↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ სიყვარულზე: დედა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 61 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედაჩემს ეჩქარება.
თავისთავს უწყრება.
კიბეზე ამოდიან დატვირთული
დედაჩემი და თავისთავი
და კამათობენ.
სახლში დაფიქრებული
დედაჩემი დაუხვდებათ.

დედაჩემს საოჯახო ნივთები
უწყრებიან,
ბზრიალა თეფშები მერვე სართულიდან
ხტებიან და
თავს ინადგურებენ.

შტეფსელები საყვედურებს აქარვებენ,
როგორც დამწვარი რეზინის სუნს.
ონკანები უკან უბრუნებენ
უსიამოვნო სიზმრების ჭავლებს.

დედაჩემს რადიოგადაცემაზე ეჩქარება.
სამსახურში იგებს
დამწვარი კერძის სუნს,
მაგრამ ეს
დამწვარი კერძის სუნი არაა,
ოჯახის წევრები სათითაოდ ვყრით
დიდ კოცონში
დედაჩემის
გუშინდელ ნაბეჭდებს,
პუბლიკაციებს, ღია ბარათებს.
ჩვენ გვინდა დედა!

დამწვრის სუნია ქალაქში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 61 posts ] 
ისევ სიყვარულზე: დედა
დესპანი