ninikara wrote:ციტატა:
სიყვარული ფოთოლცვენის დროს... რა ლამაზი დღეა. არც ცხელა, არც ცივა, თითქოს წვიმასაც აპირებს.ასეთია შემოდგომა.თბილი და ამავდროულად საშინლად ცივი.მითუმეტეს ბათუმში. ფანჯარასი გავიხედე ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზად მომეჩვენა,ალბათ იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა.დღეს 17 წლის ვხდები.მალი ჩემი მეგობრებიც მოვლენ.მათ ბავშვობიდან ვიცნობ,ძალიან მიყვარს ისინი.აი,ისინიც მოვიდნენ.
-მაკო გილოცავთ დაბადების დღეს.შენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ სიხარულო.ძალიან გვიყვარხარ.
-ჩემო კარგებო ძალიან დიდი მადლობა.ახლა იწყება დროსტარებე აბა ჩვენ ვიცით.ის დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ.ვიმხიარულეთ.ახალი ამბავიც გავიგე დათა(ჩემი ყოფილი შეყვარებული)ლონდონში წასულა სასწავლებლად.ეს ჩემთ ვის უკეთესიც იყო.თუმცა ადრე ორივენი ერთად ვგეგმავდით წასვლას.კიდევ კარგი დავშორდი.ღმერთო რა არ ხდება? ამას რამდენიმე დღის წინ ვერც წარმოვიდგენდი,მაგრამ ამაზე არც ვდარდობ.არ მიყვარდა დათა.უცებ თვალები ფანჯრისკენ გამექცა.რაფაზე ვარდების თაიგული შევნიშნე.მივედი.არავინ იყო.მხოლოდ 17 ცალი ვარდი ეწყო.წერილს ვეძებდი ვერც ის ვიპოვე.გარეთ გავედი,ქუჩაშიც არავინ იყო.მხოლოდ ვიღაც მათხოვარი,მაგრამ ეგ გინდ ყოფილა გინდ-არა.გულის სიღრმეში გამიხარდა,მესიამოვნა.მიყვარს მოულოდნელობები, მაგრამ ამასთანავე საშინლად ცნობისმოყვარე ვარ.ამ ფაქტმა კი მოსვენება დამიკარგა.ძალიან მინდოდა გამეგო ვინ გააკეთა ეს.მაშინვე დაქალებს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.მათი აზრით,უცნობი თაყვანისმცემელი დათა უნდა ყოფილიყო.(ის კვლავ ცდილობდა ჩემთან შერიგებას)მეც ასე ჩავთვალე.რადგან ყველაფერი გაირკვა,მშვიდად დავიძინე.
მეორე დღეს,თვალი გავახილე თუ არა,მაშინვე ფანჯარისკენ გავიხედე.არ ვიცი რატომ.!(ამის გაგება მხოლოდ გოგონებს შეუძლიათ)ისევ ვარდი...უმისამართო ქუჩაში ისევ არავინ იყო(მხოლოდ მათხოვარი)გავედი გარეთ.ცნობისმოყვარეობამ მძლია.მათხოვარს მივუახლოვდი და ვკითხე:
-უკაცრავად ვინმე ხომ არ დაგინახავთ ამ დილით ჩემს ფანჯარასთან ?
-მათხოვარმა შემომხედა. არაფერი უთქვამს.
მე კითხვა გავუმეორე.ამჯერადაც არაფერი მიპასუხა.მხოლოდ დიდი ზღვისფერი თვალებით მიყურებდა.ლამაზი თვალები ქონდა.რაც მართალია,მართალია ვერ ვუარყოფ.მაგრამ მათხოვარია რა......
დღეები გადიოდა.ვარდი კი ყოველ დილით ფანჯარასთან მხდებოდა.შემოდგომა იყო.ხეებს ფოთლები სცვიოდა,ამის გამო ხშირად ვიჯექი ფანჯარასთან მოწყენილი(ამინდი,ბუმება პრდაპირ მოქმედებს ჩემს განწყობილებაზე.)მაგრამ ცოცხალ,წითელ ვარდს Dევხედავდი და ისევ მიბრუნდებოდა ხალისი.ვგრძნობდი,რომ ცხოვრება ისევ მშვენიერია. ასე გადიოდა დრო.მალე გაირკვა ,რომ დათა არაფერშუაშია.ის საქართველოდან წასვლის შემდეგ წამალზე შემჯდარა და კლინიკაში წევს თურმე კარგა ხანია.ამ ფაქტმა საშჰინლად იმოქმედა ჩემზე .შერმეცოდა,ოღონდ მართლა.იმ დღიდან ვარდის დანახვა აღარ მინდოდა.რაღაც უკვე მომბეზრდა.მაღიზიანებდა უკვე.ერთხელაც მივედი ფანჯარასთან და კიდევ ვარდი რომ დავინახე,გაბრაზებულმა ქუჩაში მოვისროლე.
