↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ადრეც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ: დედა თამაშობს მთავარ როლს ბავშვის აღრზდაში. დედა რა ეროვნებაც არის, იმ ეროვნებაზე ზრდის ბავშვს და აყვარებს იმ ერს!
ბევრი ქართველი კაცი დაქორწინდა რუსზე, აფხაზზე და იმ უცხო დედამ, ბავშვიც რუსულად გაზარდა. ამიტომ არის, რომ აფხაზეთში ქართულ გვარს ატარებენ ხალხნი, მაგრამ სამწუხაროდ ქართველობას არ ეთანხმებიან. თავი აფხაზებად მოაქვთ.
ამიტომ ვამბობ, რომ უცხო სკოლებმა დაღუპა საქართველო. აღარ უნდა გაიცეს ლიცენზიები უცხო სკოლებზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
გეთანხმები იალბუზი,დედის როლი უდიდესია შვილის აღრზდაში,მაგრამ რა უთხრათ იმ დედებს,აქ ამერიკაში 5-6 წლის ბავშვები,რომ ცამოიყვანეს და ეხლა 10 და ზოგი მეტი ხნისაა და ქართულად საერთოდ ვერ ლაპარაკობენ,აი შენი ქართველი დედიკოები /რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, თუნდაც აქ მყოფს/,ვერაფრით ასეთ დედას ვერ ვაპატიებ,როგორ ნერვებს მიშლიან ასეთი დედები და თუ შენიშვნა მიეცი ზემოდან გიყურებერ,ესაო და რას მელაპარაკები,რა აუცილებელია ქართოლიო.....ოჰ,ღმერთო შეუნდე ასეთ ქართველებს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts18
კარმა1
OFFLINEPROFILE
ialbuzi wrote:
ციტატა:
მე ადრეც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ: დედა თამაშობს მთავარ როლს ბავშვის აღრზდაში. დედა რა ეროვნებაც არის, იმ ეროვნებაზე ზრდის ბავშვს და აყვარებს იმ ერს!
ბევრი ქართველი კაცი დაქორწინდა რუსზე, აფხაზზე და იმ უცხო დედამ, ბავშვიც რუსულად გაზარდა. ამიტომ არის, რომ აფხაზეთში ქართულ გვარს ატარებენ ხალხნი, მაგრამ სამწუხაროდ ქართველობას არ ეთანხმებიან. თავი აფხაზებად მოაქვთ.
ამიტომ ვამბობ, რომ უცხო სკოლებმა დაღუპა საქართველო. აღარ უნდა გაიცეს ლიცენზიები უცხო სკოლებზე!
გეთანხმები
თუმცა არის გამონაკლისებიც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
თუ მსურდეს სხვა რამ, _
ღმერთმა დამლახვროს!
მსურს მხოლოდ იგი, _
რაც საბას სურდა:
კაცმა ქართველმა, _
მსურს, _
ქართულად ილაპარაკოს
და საქართველოს _
საქართველო, _
მსურს, _
ერქვას მუდამ!

