მაიიიიი..ახლა ვპასუხობ შენს პასუხებს.
და შიგადაშიგ მეც გავცემ პასუხებს.
მიყვარს - სიგიჟემდე ჩემი შვილი-[გეთანხმები,მეც დედა ვარ და მესმის შენი.]
ვოცნებობ - მქონდეს ბევრი ფული,რომ ყველა გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარო -[ღმერთმა გისმინოს! ჩემი ოცნებაც ეგაა]

ვფიქრობ - ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, უკვე ტვინი მაქვს ადუღებული -[ცოტა იფიქრე და ბევრი აკეთე

ისე,ხანდახან , ნაცრისფერ ხვეულებსაც ჭირდება გავარჯიშება ,ოღონდ ტვინის ადუღებამდე არა!]

მძულს - მოღალატე ადამიანი-[მეც შენთან ვარ!]
ვნანობ - რომ საქართველოდან წამოვედი-[რომ არ წამოსულიყავი,ხომ ვერ ისწავლიდი კატალონიურ ენას?

და ჩვენც ხომ ვერ გაგვიცნობდი? (აქ ენის გამოყოფის სმაილი)]

კმაყოფილი ვარ - რომ ქართველი ვარ!-[ქართველობა ღმერთის საჩუქარია,ოლა ქართველებს!!!]
მენატრება - საშინლად მენატრება ჩემი ძმაკაცი,რომელიც 16 წლის წინ გარდაიცვალა-[ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული..]
მსურს - ამ წუთას შოკოლადი -[შოკოლადი ხშირად მიირთვი და თან შავი,არ ასუქებს და სახის კანსაც უხდება]

მაღიზიანებს - კატალონიური ენა-[ოოო...გადადი ბასკებში მაშინ,უფრო უკეთესები არიან და არ არიან ძუნწები-ო.ასე გამიგია]

ვგრძნობ - წინასწარ თითქმის ყველაფერს -[აი ეგ, ღვთის ნაბოძი ქარიზმაა]

მეშინია - ბოროტი ადამიანის-[მე მეცოდება უფრო მასეთი ადამიანი]
ვიცი - მანქანის ტარება (რასაც ცოდნა ქვია) და საერთოდ მანქანა შემწვარ-მოხარშულ-მოხრაკული

:" title="Laughing" /> -[ოჰოოო...შენ საბურავის გამოცვლაც გეცოდინება]

არ ვიცი - ჭდრაკის თამაში და არც მაინტერესებს -[არც მე! ნებისყოფა არ მაქვს .ნარდი მირჩევნია]

შემიძლია - ყველაფერი გავაკეთო ჩემი შვილისთვის -[ბედნიერია ნათია,ასეთი დედა რომ ყავს.ბრავო!]
არ შემიძლია - ლოკოკინების და ეგეთი საზიზღრობების ჭამა-[ლოკოკინების გარდა ვგიჟდები ზღვის პროდუქტებზე]
ვმეგობრობ - ბავშვობიდან მყავს ყველა მეგობარი,რომლებიც ძალიან მიყვარს-[ბრავო! კიდევ ერთხელ!]
ვაპატიებ - ყველაფრის პატიება შემიძლია,ღალატის გარდა-[მეც ზუსტად მასე ვარ!]
ვტირი - როცა გულს მტკენენ უმიზეზოდ -[მარტო საყვარელი ადამიანებისგან]
ვიცინი - ბევრს, სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს!

:" title="Laughing" /> -[სიცილი ნაოჭებსაც აჩენს]

ვეძებ - ყოველთვის გამოსავალს გამოუვალი მდგომარეობიდან -[ეგ ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ]
ღირსი ვარ - რაც მაქვს ალბათ იმისი ღირსი ვარ -[ხანდახან ცხოვრება უსამართლოა]
ვკარგავ - არაფერს არ ვკარგავ,ერთადერთხელ დავკარგე მობილური -[მე სულ ვკარგავ ამ ბოლო დროს ყველაფერს]

მშურს - თეთრი შურით მშურს შუმახერის-[ყველანაირი შური,-შურია და ეს ადამიანის ფისიოლოგიიან მოდის.ასე რომ თეთრი შური ჯობია.მაგრამ შუმახერის რა გშურს? ფერარი,კაცი რომ არის თუ ფინანსები?]
ვემალები - როცა მანქანით დავდივარ,პოლიციას (ესპანური მართვის მოწმობა არა მაქვს)-[გაფრთხილდი,ჯარიმა არ აიკიდო]

