↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
მე წითელი მიყვარს ყველაზე მეტად,
აქსესუარებსაც კი ჭითელს ვხმარობ ძირითადად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
მიხაილ I ფიოდოროვიჩი (რუს. Михаил I Фёдорович) (* 22 ივლისი 1596, მოსკოვი; † 23 ივლისი 1645, იქვე) - რუსეთის პირველი ცარი რომანოვთა დინასტიიდან 1613-1645 წლებში. იყო ძე ფიოდორ ნიკიტიჩ რომანოვისა (მოგვ. პატრიარქი ფილარეტი) და ქსენიასი (გაურკვეველი წარმოშობის, მოგვ. ცნობილი როგორც დიდი მონაზონი მართა).

ბიოგრაფია :

რუსეთის მეფედ მიხაილი ერთხმად აირჩა 1613 წლის 21 თებერვლის სრულიად მოსკოვის ეროვნულ ასამბლეაზე, თუმცა საბჭოს წარგზავნილებმა ახალგაზრდა მეფე და დედამისი მხოლოდ 24 მარტს აღმოაჩინეს იპატიევის მონასტერში კოსტრომასთან. თავდაპირველად მართა წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას იმ მოტივით, რომ მისი ვაჟი ძალიან ახალგაზრდა და თოთო იყო გაჭირვების ჟამს ამგვარი რთული მოვალეობის შესასრულებლად. თუმცა ბოლო მომენტში მიხაილი დათანხმდა ტახტის მიღებას, ვინაიდან შეშინებული ბოიარები ერთხმად აცხადებდნენ, რომ უარის შემთხვევაში მიხაილი დადანაშაულდებოდა ღვთის წინაშე მოსკოვის კნიაჟესტვოს განადგურებისთვის.

მიხეილი იპატიევის მონასტერში

ამ დროისთვის მოსკოვი იმდენად გაპარტახებული იყო, რომ მიხაილს რამდენიმე კვირით მოცდა მოუწია ტროიცის მონასტერში, მოსკოვიდან ასიოდე კილომეტრში, რათა ქალაქში მისთვის შესაბამისი საბრძანებელი მოემზადებინათ. ის მეფედ 22 ივლისს აკურთხეს. მეფის პირველი განკარგულება იყო კნიაჟესტვოს გაწმენდა მძარცველებისგან, რომელთა სათარეშოდ იყო ქცეული მთელი მოსკოვის შემოგარენი. შვედეთი და პოლონეთი მოშორებულ იქნა შესაბამისად სტოლბოვოს მშვიდობისა (10 მარტი, 1617) და დეულინას ზავით (13 თებერვალი, 1619). დეულინას ზავის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მეფის მამის გადასახლებიდან დაბრუნება, რომელმაც შემდომში მმართველობა აიღო ხელთ გარდაცვალებამდე (1633 წლის ოქტომბერი), მიხაილი კი მხოლოდ ქვეშევრდომის როლს ასრულებდა.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით მეფე მიხაილს ფეხი სტკიოდა და ვერ დადიოდა. თუმცა შესაძლოა ეს მცდარი დასკვნა იყოს იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მეფეებს ტახტზე ასვლაში ორივე მხარეს მისი უახლოესი მრჩევლები უნდა მიჰყოლოდნენ ოფიციალურ ცერემონიებზე. მიხაილი საკმაოდ ნაზი და უწყინარი პრინცი იყო, რომელსაც იშვიათად თუ ვინმე გაენაწყენებინოს და, როგორც წესი, თავს მრჩეველებს აფარებდა ხოლმე. თუმცა ზოგიერთი მრჩეველი საკმაოდ კორუმპირებული და გამყიდველი ჰყავდა, დედის ნათესავი სალტიკოვების მსგავსად. მან ორჯერ იქორწინა, პირველად პრინცესა მარია ვლადიმიროვნა დოლგორუკოვაზე (1624), რომელიც ქორწინებიდან 4 თვეში გარდაიცვალა, შემდეგ კი ევდოკია სტრეშნევაზე (1608-45), რომელმაც მას 10 შვილი გაუჩინა. ქალიშვილი ირინას დანიის პრინც ვალდემარზე ქორწინების ჩაშლა მიზეზი გახდა იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მართლმადიდებლობაზე უარი განაცხადა. ეს ფაქტი ნაწილობრივ უნდა გამხდარიყო მიზეზი მეფე მიხეილის სიკვდილისა 1645 წლის 12 ივლისს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ესეც ჩემი ერთ-ერთი უსაყვერლესი პოეტი (სამწუხაროდ ფოტოების გარეშე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო)

ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში \"არამიანცის\" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

ბავშვობა და სიყმაწვილე

წალენჯიხა

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

ადრეული პატრიოტული მოღვაწეობა
ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.[1]

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.[2]

ეს ტერენტის წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია.

თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა

ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს.

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

სამწერლო კარიერის დასაწყისი

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

ინტერესები

მ.ბოჭორიშვილი, ტ.გრანელი, გ.ტაბიძე, ხ.ვარდოშვილი

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“[3]

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

სოციალური მდგომარეობა და ხასიათი

ტერენტი გრანელი

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.

ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები, უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

\"გაწითლების\" შედეგები

1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია.დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები,რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული.იგი ხმამაღლა უარყოფს \"პარტიულ პოეზიას\".ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს.ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -\"1921\",\"პოეზია\", \"ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს\" და ა.შ.როგორც ცნობილია გრანელს არც-ერთი ლექსი არ მიუძღვნია \"წითლებისათვის\". ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად დაიწყო მისი შევიწროვება.პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს,მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო.არსებობს ვარაუდები იმის შესახებ,რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.

\"MEMENTO MORI\"

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“.თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო \"გაფრენილი დღეები\"თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა \"MEMENTO MORI\".იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და \"MEMENTO MORI\"(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. [4]. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

ბოლო წლები და სიკვდილი

პოეტის ბოლო წამები

პეტრე-პავლეს სასაფლაოს საფლავის ქვა

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს.

გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“. სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

\"...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.\"[5]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
სარკე - სახლის დეკორაციის ელემენტი.
დიზაინერები ტყვილად არ თვლიან სარკეს სახლის დეკორაციის საინტერესო და განსაკუთრებულ ელემენტად. გემოვნებით შერჩეულ სარკეს შეუძლია გააცოცხლოს მოსაწყენი ინტერიერი. მას ასევე შეუძლია დაფაროს დეფექტები და შექმნას სინათლის ილუზია.

გამადიდებელი შუშა
ძველად სარკე ითვლებოდა მაგიურ ნივთად, აღსავსედ საიდუმლეობებით და გამოცანებით. დღეისთვის კი სარკე აუცილებელი ატრიბუტია სახლის ინტერიერის და თავისებური დიზაინის შესაქმნელად. თუ სარკეს დაკიდებთ ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, ის თქვენს ოთახს შესძენს მეტ სინათლეს, რაც აუცილებელია ბნელი ოთახისთვის. დიდი სივრცის ილუზიას მიიღებთ თუ ჩამოკიდებთ დიდ სარკეს.

სარკე რომელიც არის განთავსებული მთელი კედლის ზომაზე ოპტიკურად აორმაგებს ოთახის სიგანეს ან სიგრძეს. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გამოკვეთო რეალური და ოპტიკური სივრცის საზღვრები. ამისათვის სარკიან კედელთან დადგით რომელიმე ავეჯის ატრიბუტი, იქნება ეს პატარა დივანი, სამეული თუ მხოლოდ ჟურნალების მაგიდა.
ოთახის გადიდების ილუზიის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა თუ ორ სარკეს ჩაოკიდებთ ერთმანეთის მოპირდაპირე კედლებზე და გაანათებთ მათ ზემო და გვერდითი შუქებით.

