შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გააჩნია ოჯახში როგორ მიგიღებენ.იმის მიხედვით მოიქცევი.ზოგს სულ არ უნდა რძალმა დდა დაუძახოს.მითუმეტეს თუ თვითონ გოგოები ყავთ.მე ჩემ დამთილს დედა ვუძახი(ძალიან იშვიათად ვნახულობ ისეც ).ძალიან თბილია ადამაინია და არ გამჭირვებია.ჩემი ქმარი დედიდას ეძახის.ამის გამო ოჯახში პრობლემა არ უნდა შეიქმნას.დედას დაუძახებ თუ არა ,ეს არ გამოხატავს პატივისცემას.
სულ რაღაც თვენახევარში უნდა შევიდე ახალ ოჯახში და მომეცემა საშუალება რეალურად ვიხილო დედამთილი,მამამთილი...და რომ ვფიქრდები ცოტას ვღელავ...არ ვიცი როგორ შემხვდებიან,და ამის მერე შესაბამისად როგორი იქნება ჩემი რეაქცია,ეხლა ვერ ვიტყვი ვერაფერს დედამთილს დედას დავუძახებ თუ არა,მაგას ალბათ ურთიერთობა და დახვედრა მიჩვენებს,ჩემს მეუღლეს არ აქვს პრეტენზია დედამისს დედა დავუძახო...მე მას სახელით მივმართავ,შეიძლება სულ სხვანაირადაც მოხდეს და ,,დედა\" დავუძახო,ამას ალბათ ივლისის თვეში უფრო კარგად დაგიწერთ
დაწყნარდით, ხალხო, სიდედრი სიდედრია, დედამთილი დედამთილი და დედა_დედა! შესაბამისად დედა დედის მეტს არავის არ უნდა დავუძახოთ. ან რა სიამოვნებაა, რძალმა ან სიძემ \"დედა\"გეძახოს_არ მესმის, ამ თვალთმაქცობებს არ ჯობია ჯანსაღი, ადამიანურად კარგი ურთიერთობები?

მე ჩემს დედამთილს სახელით მივმართავ , მამამთილს-მამისსახელით, ჩემი რძალიც დედაჩემს და მამაჩემს სახელით მიმართავს, ასეა ჩემი ძმაც და ჩემი ქმარიც. ეს არანაირ უხერხულობას და დაძაბულობას არ იწვევს, პირიქით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.მთავარია როგორ უგებენ ადამიანები ერთმანეთს. რამდენი ვიცი დედიკო და მამიკო ეძახა დედამთილს და მამამთილს, მაგრამ მერე დახოცეს ერთმანეთი. ასე რომ ,არანაირი აზრი არა აქვს რას დაუძახებ, მთავარია როცა რამეს ეტყვი, ის ისე გაგიგონ ,როგორც შენ გინდა.

მართალი ხარ ბუბუ,მეზობლად მყავს ოჯახი,რძალი რომ მოიყვანეს დედამთილს საშინლად არ უნდოდა ეს გოგო,სულ მის ჭორვაში და ლანძღვაში იყო,ამას რა თქმა უნდა რძალიც ხვდებოდა,ხალხის დასანახად ,,დედიკოს\" და ,,შვილიკოს\" ეძახოდნენ ერთმანეთს და ,,კოცნა-პროშნა\" ჰქონდათ,სახლში კი ხოცავდნენ ერთმანეთს,ჩემს სადარბაზოში ცხოვრობენ ,ჩემიდან ერთი სართულით ქვემოთ,და ცხადია ხმაური ისმოდა ხოლმე....ერთხელ ისე იჩხუბეს რძალმა დედამთილს ნაღვლის ბუშტი გაუხეთქა..რძალს კი კბილები აღარ ჰქონდა და ჩაისვა.....ზოგს შეიძლებოდა გონებოდა რომ ისინი დედა-შვილივით იყვნენ მარა,რეალობაში ეს ხომ ასე არ იყო...ასე რომ რას დაუძახებ,როგორ მიმართავ,ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,დედაჩემს ბებიაჩემისათვის ,,დედა\" არ დაუძახია მაგრამ 28 წელია შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ,.....ასე რომ დედამთილებო გული ნუ დაგწყდებათ,მთავარია ურთიერთობა იყოს ნორმალური...=ko=