↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართველი გლეხის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
მართალი თქვა Peter-მა, ვაზის აჩეხვის ამბავმა გული მატკინა.
ვინც არ უნდ იყოს , ქართველი გლეხის დაჩაგვრას არავის არ ვაპატიებ, ეგენი არიან ჩვენი სიამაყე ,ყველაზე მეტს შრომობენ და ყველაზე ნაკლებად ფასდება მაგათი შრომა, მაგათ ვენაცვალე ყველას როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთეა
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
ისე ეს თემა კი იყო ადრეც გასახსნელი,მაგრამ რა საჭიროა ვენახი თუკი გლეხს ყურძენი სახლში ულპება და ვერ ასაღებს. რუსეთმა ქართული ღვინო აკრძალა, ევროპას კი თავისი ღვინოც საკმარისი აქვს. ამიტომ გლეხს ურჩევნია ვენახის მაგივრად კარტოფილი და სიმინდი დათესოს და ზამთარი გადაიტანოს, და არა ყურძენი დაულპეს საახლში. ასე ვფიქრობ მე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთხელ მსგავსი უკვე იყო საქართველოში, ეგრეთწოდებული ,,სუხოი ზაკონი \'\'რომ შემოვიდა .მახსოვს მაშინ გლეხებმა ვაზი გაჩეხეს და საზამთროს ბაღჩები გააშენეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ვაზის გაჩეხვაზე მეც დამწყდა გული, იმაზე კი არა რომ გაჩეხა არამედ ჯურნალისტებმა რომ ამ დონეზე აიყვანეს ესაა გულსატკენი. მე კი ძალიან მეცოდება ადამიანები რომლებსაც შემოსავლის ერთადერთი წყარო აქვთ ვაზი. მეც მაქვს ვაზი და ძალიანაც მიყვარს. რა ქნას აბა ხალხმა როდესაც არანაირი სახელმწიფო დახმარებები არა აქვს რომ ვაზი გადაარჩინოს. ჩემი აზრით უნდა მოხდეს ამ დარგის დაფინანსება იმდენად მაინც რომ მევენახეს მივაწოდოთ შხამ ქიმიკატები უფასოდ და კომსენსაცია თანხის, საწვავის სახით. მართლაცდა ბევრი აჩეხავს თუ ყურადღება არ მიაქცია ვინმემ. რუსეთთან კი სასურველია ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთო ინტერესების გამონახვა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
რუსეთთან კი სასურველია ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთო ინტერესების გამონახვა.

