↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 140 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ხარების დღესასწაულს . ყველა ქართველს. გკოცნით ლიაკო=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
პას გაიხარე კარგიაააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts835
კარმა79
OFFLINEPROFILE
ლიაკოოო გილოცავვვვ მრავალსს დაესცარიი...გუროოოო შენც გილოცავვვვვ და ყველას საერტოოოდ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts835
კარმა79
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=Cw689PdUYNM

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენც გაიხარე pac. მრავალს დაესწარი .გკოცნის ლიაკო=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Feb 2008
Posts13
კარმა1
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავტ ხარებას დ ასულ გახარებული მენახეტ ორივე სოპელსა სჰინა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დესპანელებს და სრულიად საქართველოს მართმადიდებლურ მოსახლეობას, ვულოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს,მრავალს დაგასწროდ ღმერთმა, ჯამრთელობა, სიხარული, სიყვარული, უფლის წყალობა ნუ მოგკლებოდეთ ,ღმერთი გფარავდეთ მთელი ცხოვრების მანზილზე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
გამარჯობა... ყველას გილოცავთ.. მარავლს დაგასწროთ უფალმა.. ამ დღის წყალობა არ მოკლებოდეს საქართველოს... ჩვენი მასაზრდოებელი ღვთისმშობლის კალთა იცავდეს ჩვენს ქვეყანას... ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყოს თქვენი შემწე და მოწყალე!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ანდრეა პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს.... მისი მადლი და ძალა იყოს საქართველოს წინ წამძღოლი ნათელი... გაგვინათლდეს გონება, სული და გული... ღმერთს ვებარებოდეთ.... გილოცავთ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
დესპანელებო გილოცავთ ანდრეა პირველწოდებულის საქარტველოში შემოსვლის დღეს მრავალს დაესწარით .მოსი მადლი ნუ მოგვკლებოდეს
ყველას.შეგვეწიოს მისი მადლი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ქართველებო,გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.

