Panic wrote:ციტატა:
guka_15
ძალიან სამწუხაროა რომ არ გსმენიათ არასოდეს
\'ჩუფაქა\' ჩამოყალიბდა 1930 წელს პერუელი ემიგრანტის ტეოდორ ხოსე გალარდოს(1899-1968) მიერ რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა, ტეოდორი და მისი მეგობრები ამერიკიდან იბრძოდნენ პერუელი ქალების უფლებების დაცვისათვის რის გამოც მას პერუში ჩასვლა აუკრძალეს და მეტიც, იგი სახელმწიფოს მტრად და აგენტად გამოაცხადეს, რასაც ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოხმაურება მოჰყვა და ამ ქვეყნების უმეტესობაში შეიქმნა მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები. გადიოდა წლები და ორგანიზაცია ძლიერდებოდა...
1968 წელს ტეოდორი გარდაიცვალა სიმსივნით.
ქალთა დაცვის საზოგადოებები ხშირად იხსენიებენ ტეოდორ ხოსე გალარდო-ს ამაგს როგორც პერუელი და არამარტო პერუელი არამედ მთლიანად ქალების განმათავისუფლებელს და საზოგადოებაში ქალების სრულად ინტეგრაციის ფუძემდებელს.
პანიკ, უკაცრავად მაგრამ ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს ეს ყველაფერი, არასოდეს არ გამიგონია ემიგრანტ ტეოდორ ხოსე გალარდოს(1899-1968) ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობისა და მითუმეთეს მის მიერ პერუელი ქალების უფლებების დაცვის შესახებ. შეგიძლია ინტერნეტში მომაძებნინო მათზე რამე ინფორმაცია? ამხელა ისტორია წესით ასეთი მიჩუმათებული არ უნდა იყოს. ასევე მინდა სხვა დანარჩენ დესპანელებს ვთხოვო , თუ არ შეწუხდებიან მოიძიონ , ან თუ იციან რამე ამ ორგანიზაციის შესახებ პირადში მომწერონ, უბრალოდ საინტერესოა რატომ აქამდე არაფერი არ ვიცოდი მათ შესახებ და რატომღაც დარწმუნებული სხვასაც არაფერი არ ეცოდინება. ეს ყველაფერი გამოგონილ ამბავს ჰგავს, სწორედ ისეთს ბებია , რომ მიყვებოდა ძილის წინ.იმედია ამ ბოლო კომენტარზე არ გამიბრაზდები, ეს ჩემი პირადი აზრია
