↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი ცხოვრების კურიოზები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 105 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ერთხელ გამოვიძახეთ სახურავის ხელოსანი. მეორე დღეს ხელოსანი უთენია დაგვადგა თავს და სერიოზული სახით შეუდგა საქმეს. სახლში მარტო ვიყავი და მთელი დილა ჩაქუჩის რაკა-რუკისგან თავიც კი ამთკივდა. შუადღისას გადავწყვიტე ხელოსნის სადილზე დამეპატიჟებინა თანაც ვიფიქრე დილიდან შეუსვენებლივ მომუშავესთვის დასვენებაც იქნებოდა. ავაკითხე სხვენში და რას ვხედავ-ეს \"ჩემი ბეჯითი\" მუშა წამოგორებულა მხარ-თეძოზე და ცალი ხელით უბრალოდ ჩაქუჩს ურტყამს, რომ მუშაობის შთაბეჭდილება შექმნას.. აი ასეც ხდება ხოლმე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ახალი წელია,ვარ სოფელში,და ბიძის ოჯახმა დაკლა ღორი(მოგეხსენებათ კახეთში საშობაოდ კლავენ ღორს და მოკლედ მიდის იქ მწვადაობა),დაკლა ღორი და მთელი სამეზობლო ქეიფობს ჩვენთან,მე ტუალეტისაკენ გავწიე,და რადგანაც შიში მაქვს საერთოდ სოფლის ტუალეტში შესვლის,ვმღერი ბოლო ხმაზე,,,გუდა გუდას\" :side: :side: და ბოლოს ისიც დავაყოლე ,,დაგინახე დაგინახე\":side: :side: :side: უცებ გამოინგრა ტუალეტის კარი და ჩახდილი კაცი პირდაპირ უკან სიმინდებისკენ დაეშვა სირბილით,თურმე შიგნით ვიღაც ყოფილა,და მე რომ ვმღეროდი ,,დაგინახე დაგინახე\"-ო ეგონა მე დამინახაო :side: :side: :side: ვის ახსოვდა საპირფარეშო,სახლში მივბრუნდი და სანამ ის კაცი იქ მობრუნდა ისტორიაზე უკვე ხალხი კარგად ხალისობდა:side: :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
ესეც საქარტველოში მოხდა :) ჩემი \"თბილისი\" ულამაზესი შემოდგომის საგამო, დამიმთავრდა სამსახური და \"მარშუტკით\" ვბრუნდები სახლში, დზალიან დაგლილი და თან გართული ჩემი ფიქრებით. \"მარშუტკაში\"ვიჯექი მძგოლის მხარეს პირველივე სკამზე ,ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა ახალხაზდა მამაკაცი ანუ (ზურგით მზგოლთან). ამ დროს მოულოდნელად და სცრაფად დაამუხრუჭა მდზგოლმა და სხვის გასაკვირად კი არა, მეც ვერ მივხვდი როგორ მივახტი ამ კაცს, ხელები დავაჩირე მხრებზე და ამით შევიკავე თავი(ამას თუ თავის შეკავება ქვია), მაგრამ ყველაზე დზალიან რაც გამიკვირდა, რომ შემოვტრიალდი ყველა დანარჩენი მარშუტაკაში მსხდომი ადამიანები ისევ მშვიდად და აუგელვებლად იჯდნენ თავიანთ ადგილებზე, ერთი კი შევამჩნიე რომ ყველა გადიდებული თვალებით მიყურებდა ცოტა არ იყოს შემცხვა . მაგრამ რამაც ყველაზე დზალიან მახალისა იყო ის, რომ ჩემ გაჩერებაზე რომ ჩამოვედი ის ახალგაზდა მამაკაციც ჩამოვიდა და მომყვება უკან და მედზახის ქალიშვილო ერთი წუთითო, მე შევტრიალდი და ვუპასუხე გისმეთ-თქო და მეუბნება ვითომ შემტხვევით მოგივიდათო ,მე კი მივხვდი რომ შემთხვევითობა არ იყოო. აი ამის ტქმა და ჩემი - ვა ჰა ჰა აააააააააააა და ჩაბჟირება=lol= =lol= =lol= ერთი იყო. შეშინებით ამ ტიპის არ შემეშინდა, რადგანაც ჩემ ქუჩაზე ვიყავი. ესეც რომ არა - არ შემეშინდებოდა რადგანაც პატიოსანი, პროვინციელი ,მამაკაცი იყო.:)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
