ჩემი ნატვრა კი იყო და შენ შემისრულე ციციკორე მაგრამ რას მერჩოდი ასე რომ მაბღავლე. მიუხედავად იმისა რომ მიუნხენში ვიყავი ერისიონის კონცერტზე ჩემს ქალიშვილთან და სიძესთან ერთად და იქიდან ფრთენშესხმული წამოვედით, მაინც სულს შემიძრავს ხოლმე ქართული ჰანგები და სხეულის უკანალკნელ უჯრედს დაივლის ხოლმე ჟრჟოლვა. დიიიიიიიიიიიიდი მადლობა სურვილის შესტულებისთვის ჩემო ნატვრისთვალო ციცუნია გოგო. ბევრზე ბევრი პაჩები შენ ბებოსგან.

ეხლა შენი ნასურვები სასიყვარულო ლექსი
* * *
ქალი, აბა რა ქალია,
თუ სახლში დაჯდა მოცლილი
და მაინც არა სცალია,
თუნდაც ერთ კაცზე ლოცვისთვის.
ქალი ღცთის ნახელავია,
ქალს სინარნარე უხდება,
მაშინ აბა რა ქალია,
თუ სიტყვა დასცდა უკმეხად.
ან თუ სიყვარულ ნასვამი
არ შემოგცინებს კეკლუცად
და ღამის ფარვანასავით,
კოცონზე ფრთებს არ შეტრუსავს.
ქალს სიყვარული უხდება,
გულია მისი საწყაო,
ქალს გულის ფესვი უხმება,
ვინც უყვარს ის თუ არ წყალობს.
ქალი ფრთებს წამსვე დაკეცავს,
თუ ვინმე უარს შებედავს,
ქალის გულს სულის შებერვა,
ჭირდება როგორც ნაკვერჩხალს.
ქალი თავს თუ არ გაწონებს,
მაცდურად თუ არ შეგხედავს,
ბედს არ შეაგდებს სასწორზე
შენი გულისთვის ერთხელაც.
ქალი, აბა რა ქალია,
მკლავებში თუ არ აკვნესდა,
კოცნისთვის თუ არ სცალია,
არ იკეკლუცა სარკესთან
სიყვარულს თუ არ იმეტებს,
გული ჩიტივით ფოფინა,
შეყვარებული ვინმეზე
თუ ერთხელაც არ ყოფილა!
მედეა კახიძე
ეეეეეეეეეეეხლა ნატვრააააააააა

ამის პატრონმა დამიწეროს დაწვრილებით ქართული კაბის და ჩოხა-ახალუხის აღწერილობა.
მაგ. ჩიხტიკოპი, შუბლის ქინძისთავი და ა.შ.