↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
elchi წერს:
ციცია-ბოდიში, რომ დროულად ვერ გიპასუხე აქაც და youtube-ზეც.
natiku-იგივეს თქვენც გთხოვთ.

ვერ მომიხერხდა დროულად გამოხმაურება თქვენს წერილებზე და მაპატიეთ.
სამაგიეროდ, კიდევ დავდებ სხვა წერილებსაც.

ეხლა, ჩემი ოჯახური "ტრაგი-კომედია"უნდა მოგიყვეთ./ესეც სიმართლეა./

2 წლის წინ,სახლში შემოვდივარ და ჩემი "გოგოები",/ მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს./ გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო,ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.

კინაღამ ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი./უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოყავს./

ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლეს-თქო.

შემიყვანა თავის საძინებელში.
გალია უდგიათ.
ვიფიქრე,ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტი-თქო.

გეგონოთ.

თაგვი. ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწვო./ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს./
ეხლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ.

მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან.

ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ,ისეთი სუნი დააყენა საძინებელში,მერე ჩემი ღრიალისა/მაგარი დოღრიალა ვარ/ და იმ სუნის გადამკიდე,ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო არსება, სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.

დღე-დღეს მისდევდა, ვკითხე მეუღლეს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი.
-2 წელს დაახლოებითო.
თანაც "უშვილებიათ", ცხოველების მაღაზიიდან.
ვეკითხები,-რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი?
-კი, დაახლოებით 6 თვისა იყოო.

დავიწყე დღეების ათვლა.
ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს "ხორველა" მოვაშორო აქაურობას-თქო.

სულ ფხაკუნობდა რა.
პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი.
თანაც "ფრენკი" დაარქვეს.
მაგარია არა, კაცი წამოსული ამ სიშორეზე, ელეთ-მელეთი მოგდის შენ ქვეყანაზე და ხალხზე,ამ დროს კიდე თაგვი გყავს სახლში,"ოფიციალური რეზიდენტი".

ერთი წელი რო გავიდა, დაუწყე ხვეწნა-მუდარა, მოდი რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად, თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი.

არა.იყო პასუხი.
ერთხელაც, ქალაქ გარეთ ვმუშაობდი.
მუშებმა ატეხეს ყვირილი, გველი დაუნახავთ.

მევ მეტი რა მინდოდა ოოო.
გავარდი და დავიჭირე.
გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს,სახლში რომ დავბრუნდი, ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე.

მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით დილა, რაც მეორე დილით ჩვენ სახლში იყო.

სამი დღე, ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ.
ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ,ხომ მოიყვანეთ-თქო, ეს კიდევ ჩემი "საყვარელი" ცხოველია-მეთქი.

ეჰჰჰ, იძულებული გავხდი,ისევ გამეშვა.
/ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდ-თქო, რო დაინახეს,ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა./

ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ.

გუშინ "ფრენკი" დაიბრიდა სიბერით.
მიაბარეს მიწას და ორი დღეა "ტრაურში" არიან.

ეხლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყაავთ "ელჩი".

რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა, ჰუი-ტა-ტატა-ტააა.

ძლივს არ მოვისვენე კაცოოოო.
ეს შენი ამბავი აქ ფორუმზე უკვე დადე და წაკითხული გვაქვს!! მაგრამ ყველა ასე თავმოყრილი უკეთესია!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ნათი-ნათი, იმდენს მოვაყრი კიდე რო გავავსებ აქაურობასა. მაააშ. =ifif

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მოგონებები არ მასვენებს, მეათე წელია მე "აქაური" სიზმარი არ მინახავს.
"სიზმარა" არა ვარ, უბრალოდ, ბევრს ვფიქრობ და ალბათ იმიტომაც ვხედავ "იქაურობას", თითქმის ყოველ ღამე.
ყოფილა შემთხვევა, გამღვიძებია და ნაბახუსევის შეგრძნება მაქვს.
გამიხსენებია წინა დღე და წვეთი სასმელი არა მქონია დალეული.
მერე "სიზმრების მინისტრთანაც" მიმიკითხავს და თურმე მთელი ღამე, ჩემს მონატრებულ მეგობრებთან ვყოფილვარ.
გვიქეიფია, გვიმღერია, თურმე ცეკვაც შეგვძლებია, მერე გაგვიცილებია, შედარებით ძლიერ ნასვამები სახლებში და ბოლოს ორ დარჩენილ ძმას, ძმობის და ქვეყნის სიყვარულის სადღეგრძელო დაგვილევია.