მე თვითონ სვანი, ვარ, მაგრამ ნამეტანი,ნამეტანი ლაითი, თუ რატომ აღვნიშნე ეს, ცოოტა ქვემოთ.მოკლედ, 3 წლის წინ დაქალმა(ისიც სვანია და თან ჩემნაირი) წამიყვანა თავისთან, ქვემო სვანეთის ერთერთ სოფელში. სადაც ერთ მშვენიერ დღეს მის ძველ ნაცნობებს(არსად დაეკარგოს) ვესტუმრეთ,ოჯახი სავსე იყო ახალგაზრდებით. სოფელი ალთასაა და ისინი ბალთას ცხოვრობდნენ და გზაზე \"ვიღაცეები\" რომ დაგვინახეს, გამოეფინა ყვეელა. შორიდან მათ დანახვაზე გადავწყვიტე, რომ მე ვიქნებოდი მუნჯი, რათქმაუნდა დაქალი და მისი დაც დამეთანხმნენ. მოკლედ იქ კაი წვალების მერე მოვშინაურდით,(წვალება დაგვჭირდა, რადგან მე ხელებით, ჩემი მხლებლები კი ენებით ნამეტანი იმერულად ვხურობდით).ბოლოსდაბოლოს დარცმუნდნენ ჩემს რავიცი რომელიჯგუფის ინვალიდობაში და 1-2 ბიჭმა ჩემი მისამართით კომპლიმენტიც კი გაიმეტა,მარა მე რაა, არ მესმის არაფერი. მერე სადღეგრძელოებს ხელებით ვამბობდი, დაქალი თარგმნიდა და, ფაქტიურად 2ჯერ უნდა ეთქვა ოღონდ განსხვავებულად... ნამეტანი გამიგრძელდა, ხოოდა წასვლის დრო რო მოვიდა ავდექი და ვამბობ: \"ალჩეთ ათხე ქორთე\" ანუ \"ჰე, წავიდეთ ახლა სახლში \"-თქოო.... და დედააა, იქ ამბავი მოხდაა... მტრიიიისას! გაუტყდათ მაგრად ასეთი ხუმრობა, და მოკლედ სულ ლიწინ-ლიწინით დავეშვით მათი დაღმართიდან სოფლისკენ... აი,სად მიგვაქარია ჩვენმა ლაითობამ:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
\"თბილისი\" მეგობარს გაუარე კინოში უნდა ცავსულიყავით, ის კი ვერ გამოვატიე სახლიდან. ხან რა ჩაიცვა ხან რა, მე ამ დროს ცამოკოტრიალებული ვარ მის საცოლზე საძინებელში და ვამკობ სიტყვებით (ლამაზი ხარ, ლამაზი-თკო) მერე უკვე გავგიჟდი და ერთ ქვედა ტანზე გადავეკიდე ეს ჩაიცვი-თქო, დზლივს დავიტანხმე იდძახდა გრდზელია, გრძელიო.მოკლედ მეგირსა და გაემზადა. კინომდე ჩვენი სახლიდან ერტი გაჩერება იყო და მიუხცედავად ამისა პეხით დაგვვეზარა და ტროლეიბუსით ცავედით, რომ ავედით ტროლეიბუსში გატენილი იყო სხვადასხვა ასაკის მამაკაცებით, როგორც ბოლოს გავიგეტთ სტადიონზე პეხბურთი იყო და მამაკაცების მრავალპეროვნებაც ამით აიხსნა. მოკლედ ჩემ მეგობარს თავი მოცონდა ჩკუაზე არ იყო თვალებს აკვარკვალებდა და ამ დროს ჩვენი ჩასვლის დროც მოვიდა, მან გადაიხადა ბილეთის საფასური და პირველი ჩადიოდა, მაგრამ არ დასცალდა=lol= . მე ამ დროს ვერ დავინახე მისი ქვედა ტანი და დავაბიჯე ფეხი .