↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის საკელესიო განყოფილებას დამხმარ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 40 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
დესპანის საეკლესიო განყოფილებას დამხმარე ადმინი ესაჭიროება, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ დროის უქონლობის გამო, (მრცხვენია მაგას რო ვამბობ :( ) და თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგვეხმაროს დაამატოს რელიგიური თემები, ლოცვები და ასე შემდეგ , დაწერეთ აქ .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიამოვნებიტ დაგეხმარებიტ, ძალიან კარგი იქნება, აქამდე ვერ მოვახერხე ამ განყოფილებაში შესვლა,მაინც რასტან დაკავშირებიტ დავწეროთ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქორწინების სიწმიდე
არსებობს თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცთა მოდგმამ თავისი არსებობის ისტორია ველური მდგომარეობიდან დაიწყო და თითქოს აქედან იგი ნელ-ნელა, თანდათანობით გამოვიდა. ამ მოსაზრების მიხედვით, ათასეული წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ცხოველური ინსტინქტები გონიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებებით შეიცვალა. თავისთავად ცხადია, რომ ამ თეორიის მიხედვით, პირველყოფილ ადამიანებს წარმოდგენაც არ უნდა ჰქონოდათ ქორწინების შესახებ. შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ შემთხვევითი, ველური სქესობრივი ურთიერთობა, სქესთა კავშირი კი - არამყარი და ხანმოკლე, რომელსაც საფუძვლად არანაირი ზნეობრივი მოვალეობა არ ექნებოდა. თითქოსდა, ასეთი მშობლების შვილებმა არც კი იცოდნენ მამის ვინაობა და მხოლოდ დედას სცნობდნენ, ისიც მანამდე, სანამ მის ხელთ იყვნენ და ძუძუთი იკვებებოდნენ, ხოლო როგორც კი დამოუკიდებლად იწყებდნენ ცხოვრებას, ცხოველთა მსგავსად, მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდნენ.

ეს თეორია თავისი არსებობის გასამართლებლად იმ ფაქტს იშველიებს, რომ დღეისათვის ზოგიერთ ველურ ტომს ქორწინება არ გააჩნია. ამგვარი მოსაზრება მხოლოდ ვარაუდებს, ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს, არქეოლოგიურ აღმოჩენებსა თუ გეოლოგიურ გამოკვლევებს (რომელთა უმრავლესობაც მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდება ხოლმე) ეყრდნობა.

საქმე ისაა, რომ ის ველური მდგომარეობა, რომელსაც ცდილობენ, რომ ადამიანის პირვანდელ სახედ მოგვაჩვენონ, სრულებითაც არ არის კაცობრიობის დასაბამი. სინამდვილეში მას წინ უსწრებდა მაღალი სულიერი სრულყოფილება. ადამიანი დაეცა ზნეობრივი სიმაღლიდან და ისე ღრმად, რომ ველურ მდგომარეობამდეც კი მივიდა. ასეთმა ადამიანებმა დაკარგეს ქორწინებაზე, როგორც ზნეობრივ კავშირზე, პირველადი შეხედულება, რაც უხეში, ცხოველური ინსტიქტების ბატონობამ შეცვალა (თუმცა ცხოველთა გარკვეულ ჯიშებსაც კი მონოგამიური ურთიერთობები ახასიათებთ). კაცთა მოდგმის ასეთი დეგრადაცია ნათლად აისახა დღევანდელი მსოფლიოს ე.წ. ელიტარულ საზოგადოებაშიც, როდესაც ქორწინებას ხშირად „გელ-ფრენდებსა“ და „ბოი-ფრენდებთან“ ურთიერთობით ანაცვლებენ და ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ.

შესაქმის წიგნს თუ გადავშლით, დავინახავთ, რომ ადამიანი ყველა მიწიერ ქმნილებათა გვირგვინია. თავად შექმნის განსაკუთრებული სახით იგი შეუდარებლად ამაღლებულია მათზე. სხვა მიწიერი არსებები ქვეყანას ღვთის ერთი ბრძანებით მოევლინენ, ცხოველთა სხეული და სამშვინველი ერთსა და იმავე წამს შეიქმნა, თანაც ერთი და იმავე ნივთიერებიდან - მიწისა და წყლისგან. ადამიანის შექმნაში კი ღვთაებრივი იყოვლისშემძლეობის რთული ქმედება ჩანს. ადამიანის შექმნას წინ უსწრებს წმიდა სამების პირთა საუბარი. შემდეგ ადამიანის სხეული იქმნება მიწის მტვერისაგან (ფერფლისაგან), სული კი თავად ღვთის ბაგიდან შთაებერება. ყველა ცოცხალი არსებისაგან განსხვავებით, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ანუ მიღებული აქვს ღვთის სულიერი სრულყოფილების დასაბამი და უსასრულო სულიერი განვითარების უნარი.

ადამისათვის ცოლის შექმნის პროცესიც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ცხოველზე აღმატებულია. მამრობითი სქესის ცხოველები მდედრობით სქესთან ერთად, ერთსა და იმავე დროს შეიქმნენ, და თანაც ერთბაშად, უამრავი რაოდენობით. ადამისთვისაც საჭირო გახდა მისივე მსგავსი მეწყვილის არსებობა. თავად უფალმა, რომელმაც ადამი სამოთხეში დაასახლა, ბრძანა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს“ (2,18). თუ რამდენი დრო გავიდა კაცის შექმნიდან დედაკაცის შექმნამდე, ცნობილი არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იყო დროის შუალედი, ხოლო ხანმოკლე იქნებოდა იგი თუ ხანგრძლივი, სულ ერთია: ეს გარემოება მეტად გასათვალისწინებელია ცოლ-ქმრული ცხოვრების მოწყობისას. ადამს ცოლი თავიდანვე იმიტომ არ მიეცა, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში მოხდა, რომ სანამ მიიღებდა, თავად უნდა დაფიქრებულიყო მის აუცილებლობაზე, თავად უნდა ეგრძნო მისი არსებობის საჭიროება. შემოქმედი მზად იყო, მიეცა მისთვის ქალი, მაგრამ ჯერ თავად მისგან ელოდა ამის სურვილს, რათა შემდეგ შეეთავაზებინა იგი. ძღვენს წინ უსწრებდა მისი მიღების თავისუფალი ნება და სურვილი. უფალი ადამს თავზე არ ახვევს თავის საჩუქარს, რითაც პატივს მიაგებს ზნეობრივ თავისუფლებას იმ არსებისა, რომელიც თავად დააჯილდოვა გონებითა და თავისუფალი ნებით. ამგვარი უფლება ცხოველებს იმიტომ არ მიეცათ, რომ ისინი ზნეობრივი თავისუფლების საწყისს იყვნენ მოკლებულნი.

