სიკვდილმისჯილს მისცეს ერთი ფრაზის თქმის უფლება მოკვდინების მეთოდის შესარჩევად: თუ ის სწორს იტყოდა, ჩამოახრჩობდნენ, ხოლო თუ სიცრუეს - წყალში დაახრჩობდნენ. შედეგად სიკვდილმისჯილმა ისეთი რამე თქვა, რომ ის გაათავისუფლეს. რა თქვა ასეთი?
მგონი არავინ გიპასუხათ ქ-ნი მანა
სიკვდილმისჯილმა თქვა: \"თქვენ მე წყალში დამახრჩობთ\"
რომ დაეხრჩოთ, გამოვიდოდა რომ სიმართლე უთქვამს და ამისათვის მას ჩამოხრჩობა ეკუთვნოდა. რომ ჩამოეხრჩოთ, ე.ი. სიცრუე უთქვამს და ამისათვის უნდა წყალში დაეხრჩოთ. ასე რომ ვერცერთი მეთოდით ვეღარ დასაჯეს და გაათავისუფლეს