ღმერთმა ქართული, _
აწ და მარად, _
აკურთხოს მიწა!
სვის ჩარხმა მისმა
აწი მაინც იბრუნოს წაღმა! _
და ყველას, _
ჰქვია ქართველი ვისაც, _
მსურს, _
სურდეს იგი, _
რაც სურდა საბას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
:) ბედნიერი ვარ რომ ვარ ქართველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით!
ძალიან რთული თემა აგირჩევიათ სასაუბროდ. მე რომ მკითხოთ ამ თემის აქ განხილვა არ არის სწორი. ამან შეიძლება უარყოფითი შედეგებიც კი მოიტანოს! ასეთი თემები არის ქვეყნის ხელისუფლების განსახილველი. ჩვენს ხელისუფლებას კი მგონი სხვა პრობლემები უფრო აწუხებს, ვიდრე მოსახლეობის სულიერი მდგომარეობა.
ქართულ სატელევიზიო არხებს რომ ვუყურებთ, მიკვირს უფრო მეტად რატომ არ არის გადარეული ზრდასრული თუ ახალგაზრდა თაობა! იმდენი ღვარძლი, ზიზღი, შური, გაუტანლობა,იმეგდაცრუება, ძალადობა და მრავალი ნეგატიური მოვლენა მოედინება სატელევიზიო ეკრანიდან, რომ ჩემის აზრით კიდევ კარგ ფსიქიკურ მდგომარეობაში ვართ. ქართველებს გვაქვს უამრავი თემა ჩვენი ყოფა-ცხოვრებიდან, თუ ჩვენი ისტორიიდან, რომ მთავრობას არ უნდა უჭირდეს მოსახლეობის ერთ მუშტად შეკვრა და იდეურად გაერთიანება.
ჩვენმა ვაი პოლიტიკოსებმა ხომ სულ გადაჭარბეს ყოველგვარ მოსალოდნელ შედეგებს. თითოეულ მათგანს თავი წარმოუდგენია ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად და ტელევიზიაში ისეთი შემართებით აქვთ გაჩაღებული თავიანთი ამაზრზენი, ბინძური და ერის გამხლეჩი პოლიტიკა, რომ მოსახლეობაში ზიზღის და იმეგდაცრუების მეტს ვერაფერს ნერგავენ. ახალგაზრდობამ კი რა ქნას? სად ეზიაროს სიკეთეს?
დღეს კიდევ ერთხელ გადავხედე საიტს ფერეიდანელების შესახებ და მინდა გამიგიტყდეთ, რომ თვალები ცრემლით მევსებოდა მანამ არ დავამთავრე კითხვა. მე მეეჭვება, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობას ასევე აუჩუყდეს გული ქვეყნის პრობლემების გამო.
ასეთი საკითხების გადაწყვეტას უნდა ვთხოვდეთ ხელისუფლებას. ჩვენი \"ოპოზიციონერები\" კი მხოლოდ ერთს გაიძახიან - \"გადადექი, მე მოვდივარო\". .....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთ მუშტად შეკრულ ერს ვერავინ მოერევა! გახლეჩილ და დანაწევრებულს კი, ყველა ცდილობს სილა უთავაზოს.
ასე რომ ქართველობის სიძლიერე მხოლოდ მის გაერთიანებაშია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მეწადა, ქართველს მევლო ქართველად,
ის, რაც მწამდა და მკლავდა - მეხატა...
ვგონებდი, მშობლის ასე ადვილად
სესხი და ვალი გადამეხადა...

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით!
ხვალ-ზეგ მომსვლელი, ალბათ, მიხვდება:
მხოლოდ სიკვდილით! - ცხოვრებით გრძელით
სესხი და ვალი არ გადიხდება...

შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს, -
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე, -
ასიათასჯერ მე გიხდი ბოდიშს -
მაპატიე, რომ დიდხანს ვიცხოვრე!

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით
და ყელგაღადრულს აქ მრჩება თვალი...
გადაუხდელი ცხოვრების გრძელის
მიმყვება შენი სესხი და ვალი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts33
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩვენი უბედურების საჭყისი ჩვენშია ,
უღმერთოდ ვექვეცით ერთმანეთს, სუძულვილის ,უნდობლობამ და კიდევ ვინ ჩამოთლის.......
გიყვარდეთ ერთმანეთი რამეთუ ყველაშსი ერთი სულია
გაუფრთხილდით არც თუ ბევრნი დავრჩით ამ წუთისოფელში
რამეთუ რავის უწყის ხვალინდელი დღე

რწმენა საქმის გარეშე მკვდარია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=q_NDQT5X21c

ჰმ გაპარულად ეს ვირები =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=c6rLLA0YmCY

ქართველი ალქაიდელები =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ზიზი ეს არ მოგწონს?[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i13148_.bmp][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t13148_.bmp[/IMG][/URL]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა?
სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!!

ამ წერილს საპასუხოდ არ ვწერ ბუბბუ.. ქართველებს ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავდა უდაოდ, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სხვისი კრიტიკა მეტად გვეხერხება. სანამ ვინმეს კრიტიკას დავიწყებდეთ მოდი გადავხედოთ და პარალელები გავავლოთ.. რაც შეეხება ამერიკელებს ამაზე ცალკე დავწერ.. უბრალოთ ჯერ მინდა კარგად გავაანალიზოთ თუ გვაქვს ჩვენ ქარტველებს უფლება ვინმეს თავი დავამეტოთ.. ჩემი წერილის მიზანი ქართველების ნაკლოვანებები არ არის , მაგრამ სანამ ვინმეს გადავწვდებოდეთ მოდი კარგად გავათვითცნობიეროთ ვინ ვართ ასეთი ზებინებრივი ერი..

