↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
იცით თუ არა რომ?...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 226 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ნანანო რავა ხარ? სად ხარ დაკარგული.
არ ვარ დაკარგული,ასე მგონია დაკავებული ხარ და არ მინდა მოგაცდინო.შენ როგორ ხარ,დამაკლდი=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ხელის ჩამორთმევას ფარული მნიშვნელობაც აქვს. როგორც წესი, მამაკაცები ქალებზე ხშირად ესალმებიან ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით. ამიტომ ნამდვილად იციან, რომ ხელი ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს, ზოგს - თბილი, ცხელიც კი, ზოგს - ცივი და ტენიანი. ამ სხვაობით თურმე ადამიანის ტემპერამენტის გარკვევა შეიძლება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ტემპერამენტი, ადამიანში შეიძლება ქოლერიკის, სანგვინიკის, მელანქოლიკისა და ფლეგმატიკის თვისებები შერწყმული იყოს. მაშ ასე:

1. ცხელი და მშრალი ხელები ახასიათებთ სანგვინიკებს. ან შესაძლოა, თქვენი ნაცნობი ამაღლებულ, გულითად ხასიათზეა. ასეთი ადამიანები მოძრავნი და გულღიები არიან, საუბრის დროს ენერგიული ჟესტიკულაცია ახასიათებთ.

2. ცხელი და ტენიანი ხელები ქოლერიკებისთვისაა დამახასიათებელი. შესაძლოა, თქვენი ნაცნობი აღგზნებული ან გაღიზიანებულია. ასეთი ადამიანები მძაფრად რეაგირებენ საუბრის დეტალებზე, გაუწონასწორებელნი არიან, შეუძლიათ მკვეთრად ახარხარდნენ და მერე უცებ ანერვიულდნენ.

3. ცივი და მშრალი ხელები ფლეგმატიკების დამახასიათებელია. როგორც წესი, საუბრისას ფლეგმატიკი ყოველ სიტყვას წონის, ლაპარაკობს ნელა, თითქოს ძალდატანებით. ძალიან ძნელია მისი მოთმინებიდან გამოყვანა, მუდამ აღუშფოთებელი და გაწონასწორებულია. შესაძლოა, ასეთი ადამიანი კლასიკური ფლეგმატიკი არც არის, უბრალოდ, მოცემულ მომენტში თქვენ მის ინტერესს იწვევთ.

4. ცივი და ტენიანი ხელები მელანქოლიკებს აქვთ ხოლმე. შესაძლოა, საუბარში ასეთ ადამიანს ადვილად ატკინოთ გული, და ის კიდევ დიდხანს იდარდებს ამაზე. მისი რამეზე დაყოლიება ძალიან ძნელია, ყველანაირად ეცდება უარის თქმას; მოიმიზეზებს, რომ მაინც არაფერი გამოუვა. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელსაც მიესალმეთ, დღეს რაღაცამ გაანერვიულა, ან დათრგუნულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ოოო, საინტერესოა, მე მელანქოლიკი ვყოფილვარ :( :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ოოო, საინტერესოა, მე მელანქოლიკი ვყოფილვარ :( :(

ვა მართლაა?...და თვისებებიც დაემთხვა?

=lomi =lomi =lomi

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ფსიქოლოგების აზრით, საწერ მაგიდასთან ადამიანის ქცევა მის ტემპერამენტზეც ბევრს ამბობს.

- თავი ძალიან დახრილი გაქვთ ფურცლისკენ:
სხვების ნდობა ნაკლებად გაქვთ. გულდახურული ხართ და მაინცდამაინც უშუალობით არ გამოირჩევით. ამის გამო ყველაფერი იმაზე რთული და მუქი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში არის.

- ღრღნით კალამს:
მეოცნებე მდიდარი წარმოსახვით. ადვილად გაგიტაცებთ ხოლმე რაღაც ახალი, და ძალიან ადვილად აქცევთ ზურგს ძველ გეგმებს და ზრახვებ, მთელი არსებით ახალ საქმეში ეფლობით.

- გვერდზე მიტრიალებული კორპუსით:
სპორტული, დინამიური, ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი. გარშემომყოფები თქვენში ხასიათის ძლიერ შტრიხებს ხედავენ.

