dorado wrote:ციტატა:
მე დიდ დროს არ წაგართმევთ, უბრალოდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან 100%-ით ვეთანხმები თამოს და აი რატომ:
ახლობლის თინეიჯერი გოგონა ძალიან მუსიკალურია და უსმენდა როკს, მეტალს,. მერე ნელ-ნელა სხვა დაინტერესებებიც გაუჩნდა, იცმევდა ძირითადად შავ ფერებში და უცნაურად.მერე გამოაცხადა რომ \"ემო\"-ა,ამ მიმდინარეობას ემოციური ბავშვები ჰქვია და ირგვლივ ყველა და ყველაფერი ეზიზღება_საკუთარი დედ-მამიდან დაწყებული,
ბოლოს უკვე როცა მკლავების დასერვა დაიწყო,_ოჯახი ფეხზე დადგა და აღმოაჩინეს, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც სხვათაშორის\"წყნარი\" როკის მომხრეა_პირდაპირ ქადაგებს თვითმკვლელობას, ბისექსუალიზმს, ნარკოტიკებით სარგებლობასა და ადამიანთა უარყოფას.დაბალ საფეხურზე თუ მკლავებს იკაწრავენ_მაღალ საფეხურზე ვენებს იჭრიან.დეტალებით არ დაგღლით, შედით გუგლში და ნახეთ, საქართველოშიც თუ ასე იყო ფეხმოკიდებული_არარ ვიცოდი და საერთოდ _ბოლო დრომდე არანაირი წარმოდგენა არ მქონდ იმ სავბნელ მუსიკალურ-სპირიტუალურ მიმდინარეობებზე, რასაც ასეთი შედეგები მოაქვს. რადგანაც საქმე ახლობელს და თანაც ბავშვს ეხება, გთხოვთ კორექტულად და ცინიზმის გარეშე მიპასუხოთ:რა აზრისა ხართ ამ შემთხვევაზე და რას გააკეთებდით თქვენ რომ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ?ნუთუ ეს აგრესიული,ბოროტი და ძალმომრეობის მოქადაგე მუსიკის ფონზე არ ხდება? რა არის გამოსავალი?ხომ არ არის დრო, რომ აიკრძალოს ძალადობისა და თვითმკვლელობის წახალისება? მუსიკა ყველას გვიყვარს, ჯინსიც ყველას გვაცვია და არც არაფერი გვესწავლება, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე რას იტყვით?
გმადლობთ.
საშინელებაა რაც აქ წავიკითხე,
საინტერესოა რატომ უნდა გამოეპაროს მშობელს შვილის გატაცებები.არასოდეს უფიქრიათ თუ რითია დაინტერესებული ბავშვი?ან იქნებ სულაც ცოტა უცნაური ფსიქიკა ჰქონდა და მუსიკამ მხოლოდ მცირე ბიძგი მისცა კარგად წარმოჩენილიყო მისი შინაგანი სამყარო?
გემოვნებაზე არ დაობენ,მაგრამ მაინც ვიტყვი-მშობელს შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეაქვს.
არა მგონია მუსიკა იყოს \"დამნაშავე\".
მე პირადად როკის მოსმენა ძალიან მიჭირს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა,არა იმიტომ რომ ამით ჩემში არსებულ რწმენას და სიყვარულს ღმერთისადმი შევეწინააღმდეგები,უბრალოდ გული მიჩქარდება და თავი მტკივდება