რითი ვამეტებთ თავს სხვა ერებს? ლაპარაკით? ქცევით? ადათით? ლაპარაკზე და ქცევაზე რა ვთქვა არ ვიცი ვის რა დავუწუნეთ და სადაც ჩჰვენს სტუმართმანსპინზლობას ვახსენებთ, არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოც მიტომ იყო სტუმართმოყვარე რადგან უხვი მოსავალი იყო და ქართველს გასაჭირი არასდროს ქონია მას თავისი თავის შენახვაც შეეზლო და სტუმრისთვისაც რჩებოდა . ადამიანების ფსიქოლოგიაც აქედან ჩამოყასლინდა, მაგალითად სომხებს არ ქონდათ იგივე პირობები და ამიტომაც ჩამოყალიბდნენ ასე ხელმომჭირნედ..
სტუმართმასპინძლობა დასაზრახი მაინც როდია? მაგრამ ბუბუ შენი წუხილის არ იყოს რატომ აღმერთებენ ასე ქართველებიო , ქართველი სხვას გადაყვება და
და თავისიანს არ დაინდობს, ესეც ვთქვათ.. თუმცა თვითონ მშიერი დარჩება და სხვას გააძღობს .. მისასალმებელია? ამიტომაც არის დღეს საქართველო ორი მტკაველი დარჩენილი, განა ეს კარგია?
ადათწესებზე რა ვთქვათ? ჯაჭვლიანის სტუმრობა მინდა გავიხსენო ვანოს შოუდან.. ფილმ \"სვანს\" ვგულისხმობ.. შეგვრცხვაო გვეთქვა რომ 400 გვარია გაწყვეტილი და ფილმში 200 ვთქვითო.. განა ეს სათაყვანოა? მოდი დრევანდელი თუნდაც ჩვეულებრივი ამერიკელის თვალით შევხედოთ.. ეს ნორმალურია?
დედა-შვილობა ,და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა? რა განსხვავებული ზედამოკიდებულებები გვაქვს სხვა ერებისაგან განსხვავებით? დედა-შვილობა და და-ძმობა ინსტიქტური გრზნობაა და თუ მაინც რაიმე პრეტენზიები გვაქვს პირველობაზე, მოდი დავფიქრდეთ რომელი გზაა მართებული, შვილისათვის სარდაფის მიქირავება (ცალკეულ მაგალითებს ნუ მივაწერთ ერს )და ან მისი დროულად დამოუკიდებლად ცხობვრებაში ჩაბმა თუ განებივრებით პათილოგიურ მუქთახორად და ბირჯავიკად ჩამოყალიბება? რომელი უფრო \"დიდი\" დედაშვილური გრზნობაა ? თუ ჩემი დედას არავინ იგინება? ისე ყური იმდენად შეგვეჩვია ალბათ რომ იქნებ არაფერიც.. თქვენ განსაჯეთ. თუ არავის გინახავთ ძმების საშვილიშვილოდ გადაკიდება 1 მეტრი მიწის გულისათვის, თუ სახლის გაყოფისა? და სადაც ჩვენს კარგს ვიტყვით იქ სხვისაც დავინახოთ.
და დედაშვილობაზე გამახსენდა.. ერტ სახლში ვმუშაობდით აქ ამერიკაში და პატრონი ახალგაზრდა ქალი გამომელაპარაკა. საქართველო რომ ვახსენე ვიციო, ჩემს დას ყავსო აყვანილი შვილი საქართველოდანო მეორეც უნდოდაო მაგარამ მტავრობა შეიცვალაო (შევარდნაზის პერიოდში აიყვანა) უხეშად გამომივა მაგრამ იყიდეს ბავშვი, მაგარამ ამის თქმა როდი მინდოდა, ქალმა მითხრა რომ ჩემი და აგროვებსო მასალას საქართველოზეო ინტერნეტიდან და საერთოდ თუ სადმე ხელი მიუცვდებაო რომ ბავშვს არ დაავიწყდეს საიდან არის და რა ერის შვილიაო...

იქნებ ანგელინა ჯოლიმაც 3 შვილი იმიტომ აიყვანა რომ ფული ეკეთებინა? იქნებ აფრიკაშიც თვირეკლამის გულისთვის დადის და მილიონობით ფულს რიცხავს რომ შეღავათები ქონდეს? თქვენ განსაჯეთ..
სიყვარული და მეგობრობა ? რათმა უნდა . ცოტნე დადიანი მშვენიერი მაგალითი. სამშობლოს სიყვარულშიც, ქრისტიანობაშიც. ბევრი დადაბითი გვაქვს და არა ზესიყვარული, ჩვეულებრივი, კარგი სიყვარული.. გმირების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველამ კარგად იცით..

