ლიაკო ძალიან გულს ჩამსწვდა შენი სიტყვები

განა ვინ არ ისურვებდა რომ დესპანზე იმისათვის შემოვდიოდეთ რომ ერთმანეთს ვეფერებოდეთ, გავამხნევოთ,დადებითი ემოციებით დავმუხტოთ და მეგობრები გავიჩინოთ მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება და რამოდენიმე ადამიანის კომენტარმა ბევრს შეაძულოს შემოსვლა. რატომ ხდება ასე? მოვდით ყველა დავფიქრდეთ ამის გამო რამდენიმე მიზეზი უნდა არსებობდეს ჩემი აზრით თუ რატომ იქცევა ფორუმი კრივის არენად ან ვულგარულ ადგილად.
მე მაგალითად გამოვყოფდი რამოდენიმე მიზეზს:
1)უინტერესო თემები ფორუმზე
2)მოდერატორების სიმრავლე
3)მოდერატორები ყოველდგიურად თვალს უნდა ადევნებდეს თავის გახსნილ თემას და ქონდეს უფლება ეგრევე წაშალოს ისეთი პოსტი რომელიც თემას არ შეესაბამება წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთვას თემის გახსნის უფლება. (როცა თემას ხსნის მოდერატორი პასუხისმგებელი უნდა იყოს შედეგზე და იმაზე რომ მის გახსნილ თემაში არ იყოს წიოკობა, ლანძღვა და გინება.
4) უნდა წაიშალოს ერთი და იგივე ხასიათის თემები და საჭორაო თემები და სერიოზული სახე მიეცეს ფორუმს.
5)ამრევების დაბლოკვა დაუყონებლივ უნდა მოხდეს!!!
6) უნდა ვიკრიბებოდეთ დესპანელები, ერთმანეთის გაცნობისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოდ. როცა ახლოს გაიცნობ ადამიანს მეგობრობაში გადადის ურთიერთობა და დაძაბულობა არ იქნება.
ასევე პირადად მინდა ვთხოვო ადმინისტრაციას რომ ჩავატაროთ დესპანელების გაცნობის საღამოები. პირადად ამერიკაში ვარ და რადგან ბევრი მომხმარებლებია ამერიკელი ემიგრანტების დესპანზე გავაკეთოდ შეხვედრის საღამო. პირადად ორგანიზაციულ საკითხებზე შემიზლია ჩემი წყვილი შევიტანო, ასევე შესაძლებელია დესპანის მაისურები გავაკეთო ჩვენი დესპანის გერბის გამოსახულებით და დავურიგო დესპანელებს შეხვედრაზე. გადავიღებთ სურათებს, ვიდეოს, დაიდება სლიდები დესპანზე, იუ ტუბზე სხვადასხვა საიტებზე. ბევრი დესპანელი ღვთის წყალობით დიდი ნიჭითაა დაჯილდოვებული, გვყავს შესანიშნავი პოეტები, მწერლები, მომღერლები და უამრავი ნიჭიერი ადამინი რომლებით ჩრდილში არიან და გარიყულად გრძნობენ თავს.
ასე რომ გვინდა რაიმე კარგი ამ საიტისათვის? მაშინ ვიაქტიუროდ ყველამ და მარტო სიტყვით ნუ დავიწყებთ იმის თქმას: რა კარგი საიტია დესპანი ანდა პირიქით რა ცუდი გახდა... არამედ ჩვენს თავს მოვთხოვოთ რა და როგორი ენერგია შეგვიძლია ჩავდოთ იმაში რომ ეს სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანები ჩავიკრათ გულში და ერთმანეთს გავულამაზოთ ემიგრაცია და საამაყო გვქონდეს ჩვენი ქართველობის.