თავისუფალი განსჯის ძალით ადამი მიხვდა, რომ მისი არსება სავსე არ იყო, შეიგრძნო აუცილებლობა იმისა, რომ თავისივე მსგავსი არსებით შევსებულიყო, რომელიც მის აზრებსა და გრძნობებს გაიზიარებდა. თანაშემწის, სულიერი მეგობრის აუცილებლობის შესახებ აზრი შეიძლება მხოლოდ ადამიანს გასჩენოდა და არა პირუტყვს. და მხოლოდ მეგობრის ყოლის საჭიროებას შეეძლო, ყოფილიყო ცოლ-ქმრული ურთიერთობის საფუძველი და კაცისა და ქალის თანაცხოვრება ზნეობრივ ღირებულებამდე აღემაღლებინა.

თავისთავად ცხადია, რომ ხორციელი ერთობა ამ შემთხვევაში ზნეობრივ საწყისს, ცოლქმრული ერთგულების, განუყრელი თანაცხოვრების მოვალეობის გაცნობიერებას ეფუძნება, ვინაიდან მხოლოდ ამის შემეცნება აკავებს ადამიანს წმიდა ცხოველური ვნებებისგან და მოთოკავს მის გრძნობით ინსტიქტებს.

ადამს, თუმცა არა სრულყოფილად, შეგნებული ჰქონდა ცოლთან ცხოვრების მოვალეობა, იმ არსებასთან, რომელსაც მისი მსგავსი სულიერი, ადამიანური ღირსებები ჰქონდა. მან იცოდა, რომ არ შეეძლო თავისი ინტერესები მისი ინტერესებისგან განესხვავებინა. მაგალითად, არ შეეძლო ისე დაემცირებინა ცოლი, რომ მასთან ერთად თავადაც არ დამცირებულიყო, ვინაიდან იყვნენ „ერთ ხორც“. ადამი გრძნობდა, რომ უნდა ეზრუნა ცოლზე, ჰყვარებოდა იგი, ვითარცა თავი თვისი, ვინაიდან „არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა“ (ეფ. 5,29).

ცოდვით დაცემის შემდეგ ცოლი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა ქმარზე, „ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ (შეს. 3,16), - უთხრა უფალმა ევას, რადგან თავადაც დაარღვია მცნება უფლისა და ქმარსაც უბიძგა ცოდვისაკენ. ცოლის ქმარზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მძიმე იყო წარმართობის ხანაში. მას დამონებულად თვლიდნენ.

ქრისტიანობამ კი ცოლისა და ქმრის თანასწორობა დაამყარა, რადგან ქრისტეში „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3,28; ეფ. 5,22), მაგრამ ქრისტიანული სარწმუნოებაც შთააგონებს ქალს, რომ იგი ქმრის თანასწორი მხოლოდ რელიგიურ ურთიერთობაშია, და არ უნდა უგულებელყოს მისდამი, როგორც ოჯახის თავისადმი მორჩილება, და ისე უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ვითარცა უფალს (ეფ. 5,22).

ქორწინება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ, უპირველესად, ზნეობრივი კავშირია; დაურღვეველი, ღვთისაგან კურთხეული ე.ი. წმიდა კავშირი.

მონოგამიური ქორწინების სჯულს წმიდად იცავდნენ წარღვნამდელი პატრიარქები. მხოლოდ ერთი გამონაკლისია ცნობილი ძველი აღთქმიდან - ესაა ლამექი (შესაქ. 4,19-22). წარღვნიდან მოყოლებული მოსემდეც ასე იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ აბრაამმა თავისი ქონების გადაცემა გარეშე პირისათვის გადაწყვიტა, ვინაიდან კანონიერი ცოლისგან შვილები არ ჰყავდა (შესაქ. 15,2). მრავალჯერ ქორწინების დაშვების შემთხვევაში კი მას სხვა ცოლისგანაც შეეძლებოდა მემკვიდრის ყოლა. აბრაამის ძეს ისააკსაც ერთი ცოლი ჰყავდა - რებეკა.

იაკობს თუმცა ორი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ეს, როგორც ცნობილია, მისი თავისუფალი ნებით არ მომხდარა. იაკობის ძმა ესავი რო ქანანელზე და ერთ თანატომელზე იყო დაქორწინებული (შესაქ. 28.9; 36,2), რაც მხოლოდ ესავის გრძნობების შეუკავებლობაზე მეტყველებს. ესავის ორ ქანაანელზე ქორწინებამ მრავალი მწუხარება მოუტანა მის მშობლებს, არა მარტო იმიტომ, რომ ეს იყო ადათის დარღვევა, არამედ იმიტომაც, რომ ქანაანი უწმინდურ ტომად ითვლებოდა. აი, ამიტომ ისააკმა იაკობს სთხოვა, ცოლად ქანანელი ქალი არ მოეყვანა. მხოლოდ ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობის პატივისცემით შეიძლება აიხსნას ის, რომ პატრიარქთა დროს ღვთის რჩეული ერი მიუღებლად თვლიდა უცხოტომელთნ საქორწინო კავშირის დამყარებას.

ამ დროისათვის განქორწინების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.

