↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმელთა შემოქმედება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 244 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი არ დავწერე ლექსი

თითქოს ამოვიოხრე

ალბათ, ოდესმე, სადღაც ვინმეს

გულს მოუოხებს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
იასამანი სევდისაგან თითქოს მუქდება,

ისედაც ლამაზს ჩამუქება უფრო უხდება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნუთუ ამქვეყნად მისთვის მოვედი
ყოველდღე მოვკლა ჩემში პოეტი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
სცივა მაისს, ისე სცივა, როგორც უქმროდ დარჩენილ ქალს.

ვის მიანდოს თავი ორგულ ხის ტოტებზე გაფენილ ქარს?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვეღარ ვეტევი
უშენობით სავსე ლოგინზე,
მგონი თენდება.
მეტი რა გითხრა
უსასოო ქალის ლოდინზე,
მიხვალ–გნებდება
ისევ ქარია, მიხარია
ქარის გოდება,
ვიცი არ მოხვალ,
მაგრამ მაინც დაგელოდები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
იმისი სუნთქვა მე არა და
სხვას უთბობს ხელებს
მე მარტო ვუცქერ მობარბაცე
თოვლის ფანტელებს
ცრემლი უცები უნებლიე
მზერას მისველებს
ვხვდები თენდება
ხვალ ცხოვრებას
რა გააგრძელებს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
როცა ჯერ კიდევ
სულ მკრთალია ფერები დილის,
და თეთრ ზეწრებში გახვეული
ნებივრობს მთვარე,
არ გაგიკვირდეს თავს თუ ისევ
მოვიმძინარებ,
რომ არ შემშურდეს
სისპეტაკე მისი მანდილის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
რამდენი წელი შემომაცვდა,
რამდენი წაღა,
ბოლოსდაბოლოს მეპოვნე და
გამეშვი აღარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჟამს შებინდების,ხან მომინდები...
ჩემივ სურვილის შემეშინდება
და ამ სურვილის დაკარგვის შიში
უნებურ ცრემლად წამომდინდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts27
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენი მონატრება მენატრება ხანდახან

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined31 Aug 2007
Posts23
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენი სათუთი თითი
შენი აზვინდრული თუთა
დროა სარკემლთან ქარმა
უსტარი მოგიტანოს ჩუმად
არ წაიკითხავ ვიცი
უბეში გადამალავ ნაწერს
ცეცხლს გავუკიდებ სახლ-კარს
გამოიბუგები მალე
დამწვარ სხეულზე თეთრად
დაგეფინება წერილის ფერფლი
შანთით ამოგაჭრი დამწვარ ძუძუს
და ძვლებს გაგიფენ საფლავამდე გზად
ბოლოდე დაგჩეხავ,დამწვარს და გათოშილს
თმის კულულს სახსოვრად სხვენში გამოვკიდებ
მერე ჩამოვჯდები,დამწვარი სახლის კწინ
შენს სამძიმარზე ,ჩონგურზე ჩამოვკრავ
(ეჰ პეტერ ბელქნაფო,დროა ჩამოკრა)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა,
დაანება ბალახების ჭამას თავი,
და მთელი დღე თეთრ გვირილას უყურებდა
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...

ბალახს გაეხარდა ფესვიანად არ გადამყლაპავსო სხვა ძროხებივითო.
ირემმა უთხრა მაინც ძროხა იქნები რაც არ უნდა დაწერო სახელს ვერ შეიცვლიო.
ხარს მთელი ღამე არ ეძინა და სხვა ძროხებს არ ეკარებოდა.
ძროხები ფიქრობდნენ ალბათ ლენცოფა შეყვა ბალახს რომ სძოვდაო.
ლენცოფა იცინოდა კიდევ კარგი მე არ მიმირთვა თორემ მერე ნახეთ რას იზამდაო.
ყასაბს გაუხარდა, მაგი ძროხად აღარ ივარგებს არც პოეტი დადგება და მე მომიყვანენო...

ძროხას კი ეს სულ არ ანაღვლებდა, მას პოეზია უყვარდა და თეთრი გვირილა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მზე

