მსსფ (მრავლობითი (გაფანტული) სკლეროზის საქართველოს ფონდი (MSGF-multiple sclerosis georgian foundation)) დირექტორის ქეთევან ვარსიმაშვილის და ამავე ფონდის წევრთა მიმართვა
გამარჯობათ
მე ვარ ქეთევან ვარსიმაშვილი, ფონდ მსსფ (მრავლობითი (გაფანტული) სკლეროზის საქართველოს ფონდის (MSGF-multiple sclerosis georgian foundation)) დამფუძნებელი, რომელიც დავარეგისტრირეთ 2009 წლის 8 იანვარს. ამ დაავადებით ბევრი ადამიანია საქართველოში დაავადებული.
რამეთუ არსაიდან არანაირი დახმარება არ არსებობს ამ დაავადების მქონე პაციენტთათვის საქართველოში, თვითონ პაციენტებმა, ჩვენი სახსრებით და ძალისხმევით ჩამოვაყალიბეთ ფონდი და გადავწყვიტეთ ჩვენი ძალებით მოვიძიოთ სახსრები და დონორი ორგანიზაციები ელემენტარული სამოქმედო პროგრამების განსახორციელებლად.
გარკვეული მიზეზების გამო (ფინანსური სახსრების უქონლობის გამო) იძულებულები ვართ მსგავსი წერილით მოგმართოდ, რამეთუ ვდგევართ შემდეგი პრობლემების წინაშე:
ჩვენ ვერ ვახერხებთ შევქმნათ მრავლობითი სკლეროზის (გაფანული სკლეროზის; შემდგომში მს) პაციენტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა საქართველოს მასშტაბით, რათა დეტალურად შევძლოთ ინფორაციის მიღება პაციენტთა მდგომარეობის შესახებ;
ჩვენთვის უკვე ცნობილ პაციენტების უმრავლესობას არ აქვს ელემენტარული მედიკამენტების და ინვალიდთა ეტლის შეძენის საშუალება (მათი უმრავლესობა არის პირველი ჯგუფის (მჯდომიარე ან მწოლიარე ინვალიდი);
ჩვენ არ გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი;
ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავაკეთოდ ინტერნეტ ვებ გვერდი, რათა ამ პრობლემით დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღონ ინფორმაცია ჩვენს შესახებ;
ჩვენ არ გვაქვს ოფისი, სადაც პაციენტებს შეეძლებათ შეხვდნენ ერთმანეთს, გაიცნონ ერთმანეთი და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი პრობლემები;
გთხოვთ გამოიჩინოთ ყურადღება ჩვენი ფონდის მიმართ და დაგვეხმაროთ რითაც შეძლებთ
MSGF-ის სახელით, დიდი მოწიწებით და პატივისცემით:
ქეთევან ვარსიმაშვილი
გიორგი ჩიქვანაია
ნონა ჭანტურია
ეკა ბაკურაძე . . .
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
საქართველო, თბილისი
ირ. აბაშიძის ქ.50, ბ.43
ტელ: (+99532) 29 21 27; 18 02 84;
ფაქსი: (+99532) 29 21 27;
E-mail: msgf@dsl.ge; msgf@live.com;
მიმღები ბანკი:
სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ცენტრალური ფილიალი (კოდი)220101502
მიმღების დასახელება: მს საქართველოს ფონდი
მიმღების ანგარიშის ნომერი: 897597200