\"ჯალალედინმა სიონს გუმბათი მოანგრია, ზედ თავისი ბინძური დასაჯდომელი დაადგმევინა, ქალაქის მოსახლეობა ორად გაჰყო - ქრისტიანებად და მაჰმადიანებად. ქრისტიანი მოსახლეობა მეტეხის ხიდთან მირეკა, ხიდზე ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გულაღმა დააწყო და ქრისტიანებს უბრძანა ფეხით შემდგარიყვნენ ხატებზე. უარის შემთხვევაში თავებს ჭრიდნენ და წყალში ყრიდნენ. საგულისხმოა, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი მოწყდა ურჯულოთაგან იმ დღეს და არ აღმოჩენილა ქრისტიანთა შორის ისეთი, ვინც გაკადნიერდებოდა და სიწმინდეებს შეურაცხყოფდა.\"

აქვე გავიხსენოთ ის რომ ბევრმა ქაღტველმა მიიღო კიდეც მაჰმადიანობა , ბევრმა იდეურად, და როგორც ქართველებს გვჩვევია \"გაფანატება\" და მოგვევლინნენ ამ რელიგიის ერთერთ რადიკალ პროპაგანდისტებად . კარგად რომ გავათვითცნობიეროთ რამოდენიმე გვარს მოვიყვან რომლებიც რუსეთ თურქეტის ომის დროს ახალიციხის აღებისას თურქეტის მხარეს ბრზოლობდნენ. ესენი იყვნენ ჯაყელი, ყიფიანი, ფალავანდიშვილი, ხიმშიაშვილი, მაჩაბელი..
მათ განსჯას როდი ვაპირებ.. მათ სულში არავინ იცის რა ტრიალებდა და იქნებ მართლებიც იყვნენ რომ რუსეთის გავლენას მაშინ თურქების ამჯობინეს ვინაიდან კარგად გამოჩნდა რუსეტის სახე და პოლიტიკა როგორი დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსათვის , ეს თქვენ განსაჯეთ.. მაგრამ ზოგმა იმ პერიოდში მატერიალური კეთილდღეობისათვისაც მიიღო მაჰმადიანობა , ვინაიდან მათ გარკვეული შეღავათები ქონდათ ვაჭრობაში და გადასახადებში..

სადაც თავდადებულობას ვახსენებთ და საქართველოს სიყვარულს გავიხსენოAთ..- ვინ ღალატობდა ? ციხეებს შიგნიდან ვინ ტეხავდა? ბრძოლებს როგორ ვაგებდით?
შამილი ? რატომ გაყიდეს? მოიტყუეს და რუსებს ჩააბარეს.. (სამარცხვინო ფაქტია ისტორიაში... სამწუხაროა)
იქნებ ვინმემ იცოდეთ რატომ მოკვდა ფიროსმანი მარტოდ , კიბის ქვეშ? ამერიკელებმა დოლარი რომ ვერ გაიმეტეს??? იქნებ ვინმემ საერთოდ იცოდეს სად
იმყოფება ფიროსმანის საფლავი? სად დაასაფლავა ქართველმა ერმა?

სიმღერა? ცეკვა? ამ თემას არ შევეხები. რა თქმა უნდა ჩვენი გვაქვს, საამაყოა. თუმცა პავაროტის და უიტნი ჰიუსტონს თუ მირაია კერის სათადარიგო სკამზე ნუ დავსვავთ ცოტა მოგვერიდოს..
ქეიფსა და დროს ტარებას კი ვინ გვასცავლის.. ბადალი არ გვყავს .. ოდითგან საქართველოში ყველაფერი სუფრაზე წყდებოდა ამბობენ.. ტუმცა იმასაც ამბობენ რომ მეფის კარზე 3 სადღეგრზელო ისმეოდა და არა 22 ლიტრიანი ბოცები.. ღმერთმა შეარგოთ.. თუმცა რამდენი პროცენტი იტანს ამდენს, დროსტარების შემდეგ მუშტებზე რომ არ იყურება და თავისიანების დაჩაგვრის სურვილი არ უნდება? გვერდით მჯდომის სიყვარული თუ ამოძრავებთ როცა დაუნდობლად ასისხლიანებენ ერთმანეთს არაფრის გულისათვის.. სდადმე თუ გინახავთ ასეთი დაუნდობლობა ? სადმე სხვა ქვეყანაში.? (აფრიკას ნუ მოვიყვანთ მაგალითად).. იქნებ რომ იგუგუნებ, დალევ , კაი დროს გაატარებ და რა თმა უნდა თუ ვაჯკაცი ხარ უნდა იჩხუბო კიდეც ? აბა რა ვაჯკაცი ხარ თუ შენიანი არ დაჩაგრე..

