aquagirl wrote:ციტატა:
karamelka wrote:ციტატა:

...და ამას ანგრევენ!.......
ნახეთ, რა კარგები ხართ!... და კი არ ანგრევენ, ალბათ, უნდათ, თორემ სიყვარულს ვერ მოერევიან! ის კი არ იციან, რომ თქვენს გრძნობას უფრო აძლიერებენ!
სადაც სიყვარულია, მეც იქა ვარ! ახლა თქვენთანაა და მეც მანდა ვარ!
P.S არასოდეს დაღონდეთ სხვის მნგრეველ სურვილებზე!

ძალიან დიდი მადლობა! დიახ,მსურველი არც ისე ბევრია ჩვენი სიყვარულის დანგრევისა ,მაგრამ ვინც არის ეგ არის!..
პირველ რიგში ,ყველამ თავის სიყვარულით უნდა აღმართოს ის უძლიერესი და სამუდამო კედელი,რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გაარღვევს!
მაგრამ ,როცა შენს გარშემო ორი სრულიად განსხვავებული აზრების ქაოსია, უკვე თავისთავად იდება სასწორზე შენი ყველანაირი გრძნობა...
გეშინია,რომ მართლა ისე არ იყოს,როგორც \"ისინი\" გეუბნებიან (თავიანთი თქმით გირჩევენ)... თავს ვუმკლავდები,რომ არანაირ მითქმა-მოთქმას და გარკვეულ \"რჩევებს\" ყური არ დავუგდო, მაგრამ ხანდახან ყველა ადამიანში,რაც არ უნდა ძლიერი იყოს , სისუსტის გარკვეული სახე ყოველთვის გამოიჩენს ხოლმე თავს ამა თუ იმ სიტუაციიდან გამომდინარე და შენს საკუთარ თავში და გრძნობებში ,რაც არ უნდა დარწმუნებული იყო,მაინც ორჭოფობ !.. მთელი ცხოვრება თითქოს რაღაცის ძიებაში ვარ და თურმე სიყვარულშიც აღმოვაჩინე,რომ ეგრე ვყოფილვარ! თავიდან,როცა უბრალოდ მოგწონს ადამიანი,ცდილობ რაც შეიძლება მეტი დადებითი მოძებნო და იპოვო მასში,მაგრამ მერე უკვე ცდილობ უარყოფითებსაც \"გაეკიდო\" და აღმოაჩინო რამე სიახლე! განა იმიტომ,რომ სიყვარული გაგინელდა და ეძებ რაღაც მიზეზებს,პირიქით, რაც უფრო გიყვარდება, მით უფრო ეგოისტი ხდები და გინდა თავიდან ბოლომდე შეიცნო და შეისწავლო ის ადამიანი!
არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე ჩემს ნაწერში,მაგრამ ჩემს გამოცდილებას ვწერ,თან ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მე ხომ უუბრალოდ მადლობის გადახდა მინდოდა შენთვის=ko= , მე სულ ეგრე ვარ , თუ დავიწყე წერა მერე...=oops=

(ოღონს არ ვიცი ვისთვის რამდენად საინტერესოა ჩემი აზრი)
aquagirl დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