- ამაყად ზიხართ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ, წელში გამართული და მხრებდაშვებული:
სავარაუდოდ, ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ცხოვრებაში ყველაფერს მთელი სერიოზულობით უდგებით. ასჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით. ვერავინ დაგარწმუნებთ და გაგაკეთებინებთ იმას, რასაც არ ეთანხმებით და მართებულად არ მიიჩნევთ.

- სულ რაღაცას ღეჭავთ:
ცოტა მოუწესრიგებელი ადამიანი ხომ არ ხართ? მგონი, მომენტალურად გავიწყდებათ ის, რაზეც ერთი წუთის წინ ფიქრობდით და გახსენებას სრულიად ამაოდ ცდილობთ.

- ოდნავ გვერდზე გადახრილი:
ცოტა მორცხვი იქნებით ალბათ, დაცვა და მეურვეობა გჭირდებათ. მეტი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა ყველა სიძნელეს გადაგალახვინებდათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
სიახლე არავისთვისაა, რომ ყვავილები ერთ-ერთი უნივერსალური საჩუქარია. ყველანაირ სიტუაციას და დღესასწაულს უხდება. თუმცა, თქმაც ბევრის შეუძლიაო, ასე თვლიდნენ შორეულ წარსულში.
ყვავილების ენა აღმოსავლეთში დაიბადა და “სელამი” ერქვა. სელამის მიხედვით, ყველა ყვავილს, ყველა არომატს და ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. იყო დრო, როცა ევროპელი ახალგაზრდა კაცები, გოგონები და გათხოვილი ქალბატონები აზარტითა და ენთუზიაზმით ხსნიდნენ საჩუქრად მიღებული თითოეული თაიგულის ენას. არ ეზარებოდათ და ყვავილზე ფურცლებსაც კი ითვლიდნენ. “სელამის” წიგნში 400-მდე მცენარე და მათი მნიშვნელობაა აღწერილი. მაგალითად:

მინდვრის შროშანი - დიდიხანია მიყვარხარ.

ჰერბერები – ფლირტი, მსუბუქი გატაცება

ორქიდეა – ინტიმური ყვავილია, ძალიან ახლო ადამიანებს ჩუქნიან.

საპოვნელა – გახსოვდე!

გერანიები – საიდუმლო შეხვედრას ითხოვს.

ზიზილა - საუკეთესოს სურვილია.

გეორგინები – მიუხვედრელობაში გდებთ ბრალს. იაპონიაში - გაზაფხულის, სიახლოვის, სიმდიდრის და სიხარულის ყვავილია.

შროშანი – სიამაყე

ქრიზანტემების თაიგული მეგობრულ გრძნობებზე გიამბობთ.

გლადიოლუსი – მუდმივობის და მზრუნველობის ნიშანია

ტიტა – სრულყოფილი სიყვარულის სპარსული სიმბოლო. ყვითელი უნაყოფო სიყვარულის ნიშანია, წითელი – ვნებიანის, თეთრი – წმინდა გრძნობის.

მიხაკი – წითელი – აღფრთოვანება, ვარდისფერი – დედობა, თეთრი – სუფთა, უცოდველი სიყვარული.

გვიმრა - გულწრფელობას, მარტოობას და გარემოებებთან შეგუებას ნიშნავს.

ვარდი: წითელი – სილამაზის და სიყვარულის ნიშანია, თეთრი-უმანკოების, ვარდიფერი – ფაქიზი მიზიდულობის, ყვითელი – სიმდიდრის და მზის სიმბოლოა (და არა განშორებისა და ღალატის – როგორც ჩვენთან თვლიდნენ).

“სელამის” მიხედვით, საუკეთესოდ კარტოფილის ყვავილების თაიგული მიიჩნეოდა. ის ნიშნავდა: “შენი ისეთი მშვენიერი ხარ, რომ ყველას ჩრდილავ”.

ზამბახი – მშვიდობის ემბლემა.

მამაკაცების ყვავილებიცაა გამოყოფილი. გლადიოლუსი, ნარცისები, ზამბახი, შროშანი, კაცების საჩუქრადაც გამოდგებოდა, ტიტა (ნაკლებად).

დღეს ყვავილების ენა – სელამი – აღარავის ახსოვს, თაიგულებს კი ისევ ჩუქნიან, მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური მნიშვნელობა მხოლოდ ფერებმა შეინარჩუნეს, ისიც – ნაწილობრივ.

