შემოგხედე დაგინახე დავდნი ღორი ქონივითა.
ეძღვნება ციცის
სველ მატიტელებზე მოვრბივარ,
გავთელე გვირილა ნაქვიმი,
მე დამარცხებული გნოლი ვარ,
შენ გამარჯვებული არწივი.
გეძახის უძირო ოცნება,
შენს წინ მსურს მუხლებზე დავეშვა,
კერპი ხარ, მოვსულვარ მლოცველად,
და გულში ვიხუტებ კაეშანს.
ვფართხალენ იჭვების ფაცერში,
ჩემს უმწეობაზე ვბრაზდები,
გზას გულისფანცქალით გავცქერი
და არ მსურს ვიწამო სხვა გზები.
მოდიხარ ცხენდაცხენ ნავარდით.
არ მინდა გახედვა არსაით
მსურს ტოროლასავით ავარდე
და შენს გულს შევაწყდე ცასავით.
გულამოვარდნილი მორბიხარ,
გათელე გზაწვრილი ნაწვიმი,
მე -განარჯვებული გნოლი ვარ,
შენ დამარცხებული არწივი.
მ. კახიძე

ამის პატრონმა ერეკლე მეფე გაიხსენოს.