ana_tekla wrote:ციტატა:
ნამდვილი სერვანტესი იყო ხუმრობაში,ნამდვილი ბარონი მწუხარებაში,ნამდვილი ჰაინე ეროტიზმში და შეუდარებელი მოქალაქე მამულის სიყვარულში.რომელ გამოჩენილ ქართველს ახასიათებს ამ სიტყვებით გალაკტიონი?
კლეოპატრა ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონი იყო,თუმცა თვითონ ეგვიპტელი არ ყოფილა,საიდან იყვნენ მისი წინაპრები?
რა მოუვიდა სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს ალექსანდრედიუმა-მამას თავისი პირველი დუელის დროს?
2)ალბათ იგულისხმება კლეოპატრა VII/69-30BC/ფილოპატორი, რომელიც ეგვიპტის მართვის დროს სხვა და სხვა დროს ძალაუფლებას ინაწილებდა მამა-პტოლემეიXII, ძმა -პტოლემეი XIII,
მეუღლე-პტოლემეი XIV ერთად და ბოლოს გახდა ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი. ის დაიბადა ალექსანდრიაში და მისი გვარი ელინისტური ცფივილიზაციის წარმომადგენელი იყო. სხვათაშორის ის იყო პირველი თავისი ოჯახიდან, რომელმაც შეისწავლა ეგვიპტური ენა და ეზიარა ეგვიპტურ კულტურას.
3)ალექსანდრე დიუმას პირველი დუელი ძალიან უცნაური ჰქონდა. დუელის პირობით, ის ვინც, კენჭისყრის მიხედვით, იქნებოდა პირველი, უნდა შესულიყო ოთახში და მოეკლა თავი. ბედის ირონიით დიუმას შეხვდა \"პიველობა\'. ის შევიდა ოთახში და როდესაც გასროლის ხმის შემდეგ მეგობრები შეცვივდნენ მასთან, დაინახეს სავარძელზე ცამომჯდარი დიუმა, რომელიც გაბრწყინებული თვალებით აღტაცებით წარმოსთქვამდა\"....ამცდა!!\"
