kroll წერს:
ბებოოოოოოოოო შეყვარებული ვარ ბეეეეეე ბე რამაგარია სიყვარული რაააა ვაიმეეეე
რა ბედნიერებაა კროლ რომ შეყვარებული ხარ. ასეც დარჩენილიყავი მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. არ გამოგნელებოდეს სიყვარულის ცეცხლი. ხომ იცი სიყვარულის ნაკვერჩხალს სულ გამუდმებით უნდა სულის შებერვა რომ არ ჩაქრეს და არ ჩანახშირდეს. აბა შენ იცი როგორ გააღვივებ, იმედია ცალმხრივი სიყვარულით არ იბნიდები ჩემო კარგო. აბა მიდი ბებოს მეტო მოიყევი გაუბედე გულის ხვაშიადის გამჟღავნება იოქნებ რაიმე სალბუნიც გასწავლო. გამოცდილება მაინც გამოცდილებაა და სიყვარულმა დაბერება არ იცის. შეიძლება 20 წლისასაც ისევე უყვარდეს როგორც 100 წლისას. აბა ველი შენს გამოხმაურებას.