წითელი – გულწრფელ ინტერესს და ვნებას გამოხატავს.

ვარდისფერი – ნეიტრალურადაა მიჩნეული და ნებისმიერ საზეიმო სიტუაციისთვის გამოდგება. ვარდისფერი ახალგაზრდობა და სინაზეა.

ნარინჯისფერი – სიხარულის, მზის და სიმდიდრის ნიშანია.

ყვითელი – სითბოს, სინათლის, სიმსუბუქის და სიხარულის გრძნობას ბადებს.

თეთერი – სიფაქიზე და უცოდველობა. ქორწინებას შეჰფერის.

ვიღაცას მდიდრული ვარდები მოსწონს, სხვას იების თაიგული გააბედნიერებს, ერთს არ უყვარს ტიტა, მეორესთვის გვირილაზე უფრო ლამაზი ყვავილი არ არსებობს, ერთი იასამანზე გიჟდება, მეორეს ნარცისი ურჩევნია: ამიტომ - ძალაშია ზოგადი წესი - აჩუქეთ საყვარელი ყვავილები საყვარელ ადამიანებს! :):):):):):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ერთადერთი ქვეყანა,სადაც არსებობის მანძილზე ახალშობილის დაბადების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა,ვატიკანია.

დედამიწაზე ყოველდღე27 ტონაკოსმოსური მტვერი ცვივა.

იაპონია შეადგენს,ამერიკის შეერტებული შტატების ტერიტორიის 3 პროცენტს ,ხოლო მთელი იაპონიის მიწაორჯერ მეტი ღირს 8 ტრილიონი დოლარი,ვიდრე მთელი ამერიკა.

არაბულად სიტყვა;კაიფი;სადილის შემდეგ დასვენებას,სასიამოვნო უსაქმურობას ნიშნავს

რელიგიური ომები კათოლიკებსა და არა კათოლიკებს შორის ყველაზე ხშირად ეთიოპიაში იმართებოდა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
რა საინტერესო რამებს წერთ,გაიხარეთ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ბეჭედი თითზე

ბეჭედი არა თითზე - ანუ ”ოჯახური მდგომარეობა”. ბეჭედი შეიძლება გეკეთოთ როგორც მარჯვენა ხელის არათითზე (მართმადიდებლებს), ასევე მარცხენა ხელზეც (კათოლიკებს). თავდაპირველად ეს ტრადიცია დაინერგა ძველე ეგვიპტეში. მათ სჯეროდათ, რომ ამ თითიდან გადის სიყვარულის არტერია და უკავშირდება გულს, ამიტომ ეგვიპტელები ქორწინების ბეჭედს იმზადებდნენ სხვადასხვა ლითონებისგან, შუშის და კერამიკისაგან. რომში ტრადიციული საქორწინო ბეჭედი მზადდებოდა რკინისგან ან ბრონზისგან. ჩვენთვის კარგად ცნობილი ოქროს ბეჭდები შემოიღეს მე-3-4 საუკუნეებში.

საჩვენებელი თითი - ”ძალაუფლება”. ”veni,vidi,vici” (მოვიდა-დაინახა-გაიმარჯვა).საჩვენებელ თითზე ბეჭედი - სიამაყის, ძალაუფლების და ძლიერი ხასიათის ნიშანია. ”ძალაუფლების ბეჭედი” მარჯვენა ხელზე მეტყველებს სწორად მოაზროვნე ადამიანზე, მაცხენა ხელზე კი ძალაუფლების მანიაზე და ისტერიულ ხასიათზე. ბეჭედი საჩვენებელ თითზე ეკეთა - ცეზარს, რიშელის და გენრიხ მე-8-ს. გენრიხს ბეჭედი ეკეთა ორივე ხელზე და ცნობილი იყო როგორც დიდებული მონარქი, რეფორმატორი და პარანოიკი.

შუა თითზე - ”ყველაზე მშვენიერი”. ყველაზე გრძელი, ცენტრალური, ის ყველაზე კარგად ახდენს სამკაულის დემონსტრაციას და იმასაც თუ რამდენად მოსწონს თავი მის მფლობელს. ბეჭედი ზუსტად შუა თითზე ეკეთა მერლინ მონროს როცა მღეროდა ბრილიანტებზე. სხვათაშორის ბეჭდის ზომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც უფრო დიდია ბეჭედი, მით უფრო მეტად ცდილობს მისი მფლობელი დაარწმუნოს გარშემომყოფები თავის სილმაზეში.

