↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მხოლოდ ჩვენთან,საქართველოში....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 46 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
...მხოლოდ საქართველოს მიწას აქვს ინ ანდამატი ის მაგნიტური მიმზიდველობა რაც ჰაერივით მჭირდება. დროგამოშვებით მაინც უნდა დავდგა საქართველოს მიწაზე ფეხი რომ სიცოცხლე გავიგრძელო და სხვაგან სუნთქვა შევძლო!

...მხოლოდ საქართველოდან მომაქვს აუწერელი რაოდენობის სიყვარული და სითბო რასაც სხვა ქვეყანაში ვერ ვპოულობ და მთელი თვეები მყოფნის საგზლად!

...მხოლოდ საქართველოში თუ მოეფერება პატარა ბავშვს გულიანად უცნობი, თითქოს დიდიხნის უნახავი შთამომავალი დაენახოს.

...მხოლოდ საქართველოში აქვთ ქალის იას საოცრად გამაბრუებელი ღვათაებრივი სურნელი.

....არ ვიცი ერეკლე კრწანისთან რომელმა გაყიდა,
მაგრამ გამყიდველი ვიცი იქნებოდა აკცნიდან.
ოღონდ, ჩვენ ვიცოდით ვინ იყო შალვა და ბიძინა,
ვისი სახელებიც მრავალ წელს გვეყოფა ღვიძილად.
მათი თავდადება ლიბოდ ძევს სანამდე ახმეტას,
ვიდრე ერთ ქართველს, ქართველი ერქმევა სახელად,
...სიმტკიცის თესლი და რწმენის ხე არასდროს გახმება!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 46 posts ] 
მხოლოდ ჩვენთან,საქართველოში....
დესპანი