მისი მადლი გფარავდეთ! უფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღესასწაულს;;;ფარავდეს მისი მადლი სრულიად საქართველოს და ქართველობას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რისთვის ისჯებიან აქ ერთნი, ხოლო მეორენი კი ისეთივე ბრალეულნი - არ ისჯებიან
.იკითხავ ალბათ, რად ისჯებიან ერთნი აქ, მეორენი იქ და არა ყველანი აქვე? რატომაა ასე? იმიტომ რომ, ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ყველა დავიღუპებოდით; რამეთუ ყველა განკითხვას ვექვემდებარებით.
მეორეს მხრივ, აქ რომ არავინ ისჯებოდეს, ბევრი კიდევ უფრო დაუდევარი გახდებოდა, მრავალნი კი იტყოდნენ, რომ განგებულება არ არსებობს. რამეთუ, თუკი ახლაც კი მრავალი ღვთისმგმობელობს, თუმცა კი ხედავენ, რომ ცოდვილთაგან ბევრი ისჯება; რაღას არ იტყოდნენ, ესეც რომ არ ყოფილიყო? როგორ ბოროტებამდე არ მივიდოდნენ მაშინ? ამის გამოც, ღმერთი ზოგს სჯის აქ, ზოგს კი - არა. სჯის ზოგიერთებს, მოჰკვეთს მათ ცოდვებს, უმსუბუქებს მომავალ სასჯელს, ან სულაც ათავისუფლებს მათ ამისგან, და მათი დასჯით უბიწოებს ხდის უკეთურებაში მყოფთ; ხოლო სხვებს, პირიქით, არ სჯის, რათა, თუკი ისინი საკუთარ თავს ჩაუღრმავდებიან, სინანულში ჩავარდნენ და შერცხვეთ ღვთიური სულგრძელების გამო, და გადაურჩნენ როგორც აქაურ სასჯელს, ისე მომავალ სატანჯველს; ხოლო თუ უღირსებაში დარჩებოდნენ, ვერ შემტკბობნი ღვთიური წყალობისა, კიდევ უფრო მეტ სასჯელს მიიღებდნენ თავისი უკიდურესი დაუდევრობისათვის. ხოლო თუკი ვინმე კეთილმეცნიერთაგან დაიწყებს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ დასჯილნი უსამართლობას განიცდიან, რადგანაც მათ კიდევ შეეძლოთ შეენანათო; ამაზე ჩვენ ვეტყვით: ღმერთს რომ წინასწარმცნობელობით მათში სინანული დაენახა, მაშინ არ დასჯიდა. რამეთუ თუკი ის იმათ უთმენს, ვისზედაც უწყის, რომ გამოუსწორებელნი დარჩებიან; რამდენად უფრო მოუთმენდა აწინდელ ცხოვრებაში მათ, ვისზედაც ეცოდინებოდა, რომ მის სულგრძელებას სასიკეთოდ გამოიყენებდნენ, ისარგებლებდნენ დროის გადავადებით სინანულისთვის. მაგრამ ამჟამად, წინაუსწრებს რა მათ, იგი იმათაც უმსუბუქებს იქაურ ხვედრს, და ამათაც განაბრძნობს იმათი დასჯით. მაგრამ ყველა ცოდვილთან რად არ იქცევა ასე? იმად, რომ ცოცხლად დარჩენილები სხვისი შიშითა და დასჯით გამოსწორდნენ, და ღვთიური სულგრძელების მაქებართა და მისი სიმშვიდით დარცხვენილთა, დაუტეონ უღირსება. მაგრამ ისინი, მეტყვი შენ, არაფერს ასეთს არ აკეთებენ? - მაგრამ ამაში უკვე დამნაშავეა არა ღმერთი, არამედ იმათი უზრუნველობა, რომელთაც თავისი ცხონებისათვის არ ისურვეს ამგვარი შეწევნით ესარგებლათ. და შენ რომ დარწმუნდე, რომ იგი ამას სწორედ ამისთვის იქმს, - ყური მომაპყარ. ოდესღაც პილატემ გალილეველთა სისხლი სამსხვერპლო სისხლს შერთო, და ზოგიერთებმა, მოვიდნენ რა, ეს ქრისტეს ამცნეს; მან კი თქვა: „იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო მეტად ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? არა გეუბნებით თქვენ: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“ (ლუკა 13, 2-3). სხვა დროს 18 კაცი დაიღუპა დაქცეული გოდოლის ქვეშ მოყოლილი; და მათზედაც იგივე თქვა მან. - რამეთუ სიტყვებით: „იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო მეტად ცოდვილნი იყვნენ? არა გეუბნებით თქვენ“, - მან აჩვენა, რომ ცოცხლად დარჩენილნი ისეთივე ცოდვილები იყვნენ; ხოლო სიტყვებით: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“, აჩვენა, რომ იმათი ვნება იმისთვის დაუშვა, რათა ცოცხლად დარჩენილები შეშინდებოდნენ რა და შეინანებდნენ, სასუფევლის მკვიდრნი გამხდარიყვნენ. რა გამოდის? იტყვი შენ, - ესა და ეს იმისთვის ისჯება, რათა მე უკეთესი გავხდე? - არა, ამისთვის არ ისჯება, არამედ თავისი ცოდვებისთვის; მაგრამ ამასთან, იგი ყურადღებიანებისთვის ასევე საშუალება ხდება ცხონებისა; რამეთუ შიშნეულობას ჰგვრის რა იმით, რაც მას შეემთხვა, უგულსმოდგინესს ხდის მათ სიკეთის მიმართ. ასევე იქცევიან ბატონებიც: მრავალგზის სჯიან რა ერთ მსახურს, შიშით სხვებს უფრო უბიწოს ხდიან. მაშ, როცა ნახავ, რომ ზოგიერთები ან ზღვათაღელვაში დაიღუპნენ, ან ჩამოქცეულმა სახლმა მოიყოლა ქვეშ, ან ხანძრისას დაიწვნენ, ან მდინარეში დაიხრჩვნენ, ანდა სხვაგვარი სახის ძალადობრივი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე, მაშინ როცა სხვებს, ასეთსავე ან უფრო ცოდვილებს, არაფერი მსგავსი არ შემთხვევიათ, - ნუ აფორიაქდები და ნუ იტყვი: რატომაა, რომ ერთნაირად ცოდვილები ერთნაირად არ ევნენ? არამედ ასე განსაჯე, რომ ღმერთმა მიუშვა ერთი მოკლულიყო და გასრესილიყო, რითაც მას მომავალ ხვედრს უმსუბუქებს, ან სულაც ათავისუფლებს მომავალი სასჯელისაგან; ხოლო მეორეზე კი არაფერი მსგავსი არ დაუშვა - რათა იგი სხვისი დასჯით უფრო კეთილზნიანი გამხდარიყო. თუკი ცოდვებში დაახანებ, მაშინ საკუთარი უზრუნველობით უსიხარულო ტანჯვისთვის განიმზადებ თავს, და ღმერთი არაა დამნაშავე ამ აუტანელ სასჯელში. და კვლავ, თუ დაინახავ, რომ მართალი წუხს ან ყოველივე ის გადაუტანია, რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ნუ დაეცემით სულით: რამეთუ მასაც უმზადებენ უბედურებანი უნათლეს გვირგვინებს. და საერთოდ, ყოველგვარი სასჯელი, თუ ცოდვილებს ეწევა, ცოდვათა სიმძიმეს უმსუბუქებს, თუ მართლებს - სულს უნათლესს ხდის; ე.ი. ერთსაც და მეორესაც უდიდესი სარგებელი აქვს ჭირ-ვარამისაგან, ოღონდ კი მადლიერებით გადაგვქონდეს ეს ყველაფერი: რამეთუ სწორედ ესაა საძიებელი.
წმიდა იოანე ოქროპირი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
-მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა. ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

გილოცავთ ყველას ლომისობას.ლომისის წმინდა გიორგი გფარავდეთ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 140 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი