მოდით განშორების დავლიოთ=ko=

ყველაფერს ალბათ აქვს დასაწყისი და დასასრულიც.
იმედია საქართველოში ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაშორებს
საქართველოს გაუმარჯოს, თავისუფალს, გამთლიანებულს, აყვავებულს, გაფურჩქნულს და გალამაზებულს.
აბა ყველამ ვიმღეროთ ქართველებო:
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!“
ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,
კარის-კარ დაწრიალებდა;
ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა ტკბილად აწკრიალებდა;
მის საოცნებო ჰანგებში;
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური,
ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული;
ბევრს გაუნათლა გონება,
ბნელ-უკუნეთად ქცეული.
მაგრამ, დიდების მაგიერ,
სად ჩანგმა გაიწკრიალა,
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა
შხამით აღვსილი ფიალა. . .
და უთხრეს: ,,შესვი, წყეულო,
ეგ არის შენი ხვედრიო!
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებიო!“