭკვიანებს.
ვყოყმანობ - ზოგჯერ.
ვკითხულობ -არ მაინტერესებს ყვითელი პრესა, მაინტერესებს სამიცნირო-პოპულარული ლიტერატურა და მოაზროვნე ავტორები.
ვამზადებ -არც არაფერს
ვუყურებ - მიყვარს სერიოზული კინო , რომელიც სეანსის დამთავრებისას არ მთავრდება ჩემთვის.
ვკლავ -დროს და ტკივილს.
ვაფუჭებ - .....
ვცხოვრობ -მარტო
ვცემ - ცხოვრების ბოლთას.
ვყვირი -თუ ხმა მაქვს და მარტო ვარ. სტრესისგან მანთავისუფლებს.
ვმღერი - ჩუმად. სამწუხაროდ ხმა აღარ მაქვს.
ვასრულებ - მოვალეობებს.
დავდივარ -ორ ნაბიჯს-წინ, ერთ ნაბიჯს უკან.
ვმკურნალობ -შეგუაებას.
ვერიდები -ბრიყვებს.
ვთამაშობ -ბედისწერასთან და დიდი იმედი მაქვს არ გამიწყრება.
ვიტყუები -იშვიათად, თუ ვიცი, რომ ".......ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".
ვეთაყვანები -ჩემს შვილებს.
ვგიჟდები -ჩემს შვილებზე.
ვაგროვებ - საინტერესო ნააზრევს.
ვიხდი -დანახარჯს.
ვეჭვიანობ -ა რ ა ს ო დ ე ს. მიმაჩნია დიდ სიბრიყვედ.
"ვკაიფობ" -ცოტა სერიოზული ვარ იმისთვის, რო "ვიკაიფო' რამეზე ან ვინმეზე.
ვიზიდავ -არ ვიცი, მოზიდულები არ მეუბნებიან მომიზიდეო.
ვალამაზებ -ლამაზი უკვე საწყისშია ლამაზი და ვეღარაფერს შეჰმატებ.გამახსენდა ეგზიუპერის სიტყვები:"სრულყოფილი ის კი არ არის რასაც აღარაფრის დამატება უნდა, არამედ ის, რასაც ვეღარაფერს მოაკლებ".=fiqri=