პატრიარქთა მომდევნო პერიოდში კი ქორწინების სიწმიდე მოსეს სჯულით იყო დაცული, ვინაიდან ღვთის რჩეულ ერში წარმართებისგან შემოჭრილ ზნეუკეთურობას, სხვა ყველაფერთან ერთად, შეეძლო, ცოლქმრულ ურთიერთობაზეც მოეხდინა მავნე ზეგავლენა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქორწინების სიწმიდე ძველი აღთქმის მიხედვით
ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯულით აკრძალული იყო ქორწინებს სისხლით ნათესავებს შორის (გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ლევირატის წესი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი მამაკაცის ძმა ან ახლო ნათესავი უნდა დაქორწინებულიყო მის ქვრივზე, რათა უშვილოდ გარდაცვლილისთვის თესლი აღედგინა).

სჯული აგრეთვე მკაცრად აკონტროლებდა ცოლქმრულ ურთიერთობას და მოჭარბებული ვნებების მოთოკვასა და ზომიერებას მოითხოვდა.

სჯული სასტიკად სჯიდა სიძვასა და მრუშობას. ცოლქმრული ერთგულების დარღვევისათვის სიკვდილით ისჯებოდა არა მხოლოდ ქალი, როგორც ეს მოგვიანებით, რომაულ კანონმდებლობაშიც იყო მიღებული, არამედ კაციც: „ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს... როგორც მემრუშე ქალი“ (ლევ. 20,10).

ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯული განქორწინებასაც ეხებოდა. ებრაელებს თუმცა განქორწინების ნება ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული პირობებით: განქორწინების მოთხოვნის უფლება მხოლოდ ქმარს ჰქონდა, მაგრამ ეს უფლება ჩამოერთმეოდა, თუკი თავის მიერ შეცდენილ ქალზე იყო დაქორწინებული (მეორე სჯ. 22,2), ან თუ ქორწინების პირველ დღეს მეუღლეს ცილს დასწამებდა, თითქოსდა ქორწინებამდე ქალწული არ იყო. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ ცილისწამება გამჟღავნდებოდა, შეურაცხყოფისათვის სასჯელად ქმარი არა მარტო სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლებდა მასთან განქორიწნებას, არამედ ფიზიკური სასჯელი და ფულადი ჯარიმაც კი ეკისრებოდა (მეორე სჯ. 22,13-21).

განქორწინების გადაწყვეტილების მიღება ქმარს თვითნებურად არ შეეძლო, არამედ ცოლში უნდა აღმოეჩინა „რაღაც სასირცხო“ (მეორე სჯ. 24,1). ეს ღალატსაც გულისხმობდა, მაგრამ სჯული, კაცთმოყვარეობის გამო, ქმრისაგან მტკიცებულებებს არ ითხოვდა, ვინაიდან ამგვარი დამადასტურებელი საბუთი აუცილებლად გახდებოდა დამნაშავის სიკვდილით დასჯის საფუძველი.

რაც არ უნდა ყოფილიყო განქორწინების მიზეზი, პროცესი აუცილებლად წერილობით მიმდინარეობდა. აქტის შესადგენად ლევიტელებს მიმართავდნენ. ხელმოსაწერად მოწმეები იყვნენ საჭირო; ეს ფორმალობა დიდ დროსა და დავიდარაბას მოითხოვდა, რაც ხელს უწყობდა პირველი ვნებათაღელვის ჩაცხრობას. მოგვიანებით საქმეს უკვე ცივი გონებით განიხილავდნენ. თანაც, გარეშე პირები, განსაკუთრებით კი ლევიტელები, რომლებიც სჯულის უზადო დამცველნი იყვნენ, ყოველმხრივ ცდილობდნენ მეუღლეთა შერიგებას.

ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯულით აკრძალული იყო დარღვეული ქორწინების აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ხელახლა გათხოვდებოდა, მაშინაც კი თუ დაქვრივდებოდა ან მეორე ქმარს გაშორდებოდა. ამგვარი ცოლის პირველ ქმართან დაბრუნება, სჯულის მიხედვით, ღვთის წინაშე სისაძაგლედ და წმიდა მიწის შებილწვად (მეორე სჯ. 24,4) ითვლებოდა, ვინაიდან ასეთი ქალი, ქონების მსგავსად, ხელიდან ხელში გადავიდოდა და ქორწინება ზნეობრივ მნიშვნელობას დაკარგავდა. სწორედ ამიტომ თვითნებურ განქორწინებას მალაქია წინასწარმეტყველი სჯულის საწინააღმდეგო საქმედ მიიჩნევდა (მალ. 12, 14-16).

ქორწინება ახალ აღთქმაში
ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა იესო ქრისტეს განკაცების შემდეგ. უფალმა ქორწინება თავისი დასწრების ღირს ჰყო კანას გალილეაში და სწორედ იქ აღასრულა თავისი პირველი სასწაული. ამ ფაქტს ეკლესია განიხილავს, როგორც კანონიერი ქორწინების უფილსმიერ კურთხევას. კაცობრიობის განმაახლებელმა თავის ერთ-ერთ პირველ საქმედ ქორწინების კურთხევა ისურვა, რათა ქრისტიანული ოჯახის წევრები, ამავე დროს, ქრისტეს ეკლესიის წევრებიც ყოფილიყვნენ. მან აგრეთვე პირველსაწყისი ძალა დაუბრუნა სჯულს ქორწინების შესახებ. ახალმა სჯულმდებელმა გადაჭრით აკრძალა განქორწინება. ფარისეველთა კითხვაზე: „ყველა მიზეზით შეიძლება თუ არა ცოლთან განქორწინება?“ მან ქორწინების დაურღვევლობის პირველსაწყის სჯულზე მიუთითა, რომელიც ღმერთმა პირველი ადამიანების შექმნისას დაადგინა და დაამატა: ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებს. მოსეს მცნების წარმოშობა იესომ ებრაელთა გულქვაობით ახსნა. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ ებრაელებს არ შეეძლოთ მოკრძალებით, მოთმინებითა და თავგანწირვით გადაეტანათ ცოლის ნაკლი; ამიტომ მოსემ იმ განზრახვით, რომ - უფრო დიდი ბოროტება - მეორე - უფრო ნაკლებ ბოროტებით აერიდებინა, განქორწინების ნება დართოთ. ეს რომ არ დაეშვა, ისინი ცოლებს მოკლავდნენ. „თავიდან ასე არ იყო,- უთხრა ქრისტემ ფარისევლებს და განაგრძო, - ვინც გაშორდება თავის ცოლს მრუშობის გარეშე და სხვაზე დაქორწინდება, ის იმრუშებს...“ (მთ. 19,3-9; მარკ. 10,2-12). სხვაგან კი თქვა, რომ განქორწინებულ ცოლს, თუნდაც უდანაშაულოდ იყოს ქმრის მიერ მიტოვებული, მრუშობის საბაბი ეძლევა (მთ. 5,32).