ვემტერები - არავის -[ეს კითხვა არ მომწონს]
მაინტერესებს - ყველაფერი იდუმალი-[ხოდა მოერიდე მისტიკურ ხალხს,მასონებს და მათნაირებს]

არ მაინტერესებს - უაზრო ლაპარაკი და უცხო ადამიანების ისტორიები, არასოდეს არ ვუსმენ-[ხანდახან,უცხო ადამიანების ისტორიებიდანაც შეიძლება რამე ისწავლოს ადამიანმა]
მახსოვს - თუ ოდესმე ვინმემ კარგი გამიკეთა -[ეგ კარგია. სიკეთის დაუნახავი ადამიანი ცოდოა]
მრცხვენია - ზოგიერთი უვარგისი ქართველის მაგივრად-[ეს დიდი განსახილველი თემაა და დავტოვებ უკომენტაროდ]
უარვყოფ - ბოროტებას-[საშინელებაა სიბოროტე]
ვავადმყოფობ - არა-[ღმერთმა კარგად გამყოფოს მუდამ]
ვმალავ - არაფერს, რომც მქონოდა, არ დავწერდი----

ვინახავ - ყველას საიდუმლოს-[საიდუმლო იმიტოა რომ უნდა შეინახო ,მაგრამ ზოგი ისეთია ამძიმებს ადამიანის სულს.}
მწამს - ღმერთის და სიკეთის-[გაიხარე]
მიკვირს - მარტო სასწაულების-[სადაა აბა ,სასწაულები? -იშვიათად მიკვირს.]
მიხარია - ჩემი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა და თუ მილიონს მოვიგებ, უეჭველი გამიხარდება

:" title="Laughing" /> -[ღმერთმა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გისმინოს]
-ვჭორაობ - ვერ ვიტან-[ყოჩაღ შენ!]

ვდარდობ - დედაჩემზე-[ჩახვალ ზაფხულში და ნახავ..]

ვამაყობ - ჩემი შვილით-[მიხარია!]
ვაკეთებ - ხშირად ვაკეთებ იმას,რაც სხვას სიამოვნებს-[უუ..ეგ ჩემ ხასიათში ღრმად ზის.

]
ვეფერები - ჩემს შვილს, უკვე დიდია,მაგრამ მაინც…-[შვილები მუდამ პატარები არიან ჩვენთვის ,. მე არ მაფერებინებს ,როცა მე მინდა.ხალხში რცხვენია]

მსიამოვნებს - ყურადღება-[ვის არ სიამოვნებს? თან ქალს..]

მესიზმრება - ფერადი სიზმრები გიჟივით-[მე, ფერადი ყოველთვის არა,ხან კოშმარები მესიზმრება ხოლმე]

ვეხმარები - ყველას ვეხმარებოდი,როცა შემეძლო,ეხლა მარტო მორალური დახმარება შემიძლია[გაიხარეე! ეგეც უკვე რაღაცაა]

<<<აქ შესვენებას გავაკეთებ,თორემ რაამბავი კითხვებია,თვალები დამეღალა.დანარჩენი ხვალ!>>>

მ ა ი კ ო ო ო ო ო..აბა შენ იცი,არ გამიბრაზუნდე,ზოგან _იუმორია და კარგადაც ვიხალისე, ამ ნაბახუსებზეე..

_____________________________________________________________________
ვეწევი - 17 წლიდან- - {საცოდავი ფილტვებიი..ე.ი 25 წლის სტაჟიანი მწეველი ხარ!}

მწყინს - როცა ადამიანი სიკეთეს არ დამიფასებს-[ეგ არაფერი,სიკეთე მალე ავიწყდებათ }

ვხარჯავ - არაფერს არ ვიჩერებ ჯიბეში-{შენც ჩემნაირი გამოუსწორებელი ყოფილხარ.ალერგიული ქაღალდზე.}

ვღალატობ - არასდროს! არავის!-{მასე გააგრძელე}

-
ვკამათობ - ხშირად- { გააჩნია ,საკამათო თემას}

ვუხეშობ - ვერ ვიტან უხეშ ადამიანებს--{ატანის რა გითხრა, მაგრამ არაა სასიამოვნო,თან შენი ახლობლისგან მაინც}
ვუსმენ - ჭკვიან ადამიანებს,მაგრამ მაინც ჩემებურად ვაკეთებ

:" title="Laughing" /> -{ეგ,კარგიც არის და ცუდიც,მაშინ რატომ უსმენ? ზრდილობისთვის?თუ მაინც ისე აკეტებ ,როგორც შენ გინდა?