გათენდა.
აღარ ღამდება.მზე ამოვიდა. მთვარეს სჯობია მზე.
სინათლე მიყვარს მე. სინათლე და თქვენი დანახვა მიხარია. არც გიცნობთ მაგრამ ხომ დადიხართ ქუჩაში. შეიძლება გამარჯობაც თქვათ. გაგიმარჯოთ. ასანთს მომთხოვთ, მე - სიგარეტს. მეტი რა უნდა უხაროდეს ადამიანს? მე ბედნიერი ვარ. ყველაფერი \\\"ზერო\\\" ზე დამყავს. ლამაზია სამყარო.
გუშინ ღვინო ვიყიდე. ო რა უდროოდ გათავდა, თითქოს არც დამელიოს. მაინც კარგია , როცა ცოტაა გემოსაც გაუგებ ნორმალურად თან ჯანმრთელობისათვის კარგია.
მე მზე მიყვარს და სიცოცხლე. მთვარეს ხმასაც აღარ ვცემ. თუ ანათებ შენით უნდა ანათებდე. ანდა რა არის მარტო შენთვის რომ ანათებ, ან თუ ანათებ გაანათე რა დალოცვილო!
გარეთ ალვის ხეა, წყაროსთან. მოჭრა უნდათ. მე არ მემეტება. დიდია და კიდევ მზისაკენ მიისწრაფვის.ნაყოფს არ ისხამსო. რა ეგოისტია ადამიანი.
გუშინ ვესაუბრე ალვის ხეს. იცით რა მითხრა?...
მზე გიყვარდეთო და სიცოცხლეო...
მას ეგონა რაღამც პატარა ვიყავი და ცისკენ არ ვიწელებოდი მზე არ მიყვარდა და სიცოცხლე.
ეჰ.... ხეა რას გაიგებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბაყაყების კონგრესი

-მეგობრებო, ჩვენს კონგრესს გახსნილად ვაცხადებ. თქვა ყაბუიმ და ასობით ბაყაყს სიამაყით გადახედა. დღეს კიდევ ერთი სახელოვანი მომღერალი ბაყაყი ყიყიტა გამოგვაკლდა. ეს უკვე მეტისმეტია. გველებს თავს ხომ არ გადავაყლაპებთ?
ატყდა ჩოჩქოლი. ვასაკა ახტა ქვაზე და დაიწყო მოთქმა;- არ ვიცით სიმღერა და იმიტომ ვერ ვმღერით კარგად. კარგად რომ ვმღეროდეთ გველებს კი არ მივიზიდავთ არამედ ბულბულები ჩამოფრინდებიან ზეციდან და თევზებსაც ვეყვარებით.
ყველა ვასაკას დაეთანხმა დაბოლოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს რომ სიმღერა უნდა შეეწყვიტათ.
ერთი თვის განმავლობაში იმ ღელესთან ბაყაყთა ყიყინი არავის გაუგონია... დუმილი ჩამოწვა.დაყრუვდა და გაიტრუნა მთელი ღელე.
უხაროდათ ბაყაყებს, ყველანი უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. გველიც საერთოდ დაავიწყდათ.
ერთი ბაყაყი კი სულ სევდიანი იყო. არავის გაღიმებული არ უნახავს ყაბუი მის მერე. სულ ცრემლები მოსდიოდა. ვერ შეეგუა სიმუნჯესა და სიჩუმეს.
ერთი თვე გავიდა. კვლავ შეიკრიბნენ ბაყაყები და ყველას უხაროდა, რა მშვიდობა დაგვიდგა ყველას, ყველანი ცოიცხლები ვართ, ვმრავლდებით. შენ რაღამ დაგაღონა ყაბუი? კითხა უხუცესმა ბაყაყმა, განა შენ არ გიხარია რომ ყველა ცოცხლები ვართ და მშვიდობა გვეღირსა?...
სიმღერა მომენატრა, თქვა ყაბუიმ და ცრემლი მოერია... რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს... მშვიდობა თუ გვაქვს სამაგიეროთ გადავგვარდით, ბაყაყები აღარა ვართ, წინაპრები რას იტყოდნენ ჩვენზე.... ბაყაყი აბა მდუმარე როდის ყოფილა?..მე ბაყაყი ვარ მეამაყება ამის და მინდა ვიყიყინო კიდეც....
იმ ღამით ყაბუიმ ბევრი იმღერა. რაც ერთი თვის განმავლობაში არ უმღერია ყველაფერი ერთად იმღერა.
არც ერთ ბაყაყს იმ ღამით არ ეძინა. ყველა ტიროდა და ცრემლები მოსდიოდათ მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
ყაბუი დილამდე მღეროდა. სიამაყის ცრემლები მოსდიოდა. სიცოცხლე უხაროდა.
იმ დილით ყაბუი გველმა გადაყლაპა...
მეორე დილით ჩავიარე ღელესთან. ყველა ბაყაყი ერთად ყიყინებდა.. მივხვდი ყაბუის გმირობაზე მღეროდნენ.
ამ ამბის შემდეგ კი ყველა ბაყაყი ყიყინებს. აღარ ეშინიათ გველის...
იყიყინეთ ბაყაყებო!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
თბილა აქ...და ლამაზი სული ტრიალებს...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 244 posts ] 
ფორუმელთა შემოქმედება.
დესპანი