წმიდა პავლე მოციქული არა მხოლოდ იმეორებს ქრისტეს სწავლებას ქორწინების დაურღვევლობის შესახებ (1 კორ. 7,10), არამედ ქადაგებს შერეული ქორწინების ურღვევობას, ანუ ისეთს, როცა ერთმა ქორწინებისას მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, მეორე კი - წარმართი დარჩა; მოციქული ამტკიცებს, რომ ურწმუნო ქმარს მორწმუნე ცოლი განწმედს და შეიძლება მისი მეშვეობით ცხონდეს კიდეც, ისევე როგორც ურწმუნო ცოლი მორწმუნე ქმრის მიერ. თუკი ქორწინება წმიდად ითვლება მაშინაც კი როცა ქრისტიანი და წარმართი უკავშირდებიან ერთმანეთს, მაშ უფრო წმიდ არ იქნება ქრისტიანული ქორწინება? სწორედ ეს სიწმიდე ქრისტიანული ქორწინებისა აქვს მხედველობაში მოციქულს, როდესაც ამბობს, რომ ქვრივს შეუძლია მეორედ იქორწინოს „დედაკაცი შეკრულ არს სჯულითა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი, ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი, იგი თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ“ (1 კორ. 7,39). გამოთქმა „უფლისა მიერ“ გვიჩვენებს, რომ ქრისტიანმა საქორწინო კავშირი უნდა დაამყაროს უფალზე ფიქრით, მისი სახელით, მის სადიდებლად; „ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა“ (ეფ. 5,31-32). მოციქული ქრისტიანულ ქორწინებას აღამაღლებს ქრისტეს ეკლესიასთან კავშირის მნიშვნელობამდე. ქრისტეს კავშირი ეკლესიასთან, როგორც თავისა სხეულთან, არის საიდუმლო კავშირი, ვინაიდან გაონებამიუწვდომელია. ამ საიდუმლოზე მიუთითებს ქმარის ფიზიკური და ზნეობრივი კავშირი ცოლთან.

საეკლესიო ქორწინება მადლმოსილი კავშირია. ქორწინებისას ცოლ-ქმარს მადლი საიდუმლოდ მიეცემა. ვინაიდან მოციქულის სიტყვებით, იმისათვის, რომ ქორწინება ქრისტეს ეკლესიასთან საიდუმლო კავშირის ღირსეული მაგალითი გახდეს, საჭიროა „ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფ. 5,24-25). აქ მოციქული ცოლ-ქმარს შორის ისეთ ურთიერთობას ადგინებს, რომელიც მხოლოდ ყოვლისშემძლე მადლის ზემოქმედებით იქნება დაცული, რაც ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით მიენიჭებათ ახალშეუღლებულებს.

ქორწინების საიდუმლოს შესრულების წესს, უეჭველია, თავიდანვე არ მიუღია თანამედროვე სახე, არამედ თანდათანობით დაიხვეწა, ისევე როგორც სხვა საეკლესიო მსახურებები.

ბერძნულ-რომაულ იმპერიაში ქორწინებასთან დაკავშირებულმა საეკლესიო წესებმა დადხანს ვერ ჰპოვა მხარდაჭერა სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომელიც წარმართობის ხანიდან იყო შემორჩენილი. უკვე იუსტინიანეს დროიდან ქორწინებასთან დაკავშირებული სამოქალაქო კანონმდებლობა საეკლესიოს დაუახლოვდა. იუსტინიანე მოითხოვდა, რომ ქორწინება სასულიერო პირების თანდასწრებით შესრულებულიყო. იმპერატორმა ლეონ ბრძენმა დაახლოებით 900 წელს გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევის გარეშე შესრულებული ქორწინებები ძალაში არ იყო. იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა (1081-1118) გამოსცა დადგენილება საეკლესიო ჯვრისწერის აუცილებლობის შესახებ. ამ დრომდე საეკლესიო ლოცვა-კურთხევით მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები ქორწინდებოდნენ, ვინაიდან მონები, რომის იმპერიის კანონის მიხედვით, თავისუფალი მოქალაქეების საკუთრებას წარმოადგენდნენ. მონობაში მყოფ ადამიანებს მხოლოდ უკანონო ქორწინება შეეძლოთ.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მონობისადმი წარმართული შეხედულებები სწრაფად ვერ შეურიგდებოდა სწავლებას იმის შესახებ, რომ მონა და ბატონი ღვთის წინაშე თანასწორნი იყვნენ. ბატონები მონებს ნებას არ რთავდნენ, რომ ეკლესიაში ჯვარი დაეწერათ, ვინაიდან მათ ეშინოდათ, რომ მონები ეკლესიის წიაღში მათთან თანასწორი უფლებებით ისარგებლებდნენ და თავისუფლები გახდებოდნენ.

რუსეთში ქრისტიანობის პირველ პერიოდში საეკლესიო ქორწინება მხოლოდ დიდებულთა უპირატესობას წარმოადგენდა, დაბალი კლასის ოჯახები კი ჯვრისწერის გარეშე იქმნებოდა, რასაც მალე ბოლო მოეღო.

ქრისტიანული ქორწინება იმდენად წმიდაა, რომ საეკლესიო კანონების მიხედვით აკრძალულია სისხლით ნათესავების ან ნათლობით დაკავშირებული პირების ქორწინება მრავალი თაობის განმავლობაში.

არა მხოლოდ ჯვრისწერა, არამედ წინდობაც კი, რომელიც ძველად ჯვრისწერამდე ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრე სრულდებოდა, იმდენად წმიდად ითვლებოდა ეკლესიაში, რომ თუ სასიძო ცოცხალი იყო, დაწინდულზე დაქორწინება სხვას აღარ შეეძლო (მეექვსე კრების 98-ე კანონი).