ამბობენ, ყველაფერს საზღვარი აქვსო.
მონატრებას, არა ჰქონია.

გავიხსენებ ერთ ლამაზ ეპიზოდს, ჩემი ცხოვრებიდან.

90-იანი წლებია.
აფხაზეთი, განადგურებული და დანგრეული ქართველებთან ერთად.
ბევრი ხალხი მოაწყდა დედაქალაქს.
აფხაზეთის ლტოლვილებს, სამეგრელოს სასაზღვრო რაიონებიდან დაემატა ბევრი ქართველი, რაჭიდან, სვანეთიდან, იმერეთის მაღალ-მთიანმა მოსახლეობამაც დინება დაიწყო თბილისისკენ.
დაიცალა ტყვარჩელი, ჭიათურას გაუჭირდა ძალიან, ტყიბული გაჩერდა, ზესტაფონი უფუნქციოდ დარჩა, ქუთაისს, გაღიმებული ხალხი მოაკლდა, ვეღარ ოხუნჯობდნენ, საფიქრალმა, მაქსიმუმს მიაღწია, ბოლოს, ბევრი ქუთაისელი ჩამოვიდა დედაქალაქში.
ქვეყანა, გაწყდა წელში.
სვანეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, რაჭა-ლეჩხუმთან ერთად შიმშილობდა.
სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მთიულეთი, კახეთშიც უკვე, ხალხმა დაიგმინა და გაჭირვებისაგან, სახლების დატოვება დაიწყეს.
მიატოვეს მამაპაპისეული და ქალაქს ჩამოვიდნენ.
ქართლზე, ხომ აღარ ვიტყვი არაფერს.

მოკლედ, "გაგვიჩალიჩეს" ძაან მაგრა.
და იცით რატომ?
მაგარი ჭკვიანები, რომ გვგონია ჩვენი თავები, იმიტომ.

გადავალ, ცოტა, შედარებით გასართობ "ნოტაზე".

"კოლორიტი" ყველა ქალაქს ყავს და თბილისშიც არ გველევა "ამ ნიჭით" დაჯილდოვებული ადამიანები.
ბავშვობის მეგობარი მყავს, რამაზა ჰქვია/რამაზი-ს ვერასდროს დაუძახებ./
ეგ "ბიჭი", მოწყენილი და დაღვრემილი, არასოდეს მინახავს.
სუ იღრიჯება.

დილაა, დაახლოებით 7 საათი იქნება.
"გავრბივარ" მანქანით საქმეზე, ამ დროს რამაზას სახლის წინ, ბირჟა უკვე მუშაობს.
გამოსულა ეს ტარტაროზი და "ლექციებსა" კითხულობს.
ეგ, როცა ბირჟაზე იდგა, სხვა ვერ ილაპარაკებდა./ნუ, სტილი ჰქონდა გამანადგურებელი/
დამინახეს, ხელი ამიწიეს, მეც აუწიე ხელი, მაგრამ სხვა გზა არ "დამიტოვეს", ისეთი ფინთი სახეებით აპირებდნენ ჩემს იმ ქუჩაზე გავლას და გატარებას, გადავწყვიტე, გამეჩერებინა და "გადამეკოცნა" ყველა იქ მყოფი.
/ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი "სირობაა", ეს "ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" ყოველდღე თანაც./

ამას, რამაზას, "პარადი" მიყავს.
"სასტავი" უსმენს?
"სასტავზე" დეეცემიო, ენგრაე რა.

ესა კიდე, მაღალი ბიჭია, მამალივითა დგაას შუაში და "უბერამს".
ბირჟის დაუწერელი კანონია:- უნდა დადგე და უნდა იდგე.
"ჩავპროშნე" ზოგიერთები, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ტილები და "მანდალოჟკები" არ გადამედებოდა/მაშინ "კრუშკებით" იღებდნენ შხაპს ქართველების უმეტესობა/, დანარჩენებს მივესალმე "ჯიგრულად"/სიტყვა- ჯიგრულად, თურმე მე სხვანაირად ვიცოდი მანამდე, სანამ გრეჩო დიდი არ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი და ჯიგრების ყაურმა კიდევ/

მოკლედ, ხვდებით უკვე, რა სიტუაციაც არის.

