ana_tekla wrote:ციტატა:
პარიზი, 3 აპრილი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ უკრაინის და საქართველოს სურვილი, შეუერთდნენ ნატოს ”ლეგიტიმურია”, თუმცა, ამისათვის თბილისსა და კიევს დემოკრატიული გარდაქმნების გზის გავლა მოუწევთ.
”მთავარია, რომ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ - რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ ორი ქვეყნის სწრაფვის ლეგიტიმურობას, გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი”, - განაცხადა სარკოზიმ ბუქარესტის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მისი სიტყვების ციტირებას ელისეის სასახლე ახდენს.
”ჩვენ მათთან მუშაობას განვაგრძობთ, წავაქეზებთ მათ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში”, - აღნიშნა სარკოზიმ.
სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთი ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა გაახმაურა.
საქართველოსა და უკრაინის ხელმძღვანელობა ბუქარესტის სამიტს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლის იმედს უკავშირებენ, რომელიც ალიანსის წევრობის გარანტიას არ წარმოადგენს, თუმცა, ამ გზაზე აუცილებელი ეტაპია.
_\"საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო\"..._სასაცილოა!
_შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია...:(