უწინ ჯვრისწერამდე ცოლ-ქმარი ჯერ ლიტურგიას ესწრებოდა, ეზიარებოდა და მხოლოდ შემდეგ სრულდებოდა ჯვრისწერის საიდუმლო.

კართაგენის კრების მე-13 კანონის მიხედვით, ახალდაქორწინებულნი, ამ წმიდა საიდუმლოს მიმართ მოწიწების ნიშნად, ერთად ცხოვრების პირველ ღამეს ქალწულობას ინარჩუნებდნენ.

ცოლქმრული ერთგულების დარღვევისთვის დაწესებული მკაცრი საეკლესიო სასჯელი (7-15 წელი წმიდა ზიარებისგან დაყენება) ასევე ნათლად მოწმობს, თუ რაოდენ ამაღლებულად მიიჩნევს ეკლესია ქორწინების სიწმიდეს. ამავსე მოწმობს მეორედ ქორწინებულისადმი მისი დამოკიდებულება. ეკლესია არასდროს კრძალავდა მეორე ქორწინებას, პირიქით, მცდარად მიიჩნევდა ზოგიერთი ერეტიკოსის (მონტანისტებისა და ნოვატიანების) შეხედულებას, რომ მეორედ ქორწინების გამო ადამიანი ეკლესიიდან ყოფილიყო განკვეთილი. თუმცა, პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით, ეკლესიაში აკრძალული იყო მეორედ ქორწინებაში მყოფი სასულიერო პირის ხარისხში აყვანა. ამის გარდა, მეორეცოლიანებს ერთი წელი ეკრძალებოდათ ზიარება, მესამე ცოლის მოყვანის შემთხვევაში კი - სამი წელი ვერ ეზიარებოდნენ, სასჯელად იმისა, რომ არ ეყოთ მოთმინება და ვერ შეძლეს, ღვთის ნებას მინდობოდნენ. მეორედ ჯვრისწერისას წარმოითქმება ლოცვა, სადაც უფალს შესთხოვენ, შეუნდოთ ხორციელი უძლურება, რამაც ხელახალი ქორწინებისკენ უბიძგათ. ბასილი დიდის მიხედვით, მესამედ ქორწინება მხოლოდ მრუშობაზე უმჯობესია. რაც შეეხება პოლიგამიის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ქორწინების სიწმიდის დასაცავად ეკლესია ქორწინების წინააღმდეგ მებრძოლთ ანათემას გადასაცემდა (მოც. 5,51, განგრ. 19,14). სახარებისეული და მოციქულთა სწავლებით, თუმცა ქალწულობა ქორწინებაზე აღმატებულია, მაგრამ იგი ყველას არ მოეთხოვება, არამედ მხოლოდ იმ ადამიანის ნებასურვილზეა დამოკიდებული, ვინც ამას შეძლებს. პავლე მოციქულის სიტყვით, „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“ (ებრ. 13,4).

სამწუხაროდ, მოციქულთა შემდეგ გამოჩენილმა ცრუმოძღვრებმა დაამახინჯეს სახარებისეული შეხედულება ქორწინების შესახებ. ისინი ქორწინებას ცოდვად მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, თავიანთი ცრუ მოსაზრება ყველგან გაევრცელებინათ, რასაც უცილობლად მოჰყვებოდა კაცთა მოდგმის გადაშენება; ისინი ქორწინებას ცხონების ხელისშემშლელ პირობად მიიჩნევდნენ. ქორწინებას ებრძოდნენ სხვადასხვა სექტები: ესეელთა, სატურნების, ბასილიდის, მარკიონის, შემდეგ ენკრატიტები, მანიქეველები, ევსტათიები და სხვ. სამწუხაროდ, დღეს მართლმადიდებელთა შორისაც შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეცდომით მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ბერ-მონაზვნური ცხოვრება არის ცხონების ერთადერთი აუცილებელი პირობა, ერში ყოფნა კი ცდუნებებთან ბრძოლაში უცილობელი დამარცხების მიზეზი გახდება. ასეთებს შეგვიძლია ერთ-ერთი ცნობილი პატერიკი შევახსენოთ: ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებული გულმოდგინებით ლოცულობდა. ამ დროს ზეციდან ხმა მოესმა: „შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ“. მაკარის გაუკვირდა ეს სიტყვები და მათი ცხოვრების გაგება მოინდომა, წავიდა ქალაქში, მოძებნა ის სახლი, რომელშიც ორი დედაკაცი ცხოვრობდა. წმიდა მაკარიმ მათ ასე მიმართა: „მხოლოდ თქვენი გულისთვის მივიღე ჩემს თავზე დიდი შრომა, შორეული უდაბნოდან მოვედი, რათა შევიტყო თქვენი საქმენი. დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემს წინაშე“. დედაკაცებმა ქალწულებრივი მორცხვობით მიუგეს: „კაცო ღვთისაო! განა შეიძლება რაიმე ღვთივსათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამ ჟამს ოჯახის მზრუნველობაში არის გართული და უნდა აღასრულოს მეუღლის მოვალეობა?“ მაგრამ წმიდა მაკარი დაჟინებით თხოვდა მათ, მოეთხროთ მისთვის თავიანთი ცხოვრების შესახებ. მაშინ ქალებმა თავმდაბლად უპასუხეს: „ჩვენ ორნი - რძლები ვართ, ღვიძლ ძმათა მეუღლენი. თხუთმეტი წელია, ერთად ვცხოვრობთ და ამდენ ხანს არცერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია ერთმანეთისაგან. შვილები არა გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, პირველი ჩვენი საზრუნავი იქნება ღვთის ვედრება, რომ ღმერთი შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მოშურნენი და კეთილმოქმედნი. მოსამსახურეებს ვეპყრობით თავაზიანად, ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებისგან ნებართვა ვერ გამოვითხოვეთ, ვინაიდან ჩვენდამი მათ სიყვარულს ვთხოვთ. ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან დარჩენა მათდა სანუგეშოდ, ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედების ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ, ვერიდოთ ჭორებს და ცუდუბრალო საუბრებს, უფრო ხშირად ვიმყოფებოდეთ შინ და ვუვლიდეთ ოჯახს“.