იქვე, რამაზას სახლის გვერდზე, მანამდე ქარხანა იყო.
იქა, უამრავ ქართველ კომუნისტს შეუსრულებია გადაჭარბებით, ყოველთვიური გეგმა და თვიურიცა.
რო გაჭირდა, აუღიათ და "პროფილაქტიკა" გაუკეთებიათ, თავის "ვულკანიზაციით"
ამ "ვულკანიზაციის ბიუროში", ანუ მატარებლის ვაგონში, ერთი გაჭირვებული, ჭიათურიდან წამოსული ბიჭი ცხოვრობდა.
სახელად, დათო ერქვა.
იმდენად ალალი და მართალი იყო, იქ, გარშემო მცხოვრებმა და იმ "ბიუროს" ხშირმა კლიენტებმაც, შეიყვარეს ეს ალალ-მარალი კაცი.

აბა, სადა ჰქონდა იმას პირსაბანი და სავარცხელი?

რამაზას ყროყინზე გაეღვიძა და გამოვიდა "ბუტკიდან".
მოხდა ისე, რომ "ორატორი" ნამეტნავად არის როლებში შეჭრილი და ვერ შეამჩნია, თუ როგორ ამოუდგა გვერდში, პირღია დათო./რამაზას "ძიალოგებზე" აფრენდა, რომ იტყვიან და შესაბამისად, პირი ეღებოდა ხოლმე თავისდაუნებურად.

რამაზა უბერამს და ამოისუნთქა ერთი, გაიხედა "დაბლა" და დათო დაინახა.

მართლა ვერ წარმოიდგენთ, რა თქვა.

-რა იყო შე ჩემის თვრამეტიანო, ბალიში ხო არ აგიფეთქდაო?

დათოს რომ შევხედე, ანუ მის ქოჩორს, დავრწმუნდი, რომ რამაზა "გიჟი" არ არის და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავს.
დათოს თავი, გამომეტყველება, თვალები და ქოჩორის იმჟამინდელი მდგომარეობა, რომ მახსენდება, ეხლაც ვხალისობ, მართლა ბალიშ აფეთქებულსა გავდა.
რამაზას რეპლიკას, ხარხარი და ისტერიული სიცილი მოჰყვა.
მეც "ვიღრიჯებოდი".
მომიტრიალდა და მე მეუბნება:-რა "ნაპორით" ყროყინებო?./" ნაპორი"-რუსული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს jet stream-ს/

P.S. თუ არ გაიცინებთ, ღიმილი, ხომ მაინც მოგერევათ?
შეგარგოთ.

2008. სექტემბერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია.
მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭლით, ფეჩით და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც.
აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.

ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო.
/მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე./

პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს.
გამოვედი, რაღა დამაძინებდა.
მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა.
"შეშად", ძველ ფიცრებს ხმარობდა, "გრუზავიკი" ჰყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა".
ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.

დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ პლიტაზე, ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.

ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.

მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ.
კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა.
მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა./ვასო ერქვა ჩვენ "მაზოხისტს"/
გადავედი და ვეუბნები:- ვასო ძია, ორი ვედრა ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზეთქო.
-რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.

30-წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმუშავია.
აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა?
ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან.
გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ.

შუა ღამისას, განათდა ტვინი.
ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, კეპკა ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შეცვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე.

მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას.

გახსოვთ საკერავი მანქანა?
ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.

გამთენიისას, უკან დაუკიდე ლურსმანზე.
ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:-ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ.
თურმე დიდხანს უწვალია ქუდი, რომ დაეხურა.
4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა.
გადავედი და ვეკითხები:-ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავსთქო?
ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან.
-საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთთქო./სადმე წამსვლელი ვიყავიიი?/
-რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს.
-თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთთქო.
მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი.
დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი, ხმაურია და ძილის უკმარისობაო.
აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.

ბიჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება.
10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო.
მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან.

თვითონაც დაისვენა და ჩვენც.

საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ძალიან მაგარი ისტორიაა... ყოჩაღ, მოფიქრება არ უნდა მაგას?

მეც არ გამიჭირდეს რა.
ტყუილად კი არ დავამთავრე, ორი უმაღლესი ბირჟის აკადემია, ერთი თბილისის, მეორე კიდევ სოფლის.

ა, ბატონო, ფაქტებს ახლავე მოგაწვდით.

ადრეც დავწერე, სანფრანცისკოში რუსული რესტორნის მენეჯერად ვმუშაობდი, ორ წელზე მეტი.

ერთ ისტორიას მოგიყვებით.

ძირითადი მომხმარებელი ამ ადგილმდებარეობისა,იყო რუსი ებრაელი.

ჰოდა მოდიოდნენ,თვრებოდნენ,ცეკვავდ
ნენ,ტიროდნენ ,იცინოდნენ და მერე ვინ ვის ეხუტებოდა /მაგრათა რა/, ვინ იცის.

შუა ზაფხულია/იქა კიდენა, ვერ გაარკვევ, ზამთარია თუ ზაფხული/ სულ გრილა. მაგრა გრილა,ანუ ცივა რა.

400 კაცზე მეტი ეტეოდა დარბაზში.
ფანჯარასთან ორი დაქალი დამჯდარა და საუბრობს.
ერთსა დეკოლტე აცვია,მეორეს კიდენა შუბა./შუბიანს, ორი დღის წინ უყიდა ქმარმა ეს ჩემი ცოდვით სავსე ქურქი, ფასდაკლება იყო ზაფხულში და იაფად შეიძინეს./
ბეწვის ქურქი ჩვენებურად.

მთელი დარბაზის გასაგონად მეძახიან ორივენი.
ერთსა სცხელა,მეორეს კიდე სცივა.
გვიშველეო.
თავიდანვე, ადვილი გამოსავალი ვიპოვე.
შუბიანს ვეუბნები: გაიხადეთ და თქვენ მეგობარს ჩააცვით, სცივა მეთქი.
-თქვენს აღარ დაგცხებათ და იმასაც აღარ შესცივდება თქო.

არ გეტკინოთ არაფერი.
რო მეტაკნენ, შენზე მეტი ტვინი ჩვენა გვაქვსო.

ფიქრისგან ბოლი ამივიდა.
მაინც ვიპოვე გამოსავალი.

ერთს ვენტილიატორი დაუდგი, მეორეს გამათბობელი.

აი, ეგრე იჯდნენ მთელი საღამო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეხლა, "აკვალანგიან არაბზე" უნდა მოვყვე აქაური ისტორია.

მშენებელი კაცი ვარ.
ხან ვანგრევ, ხან ვაშენებ.
ხან კიდევ მივაშენებ-ხოლმე.
თუ არა და შიგნით ან გარეთ ვფუთარაობ, სახლების გარშემო, რაააა.

მოკლედ, მუდმივი კლიენტი მყავდა, დიდი ქონების პატრონი./აუ,მართალს ვწერ, გეფიცებით/
მოხდა ისე რომ "ორგანიზაცია"/ ანუ დახარისხება/ სჭირდებოდა მის წლობით ნაგროვებ "ხარახურას".
არა და, ოხრად ჰქონდა.
ეხუმრებიი?
35 წელი აგროვებდა.
მთელი ერთი ბლოკი,ანუ ჩვენებურად კვარტალი, გამოჭედილი ჰქონდა ათასი "სისულელით".
მე, მაშინ "სისულელლე" მეგონა.
G&E-ის, პირველი გამოშვება, ყველა, სამზარეულოს "ატრიბუტიკა".
მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თავის სარეცხი და საშრობი მანქანების ჩათვლით და კიდევ, მე თვითონ ვერ მოვთვალე,თუ რა ჭირით და უბედურებით იყო "შეპყრობილი", ეს ადამიანი.

უუუუფ, მაგარი დაღლილი ვიყავი, ფიქრითა და ანგარიშითა.

რათა შვილო, რათა, ვისთვინა?

ამხელა გაჭირვებაში რომ დამინახა, დამხმარე შემომთავაზა.
მოგეხმარება და ყურადღება მიაქციე, შენს დაქვემდებარებაში იქნებაო. ანუ, შენ თავზეც და მაგაზეც, ორმაგად მოგეთხოვებაო.
ჰეე-ჰეეე,რა ბედნიერი ვიყავი, მარტო მე რად უნდა "ვიტანჯო" მეთქი.

მიულაგ-მოულაგე და დაუხარისხე ყველაფერი, სიის მიხედვით.
ნათქვამი ჰქონდა, რაც ამ სიაში არა სწერია, ნაგავშიოოოოო.

აკვალანგი ვიპოვე. თავის ყველანაირი აღჭურვილობით. რეზინის "პიჯამოთი" და სასუნთქი "ტრუბკით".

ცოტას ჩემს "პადელნიკზეც" მოგიყვებით.

სუდანიდან იყო, შავი და თანაც როგორი.
არაბი, მაგარი მორწმუნე.
შესაშურად სჯეროდა, თავის ღმერთის.
27 წლისა იყო, მის არსებობისას, არასდროს არ ჰყოლია ქალი და არ ჰქონდა გამოცდილება, არცა ნიკოტინისა და არცა ალკოჰოლისა.

რას გეღიმებათ, მაგრა გამიმართლა არააააა.?

კიბეზე არ ადიოდა.ეშინოდა სიმაღლის.
მტვერი იყო თუ არა, აუცილებლად "რესპირატორს"მთხოვდა.
ხმაურზე, ყურების დამცავ საშვალებებს.
"ლაფატკაზე"-"ფელჩატკებს"
მხედველობისთვის-დიდ უშველებელ სათვალეს იკეთებდა ხოლმე.
თავში რამე არ დამეცესო, "კასკით"დადიოდა საკუთარ სახლშიც კი.

დაიმახსოვრეთ: ვისაც დაინახავდა, გარბოდა ხელი ჩამოსართმევად.
ვერ გადავაჩვიე.

მე მგონი უკვე ხედავთ, ჩემს "წურბელას", რომელსაც ცალ ფეხზე ახატია, მე შენიშვნას მომცემენ თუ არა?

იფ-იფ, ამეწყო ცხოვრება.

გადაზიდვების დროს, ხელი გაუშვა "ტყვიასავით", ძველი გამოშვების, მძიმე მაცივარს და თქვენი "ელჩი" ათი დღე პოლზე იწვა გაუნძრევლად და იშვიათი სუნთქვით, ელოდებოდა გამოჯანმრთელებას,რათა ეს "ტარტაროზი" დაეპატიჟებინა საქართველოში.
კერძოდ, თბილისში, კუკიაზე./სასაფლაოზე რაღაააა./
გადავრჩი.
არც სამედიცინო დაზღვევა მქონდა და არც არავინ მყავდა პატრონი.

გავაგრძელე მუშაობა.
მე-11 დღეს გავედი მაცივარ დაცემული,ისევ "ფორმაში"ვიყავი.

ამ დროს მირეკავს, ეს ჩემი "ამშენებელი".
არიქა, "ტრუბები" გასკდა და წყალი აღარა მაქვსო./უშველებელი სახლი აქვს იქ, დიდ ქალაქში./
სხვა ქალაქში უნდა წავიდე.
დაახლოებით 200 კილომეტრია იქამდე.
3 საათი მაინც მჭირდება, სატვირთო მანქანით უნდა წავიდე.
არ გაეძრო უცებ, ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "ტარტაროზი". პადელნიკი რაღაა.
დამინახა ხელსაწყოებს ვალაგებ,თან ათასი "ბარახლო" მიმაქვს "იქით".
ისე მოხდა, ეს მყვინთავების "აბმუნდირავანიეც" დავდეეეე.
ეგ რად გვინდაო?
ამაზე კაი მომენტს სად ვიპოვიდი,ოოოოოოოოოოო?
აბა,ჩვენ ეხლა წყალქვეშ უნდა ვიმუშაოთ მეთქი.
-მერე მეო?
-რა გინდა ეხლა-მეთქი.
-შენ რომ გაქვს, მე არ მინდაო?
მყვინთავების ტანსაცმელს, დაადგა თვალი.