შენს პირს შაქარი ზვიგენო, მაგრამ არა მგონია უახლოეს 10-15 წელიწადში რუსეთთან საერთო ენა გამოვნახოთ. =oops=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
ადამიანი რომელიც ქარველ კაცს მიიყვანს იმ ზომამდე რომ ვაზე ხელი აღმართოს ის არის სატანის ნაშიერი მემგონო ზოგიერთი სიტყვა ვენახის გაგებისას მარტო ყურძნის ჭამასა და ღვინის სმას ხედავს ვაზი არის ქართველთა ჯიშის და ჯილაგის ქართული გენიის საფუძველი მართლაც და განწირულია ადამიანი ვინც ვაზს და ვენახს არ აფასებს პატივს არ ცემს ქართელთა კულტურასა და ისტორიას ჩვენი ისტორია ვენახისა და ვაზის არ არსებობს და ვეც მომავალი იქნება მათ გარეშე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი, მაგრამ თუკი არ იყიდება ამდენი ღვინო, რითი იცხოვროს გლეხმა? ჩემის აზრით პურის ხორბალი დათესონ სჯობია; რადგან პურს ყოველთვის ჰყავს მყიდველი. ვაზიც უნდა დარჩეს, მაგრამ იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ყველაზე საინტერესო ისაა,რომ ამ სეზონზე დაკრეფილ ყურძენში მაისში გადაუხდიან გლეხს ფულს.წინ რომ ცივი ზამთარი მოდის იმაზე არაფერს ამბობენ.არცერთ იმ ქვეყანაში,რომლებსაც ეკონომიკის განვითარებაში გავუსწარით,ასე არ ხდება,გაგიგიათ გერმანიაში,ჰოლანდიაში...ამუშაონ ხალხი და ფული 6თვის მერე გადაუხადონ?ხოოდა ჩემო ბატონებო ასე მაგრად მიდის განვითარება საქართველოში წიინ........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყველაფერს პოლიტიკას ნუ დაუკავშირებთ, ყველაფერს მოევლება თუ ქვეყანაში სტაბილიზაცია შენარჩუნდა. ვაზი არა მომგებიანია დღესდღეობით საქართველოში, მაგრამ ეს ვაზი არის ერის ღირსება და სიამაყე რომელიც ათასწლეულობის მანძილზე საქართველოში ყველაზე ძვირფასი მცენარე გახლდათ. როგორც ზემოთ აღვნიშნე უნდა მოხდეს მევენახეობის სუბსიდირება სახელმწიფოს მიმართ, აგრეთვე კარგი იქნება განხორციელდეს დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო სესხების გაცემა მეურნეებზე(ბევრი ტერმინი საქართველოში შესაცვლელია. მაგალითად გლეხი... გლეხი ცუდ ასოციაციას იწვევს თითოეულ ადამიანში. უთხარით აბა ვინმეს გლეხი ხარო სოფელში, ბევრს გაგინებენ და ბევრს დაგპირდებიან კიდევ! =ait= =ait= =ait= =jg საქართველოში დისკრიმინაციას იწვევს ეს ტერმინი და იმედი მაქვს რომ შეიცვლება. უწოდონ მათ ფერმერი, მცირე ფერმერი, მეწარმე რადგან არ მოხდეს დაცინვა და მათი დისკრიმინაცია. გლეხები საქართველოში არ არიან ყველას აქვს საშუალო თუ უმაGლესი განათლება და საზოგადოებასთან არ არიან დაშორებული აზროვნებით თუ ცხოვრების წესით..რადგან მთავრობამ ამ ფენას საზოგადოებისა მისცა მიწა თითოეულ მათგანს შეუძლია მცირე ფერმერული პროექტების განხორციელება თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობს შესაძლებელია დროთა განმავლობაში მოგვარდეს სოფლად პრობლემები და რაც მეტი კარგი ფერმერული მეურნეობები გვექნება ქვეყნისათვის მით უკეთესი იქნება. =mq =mq =cq =cq =piv =xor=[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i496_xvanchkara.bmp][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t496_xvanchkara.bmp[/IMG][/URL]
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined31 Aug 2007
Posts23
კარმა51
OFFLINEPROFILE
რაც შეეხება მეღვინეობა,რამდენად მომგებიანია ქვეყანაში,აბა დაამზადონ ნატურალური ხარისხიანი ღვინი და ვნახოთ თუ არ გაიყიდება.

რუსეთ-საქართველოს დაძაბულ პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ.
სიმართლე ვთქვათ, რუსეთში გატანილი ქართული \"ღვინო\" სამარცხვინო არ იყო?? შაქრიანი და ფალსიფირებული სითხის ბოთლებში ჩასხმა,ადვილია!

რაც შეეხეაბა ვაზის გაჩეხვას და სხვა მეურნეობის გაჩაღებას ვაზის ნიადაგზე,სასტიკად მიუღებელია!
ცოტაა დაუმუშავებელი ,ნოყიერი ნიადაგი,ხორბალი და სიმინდი რომ მოიწვიონ?
ვენახი როგორ უნდა გაჩეხოს,სრულჭკუაზე მყოფმა ადამიანმა.

ვენახი,ვაზი,ქართული კულტურაა და ძველი დამყაყებული ტრადიცია,\"ღირებულელები\" დავივიწყოთ ჯობია, ვაზი კი -არასოდეს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
ქართველი გლეხის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ
დესპანი