- სალამი
- გაგიმარჯოს, სად დაიკარგე? გელოდები რა ხანია.
- როგორ ხარ?
- უკეთ

- დიდი ხანია ღიმილი არ მინახავს შენს სახეზე, მოხდა რამე?
- ბევრი რამე, მაგრამ კარგი არაფერი...
- ცოტა რომ ჩავუწიოთ მუსიკას შეიძლება?
- არა! ეს მელოდია მიყვარს, არ მოგწონს?
- კი, კარგია. ვინ ასრულებს?, რა ჰქვია?
- რიჩარდ კლაიდერმანის A Comme Amour
- სევდიანი მელოდიაა, გაწუხებს რამე?
- საკუთარი თავის მიმართ შიში.
- რატომ დაგჩემდა?
- არ ვიცი, ეს თვეებია შევიცვალე. სულ სხვა ადამიანს ვხედავ სარკეში
- როგორს?
- აგრესიულს, ბოროტს, სევდიანს, ეგოისტს...
- როდის მერე?
- გახსოვს წინა ინტერვიუზე ცრემლი და უკან მოხედვა ვახსენე. სწორედ მაგის შემდეგ...
- ...
- მეტი კითხვა აღარ გაქვს?
- ...
- მაშინ დამტოვე მარტო მელოდიასთან... სხვა დროს შემოიარე, ჯერ-ჯერობით ამ მისამართზე ვრჩები...