და თუ ვინმეს მოსვლია აზრად რატომ ვართ ისევ დაკეტილები მაშინ როცა სხვა ქვეყნებს 10 წლიან ვიზებს უხსნიან ( უზბეკებს მაგალითად) რატომ? ასეტმა მცირერიცხოვანმა ერმა რომელსიც სულ რომ გადმოასახლო NY კის ერთერთ უბანში მტლიანად განთავსდება მტელი ევროპა შევზარით ქურდობით და ავაზაკობით. შევძარით!!!
და რას ვერჩით ამერიკელებს? 20 წლებში ამერიკაში მაფია რომ თარეშობდა ამერიკამ იფიქრა და მიხვდა, რომ ეს არ იყო სწორი გზა და დაამარცხა ბოროტება.. ამით მექრთამეობა როდი შეჩერდა და სამოთხე როდი დამყარდა ამერიკაში , მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს რაიმე სატრაბახო? მექრტამეობას აღარ შევეხები და თუ მაფიამ ბევრი ოჯახი საკუთარ \"ფულად\" მიზნებს შესწირა. მხედრიომნმა (და არამარტო ) დასავლეთ საქართველო ააწიოკა და ააოხრა -(ცოტა მზიმედ მომივიდა მგონი) საკუტარი სისხლი დახორცი.. მხდრიონი ყივაჩაღები როდი იყვნენ, ან რას ვერჩი ყივჩაღებს.. ეგენიც ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ..

ქალები.. ვაღიარებ რომ ქარტველი ქალი არის ერთ-ერთი რაც უნდა ეამაყებოდეს ერს.. რთული გამოცდა ჩააბარეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.. საკმაოდ თავდადებულები ხართ.. აქ პარალელებს აღარ გავატარებ. თუმცა აზიის ქვეყნებს აქვს ეს პრაქტიკაც..

ვფიქრობ არავინ მიწყენს ამ წერილის შინაარსს.. არც რაიმე ცინიქმი მინდოდა ჩამედო, უბრალოდ გულისტკივილია , და ამ წერილიტ მხოლოდ ერთის თქმა მინდა რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს ზემოდან გადავხედოთ (ბუბუ ვიცი სწორად გამიგებ , ისედაც ვიცი ემოციებზე დაწერილი იყო და ამ კუAთხიტ არ დაგიწერია რა კუთხიტაც მე გავაშუქე) .. მეგობრები ღმერთმა გიმრავლოს. და ამერიკელი მეგობარის გამო არ ხარ აქეთ გადმოხვეწილი ( არ მიწყინო)

ჩვენ ვართ არა ზე-ერი , არამედ ერთერთი ერი რომელიც მოვიდა დღევანდლამდე, თავისი ავით და კარგით.. მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ვართ და არ გადავშენდით..

რაქც შეეხება ფულს .. ფულის შოვნას ჭირდება -ტვინი.. ტვინი ყველაზე მეტად ფასობს და იყიდება იქ, სადაც მისი ფასი და გამოყენება ყველაზე კარგად იციან.. და ამერიკელები ზუსტად ის \"ერია\" ვინც ამას აფასებს. და არ მგონია დასაზრახი იყოს ქვეყანა , სადაც აფასებენ ნიჭს და ადამიანს აქვს საშუალება თავისი ტვინით იცხოვროს..

და ამერიკელებს რაც შეეხება არავის ვაღმერთებ მაგრამ ძალიან მიყვარს ეს \"ერი\" რადგან ასობით მაგალიტი ვნახე ჩემი თვალით , უბრალოობის , სამართლიანობის , ქველმოქმედებს, გვერდით დგომის , სიყვარულის და მეგობრობის..
დავკარგე არაჩვეულებრივი (ამერიკელი) ადამიანი რომელიც ძეგლის ღირსი იყო ტავისი ღირსებით , ადამიანობით სიკეთით და არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების მანზილზე...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი