↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
მინდა ისე იყოს ხალხი გაერთიანებული როგორც მაშინ აპრილის დღეებში,ისე უყვარდეთ ერთმანეთი და პატივს სცემდნენ.დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.

სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.

ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.

დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
დღეს ქრისტიან დემოკრატებმა გამოითქვეს აზრი რომ 9 აპრილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე და არა 26 მაისი. როგორ შეიძლება 9 აპრილის აღქმა სიხარულად, დამოუკიდებლობის დღეთ და ზეიმად? 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე და რას ვუპირებთ იმ გარდაცვლილი ადამიანების სულებს ზეიმით და პარადებით რომ შევხვდებით?

ნეტა ღმერთი არა სწამთ პოლიტიკოსებს?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
განა ეს მარაბდა მარაბდით იწყება?
ანდა ის შამქორი შამქორით მთავრდება?
რუსთველის გამზირიც დიდგორად იქცევა
თუ საქართველოსთვის გსურს თავის დადება...

და მართლაც, როდესაც გათენდა აპრილი,
თბილისს სისხლიანი აპრილი დაუდგა,
სული ალგეთური და ბორკილაყრილი
სიკვდილს ცეკვით და სიმღერით დაუხვდა.

თითქოს და ყოველდღე სისხლისგან ვიცლები,
ვიძინებ ტანჯვით და ვიღვიძებ სირცხვილით.
თვალებს არ სცილდება იმ გოგო-ბიჭების
საველე ნიჩბებით მოკლული სიცილი.

თუ ისევ გაისმა სამშობლოს ძახილი,
თუ ბედმა გაგვწირა, წლებმა გაგვიმეტა
შიშველი გულით და შიშველი მახვილით
კვლავ დგანან ლეკვები მომავლის იმედად.

მამულის მიწაზე კვლავ დააბიჯებენ,
სატკივარს ქვეყნისას კვლავ გულით უვლიან...
ალგეთის კვარცხლბეკზე შემდგარი ბიჭები
სამშობლოს მარადი , უკვდავი სულია!

ეს ლექსი დაიწერა 9 აპრილის მეორე დღეს, მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს რუსთაველის გამზირი 10 აპრილს და შემდეგ დღეებში, ხეებზე გაკრული უამრავი ლექსი, უამრავი ცრემლი და გაოგნებული სახეები...
ღმერთო გვაკმარე.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
დესპანი