|
დადგა ხარება
იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ - გახარება. გილოცავთ ზეიმს, ”უფალი მეფობს” ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება. ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება, და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება. ზეციერო გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება. შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება! სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, ვენახს მიგდებულს, ეკალ-ნარებში მამულს უმზერენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში. რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?! ღმერთო გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება.
გიორგი ალავერდაშვილს (აკროსტიკი)
გაუცნობლად გიძღვნით ჩემი შვილის მეგობარს, ერის ღვაწლში მყოფ ქართველს ამ ლექსს
გ−ანძი ერის გვაბარია, ი−მერის და ამერ მხარეს ო−ქროს საწმისს იცავს ნეტავ, რ−ვალ-აბჯარით ჩვენი ჯარი?! გ−აყიდული არე-მარის ი−ჩეხება ტყე და ზვარი.
ა−ლავერდი და იყალთო ლ−ოცვით გვიხმობს გახსნა კარი, ა−ღსდექ ერო, გაიღვიძე ვ−აზი ტირის, რქა წამხდარი ე−ლოდება გლეხკაცს გამრჯეს, რ−ომ მოისხას ღვთის მარცვალი, დ−იდი ისტორიის გზაზე, ა−თას ურვას შევესწარით, შ−ვილი მტრულად გამოზრდილი, ვ−ის მოყვარედ გავაცანით ი−რანს, თურქეთს ჩვენო ფესვო ლ−იბო ძველი, დაიცავი... ს−აიდუმლო, ენის პწკარით! მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 06.04.2008 წ
66-ე ქვეთავი; პუნქტი 5 - \"ლექსები ფერეიდანზე\".
|