|
აუ, ეს რა თემა ამოსწიეთ? ეხლა მიფრთხილდეს სოფლის მინისტრი და მისი ქვეშემრდომები.
წელს თუ გლეხს არ მიხედეს, დამთავრებულია მაგათი საქმე. შარშან,რომ მოსავალი მოვიდა საქართველოში, თითქმის არასდროს არ ყოფილა, ასეთი უხვი და ბარაქიანი. კახეთში ზვრები სავსე იყო ყურძნით, ქართლში ვაშლის ხეები ძირს იწვა,იმდენი ნაყოფი ესხა, დასავლეთში ციტრუსზე და თხილზე არაფერს აღარ ვიტყვი. აბსოლიტურად ყველანაირმა კულტურამ, მოსავლის მაქსიმუმი მოგვცა.
რა მიიღო გლეხმა?
გაარყიონ თავები, თორემ ყველაფერს ააქვს საზღვარი.
ეს საკითხი მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს. ამერიკაში და რუსეთში, რომ ვერ გააგზავნიან, ეს ყველამ კარგად ვიცით.
გამოილია ქვეყნები, რომლებსაც ნატურალური პროდუქტები სჭირდება?
ჯერ მარტო, ყოფილი სსსრკ-დან, აზიის რესპუბლიკები, აქვე ჩვენ სამეზობლოში, აზერბაიჯანი და სასომხეთი, ევროპის ნაწილში-უკრაინა, ბელორუსი, /მოლდავეთს აქვს თავისი ხილი და ყურძენი, მაგრამ ციტრუსებზე მოთხოვნილება იქნება უდაოდ./
სინამდვილეში, ამ ქვეყნებს ვერც დავაკმაყოფილებთ, იმდენად ბევრია მომხმარებელი.
ჩვენ მინისტრს ის ურჩევნია, არხის გათხრაზე, ან 20 ლტ სალიარკის დარიგებაზე სირბილს, ნება იბოძოს და ამ ქვეყნების მინისტრებთან უფრო აქტიურად ითანამშრომლოს.
გლეხი არ უნდა მიდიოდეს ბაზარში, თავისი პროდუქტის გასაყიდად. ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა მოაგვაროს. უნდა აშენდეს მიმღები პუნქტები, სადაც ნორმალურ ფასში ჩაიბარებენ მოსავალს /ხაზს უსვამ, ნორმალურ ფასში/და შემდეგ თავში ქვა იხალონ და სადაც უნდა იქ გაასაღონ.
თუ ედრებიან დასავლეთის ქვეყნებს, იქ ასე ხდება. ვინიცობაა, მოსავალი გაფუჭდეს,/სეტყვა,გვალვა, წყალდიდობა და ათასი უბედურება კიდევ/მთავრობამ უსიტყვოდ და დამადლების გარეშე, უნდა გადაუხადოს გლეხს.
დედა777-ვაზს ხელი არ ახლო დალოცვილო, ვაზმა რა დაგიშავა. ძალიან კარგად მესმის თქვენი გულის ტკივილი. წარმოშობით, მეუღლე კახეთიდან მყავს, მე კიდევ ქართლელი ვარ და კარგად ვიცი ყველა მშრომელის გასაჭირი. თუნდაც დასავლეთის ხალხისაც.
ვაზი არ მოჭრა, გემუდარები.
გამოსავალი თქვენი მდგომარეობიდან: მარტო თქვენ რომ არ ხართ მაგ გაჭირვებაში, ეგეც კარგად ვიცი. მიუხედავად იმისა, წინააღმდეგი ვარ მიტინგებისა, მოგროვდით და საკრებულოს მიადექით, გამგებელს, რწმუნებულს და რავიცი რამდენი უსაქმური ზის კიდევ კაბინეტებში. არც კაბინეტში შეუშვათ და არც საკუთარ სახლში. მოახერხეთ ხმა მიაწვდინოთ მედიას. ცოტა თქვენც უნდა გაინძრეთ, თორემ სახლში არავინ მოგაკითხავთ და არ გეტყვით უნდა გიშველოთო.
შეაწუხეთ თანამდებობის პირები./ყველა პასუხისმგებელია მოსახლეობაზე./
კეთილი სურვილებით.
|