ბეჭედი ბერა თითზე - საინტერესოა მით უფრო მეტად თუ ბეჭედი ამ თითზე უკეთია მამაკაცს. ამ თითით როგორც ავტოსტოპში, მამაკაცები იძლევიან ნიშანს ”ყურადღება!”. ფსიქოლოგების აზრით ამ თითზე ბეჭდის მფლობელის მთავარი მიზანია დაამყაროს თავისი პოზიციები ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ სფეროში და პირველ რიგში - სექსუალურობაში.

ბერძნები და რომაელები ხელის დიდ თითს თვლიდნენ ფალოსის სიმბოლოდ და იკეთებდნენ მასზე ბეჭედს, სექსუალური ძალის დასაცველად.

ნეკა თითი - ყველაზე მინიატურული გვერდია ჩევნი ხელების. ეს ერთ-ერთი ადგილია რომელზეც კეთდება პლიუსი ნიშანი გრაფასი. ბეჭედი ნეკა თითზე ”შემოქმედებითი ნიჭი” - უკეთიათ მსახიობებს, მხატვრებს, დიზაინერებს.მარლინ დიტრიხი ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
დიდი სურვილი მქონდა ამ ტემასთან დაკავშირებით სურათიც დამედო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის!!

ანორექსიის მსხვერპლი
რეკლამის დანიშნულებაა - გააცნოს ხალხს ახალი პროდუქცია და შეაყვაროს ის. თუმცა ეს შემთხვევა არის სრული ანტირეკლამა - ცნობილმა იტალიელმა ფოტოგრაფმა, ტოსკანმა გადაიღო შოკისმომგვრელი ფოტოები, ანორექსიით დაავადებული მოდელების. თუ ბოლო წლების განმავლობაში ყველა საუბრობდა ნულოვან ზომაზე (ზერო სიზე) და ქალები ოცნებობდნენ მიეღწიათ ამ შედეგებისთვის, დღეისათვის, სამოდელო ბიზნესში მოდელები იმსხვერპლა ამისწრაფებამ და ისინი კვდებიან შიმშილისგან პირდაპირ პოდიუმზე.
სწორედ იმ ქალბატონებისათვის ვინც ოცნებობს წონის დაკლებაზე ტოსკანმა გადაიღო ეს ფოტოები, მათ საყურადღებოთ. ამ რეკლამის მთავარი გმირია 27 წლის მოდელი, ისაბელ კარო, მისი წონა შეადგენს სულ 31 კილოგრამს. იზაბელის თქმით მისი ანორექსიული დაავადება გამოიწვია მძიმე ბავშვობამ. თუ ჩვეულებრივ ქალები მხოლოდ ოცნებით შემოიფარგლებიან გახდომაზე, მოდელებს პირიქით, დიეტების გარეშე არ შეუძლიათ ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმუშევრობა ემუქრებათ. ანორექსიით გარდაიცვალა ცნობილი მოდელი და არმანის მუზა - 21 წლის ბრაზილიელი მოდელი, ანნა კაროლინა რესტონი. სიკვდილის მიზეზი გახდა ანორექსიული ნერვოზი და ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვა და დასუსტება.
ასე რომ დაფიქრდით სანამ გადაწყვეტდეთ წონაში დაკლებას სრული შიმშილით და ორგანიზმის გამოფიტვის მეთოდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
სიცრუე კულტურული ადამიანის თვისებაა, თორემ ველური რომ მოკლა ტყუილს ვერ გეტყვის, არ შეუძლია მის ტვინში არარის სიცრუის ადგილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
თქვენ აყენებთ პიტნის ჩაის, როდესაც გინდათ ცხელ ამინდში გაგრილება იმისთვის, რომ მხნედ იგრძნოთ თავი და იხეხავთ კბილებს ჯანსაღი სუნთქვისთვის, მაგრამ თქენ ჯერ კიდევ არ იცით პიტნის შესახებ ყველაფერი.
პიტნა ხსნის ალკოჰოლურ ბრუჟს, მის ამ თვისებას რომაელები იყენებდნენ: ისინი ღეჭავდნენ პიტნას სუფრის შემდეგ, რათა დაეწყნარებიათ კუჭი და ხელი შეეწყოთ საჭმლის მონელებისთვის.
