↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
როგორ ღებულობს დღევანდელი საქართველო სხვა ორიენტაციის ხალხს


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 249 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
Panic wrote:
ციტატა:
ძალიან ცუდად ღებულობს, ზოგი ფიზიკურად უსწორდება ზოგი სიტყვიერად, ირონიულად
ეს მეტწილად ბიოლოგიური შემთხვევაა თუმცა ფსიქოლოგიური ფაქტორებიც უამრავია
ამ აგრესორთაგან უმრავლესობამ არც კი იცის რომ სხვა ორიენტაციის მქონედ ადამიანი იბადება და არ ხდება
დაცინვით და აგრესიით უარესს უშვებიან ამ ხალხს

კი დაცინვა და აგრესია უარესია,მე მყავს მეგობარი და ძალიან მიყვარს და მეცოდება.საშინელი ცოდვაა მემგონი კაცის კვლაზეც უარესია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Apr 2008
Posts30
კარმა4
OFFLINEPROFILE
tamo
რამდენად ცოდვაა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხალხი ისედაც ცუდად გრძნობს თავს და ვიღაცის უცოდინრობის მსხვერპლი ხდება
თავისი გაჭირვება ეყოფაო მაგათზეა ნათქვამი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სოდომ-გომორს რა მოუვლინა ღმერთმა მაგის გამო პანიც აი ეგაა საშიში იგივე არ განმეორდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
წარმართულ საბერძნეთში ამ საკითხს \"ხსნიდა\":ე.წ. ანდრომეგების თეორია, რომლის მიხედვითაც ქალის და კაცის გაჩენამდე
დედამიწაზე ორსქესოვანი არსებები ბინადრობდნენ, რომლებიც ისე გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, რომ ღმერთებს რეალურ საშიშროებას უქმნიდნენ და მათაც გაგლიჯეს ანდრომეგები მდედრობით და მამრობით სქესად. ქალსა და მამაკაცს შორის ლტოლვასაც ამით და ჰომოსექსუალობასაც გარკვეულწილად ამართლებდნენ_ნუ, რა მოხდა, რომელიღაც ანდრომეგა ვერ გაიყო კარგად და გადაყვა უფრო მეტი ქალური ან პირიქით...მაგრამ ქრისტიანობამ უკვე მკაფიოდ გაილაშქრა ამ თვალის მოხუჭვის წინააღმდეგ და გარკვევით დააფიქსირა, რომ სოდომ-გომორის პუბლიკა ღმერთის მადლს ვერ დაიმსახურებს.
თვითონ ის ფაქტიც, რომ ღმერთმა შექმნა ქალი და კაცი და არა ქალი, კაცი და სხვადასხვა შუალედური ორიენტაციის მატარებელნი ნათლად არ მეტყველებს იმაზე, რომ რელიგიის შეხედულება ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებულია? და ნუ ეცდებიან ეს სამარცხვინო მოვლენა ბიოლოგიით, ზოოლოგიითა და ბუნების კანონებით გაამართლონ.ველურ ბუნებაში ასევე არსებობს მკვლელობისა და კანიბალიზმის პრაქტიკაც, მაგრამ ჩვენს მორალში ეს დაგმობილია. ანალოგიური მიდგომა უნდა გვქონდეს ჰომოსექსუალიზმთანაც.საქართველოსი ამ საზიზღრობის გამო უკვე არაერთი ოჯახია გამწარებული.სტატისტიკა დუმს, მოდა მსხვერპლს მოითხოვს,ამ პრობლემას სათანადო განგაშის ფონი აკლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ვინაიდან ვთვლი , რომ განსხვავებული ორიენტაცია ა რის ბუნებრივი მოვლენა და არა შეძენილი, ვერანაირ რელიგიას ვერ დავეთანხმები ამ საკითხში.. თუ კესარს კეისრის უნდა მივცეთ, მაშინ ვფიქრობ ქვაც იმან ესროლოს მათ ვინც უცოდველია.. იმ შემთხვევაში თუ ეს ფსიქოლოგიური დაავადებაა მაშინ მკურნალობის მომხრე ვარ და აგიტაციისაც, არანაირი დაგმობა და დაჩაგვრა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
აირია ქვეყანა