აბა გაისინჯე მეთქი.
ძლივს შევტენე.
ამოვავსე რეზინა.
მიჭერსო.
დრო აღარ გვაქვს, უნდა წავიდეთ-მეთქი.
ზუსტად 4 საათი მოუნდი ჩასვლას./"პრობკებში" გავიჭედე,აბა ფანჯარა ჩამოეწია, გაციებული ვარ-თქო უთხარი./

სახლს უახლოვდებით.
ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, "ვაკეა" რააააა, USA-ში.
მილიონერები ცხოვრობენ იმ უბანში.
გზაში, უთხარი ამ "ოტელოს", აბა "ლასტები" ჩაიცვი, გავაჩერებ თუ არა, ეგრევე მუშაობას უნდა შეუდგეთ მეთქი.
-ჰო, აკვალანგი არ მოიხსნა, მერე გაკეთებაზე დრო დაგვეხარჯებათქო.

ჰოდა, წარმოიდგინეთ!!!!!!!!!!
ეს ჩვენი "მამა მარჩენალი", დგას თავის მეზობლებთან ერთად ქუჩაში.
ლაპარაკობენ.
ამ დროს ჩერდება,"გრუზავიკი", გადმოხტა მასტი მყვინტავის ფორმაში და გარბის "ლასტებით"და "აკვალანგით" "შეფისკენ"და მეზობლებისკენ, ხელის ჩამოსართმევად.

ინ დღესვევე ამოვკარი ჭიტლაყი.
მა რა ჭირად მინდოდა ეგეთი შტერი. მანამდე "ბოსი" მფარველობდა და ვერ ვიშორებდი თავიდან.

/მაგ "შავ ტიპზე", კიდევ მოგიყვებით მომავალში./

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეხლა ცოტა "მუხრუჭებს წავცხებ", თორე მეტი მოგვივა.
გამოგიზოგავთ და არც მერე არ მოგაკლებთ სამხიარულოსა. =11918 =11918

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi წერს:
თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია.
მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭლით, ფეჩით და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც.
აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.

ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო.
/მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე./

პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს.
გამოვედი, რაღა დამაძინებდა.
მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა.
"შეშად", ძველ ფიცრებს ხმარობდა, "გრუზავიკი" ჰყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა".
ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.

დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ პლიტაზე, ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.

ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.

მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ.
კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა.
მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა./ვასო ერქვა ჩვენ "მაზოხისტს"/
გადავედი და ვეუბნები:- ვასო ძია, ორი ვედრა ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზეთქო.
-რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.

30-წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმუშავია.
აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა?
ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან.
გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ.

შუა ღამისას, განათდა ტვინი.
ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, კეპკა ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შეცვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე.

მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას.

გახსოვთ საკერავი მანქანა?
ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.

გამთენიისას, უკან დაუკიდე ლურსმანზე.
ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:-ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ.
თურმე დიდხანს უწვალია ქუდი, რომ დაეხურა.
4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა.
გადავედი და ვეკითხები:-ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავსთქო?
ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან.
-საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთთქო./სადმე წამსვლელი ვიყავიიი?/
-რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს.
-თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთთქო.
მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი.
დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი, ხმაურია და ძილის უკმარისობაო.
აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.

ბიჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება.
10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო.
მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან.

თვითონაც დაისვენა და ჩვენც.

საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება.

ახ ელჩი, ელჩი შენ გაიხარე შენა რაც მე ვიცინე ამ ამბავზე გადავფიჩინდი კინაღამ. რისი რეზო მიშველაძე, რა აჭა -ბუჭა ძალად მწერლუკები, დაბადებიდან ოხუნჯი მწერალი ყოფილხარ და არა გცოდნია. შენ წერე და ჩვენ სიამოვნებით ვიკითხავთ, ვინც განგსაჯოს მამაძ......შვილი იყოს. სიამოვნებით ველოდები შენს სახალისო ისტორიებს. =5172 =11918

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაგი არ ვთქვი მე ბებო ??
რამდენი ძალად მწერალი გამოძვრა და ორ სტრიქონს დაწერენ და თავი მწერლებად მოაქვთ, ეს კი ვინ აღმოვაჩინეთ გეფიცები გამომცებლობა რომ მქონდეს აუცილებლად გამოვცემდი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაუმარჯოს ელჩს =ae=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 25 posts ] 
დესპანი