↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 223 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Jan 2008
Posts132
კარმა52
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე ,ეს ძალიან დიდი დანაკარგია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე

გარდამოხდება
სიცოცხლე დიდი
ჩემს საუფლოში,
მომაგებს იმედს...
ვუგროვებ მინდვრის
ველურ ყვავილებს:
ჩემს სამადლობელს
ვაუწყებ იმას.

___________________

ვაი, სიწმინდეს

ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად,
ვაი, ქებათა, რასაც თქვენ სცრიდით,
ხატთა მათ, რომელთ ჩვეული რიდით
და სასოებით უყრიდით მუხლსა!
თურმე ღალატის ყვავილებს შლიდით,
„რაინდნო“ - წმიდათწმიდასა ყიდდით,
გულსავსეობდით ცარიელ გულსა!
სატანის ხატად სახეს იცვლიდით!
თქვენგან დასაცველს ვაი, სიწმინდეს!

________________________________

თქვი,არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა.
მეც სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

_______________________________

მიახლოვდება ცის ლურჯი სული
ლურჯი ნათელი მიახლოვდება
და, აჰა, იხსნება სივრცე,
სად ვარდისფერად გამითოვდება.
და იკარგება ჩვენს ფეხქვეშ მიწა,
თვალები ჩემი სხვა სხივთ იკრებენ
და ჩვენ მივდივართ მაღლა, სულ მაღლა,
აშოლტილ ხეებს ცისკენ მივყვებით.
მიახლოვდება ცის ლურჯი სული

________________________________

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

_________________________________

ბოშა ქალი
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები.
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები
შეხედეს და შეუკურთხეს გამჩენი.
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და ისიც ეტყვის ურიგოს
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე.

_______________________________

ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს „ღვინო სალხინო“
როგორ არ შესვას ანამა?!
„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა“.

_____________________

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა.
წამო ჩემთან! უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –

ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლჩი დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
იქნებ... არაგვის ხმაური იყო?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...

ანა კალანდაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ჩვენი (ნჯ )მაიკოს დედის გარდაცვალებაზე, მაიკო მთელი დესპანის სახელით მწუხარებას გამოვახატავ უფალმა შენი დედიკოს სული აცხონოს და ნათელში ამყოფოს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
აუუ, ეს ძალიან ცუდი ამბავია.არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. მართლაც ძალიან ვწუხვარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მაია! ნათელში ამყოფოს შენი დედიკოს სული ღმერთმა. თქვენ , შვილებმა კარგად იყავით და დიდხანს იცოცხლეთ საყვარელი დედის სახსენებლად. გეტყვი ნამდვილად, რომ მოუშუშებელი იარაა მშობლის გარდაცვალება, მაგრამ უნდა გაუმკლავდე ამ განსაცდელს/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მაიკო! ვიზიარებ შენს დიდ მწუხარებას, დედის გარდაცვალების გამო ,უფალმა მისი სული ნათელში ამყოფოს, გამძლეობას გისურვებ,ვიცი რაც არის დედის დაკარგვა, მეც ახალ წელს დავკარგე დედა, რას ვიზამთ ვილოცოთ მათი სულისთვის

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვააა,ძალიან ცუდი ამბავია,მაიკო მონაწილე ვარ ამ დიდი მწუხრის, ღმერთმა ნათელში გიმყოფოს შენი დედიკოს სული,ნამდვილად დიდი დანაკარგია და ძნელი სანუგეშებელა ამ დროს ადამიანი, ღმერთმა გაგაძლიეროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვიზიარებ მაიკო შენს მწუხარებას ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
მაიკო ვიზიარებ შენს მწუხარებას,ძალიან საწყენია,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts609
კარმა97
OFFLINEPROFILE
მაიკო ვიზიარებ შენს მწუხარებას,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაი, შემოგევლე, ძალიან მეწყინა. ვიზიარებ შენს მწუხარებას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული,მუიტევოს უფალმა მას შეცოდებანი მისნი და დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts1015
კარმა55
OFFLINEPROFILE
მაიკო ვიზიარებ შენს მწუხარებას. :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
მაიკო, ძალიან მეწყინა, უფალმა გაანათლოს შენი დედიკოს სპეტაკი სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts46
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაიკო ვიზიარებ შენს მწუხარებას, ძალიან დიდი დანაკარგია დედის გარდაცვალება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, მას უფალმა მიჰმადლა აღსასრულის ჟამს სრული რწმენით ზიარება ან ქრისტიანული აღსასრული აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 223 posts ] 
დესპანი