წმიდა მაკარიმ წარმოთქვა: „ჭეშმარიტად ღმერთი მას კი არ უცქერს, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ ეძიებს მხოლოდ გულით კეთილი საქმის მიმდევარს და შეიწყნარებს, მოხედავს მას და მოუვლენს სული წმიდას, რომელიც ამოქმედებს და მართავს ცხოვრებას თითოეული კაცისა, რომელსაც კი უნდა ცხოვნება“.

ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხონება ყოველი ქრისტიანისათვის არის შესაძლებელი, ბერი იქნება ის თუ ერისკაცი, შეუღლებული თუ ქალწული, ვინაიდან „რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ“ (იგავ. 18,22). „ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს“ (ზირაქ. 26,1-3).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ძალიან სინტერესო თემაა წასაკითხად ემიგრანტებისთვის,დიდი მადლობა ადმინისტრაციას და ნაბას

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
მეც შემოგიერთდდებით და უღმეს მადლობას გადავუხდი ნაბას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა თქვენ ჩემო კარგებო, თუ ეს ბევრისთვის საინტერესო იქნება აუცილებლად ვითანამშრომლებ ამ გვერდთან,როცა დრო მექნება. მითუმეტეს, როცა განათლებით ქრისტიანული კულტურის ისტორიის სპეციალისტი ვარ..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამპარტავნების შესახებ
ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალზე ძნელად იკურნება. ღვთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას „სატანის თესლს“ უწოდებენ.

ამპარტავნება უკიდურესი თავდაჯერებულობაა. უარყოფა ყოველივე იმისა, რაც მე არ მეკუთვნის, მრისხანების, სიმკაცრის, გაღიზიანებისა და ბოროტების წყარო, ღვთის შეწევნაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამპარტავანს განსაკუთრებულად ესაჭიროება ღმერთი, რამეთუ ადამიანებს მისი ხსნა არ ძალუძთ, როდესაც დაავადება უკანასკნელ სტადიას აღწევს.

ცოდვის გამომგონებელმა, დაცემულმა ბოროტმა ანგელოზმა თვითონ შესცოდა ღვთისადმი წინააღმდეგობით, ანუ ამპარტავნებით და ამ დამღუპველ ცოდვაში ადამიანთა მთელი მოდგმა შეჰყავს.

ყოველი ცოდვილი, რომელიც თავის ვნებებს სიამეს ანიჭებს, ებრძვის ღმერთს, როგორც ოდესღაც სატანა ამხობდა ზეცაში ღვთის წინააღმდეგ, რათა მისი დაქვემდებარებიდან გამოსულიყო და თავის ნებაზე ეცხოვრა.

როდესაც ამპარტავანი, პატივმოყვარე, საკუთარი თავის მოყვარული, დიდებისმოყვარე, ძალაუფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, შურიანი, ქედმაღალი, გულზვიადი, ურჩი და სხვა ამის მსგავსი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ვნებებს და საკუთარი „მეს“ გამო სხვებს ანადგურებს, ამით, თითქოსდა, მახვილს იღებს ღვთის წინააღმდეგ და თითქოს ქრისტეს ეუბნება: „არ გვსურს, მივდიოთ შენს მაგალითს, არ გვსურს, ვიყოთ მოკრძალებულნი და კეთილნი! არ მოგვწონს შენი კანონი!.. დაე, ისინი გვემსახურებოდნენ ჩვენ და არა ჩვენ - მათ!“

გვიხსენი, ღმერთო გონების ასეთი დაბნელებისაგან! რა საშინელებაა! ნუ იფიქრებთ, რომ ამ სიტყვებში რაიმე გადაჭარბებულია. ამპარტავნებს, ჩვეულებისამებრ, ასე ემართებათ... და თუ ისინი დროულად არ შეჩერდებიან, არ შეინანებენ, ღვთის მოწინააღმდეგენი ხდებიან.

თითოეული თუნდაც მცირე ცოდვის გამო სულში ღვთის მადლი კლებულობს, მომაკვდინებელი ცოდვის გამო კი ადამიანები მას საერთოდ კარგავენ და მარადიული სასჯელის ღირსნი ხდებიან. ამპარტავანნი საღვთო სჯულის ხელისუფლებას შორდებიან, ამიტომ თვითონვე განარიდებენ თავს ღვთის მფარველობას. ისინი ყველაფერში მარცხდებიან. სხეულში მყოფნი, სულიერად უკვე მკვდრები არიან და სიცოცხლეშივე განიცდიან ჯოჯოხეთის ტანჯვას: მარტოობას, პირქუშ სევდას (გულგატეხილობას), დარდს, გაბოროტებას, სიძულვილს, უნაყოფობას, სიბნელესა და სასოწარკვეთილებას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
დაავადების სიმპტომები და განვითარება
ამპარტავნების ცოდვას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს. მაგრამ იგი პატივმოყვარეობიდან იწყება.

პატივმოყვარეობის სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, შეგონებისა და ყვედრების დაუთმენლობა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსომა, სხვების განკითხვა, გასაჭირი შენდობის თხოვნისა, იოლი გზების ძიება; სხვების თანდასწრებით გამუდმებული თამაში, როგორც სცენაზე, იმ მიზნით, რომ ადამიანებს კეთილშობილი მხრიდან მოაჩვენოს თავი და, ამასთან ერთად, გულმოდგინედ მალავდეს საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს.

ადამიანი ვეღარ ხედავს თავის ცოდვებს, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ამცირებს ანდა საერთოდ უარყოფს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ზოგჯერ მას სხვებსაც კი გადააბრალებს; აზვიადებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებებს. დაავადების განვითარებასთან ერთად, იზრდება და დიდებას აღწევს მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ამიტომ ამ დაავადებას ასეც ეწოდება - განდიდების მანია.

ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მხოლოდ განიკითხავს სხვებს, არამედ სძულს და უკადრისობს მათ, ბოროტებასაც კი ჩადის მათ მიმართ. გვიხსენი ამისაგან, ღმერთო!

ხოლო როდესაც ავადმყოფს ეჩვენება, რომ მისი არავის ესმის და არავის უყვარს, სდევნიან კიდეც და მისთვის ბოროტის ქმნას ცდილობენ, მაშინ ამ დაავადებას უკვე დევნის მანია ეწოდება.

განდიდებისა და დევნის მანია დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია. ეს დაავადებები საკუთარი თავის გადამეტებულ შეფასებასთანაა დაკავშირებული, როდესაც საკუთარი ღირსების გადაჭარბებულად შეგრძნება ადამიანების მიმართ სიძულვილსა და მტრულ განწყობას ბადებს.

ამპარტავანი ყოველთვის უკმაყოფილოა გარშემომყოფი ადამიანებით და თავისი ცხოვრების პირობებით, ამიტომ ხშირად სასოწარკვეთილებამდე, ღვთის გმობამდე, ხიბლის მდგომარეობამდე და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც კი მიდის.

ამპარტავნების ამოცნობა დასაწყის სტადიაში, ცოტა არ იყოს, ძნელია. მხოლოდ გამოცდილ სულიერ მოძღვარს, ანდა ფსიქოლოგს შეუძლია, უშეცდომოდ განსაზღვროს ეს ვნება.

ადამიანი თითქოსდა ნორმალურად იქცევა, მაგრამ გამოცდილი თვალი მასში დაავადების დასაწყისს ამჩნევს. ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით... მას კარგი განწყობილება აქვს, მღერის, იღიმება, ხშირად უმიზეზოდ ხმამაღლა იცინის და ხარხარებს; სურს, ორიგინალური იყოს, მახვილსიტყვაობს, სხვადასხვა სახის მიღებებსა და წვეულებებს აწყობს, რათა გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს; ბევრი ლაპარაკი უყვარს და მის საუბარში დაუსრულებლად გაისმის „მე“, მაგრამ ერთი გამკიცხავი სიტყვის მოსმენისათანავე მისი განწყობილება სწრაფად იცვლება და იგი უსიცოცხლო და უხალისო ხდება, შექებისთანავე კი მეყსეულად გამოცოცხლდება. მაგრამ, ზოგადად, ამ სტადიაში განწყობილება ნათელია.

შემდგომში, თუკი ადამიანი საკუთარ ცოდვილობას ვერ შეიგრძნობს, არ შეინანებს და არ გამოსწორდება, მაშინ დაავადება იზრდება და მწვავდება.

ადამიანს უჩნდება სხვებზე აღმატებულობის გაულწრფელი რწმენა. ეს თავდაჯერება სწრაფად გადაიზრდება მბრძანებლობის ვნებაში, საკუთარი შეხედულებით განაგებს სხვების ყურადღებას, დროს, ძალებს; იგი თავხედი და კადნიერი ხდება: ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს მაშინაც კი, როდესაც საქმეს აფუჭებს. ყველას საქმეში ერევა, თვით სხვის ოჯახებშიც კი.

ამ სტადიაში ამპარტავანს განწყობილება უფუჭდება, რადგან გარშემომყოფთაგან ხშირად წინააღმდეგობას ხვდება. დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო და უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ბუზღუნა და ყველასათვის აუტანელი ხდება. ბუნებრივია, მას გაურბიან, მაგრამ თვითონ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და თვლის, რომ უბრალოდ, მისი გაგება არავის სურს, ამიტომ ყველასთან წყვეტს კავშირს. გაბოროტება და სიძულვილი ჩაიბუდებს და მტკიცდება მის გულში. სული ბნელი და ცივი ხდება, გონება იბინდება და ადამიანი სრულიად დაუმორჩილებელი ხდება. მისი მიზანია, საკუთარი აზრი გაიტანოს, სხვები დაამციროს და თავისი „სიმართლე“ დაამტკიცოს. სწორედ ასეთი ამპარტავნები ქმნიან შემდგომში განხეთქილებებსა და ერესებს.

დაავადების განვითარების შემდგომ სტადიაში ადამიანი უკვე ღმერთთანაც წყვეტს კავშირს. ყოველივეს, რაც მას გააჩნია, მათ შორის, ნიჭსა და ზოგიერთ სათნოებასაც კი საკუთარ თავს მიაწერს. იგი დარწმუნებულია, რომ თვითონვე მოიწყობს ცხოვრებას სხვისი დახმარების გარეშე და დამოუკიდებლად მოიპოვებს ყოველივეს, რაც ესაჭიროება. თვით სუსტი ჯანმრთელობის დროსაც კი იგი თავს დევგმირად წარმოიდგენს. თვლის, რომ სხვებზე ბრძენი და მცოდნეა და ამაყობს ყოველივეთი, რაც გააჩნია. მისი ლოცვა არაგულწრფელი, ცივი გააჩნია. მისი ლოცვა არაგულწრფელი, ცივი, გულის შემუსვრილებისაგან დაცლილი ხდება, შემდგომში კი საერთოდ წყვეტს ლოცვას. მისი სულიერი მდგომარეობა წარმოუდგენილად შავბნელი და უსინათლო ხდება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი დარწმუნებულია საკუთარი გზის სიმართლეში და სწრაფად აგრძელებს სვლას დაღუპვლისაკენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობები ჩემო კარგო კაი ადამიანი ხარ გმერთმა გაგახაროს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts97
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნაბა დიდი მადლობა, მართლაც ძალიან საინტერესოდ წერ . იცოცხლე! :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
თუ ნებას მომცეთ ამ სტატიებს ჩვენს ეკლესიის გვერდძე დავაკოპირებ და იქაც გავათავსებ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
აი თქვენი დაწერილი სტატიები გავათავსე საეკლესიო განყოფილების მთავარ გვერდზე.
http://eklesia.despani.com/component/option,com_frontpage/Itemid,45/

მსურს მივუთითო თქვენი სახელი თუ თქვენ სურვილი გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეგობრებო ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონთ, რა ვთქვა არ ვიცი... იცით, ასეთი თემებზე წერა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ამ თემების დასაწერად ლიტერატურით ვსარგებლობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროპესიაა, მაინც. რადგან ასეთ თემებზე საუბარი სიფრთხილეს მოითხოვს, ვერ ვბედავ აუდიტორიას თავისუფლად ვესაუბრო. ამიტომაც ძალიან ბევრი საეკლესიო მამა არსებობს, რომ ისინი მოვიშველიაო.

ლეონარდო მადლობელი ვარ, ის გვერდი უკვე ვნახე, ძალიან მომეწონა. არ არის პრობლემა ჩემს სახელს თუ არ მიუთითებ, მაგრამ გაგეცნობით და გეტყვით ფოსტაზე, სამწუხაროდ უკვე გამოვაგზევნე თქვენთან წერილი, ახლა კიდევ ვცდი და ვნახავ, არ მიცდია მართალი გითხრათ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი

ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბორსი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
წმ. ეფრემ ასური

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.

თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.
ღირსი მამა პიმენი

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.
ღირსი მოსე

და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს...
მღვდელმთავარი ფილარეტი

გინდა აიცილო მოყვასის განკითხვის ცოდვა? მიბაძე იმ მოღვაწე მამას, რომელმაც დაინახა რა, რომ ძმამ შესცოდა, ამოიოხრა და თქვა: „ვაი ჩემს თავს! როგორც მან შესცოდა დღეს, ასე მე შევცოდავ ხვალ. იგი ნანობს ამას, მე კი ვინ იცის, იქნებ ვერც კი მოვასწრო ეს, სინანულისთვის არ მეყოს ძალა“.

თუ შენი თანდასწრებით, ვინმე განიკითხავს ახლობელს, უთხარი მას: „შეჩერდი ძმაო, მე ყოველდღე ვვარდები მძიმე ცოდვებში: მე როგორ უნდა განვიკითხო სხვა?“ ასეთი წამლით შენ განკურნავ შენს თავსაც და იმასაც, რომელიც შენთან განიკითხავს სხვას.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

ჩვენ კი, შეჩვენებულები, განურჩევლად განვიკითავთ ჩვენს მოყვასთ, და კიდევ უარესი, ჩვენ არ ვჯერდებით ჩვენს დანაშულს და გვინდა, ვავნოთ სხვებსაც, როცა სხვათა ცოდვებზე ვუყვებით მათ, რითაც იმათ გულებში შეგვაქვს განკითხვის ცოდვა. ჩვენ რომ სიყვარული გვქონოდა, მაშინ ახლობლის ნაკლის დანახვა ჩვენში წუხილსა და თანაგრძნობას აღძრავდა, როგორც დანთქვამია: „სიყვარულმან დაჰფარის სიმრავლე ცოდვათა“ (1 პეტ. 4, 8 ).
ღირსი დოროთე

როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.

ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

ეს არის უმოკლესი გზა ცხოვრებად მიმყვანებელი - არ განიკითხოთ!
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

რომელი საქმის გამოც განვიკითხავთ მოყვასს, ან ვაბრალებთ რასმე, იგივე ცოდვაში ჩავცვივდებით, გინდა ხორციელი იყოს, გინდა სულიერი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას და შენი თავი არ დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)

სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას.
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)

თუ დაინახავ, რომ ძმამ შესცოდა, ნუ შეიძულებ მას, ნუ შეაქცევ ზურგს და ნუ განიკითხავ, რამეთუ ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩააგდებ მტრის ხელში.
წმ. ანტონი დიდი

ნურავის მოკვდავთაგანს ნუ განიკითხავ, რათა უფალმა შენი ლოცვები შეისმინოს.
წმ. ანტონი დიდი

ვინც ცნობისმოყვარეობას იჩენს სხვისი ცოდვების გამო და ეჭვის გამო ძმას განიკითხავს, მას ჯერ არც სინანული დაუწყია და არც საკუთარი ცოდვების შეცნობაზე ზრუნვა.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

საკუთარის თავის სიყვარულიდან და თავდაჯერებულობიდან იბადება ჩვენში კიდევ რაღაც სხვა ბოროტება, რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს, სწორედ მოყვასის მკაცრი განსჯა და განკითხვა, რომელსაც ჩვენ არაფრად მივიჩნევთ, გვძულს და შესაძლებლობის შემთხვევაში დავცინით კიდეც. საკუთარი თავი დიდ რამედ მიგვაჩნია და დიდი წარმოდგენისა ვართ მასზე, აქედან გამომდინარე, სხვებს ზემოდან ვუყურებთ და განვიკითხავთ, არ გვიყვარს და გვეჩვენება, რომ ჩვენ შორს ვართ იმ ნაკლოვანებებისაგან, რომლებიც, ჩვენის აზრით, სხვებისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ შენ ამის უფლება არა გაქვს და მისი მითვისებით იმსახურებ სამსჯავროსა და განკითხვას არა სუსტი ადამიანების, არამედ ყოვლისშემძლე მსაჯულის, უფლის წინაშე.
ღირსი ნიკოდიმოს ათონელი

ცხოვნების დასაწყისი საკუთარი თავის განკითხვაა.
ღირსი ნილოს სინელი

საკუთარ თავს შთავაგონოთ - ნუ განვიკითხავთ სხვებს, რადგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის, რაც სხვაში არ მოგვწონს.
ღირსი ნილოს სინელი

ვისი საქმეა უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, განკითხვა და ზიანის მიყენება, თუ არა ეშმაკისა?და აი, ჩვენ ეშმაკებს ვეხმარებით საკუთარი თავისა და მოყვასის დაღუპვაში. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენში სიყვარული არ არის! რამეთუ სიყვარული მრავალ ცოდვას ფარავს (1 პეტრე 4, 8 ) .
აბბა დოროთე

ყოველგვარი განსაცდელის მიზეზი სხდა ადამიანებში კი არა, საკუთარ თავში იძიე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 40 posts ] 
დესპანის საკელესიო განყოფილებას დამხმარ
დესპანი