}
ვყოყმანობ - თუ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გადასაწყვეტი-{მნიშვნელოვანს, დაფიქრება უფრო უნდა .ყოყმანი არ მიყვარს!}
ვკითხულობ - როცა დრო მაქვს-{მიყვარს ვისაც წიგნები აინტერესებს და საერთოდ კითხვა.ბრავო!}
ვამზადებ - უზარმაზარ და უგემრიელეს ტორტებს-{რომ ჩამოვალ.იმედია გამასინჯებ.ოო თან მარწყვის ტორტი თუ იქნება

}
ვუყურებ - Formula-1-ს ყოველთვის-{აი ,fani..მეც ვუყურებ ხოლმე მაგრამ ,როგორც შენ ისე ხშირად ვერა.აქაც ბრავო!}
ვკლავ - კოღოს და ბუზს და შემთხვევით ჭიანჭველას-{ჭიანჭველამ ,რაღა დაგიშავა? შემთხვევა არ ვიცი მე!

თუმცა, მე ,ვირთხაც მომიკლავს

}
ვაფუჭებ - ხანდახან კარტოფილი მეწვება

:" title="Laughing" />-{ნეტა რაზე ფიქრობ ხოლმე მაგ დროს ..ლოკოკინებზე?

}
ვცხოვრობ - ბარსელონაში და აღარ მინდაააააააა!!!

-{ჩამოდით ათენში}

ვცემ - დიდი სიამოვნებით ვცემდი პუტინს

-{დაგავიწყდა ,რომ კარატისტია და შავი ქამრის მფლობელი? გადაიფიქრე როგორმე:-D }
ვყვირი - როცა გაბრაზებული ვარ,ბოლო ხმაზე-{ნეტა მაშინ მანახა დვალის ქალი}
ვმღერი - ვმღეროდი და თანაც ძალიან კარგად ( ჩაბარდა ისტორიას)-{რატო,კაცო ,ისტორიას? აუ,სკაიპში მაინც მომასმენინე ერთხელ მაინც რაა? ასე მგონია,გიტარაზეც უკრავ..}

ვასრულებ - ჩემი შვილის თხოვნებს-{ეგ კითხვა რამდენჯერ არის? და პასუხიც იგივეა}

დავდივარ - არავის ჭკუაზე არ დავდივარ-{მოკლედ 21-საუკუნის ქალი ხარ და მომწონს. ,მაგრამ ქართველებს სისხლში რა იყო და ტვინში გვაქვს მაინც კომპლექსი მეტნაკლებად.}

ვმკურნალობ - მარტოობას-{ როგორ? მეც მასწავლე რააა}

ვერიდები - კონფლიქტებს-{კარგადაც იქცევი}

ვთამაშობ - გიჟობანას, როცა საჭიროა-{ეგ კარგი იყო.მომეწონა და გამეცინა}

ვიტყუები - მხოლოდ სასიკეთოდ,ანუ როცა ტყუილით კეთილ საქმეს ვაკეთებ-{დუტ შენაა

}
ვეთაყვანები - ყველა პროფესიონალ ადამიანს_{არ მიყვარს ეგ სიტყვა.მაგრამ ,მაინც.. მე მარტო ღმერთს ვეთაყვანები.}
ვგიჟდები - შუმახერზე_{გასაგებია.შენმა მეუღლემ იცის??

}
ვაგროვებ - ბავშვობაში შეყვარებული ვიყავი ალენ დელონზე და სურათებს ვაგროვებდი-{მეც .და დღემდე ვაგროვებ სვაროვსკის სათამაშოებს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ სუვენირებს.}

ვალამაზებ - ყველაფერს,რაც შემიძლია
მართალია ხან მაბრაზუნებ ხოლმე და ხან მეც,მაგრამ, ამით არ იცვლება ჩემი სიმპატია და კეთილი განწყობა შენს მიმართ}
უჰ! ეხლა მართლა დავიღალე!(ღამის 2 საათია) და აქ დავამთავრე.