ის კი ბოლო კიბიდან ჩახტა და ნეტა არ ჩამხტარიყო, ჩახტომა და მისი ნახევარი ქვედა ტანი ჩემ ფეხ ქვეშ დარჩა და ხმაც იყო გახევის პხრიიიიიიიიიიიიიწ . ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ თვითონ ისეთი შეჰკივლა ,რომ მთელი ტროლეიბუსის კაცები და \"პლეხანოვი\" მისკენ შეტრიალდა=haa= =lol= =lol= . მერე ჩავაცვი ჩემი კურტკა ქვედა ტანის მაგივრად და ასე ბურდგუნ -ბურდგუნით ცამოვედით სახლსში და არ გაჩერებულა მთელი გზა მტუქსავდა, სულ შენი ბრალიაო ხომ ვამბობდი გრდზელია, გრდზელიაო. და რამდენი კურიოზი მაქ გადახდენილი, ალბათ ყველა რომ მოვყვე კურიოზას დამარქმევთ .:)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
ისევ \"თბილისი\" მაშინ 15-16 ცლის ვიყავი. მე და დედა მივდიოდით საბურთალოზე და ალბათ გახსოვთ დიდი ყვიტელი ავტობუსი ნომერი 73 და ზუსტად ამ ავტობუსში ავედით. სანამ დედამ მის ადგილზე მოასცრო დაჯდომა მძგოლმა დაძრა მკვეთრად ავტობუსი და დედაჩემი ( საკმაოდ ფუმფულა ქალია) ავტობუსის სკამებს შორის ლიცინ -ლიცინით გაარბენინა ავტობუსის ბოლომდე და იქ ქონდა \"პასატკა\". ამ ყველაფრის დანახვაზე რა საკვირველია ჩემი განუშორებელი ჩაბჟირებული სიცილი =lol= =lol= ცრემლებთან ერთად ცამსკდა და თან ჩავიცუცქე. დედას კი სხვა ხალხი ეცა მისახმარებლად და ძლივს დაძრეს ადგილიდან. ამ დროს, შუა ხნის ქალბატონი მეცა და დამიცყო ლანძღვა ვინ გაგზარდა ასეთი გაუზრდელი და შეუბრალებელიო, შენ მოუკვდი დედაშენსო როგორ არ გეცოდება ქალბატონიო და როგორ დასცინიო. მერე სიცილ-სიცილით მივპოფხდი დედასთან და ვეკიტხები ხომ კარგად ხარ-თქო! ამ დროს ეს ქალბათონი - ასეთი თაობა მოდისო მიმართა დედას, თან დააყოლა თქვენც გამოლანძგეთ ქალბატონოო იქნებ ჭკუა ისცავლოსო, რომ ასეთ სიტუაციაში სხვა დროს სხვანაირად მოიქცესო. ამ დროს დედამ ჩემი სახელი მოფერებით წარმოთქვა და მითხრა კარგად ვარ შვილოო, აი ამ დროს თქვენ ცარმოიდგინეთ იმ ქალის რეაქცია :side: ... მერე დედას მისდგა და პატარა ფრაზაც დაამატა ყოჩაგ ქალბატონო \"კარგად გაგიზდიათ შვილიო\" არა და დედამ ხომ იცოდა ჩემი ჩაბჟირების ამბავი?
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
სამსახურში მაგვიანდება და ძალიან სწრაფად მივქრივარ მანქანით. დიღმის მასივს რომ გავცდი საავადმყოფოებისკენ
გადმომიხტა ინსპექტორი და მეც დავამუხრუჭე, ვიღაც ულვაშებიანი პოლიციელი მოქოშინდა ჩემს ფანჯარასთან(ისე შორს გავაჩერე დაიღალა სანამ ჩემამდე მოვიდა), \"ჩესტი\" ამიღო, თავის წოდება და გვარი მითხრა და საბუთები გოგონიო-
მოაყოლა. მე საბუთები ამოვიღე ჩანთიდან და თან ღრეჭვა- სიცილით ვეკითხები:
-რა დავაშავე ბიძია მეთქი? კაცმა გაფართოებული თვალებით შემომხედა ,-რა დააშავე და ძალიან ჩქარა მოდიოდიო.
-აბა, რამდეNით უნდა ვიარო აქ მეთქი?
-რამდენით, ბატონო და 60-ითო.
