batatari wrote:ციტატა:
http://ru.youtube.com/watch?v=cZb-IPzNLyo
ეს ფული ნეტა სად მიდის შეიძლება პასუხი ამ ვიდეოს 2 წუთზე ჩანდეს??????
ილია მეორე: მართლმადიდებლობა უნდა იქნეს გამოყენებული სახალხო დიპლომატიისათვის, რუსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების გასანეიტრალებლად
საქართველოს პატრიარქს არა ერთი კარგი და დიდებული საქმე გაუკეთებია ქვეყნისათვის. სულ ახლახანს უწმიდესმა მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია მოსკოვში რელიგიური ლიდერების შეხვედრაზე.
ნაციონალური ლობის ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე: `მოსკოვში შედგა უდიდესი მასშტაბის რელიგიურ ლიდერთა შეხვედრა, რომელსაც 49 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. სხვადასხვა რელიგიების პირველი პირები, ან პირველ პირთა მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის სასულიერო წარმომადგენლები. არავითარ ერთობლივ ლოცვას არ ჰქონია ადგილი. მხოლოდ პოლიტიკურ და სოციალურ, ზნეობრივ თემებზე იყო ლაპარაკი და ამ საკითხებში რელიგიურ ლიდერთა მონაწილეობაზე. ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო, ძალიან მწვავე. მაგალითად, ებრაული თემის მხრიდან, რომელიც აკრიტიკებდა მუსულმანურ სამყაროს. ასევე მუსულმანი ლიდერების გამოსვლა იყო საკმაოდ კრიტიკული ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ა. შ.
ეს დიდი და მაღალი ტრიბულა საქართველოს ეკლესიამ, კერძოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოიყენა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასააცავად. კერძოდ, სეპარატისტული რეჟიმებისა და მოძრაობებისათვის ხელშემწყობი პირობებისა და მოვლენების საწინააღმდეგოდ.
პატრიარქმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში, როცა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები სულ უფრო და უფრო კარგავენ თავის მნიშვნელობას, ერთადერთ არეალად რჩება კულტურული სფერო, ეროვნებებისა და ეთნიოსებისთვის. და თუ ჩვენ ვზრუნავთ ეთნიკურ უმცირესობაზე, ლოგიკური იქნება ვიზრუნოთ მათი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე და არა იმაზე, რომ ამ ეთნიკური ჯგუფებისაგან შევქმნათ ახალი პოლიტიკური სუბიექტები, რომლის ტენდენციაც სამწუხაროდ შეინიშნება ევროპაში, სადაც ხდება წახალისება პოლიტიკური ელემენტებისა. თუ კატალონია ისტორიულად კატალონიელებისაა, ეს სტანდარტები არ მიესადაგება ჩვენს პრობლემას. სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები შეინიშნება ინფორმაციულ ველში აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის (ცხინვალის რეგიონის) მიმართაც და არ მინდა დავკონკრეტდე, საქართველოს სხვა რეგიონების მიმართაც, არა მარტო დიდწილად არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებს ვგულისხმობ, არამედ პირწმინდად ქართველებით დასახლებულ რეგიონებზეც მაქვს ლაპარაკი. ეს არის იმ ინფორმაციული ომის გაგრძელება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებდა, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ, ისე საბჭოურ პერიოდში და მიმდინარეობს დღესაც. და სამწუხაროდ, არა მარტო რუსული ძალების მხრიდან. ამ გამოწვევას ეხებოდა კათოლიკოს-პარტიარქის სიტყვა, რომელმაც დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა.
ამ ფორუმმა ორი დღის განმავლობაში იმუშავა და საბოლოოდ მიიღო მიმართვა დიდი რვიანის შეხვედრისადმი. კონფერენციის მიმართვაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ რელიგიების როლი, რელიგიური ლიდერების მოწოდება, რომ საჭიროა ზნეობრივი ღირებულებების დაცვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ზნეობრივი ღირებულებების შეცვლისა და გადაგვარების ფონზე დიდი საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივ წესებს, ვინაიდან უზნეო საზოგადოება ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ააშენებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მიმართვიდან დიდი რვიანის შეხვედრის წინ.