-არ დაიღალე? გამოჩნდი რა ვინც ხარ უკვე თავი მომაბეზრე.ვარდი აქ აღარ დავინახო...გამვლელები გაოცებულნი მიყურებდნენ.მეც შევნიშნე,რომ ზედმეტი მომივიდ.საშინლად შემრცხვა.ამაზე უფრო გავბრაზდი და მივახალე:
-რას მიყურებ?ვერ ხედავ,რომ აღელვებული ვარ?შენი შენიშვნა მაკლია რა!(უცებ მივხვდი,რომ მათხოვარს ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს არასდროს)ეს აღარ შევიმჩნიე,ფანჯარა დავხურე და ოთახსი შემოვედი.უკვე ბნელოდა.ღამე მიყვარს.სიწყნარეა,არავინ გაწუხებს.საწოლზე ვიყავი წამოწოლილი.მინდოდა დამეზინა,მაგრამ...თვალწინ მედგა იმ მათხოვრის თვალები,მახსენდებოდა მისი მზერა.ტანსი ჟრუანტელმა დამიარა.მაგრად დავხუჩე თვალები და..არ ვიცი როდის დამეზინა.როცა გამეღვიძა დილის 6:00 საათი იყო.მეზარებოდა ადგომა.ტელევიზორი ჩავრთე.მოსაწყენი ფილმები გადიოდა.მაშინვე გამოვრთე.უცებ ფანჯრისკენ გავიხედე.ისევ ვარდი...ოღონდ მეწამური ფერის,იქვე წერილიც შევნიშნე.სასწრაფოდ აციღე და კითხვა დავიწყე.
\"ჩემო ანგელოზო!მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ.მე არ მაქვს ამის უფლება,მაგრამ რა ვქნა?გული არავის ეკითხება.ჩემს ცხოვრებაში ერთადერტი ნათელი წერტილი შენ იყავი.მზის სხივი,რომელიც მაძლევდა ძალას,ცხოვრება გამეგრძელებინა.შენი წყალობით მივხვდი,რომ მეც ადამიანი ვაარ.მეც შემიძლია ვინმე მიყვარდეს.ვიცოდი,რომ შენ მე ყურადღემას არასოდეს მომაქცევდი,მაგრამ საკუთარ თავს მაინც მივეცი ოცნების უფლება. აბა სად გაგონილა მათხოვარი და...ჩემო ფერია,ლამაზო სიზმარო,აუხდენელო ოცნებავ!გახსოვდეს რომ დედამიწაზე დადის ერთი უბრალო ბიჭი,რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ.მე აწი ვერასოდეს მნახვ.მე ვარ ტალღა ზღვის ,რომელიც უნდა მიუახლოვდეს ნაპირს,მაგრამ ისევ უკან ბრუნდება.მე ასევე ძალიან ახლოს და ამავე დროს ძალიან შორს ვიქნები შენგან.რა მსვენიერია სიყვა
რული შემოდგომისას.ფოთლები ცვივა,მე კი მივდივარ...\"
-ეს შეუძლებელია.მე ვტიროდი,მაგრამ არ ვიცი რატომ.ფურცელი ხელში მეჭირა.ის ჩემი ცრემლებით სველდებოდა.გამახსენდა ყველაფერი.ეს რა ჩავიდინე!ეს ადამიანი ყოველთვის იჯდა ჩემი ფანჯრის წინ და ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის,როგორც თანასწორისთვის.ზემოდან ვუყურებდი.რატომ?რითვარ მასზე უკეთესი?პირიქით.რას ვაკეთებ/მხოლოდ გართობაზე ვფიქრობ,როგორმე სხვაზე უკეთესად მეცვას,თმები კარგად გავიკეტო,რომ შემდეგ ამით ვიტრაბახო.ამასობასი დამვიწყებია თავმდაბლობა.ყველაზე ძვირფასი საჩუქარი უფლისა ამპარტავნობა-მომააკვდინებელი სენი.რატომ ვხდებით ყველაფერს გვიან? გათაც ხომ ამაან დაღუპა?ცარიელი სიტყვებით თამაში რაში გამომადგება? ალბათ,ხშირად მითქვამს:\"ყველა ადამიანი თანასწორია.\"\"არ შეიძლება მათი გარჩევა რასის,რელიგიის,მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით\".რა სასცილოა.რეალურად რა გავაკეთე?მართლაც წარმოუდგენელად მეჩვენაბა მე და მას რამე გამოგვსვლოდა.ეს ფანტაზიაა,მაგრამ გული ჩემს სიტყვებზე მწყდება.,ჩემს საქციელზე.თუნდაც ახლა რომ მცოდნოდა მისი გრზნობების სესახებ,როგორ მოვიქცეოდი?..არ მაქვს პასუხიიმიტომ რომ ის მათხოვარია.იქნებ დათას 1000-ჯერ სჯობს,მაგრამ მათხოვარია.აი პრობლემა.ყველაფერი ცხადია ჩემთვის.რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ,სინამდვილეს ვერსად გავექცევით.ამ სასტიკ სამტაროში მეფობს ფული და არა-სიყვარული.რატომ ხდება ასე? გვიყვარდება უღირსი,ხოლო წრფელ სიყვარულს არ ვაფასებთ.ვთამაშობთ სხვის გრძნობებზე და არც ვფიქრობთ იმაზე,როგორ ვტკენთ სხვას გულს.(იმ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.მე ყოველ დილით გავდივარ ზღვაზე და ვუყურებ,როგორ ეალერსება ტალღები ნაპირს.გავსცქერი ჰორიზონტს.მახსენდება წარსული და უცნაური სიყვარული ფოთოლცვენის დროს...