-რას ამბობთ, სამოცით მე ფეხით დავდივარ თქო, რომ ვუთხარი, კაცმა ამომხედა, მერე ულვაშები აუცმაცუნდა და ბოლოს ხარხარი დაიწყო. რა თქმა უნდა უჯარიმოდ გამიშვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
ახლა ისეთ ამბავს მოვყვები თუ ვინმე მიცნობს მიხვდება ვინც ვარ, რადგანაც არა მგონია ვიმეს ჩემს გარდა ქონდეს ცეკვა \" \"მთიულური\" ფეხშიშველი ნაცეკვი =bz= =lol= . მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრდზელო ვცეკვავდი \"ახალგაზრდობაში\" და ერთ კონცერტის ამბავს მოგიყვებით .კონცერტს ვამთავრებდით \"მთიულურით\" სცრაფი გადაცმა გვაქ და აგმოვაჩინე, რომ მთიულურის ჩუსტები სახლში დამრჩა ,ვაი შენ თავს-თქო ერთი ეს ვთქვი და დავიწყე სცრაფად გამოსავლის ძებნა. პირველი ვიპიქრე სხვა ცეკვებს რითიც ვასრულებდი იმ პეხსაცმელს ჩავიცმევდი, მაგრამ ცარმოიდგინეთ მთიულურის ფორმა, წინდები და ამ დროს კვასკვასა ვერცხლის ფერი პეხსაცმელები. რომც ჩავიცვა უცფად გაიელვა ჩემ თავში, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს ქორეოგრაფს? ალბათ სცენიდანვე ჩამომხსნიდა.მერე ვთქვი ფეხშიშველა ვიცეკვებ-თქო ამაზე მეგობრებმა დამცინეს და მითხრეს ძალიან თეთრად ჩანს ცინდების ქვეშ შენი ფეხუნიებიო დ ა ასე რომ გატანტალდე სცენაზეო ქორეოგრაფი კი არა ხალხი მოკვდება სიცილითო( ისე მაგარი იქნებოდა) და მერე ჩემმა სხარტმა გონებამ მიშველა და თვალის ტუშით გავიმურე პეხები. ასე \"ოტელოსავით\" გავარდი სცენაზე და ვერც ვერავინ შენიშნა ჩემი \"ტიტლიკანა\" ლამაზი ფექუნიები=lol= .
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
უაღრესად პატიოსანი დედამთილი მყავდა. ერთ ზამთარს გვესტუმრა მისი ძმის შვილი. ჩართული გვაქვს რეფლექტორები და სინათლის მრიცხველი კატასტროფული სისწრაფით ტრიალებს. ეს რომ ნახა ჩემი დედამთილის ძმიშვილმა შემოგვთავაზა მრიცხველის გაჩერება რაზეც ჩემი დედამთილის უარი მიირო, თანაც კატეგორიულად უთხრა-არ გაბედოო რამის გაკეთებაო. და სამზარეულოში გავიდა. მრიცხველი დერეფანში ეყენა და ჩვენმა სტუმარმა მაინც გადაწყვითა ჩვენი \"დახმარება\", ავიდა სკამზე და ფირის ნაგლეგი შეაცურა მრიცხველის ციფერბლატთან. როგორც-კი ფეხი ჩამოდგა სკამიდან, კარები გაიღო /მაშინ ვერაზე კარს არავინ კეტავდა/ და ინკასატორი შემოვიდა. როგორც კი ფირი დაინახა გოროზად გამოხატა უკმაყოფილება. უცხო ხმაზე გამოვიდა ჩემი დედამთილი და რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე ეცა ინკასატორს და გამწარებით ეუბნება-ღირსი ვარ, გამოწერეთ რაც მეკუთვნის ჯარიმა და დამსაჯეთ. აღარ გაჩერდა , იმდენად თავგანწირვით და დაჟინებით სხოვდა დასჯას ინკასატორს, რომ ის საცოდავი დაიბნა და იქით დაუწყო ჩემს დედამთილს დამშვიდება. ეუბნებოდა, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, რომ სხვებიც ძალიან ხშირად მიმართავენ ამ ხერხს და ა.შ. მაგრამ ჩემი დედამთილი ვერ დააშოშმინა. ბოლოს დაბნეულმა ინკასატორმა მხრები აიჩეჩა,ალბათ იფიქრა გიჟიაო, დაიხურა ქუდი და უხმოდ წავიდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეეეეეჰ სულ კურიოზი არა ვარ?

