|
ეს ამბავი ადრე სხვა საითზეც მოვყევი, მაგრამ ძალიან მოკლედ. მშენებელი კაცი ვარ. ხან ვანგრევ, ხან ვაშენებ. ხან კიდევ მივაშენებ-ხოლმე. თუ არა და შიგნით ან გარეთ ვფუთარაობ, სახლების გარშემო, რაააა.
მოკლედ, მუდმივი კლიენტი მყავდა, დიდი ქონების პატრონი./აუ,მართალს ვწერ, გეფიცებით/ მოხდა ისე რომ \"ორგანიზაცია\"/ ანუ დახარისხება/ სჭირდებოდა მის წლობით ნაგროვებ \"ხარახურას\". არა და, ოხრად ჰქონდა. ეხუმრებიი? 35 წელი აგროვებდა. მთელი ერთი ბლოკი,ანუ ჩვენებურად კვარტალი, გამოჭედილი ჰქონდა ათასი \"სისულელით\". მე, მაშინ \"სისულელლე\" მეგონა. GE-ის, პირველი გამოშვება, ყველა, სამზარეულოს \"ატრიბუტიკა\". მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თავის სარეცხი და საშრობი მანქანების ჩათვლით და კიდევ მე თვითონ ვერ მოვთვალე,თუ რა ჭირით და უბედურებით იყო \"შეპყრობილი\", ეს ადამიანი.
უუუუფ, მაგარი დაღლილი ვიყავი, ფიქრითა და ანგარიშითა. რათა შვილო, რათა, ვისთვინა? ამხელა გაჭირვებაში რომ დამინახა, დამხმარე შემომთავაზა. მოგეხმარება და ყურადღება მიაქციე, შენს დაქვემდებარებაში იქნებაო. ანუ, შენ თავზეც და მაგაზეც, ორმაგად მოგეთხოვებაო. ჰეე-ჰეეე,რა ბედნიერი ვიყავი, მარტო მე რად უნდა \"ვიტანჯო\" მეთქი.
მიულაგ-მოულაგე და დაუხარისხე ყველაფერი, სიის მიხედვით. ნათქვამი ჰქონდა, რაც ამ სიაში არა სწერია, ნაგავშიოოოოო.
აკვალანგი ვიპოვე. თავის ყველანაირი აღჭურვილობით. რეზინის \"პიჯამოთი\" და სასუნთქი \"ტრუბკით\".
ცოტას ჩემს \"პადელნიკზეც\" მოგიყვებით.
სუდანიდან იყო, შავი და თანაც როგორი. არაბი, მაგარი მორწმუნე. შესაშურად სჯეროდა, თავის ღმერთის. 27 წლისა იყო, მის არსებობისას, არასდროს არ ჰყოლია ქალი და არ ჰქონდა გამოცდილება, არცა ნიკოტინისა და არცა ალკოჰოლისა.
რას გეღიმებათ, მაგრა გამიმართლა არააააა.?
კიბეზე არ ადიოდა.ეშინოდა სიმაღლის. მტვერი იყო თუ არა, აუცილებლად \"რესპირატორს\"მთხოვდა. ხმაურზე, ყურების დამცავ საშვალებებს. \"ლაფატკაზე\"-\"ფელჩატკებს\" მხედველობისთვის-დიდ უშველებელ სათვალეს იკეთებდა ხოლმე. თავში რამე არ დამეცესო, \"კასკით\"დადიოდა საკუთარ სახლშიც კი.
დაიმახსოვრეთ: ვისაც დაინახავდა, გარბოდა ხელი ჩამოსართმევად. ვერ გადავაჩვიე.
მე მგონი უკვე ხედავთ, ჩემს \"წურბელას\", რომელსაც ცალ ფეხზე ახატია, მე შენიშვნას მომცემენ თუ არა?
იფ-იფ, ამეწყო ცხოვრება.
გადაზიდვების დროს, ხელი გაუშვა \"ტყვიასავით\", ძველი გამოშვების, მძიმე მაცივარს და თქვენი \"ელჩი\" ათი დღე პოლზე იწვა გაუნძრევლად და იშვიათი სუნთქვით, ელოდებოდა გამოჯანმრთელებას,რათა ეს \"ტარტაროზი\" დაეპატიჟებინა საქართველოში. კერძოდ, თბილისში, კუკიაზე. გადავრჩი. არც სამედიცინო დაზღვევა მქონდა და არც არავინ მყავდა პატრონი.
გავაგრძელე მუშაობა.მე-11 დღეს გავედი მაცივარ დაცემული,ისევ \"ფორმაში\"ვიყავი.
ამ დროს მირეკავს, ეს ჩემი \"ამშენებელი\". არიქა, \"ტრუბები\" გასკდა და წყალი აღარა მაქვსო./უშველებელი სახლი აქვს იქ, დიდ ქალაქში./ სხვა ქალაქში უნდა წავიდე. დაახლოებით 200 კილომეტრია იქამდე. 3 საათი მაინც მჭირდება, სატვირთო მანქანით უნდა წავიდე. არ გაეძრო უცებ, ეს \"მაიმუნების მედოლე\", ჩემი \"ტარტაროზი\". პადელნიკი რაღაა. დამინახა ხელსაწყოებს ვალაგებ,თან ათასი \"ბარახლო\" მიმაქვს \"იქით\". ისე მოხდა, ეს მყვინთავების \"აბმუნდირავანიეც\" დავდეეეე. ეგ რად გვინდაო? ამაზე კაი მომენტს სად ვიპოვიდი,ოოოოოოოოოოო? აბა,ჩვენ ეხლა წყალქვეშ უნდა ვიმუშაოთ მეთქი. -მერე მეო? -რა გინდა ეხლა-მეთქი. -შენ რომ გაქვს, მე არ მინდაო? მყვინთავების ტანსაცმელს, დაადგა თვალი.
აბა გაისინჯე მეთქი. ძლივს შევტენე. ამოვავსე რეზინა. მიჭერსო. დრო აღარ გვაქვს, უნდა წავიდეთ-მეთქი. ზუსტად 4 საათი მოუნდი ჩასვლას./\"პრობკებში\" გავიჭედე,აბა ფანჯარა ჩამოეწია, გაციებული ვარ-თქო უთხარი./
სახლს უახლოვდებით. ბევრჯრ ნამყოფი ვიყავი, \"ვაკეა\" რააააა, უსა-ში. მილიონერები ცხოვრობენ იმ უბანში. გზაში, უთხარი ამ \"ოტელოს\", აბა \"ლასტები\" ჩაიცვი, გავაჩერებ თუ არა, ეგრევე მუშაობას უნდა შეუდგეთ მეთქი.
ჰოდა, წარმოიდგინეთ!! ეს ჩვენი \"მამა მარჩენალი\", დგას თავის მეზობლებთან ერთად ქუჩაში. ლაპარაკობენ. ამ დროს ჩერდება,\"გრუზავიკი\", გადმოხტა მასტი მყვინტავის ფორმაში და გარბის \"ლასტებით\"და \"აკვალანგით\" \"შეფისკენ\"და მეზობლებისკენ, ხელის ჩამოსართმევად.
ხალხო, გული გახსენით, თორემ დარდი მოგვიღებს ბოლოს.
გეძებდით და გიპოვეთ.
ერთად იყავით თქვე დალოცვილებო. მოყევით თქვენი თავგადასავლები.
ეს, ჩემი დასაწყისია. თქვენ თუ არ გაგიზიარეთ, აბა ვის უთხრა?
|