როგორც გაირკვა, სწორედ ორი ფინჯანი პიტნის ჩაი დღეში საკმარისია იმისათვის, რომ ... მოვიშოროთ სხეულზე ჭარბთმიანობა. მეცნიერებმა ალმანახიდან Phytherapy Research გააკეთეს აღმოჩენა: პიტნა ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის შემცირებას სისხლში და ეს მცენარის ყველა იმ ცნობილ სამედიცინო თუ კოსმეტიკურ თვისებებთან ერთად, რომლის ყინულოვანი არომატიც სხვა არაფერთან აგერევათ. მაგრამ გადახვალთ თუ არა პიტნის ჩაიზე, არ იჩქაროთ ჩაის პაკეტების გადაგდება. გამოიყენეთ ის როგორც ნიღაბი. ის ხსნის ქუთუთოების შეშუპებას. არც პარფიუმერები რჩებიან გულგრილნი პიტნის ქორფა ფოთლების არომატისადმი. მანდარინსა და ჟასნიმთან ერთად ის იგრძნობა Aqua Allegoria Mentafolia-სა Guerlain-საგან და Very Irresistible-ში Givenchy-საგან მამაკაცის არომატის საზაფხულო ვერსიაში. ამ უკანასკნელში პიტნა შეხამებულია გრეიფრუტთან, კუნჯუტსა და ყავასთან. 2006 წლის დასაწყისში დასავლეთი ვირჯინიის იეზუიტთა უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს სუნის გავლენა ყურადღების კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობაზე. ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ მოსამსახურეები უფრო სწრაფად და შედეგიანად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, თუ ოფისში პიტნის სუნი დგას. ხოლო თუ მძღოლები 15 წუთში ერთხელ შეისუნთქავენ პიტნის სუნს, ისინი ნაკლებად იღლებიან ავტომობილის ხანგრძლივი ტარებისას. აი აქ კი გაახსენდათ მეცნიერებს, რომ ჯერ კიდევ რომაელი ფილოსოფოსი პლინიუმ უფროსი ურჩევდა თავის მოსწავლეებს პიტნის გვირგვინის ტარებას ტვინის მუშაობის სტიმულირებისთვის.
ამბობენ, რომ პიტნის ესენციის ორიოდე წვეთი ანელებს რისხვასა და ეჭვიანობას. ძველი დროიდან ცნობილია პიტნის გამოყენების უფრო პრაქტიკული დარგები. გინდათ ღრძილების გამაგრება? დაამატეთ პიტნის ზეთის ერთი წვეთი კბილის პასტაში. თავის ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების ნორმალიზება გსურთ? გადაივლეთ ცხიმიან თმებზე პიტნის ნაყენი. დააწყნაროთ აბობოქრებული კუჭი? გაიკეთეთ მუცლის მსუბუქი მასაჟი პიტნის ეთერზეთის ნებისმიერ სხვა ზეთთან ნარევის გამოყენებით. გაწუხებთ გულის რევა და შაკიკი? უბრალოდ ისუნთქეთ მისი არომატით. ხოლო `პიტნის შაქარყინულის~ ბოროტად გამოყენება არ ღირს ჯანსაღი სუნთქვისთვისაც კი. ხშირად მათ შემადგენლობაში შედის ხელოვნურად სინთეზირებული პიტნა. შეურიეთ მისი ეთერზეთის რამოდენიმე წვეთი ყურძნის კურკის ცივად გამონაწურ ზეთს და წაისვით ეს ნარევი ფეხებზე ტერფიდან მუხლებამდე, ქვემოდან ზემოთ, სიარული მეორე დღესვე უფრო მსუბუქი იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისათვის,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს,პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა. ______________ტალეირანი.______________

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
chiche wrote:
ციტატა:
ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისათვის,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს,პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა. ______________ტალეირანი.______________

როგორი აბსოლიტური ჭეშმარიტებააა ჩიჩე =goooood =goooood =goooood

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts153
კარმა7
OFFLINEPROFILE
ერთნაირად საშიშია როცა გიჟს ხმალს აძლევენ და უსინდისოს ძალაუფლებას. ___________________________ჰაინე______________________

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 226 posts ] 
იცით თუ არა რომ?...
დესპანი