მოვალ ხასიათზე და დაგიწერთ

სათევზაოთ როგორ ვიყავით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჩემი დედამთილი შავგვრემანი ქალია,მისი შვილები(ჩემი ქმარი და მაზლი )ქერები,ბავშვობაში კი საკმაოდ თეთრები.ხოდა მიყავს ჩემს დედამთილს ბაღში ბავშვები,ავტობუსში მგზავრი ასაკოვანი ქალი მოფერებია ბავშვებს და ცნობისმოყვარედ ეკითხება,თქვენი ვინ არიან ეს ბავშვებიო.შვილებიო,უპასუხია ჩემს დედამთილს.იმ ქალს იქ ამბავი აუტეხიაა,რა თავხედები ხართ ეს ახალგაზრდები,მატყუარები,შენები როგორ იქნებიან ასეთი თეთრი ბავშვებიო.ასე გალანძღეს \"ტყუილისთვის\" ქალი=lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ერთი ამხანაგი მყავდა ინსტიტუტში, ნონა ერქვა. ვართ პირველ კურსზე სულ ბავშვები (რუსეთში)უცაბედად ნონას ბრმანაწლავმა მისცა შეტევა,ვეცი ტელეფონს და სასწრაფომ ნონა და მეც რა ტქმა უნდა საავადმყოფოში გაგვაქანეს. გასინჯა ქირურგმა და სათვალეს ზემოდან გადახედა ჩემს დაქალს და ეუბნება: საოპერაციო ხარო, მაგრამ ქალური ამბები უნდა გამოვრიცხოთ ჯერ და გენეკოლოგს უნდა გაესინჯოო.მე და ნონამ ამ სიტყვას ყური რომ მოვკარით ორივენი გავწითლდით.ქირურგი მამაკაცი იყო და ჩაეცინა და ნონას ეკითხება:\"девушка, вы когда-нибудь жили половой жизнью?\" ნონა გაკვირვებული აცეცებს თვალებს აქეთ იქეთ და არ იცის რა უთხრას, ბოლოს მე მომაპყრო მზერა, რა ვუთხრაო. მე მივხვდი რომ ვერ მიხვდა რა უთხრა ექიმმა და მყისვე გავუქნიე თავი არა უთხარითქო. საბრალომ როგორც იქნა ამოღერღა არაო. გაუკეთეს ოპერაცია და როდესაც სახლში მოვიდა ნონიკო,მე კარგა ხნის შემდეგ გამახსენდა ეს მომენტი და ვეუბნები: გოგო, რამ გაგაბლუა ექიმმა შეკითხვა რომ დაგისვათქო? და რას მეუბნება: ვაიმე მე მეგონა მეკითხებოდა როდესმე \"მინდორში\"-პოლეზე თუ ცხოვრობდიო და ვფიქრობდი ექსკურსიის დროს სადმე კარავში ხომ არ მძინებიაო. კიდევ კარგი ასეთი რამ არ ყოფილა თორემ ექიმს კის ვეტყოდიო.სად იყო სიცილი. ეს ამბავი უკვე 3 ათეული წლისაა და ეხლაც სუფრაზე რომ მოვხვდებით მე და ნონა, ვყვებით და სიცილით ვიგუდებით. სიტყვა пол-поле ვერ გაარჩია წიგნებში ამოკითხული რუსულით ტვინდატენილმა ნონამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts122
კარმა16
OFFLINEPROFILE
ეს ერტ რესტორანსჰი მოხდა,მოგეხსენებატ ქარტველი \"ცოლის ერტგული\"კაცების მაბავი,ქეიფობს ბიდა და გაახსენდა რომ მეუგლე სახლსჰი ელოდება მიატოვა ცოლის სჰემცვლელი გამოვიდა კუპედან და ურეკავს მეუგლეს-დვირფასო სად ხარ,როგორ ხარ?ამ დროს იგება მეორე კუპის კარები და ტელეფონზე კალი პასუხობს -კარგად დვირფასო სახლსჰი ვარ და გელოდები.და ერტმანეტს სჰეეფეტა ცოლ ქმრის ტვალები.დანარცჰენი ტქვენ წარმოიდგინეტ იქ რა მოხდებოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამ ცხოვრების კურიოზი ვარ მთლიანად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
კურიოზი ვარ ფაკტიურად ჩემს ცხოვრებაში სერიოზული ფაქტები მაქვს გასასხსენებლი თუ არსებობს =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 105 posts ] 
ჩვენი ცხოვრების კურიოზები
დესპანი