შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჩემს დედამთილს მამას ვეძახი დედას დაძახება არ მომიწია ისე ჩემს დედამთილს თავისი მჟავე ხასიათებით მაგრად აწყინა დედის დაძახება, რაც არ უნდა გააკეთო არაფერი მოწონს. აუცილებლად ახალგაზრდა წყვილმა ცალკე უნდა იცხოვროს, დედამთილი კარგია შორს და ტკბილად.სიდედრებზეც იგივეს ვიტყვი.
იცით მე დედა პირველ დღესვე დავუძახე ჩემს დედამთილს,მითუმეტეს რომ ზუსტად იმხელა ბებია მყავდა, მაგრამ ოდნავაც არ გამჭირვებია, რადგან ის იყო იმ ადამიანის დედა ვინც მე მიყვარდა და ისე ვეძახდი როგორც თვითონ
არც მე მქონია ეგ პრობლემა არასოდეს, მართალია დღეს აღარ არის ცოცხალი,(ცხონებული ადრე დაიღუპა), მაგრამ არც დედას დაძახება გამჭირვებია და არც ურთიერთობა. მეტიც , ბევრი კარგი რამ ვისწავლე მისგან, პირიქით მადლობელი ვარ და გაანათლოს მისი სული უფალმა, რადგან 17 წლის პატარა გოგო , შვილივით მიმიღო და დღეს მე თუ კარგი დიასახლისი ვარ და კარგი დედა ,ეს მისი დამსახურებაა. გეფიცებით დღესაც როცა რაიმეს ვაკეთებ ,იმ წუთში თვალწინ დამიდგება ხოლმე, როგორ უყვარდა მას და როგორ მასწავლიდა.
მიუხედავად იმისა რომ გათხოვილი არ ვარ ალბათ არანაირი პრობლემა არ მექნება და დედამთილს დედას დავუძახებ,თუმცა,სადაური დედაა ვერ ვხვდები,მაგრამ დედის არ დაძახე
მიუხედავად იმისა რომ გათხოვილი არ ვარ ალბათ არანაირი პრობლემა არ მექნება და დედამთილს დედას დავუძახებ,თუმცა,სადაური დედაა ვერ ვხვდები,მაგრამ დედის არ დაძახებით და დაძახებით მგონი არ გამოიხატება პატივისცემა
რა გაბუქება ვიცით ყველაფრის... სიდედრი კაცებო ქვია იმ ადამიანის დედას ვინც გიყვართ, კეთილი ინებით და პატივი ეცით და მშობელივით გაუფრთხილდით, იგივეს ვიტყოდი დედამთილზე ქალების გასაგონად ანუ ის არის დედა იმ ადამიანისა რომელსაც უყვარხარ და მილიარდ ადამიანში ამოგარჩია იმიტომ რომ შენთან გადაწყვიტა ოჯახის შექმნა. რა მნიშვნელობა აქვს დედას დაუძახებთ თუ სახელით მიმართავთ მთავარია საქმით რას ვაკეთებთ იმის ფასს რომ იდილია იყოს ოჯახში... ტაფა ახსენა ვიღაცამ.. თუ ტაფის ჩარტყმაზეა საუბარი რა გაჩერებთ ისეთ ოჯახში. ხალხო ვიყოთ ადამიანები, ღმერთი ხედავს ყველაფერს და განსჯის და მოგვეთხოვება პასუხი უღირს საქციელზე ყველას. პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქუეყანასა ზედა! დიახ მეუღლეების მშობლებს უნდა სცეთ იმ დონის პატივი რაც საკუთარ მშობლებს! არა აქვს მნიშვნელობა ერთად ცხოვრობთ თუ ცალცალკე, ადამიანს ადამიანის ესმის!
ქართულ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაც შეეხება დედამთილსზე დედის დაძახება ცოტა არ მიმაჩნია სწორი. დედა ერთია ქვეყანაზე და ვერავინ შეცვლის. მერე მეორე როდესაც მისი შვილის გვერდით წევხარ დედის დაზახება ცოტა არიყოს უხერხულობას ქმნის ეგ ძველი ტრადიციაა და შეიძლება შევცვალოთ. მთავარია სიტყვით და საქმით ვცეთ პატივი ,ტკბილი სიტყვა გავაგონოდ,დავაფასოდ დაშრომა შევუმსუბუქოდდა ამით გამოვხატოდ სიყვარული.