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Apr 2008
Posts30
კარმა4
OFFLINEPROFILE
dorado
შენ რას ფიქრობ რა ზომებს უნდა მიმართოს მსოფლიომ სექსუალურ უმცირესობასთან მიმართებაში?
გიოარმანიმ სწორად აღნიშნა ეს არის ბუნებრივი და არა შეძენილი
არავინ არის ასეთი შვილისგან დაზღვეული რა იქნებოდა ამ შემთხვევაში?
რაც შეეხება მოდას და იმ აზრს რომ დღეისთვის მსოფლიოში ხალხი სექსუალური უმცირესობისკენ მიისწრაფის: სექსუალური უმცირესობა ყოველთვის არსებობდა, შედარებით ცოტა იმიტომ რომ ხალხის რაოდენობა ნელნელა იზრდდება და შესაბამისად ამ ხალხისაც იზრდება, მაშინ უმრავლესობა მალავდა, ეხლა ძალიან ცოტა მალავს ამას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე კი ვფიქრობ რომ მოდაშია შემოსული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts1015
კარმა55
OFFLINEPROFILE
არა მოდა არაფერ შუაშია. (ჩემის აზრით). ვეთანხმები პანიკს და ვთვლი რომ ამ ადამიანებს დახმარება ჭირდებათ და არა საზოგადოებისგან გარიყვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
მახსოვს: საბჭოთა კავშირის დროს, ამაზე 2თუ 4 წელი ციხე იყო. ამიტომ არ იყო გახშირებული. ვისაც სურდა ეს საქმე, ჩუმად აკეთებდა ამას. მუსიკაზე რომ დავდიოდი, ერთი სოლფეჯიოს მასწავლებელი მყავდა კაცი. მაგრამ..... სულ მარტო ცხოვრობდა. სახლში მამეცადინებდა და რამდენჯერ მივიდოდი, სულ ახალგაზრდა, თანაც ძალზედ სიმპატიური ბიჭები იყვნენ მასთან. დედაჩემი მარტო არ მიშვებდა. თვითონაც მომყვებოდა ხოლმე.
ერთი სიტყვით: ასეთი რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, მაგრამ ძალიან იშვიათად და საიდუმლოდ. ოპერაციებს არავინ არ იკეთებდა. ცილიკონს არავინ არ ისვამდა მკერდში, კაბას არავინ იცმევდა და ა.შ. მაგრამ ეხლა ამ დემოკრატიამ სულ გააგიჯა ეს ხალხი. მე მოდა უფრო მგონია ეს დღეს. ჩემის აზრით, ამხელა დემოკრატია არ არის საჭირო. ცხენი დაბმული ბევრს ვერ დარბის. მაგრამ აღვირს თუ ახსნი, მერე ვეღარ გააჩერებ და სხვებსაც აღვირახსნილობა და სირბილი მოუნდება.
ერთი სიტყვით: მე მირჩევნია საბჭოთა კავშირის კანონი შემოვიდეს ამ საკითხში.

