მახუნია

კარგია ,რომ მიხვედი ექიმთან და გაიკეთე -აქტინოგრაფია.
რაც მალე დაიწყებ მკურნალობას უკეთესია.
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ..

ეხლა ვდებ პატარა სტატიას და წაიკითხე.
თურმე ბევრი ყავის სმა და მოწევაც მოქმედებს ამ დაავადებაზე,რაც არ შემიძლია არ ვთქვა,რომ უმოძრაობა არ გქონია,როგორც სტატიაშია მოყვანილი.
იქნებ ,ეხლა მაინც დაანებო თავი მოწევას ცოტა ხნით, ან შეამცირო მოწევა.
____________________________________________________________________
ოსტეოპოროზის განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს:
•სუფრის მარილისა და ყავის ინტენსიური მოხმარება (ძლიერდება შარდთან ერთად კალციუმის ორგანიზმიდან გამოყოფა);
•შემწვარ-მოხრაკულის უხვი მირთმევა (ასეთ კერძებში უხვად არის სახეცვლილი, დაჟანგული ცხიმები, ექსტრაქტული ნივთიერებები);
•ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება და თამბაქოს წევა (ორივე ეს ფაქტორი აქვეითებს ნაწლავებში კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას);
•შიმშილობა და ვეგეტარიანული (მცენარეული) დიეტა;
ფოსფატების (კოკა-კოლასა და სხვა ამგვარი სასმელების) უხვი მიღება.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის, რაც ძვლოვანი ქსოვილის მინერალური ცვლის უზრუნველყოფას გულისხმობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ, ადეკვატურ კვებას. კვების რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს ცილებისა და ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილებას, მდიდარი იყოს შეუცვლელი ამინომჟავებით, ვიტამინებითა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. საკვების ინგრედიენტებს შორის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და სტრუქტურულ-ფუნქციური სიჯანსაღისთვის უმთავრესი კალციუმია, ამიტომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია რაციონის გამდიდრება კალციუმითა და D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტებით (ასეთია ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, ორაგული, სარდინი, კამბალა, შვრია, პარკოსნები, რძის ნაწარმი, ჩირი). გარდა ამისა, რაციონში უნდა ჩავრთოთ ხახვი, ნიორი, კვერცხი და გოგირდის შემცველი სხვა სურსათი - ამ ელემენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებისთვის.
რა უნდა გახსოვდეთ:
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და რეგულარული ვარჯიში ნებისმიერ ასაკში აჯანსაღებს ძვალსა-ხსროვან სისტემას და უზრუნველყოფს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ორგანიზმზე სხვა მხრივაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს: ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შინა-განი ორგანოების პათოლოგიათა რისკს, ზრდის ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მასასა და ხარისხს, აუმჯობესებს მოძრაობათა კოორდინაციასა და მოქნილობას. ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფორმი-რებისა და განახლებისთვის უმთავრესი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობაა, ამიტომაც გვირჩევენ სპე-ციალისტები:
•ფეხით სიარულს;
•სათანადო ვარჯიშების შესრულებას;
•ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და უმოძრაობასთან ბრძოლას.
მკურნალი.გე
თინათინ გოცაძე.