ესე, ძალიან მიკვირს ჩვენი კაცების: ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იგრძნო სიამოვნება კაცმა კაცთან? საქართველოში ქალები აღარ არიან? მე ჰომოსექსუალებზე უფრო, იმ მამაკაცების მიკვირს, რომლებიც მათთან იჭერენ კონტაქტს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემო მეგობრებო,
მიხარია ასეთი პროგრესული აზროვნების ხალხის აზრს რომ ვკითხულობ და ვისმენ ხოლმე. როგორც ფსიქოლოგი და ამ საკითხში ასე თუ ისე ჩახედული:) შემიძლია გითხრათ რომ ეს არ არის მოდა და არც შეძენილი, არც გადახრა და პათოლოგიაა. აღარ მოვყვები ამის ისტორიას, რადგან ადრეც ჩამოვაყალიბე ამის შესახებ ჩემი აზრი. გიოარმანიმ სწორედ აღნიშნა, რომ უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა (თუ განსხვავებული ორიენტაცია ცოდვად ითვლება, ან რატომ არის განსხვავებული?). ისე, როგორც მამა ფროიდმა აღნიშნა თავის დროზე, ადამიანი იბადება ბისექსუალი და ჰომოსექსუალის ჰეტეროსექსუალური წესით აღზრდა მხოლოდ მის ნორმალურ განვითარებას შეაფერხებს, რაც შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანში რიგ ფსიქიკურ დარღვევებს. აი ეს კი იმ ხალხის დამსახურება იქნება ვინც ადამიანი ისე არ მიიღო როგორიც არის. აქვე მაქვს კითხვა: ნუთუ მართლმადიდებულური რელიგია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ დავჩაგროთ ადამიანი რაიმე, ნებისმიერი ნიშნის გამო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts1015
კარმა55
OFFLINEPROFILE
Cherub wrote:
ციტატა:
ჩემო მეგობრებო,
მიხარია ასეთი პროგრესული აზროვნების ხალხის აზრს რომ ვკითხულობ და ვისმენ ხოლმე. როგორც ფსიქოლოგი და ამ საკითხში ასე თუ ისე ჩახედული:) შემიძლია გითხრათ რომ ეს არ არის მოდა და არც შეძენილი, არც გადახრა და პათოლოგიაა. აღარ მოვყვები ამის ისტორიას, რადგან ადრეც ჩამოვაყალიბე ამის შესახებ ჩემი აზრი. გიოარმანიმ სწორედ აღნიშნა, რომ უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა (თუ განსხვავებული ორიენტაცია ცოდვად ითვლება, ან რატომ არის განსხვავებული?). ისე, როგორც მამა ფროიდმა აღნიშნა თავის დროზე, ადამიანი იბადება ბისექსუალი და ჰომოსექსუალის ჰეტეროსექსუალური წესით აღზრდა მხოლოდ მის ნორმალურ განვითარებას შეაფერხებს, რაც შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანში რიგ ფსიქიკურ დარღვევებს. აი ეს კი იმ ხალხის დამსახურება იქნება ვინც ადამიანი ისე არ მიიღო როგორიც არის. აქვე მაქვს კითხვა: ნუთუ მართლმადიდებულური რელიგია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ დავჩაგროთ ადამიანი რაიმე, ნებისმიერი ნიშნის გამო?

გენაცვალე გიო. =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= გეთანხმები კველაფერში.

პ.ს სად დამეკარგა? მომენატრე მაგრად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
საზოგადოებებიც კი აქვტ ჩამოყალიბებული თუ არა მოდა აბა სხვა რაა არის
ავადმყოპი ზოგიერთი მალავს და არც აჩენს თავის უკუღმართიბას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჯანდაბის ორღობეში :)

არ მინდა ეხლა წუწუნს მოვყვე :) უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს ნიი =ko= =ko= =ko= =ko= ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ აქ შემოსვლას სამწუხაროდ =ko= =ko= =ko= გენაცვალე შენა =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Apr 2008
Posts30
კარმა4
OFFLINEPROFILE
ialbuzi
სამე იმაშია რომ დაიჭირო კი არა სულ რომ დახვრიტო ეს რეალურად არ შეამცირებს ჰომოსექსუალიზმს, უბრალოდ დამალავს მას საზოგადოებისგან
შენ იმის თქმა გინდა რომ ნორმალური ჰომოსექსუალს დაინახავს და იგივე მოუნდება?
ამაშI ნამდვილად ვერ დაგეთანხმები მეგობარო

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 249 posts ] 
როგორ ღებულობს დღევანდელი საქართველო სხვა ორიენტაციის ხალხს
დესპანი