შესასვლელში კარგია დიდი სარკის ჩამოკიდება, იმისათვის რომ თავს ხედავდეთ მთლიანად.
დიზაინერები ამტკიცბენ, რომ სარკეში მთავარი დეტალია მისი ჩარჩო. დღეს დღეობით აქტუალურია როგორც ხის, ასევე შეებილი სხვაასხვა ფრად ჩარჩოები ან გალაკული. მთავარია ის უხედებოდეს სახლის ინტერიერს. არსებობს ასევე სარკეები ჩარჩოს გარეშე, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა სიმეტრიის ფორმებით, თუმცა უმჯობესია სარკე იყოს მაინც სტანდარტული ფორმის, რომელიც უფრო ადვილად ესადაგება სახლის ინტერირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts110
კარმა57
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
ესეც ჩემი ერთ-ერთი უსაყვერლესი პოეტი (სამწუხაროდ ფოტოების გარეშე, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო)

ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში \"არამიანცის\" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

ბავშვობა და სიყმაწვილე

წალენჯიხა

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

ადრეული პატრიოტული მოღვაწეობა
ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.[1]

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.[2]

ეს ტერენტის წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია.

თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა

ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს.

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

სამწერლო კარიერის დასაწყისი

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

ინტერესები

მ.ბოჭორიშვილი, ტ.გრანელი, გ.ტაბიძე, ხ.ვარდოშვილი

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“[3]

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

სოციალური მდგომარეობა და ხასიათი

ტერენტი გრანელი

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.

ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები, უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

\"გაწითლების\" შედეგები

1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია.დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები,რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული.იგი ხმამაღლა უარყოფს \"პარტიულ პოეზიას\".ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს.ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -\"1921\",\"პოეზია\", \"ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს\" და ა.შ.როგორც ცნობილია გრანელს არც-ერთი ლექსი არ მიუძღვნია \"წითლებისათვის\". ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად დაიწყო მისი შევიწროვება.პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს,მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო.არსებობს ვარაუდები იმის შესახებ,რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.

\"MEMENTO MORI\"

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“.თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო \"გაფრენილი დღეები\"თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა \"MEMENTO MORI\".იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და \"MEMENTO MORI\"(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. [4]. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

ბოლო წლები და სიკვდილი

პოეტის ბოლო წამები

პეტრე-პავლეს სასაფლაოს საფლავის ქვა

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს.

გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“. სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

\"...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.\"[5]

სურათი აღარ არსებობს

გუკა ტერენტი გრანელი ჩემი უსაყვარლესი პოეტია,ბავშვობიდან მიყვარს, დღემდე მაქვს რვეული სადაც ტერენტის ლექსებს ვწერდი და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექსი რომელიც ზეპირად ვიცი არის \"მოგონება ქარში\"

\"მოგონება ქარში\"
ქარია მძლავრი და საღამოა,
ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან,
იმას არ ველი,ის აღარ მოვა
იმაზე წუხელ არ მიფიქრია.
მზე დაიმალა ყვითელი ფერით,
არც ეს ბინდია ქარზე ნაკლები.
მთაზე ჩამოწვა ლურჯი ღრუბელი
ღრუბელი მსგავსი მაღალ აქლემის.
ქარია ისევ და საღამოა,
ქარმა ჩემს სურვილს ფრთები მოსტეხა
ის არ მოსულა ის აღარ მოვა,
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც.
ღამდება და მეც ვცილდები საზღვარს,
საღამოს დარდი უფრო მწარეა.
იქ ალბათ თეთრი თოვლია სადღაც,
იქ შორეული სიმწუხარეა
ო,ყოველივე როგორ მომბეზრდა
ქარია ისევ და საღამოა.
ის დაიკარგა ქარში ოდესღაც,
იმას არ ველი,ის აღარ მოვა.:(

ტ ე რ ე ნ ტ ი გ რ ა ნ ე ლ ი
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
guka_15 პატივისცემით
http://ru.youtube.com/watch?v=fE5RlZY1Zf8&feature=related

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
che wrote:

:) :) ჩე,მაგარია, კარმა ჩემგან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts110
კარმა57
OFFLINEPROFILE
გუკა,ჩე და ნაბულა და ვისაც უყვარს კიდევ ტერენტი გრანელი ორი ვიდეო დავდე ტერენტი გრანელის პირველ გვერდზეა შეგიძლიათ ნახოთ:) :) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ნინიკა,ძალიან ვისიამოვნე,დიდი მადლობა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
guka 15 და ყველას ვისაც ტერენტი გრანელი უყვარს

http://profile.myspace.com/index.cfm?fuseaction=user.viewprofile&friendid=292176533

=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჯერ მოგესალმაბი გუკა მერე კი მადლობას გეტყვი ცჰემო კაეგო გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
guka_15 პატივისცემით
http://ru.youtube.com/watch?v=fE5RlZY1Zf8&feature=related

ძალიან მიხარია, თქვენც თუ გიყვართ ეს უსაყვარლესი პოეტი.ვიდეოთი უზომოდ ვისიამოვნე, დიდი მადლობა=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
guka 15 და ყველას ვისაც ტერენტი გრანელი უყვარს

http://profile.myspace.com/index.cfm?fuseaction=user.viewprofile&friendid=292176533

=sher=

ბაზი, უღრმესი მადლობა.ძალიან ვისიამოვნე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
არისტოკრატიული წოდებები:
ბარონი
ბარონი (ვა, რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაა: ადამიანი, მამაკაცი), დასავლეთ ევროპაში მეფის უშუალო ვასალი. მოგვიანებით თავადაზნაურთა ტიტული. ინგლისის უმაღლეს თავადაზნაურობის იერარქიაში ბარონს უკანასკნელი ადგილი უჭირავს. უფრო ფართო გაგებით, ბარონს უწოდებენ ინგლისის თავადაზნაურობის ზედაფენას, ლორდთა პალატის მემკვიდრეობითს წევრებს. საფრანგეთსა და გერმანიაში ეს ტიტული უფრო დაბლა იდგა, ვიდრე გრაფისა. რუსეთში პეტრე I-მა შემოიღო ბალტიისპირეთის გერმანელ თავადაზნაურობის ზედაფენის წარმომადგენელთათვის.

გრაფი

გრაფი (გერმ.: Graf, ლათ.: Comes, ინგლ.: Earl, ფრანგ.: Comte, იტალ.: Conte) ევროპული არისტოკრატული ტიტულია. სახელწოდება \"გრაფი\" გერმანული ენიდანაა ქართულში შემოსული. ტერმინის ეტიმოლოგია:
გერმანული ენა - \"გრაფი\" (Graf)
ძველი ლიტერატურული გერმანული ენა - \"გრაფიო\", \"გრაფო\" (Grafio, Gravo)
სავარაუდოდ საშუალო ლათინური ენა - \"გრაფფიო\" (Graffio)
ბიზანტიის ხანის ბერძნული ენა - \"გრაფეუს\", \"სუგგრაფეუს\" (

ბერძნული \"გრაფეუს\" ითარგმნება, როგორც: \"ის, ვინც საბჭოს კრებს\". გვიანრომაულ ხანაში ლათინური \"კომეს\" ეწოდებოდა მაღალი რანგის საიმპერიო საფინანსო საქმეთა მოხელეს (ლათ.: comes largitionum).

მეროვინგების და ფრანკების სამეფოს პერიოდში გრაფი სამეფო სახელოს მატარებელი პიროვნება იყო, რომელიც რაიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (საგრაფო, გაუ) ხელისუფლებით იყო აღჭურვილი და გარკვეულ სფეროში (მარკა, სამეფო ციხესიმაგრე, სამეფო სასახლე/პალატი, სამეფო დომენი) მეფისნაცვალს წარმოადგენდა. თავდაპირველად გრაფები სამხედრო უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი, შემდგომში ამას დაემატა სასამართლო, საფინანსო და ადმინისტრაციული ძალაუფლება. გრაფის ინსტიტუტი ფრანკების სამეფოდან გავრცელდა საფრანგეთში, ინგლისში (ქაუნტი), ესპანეთში, იტალიაში და უნგრეთში (კომიტატი). XI-XII საუკუნეებში გრაფის ინსტიტუტი სამოხელეო ინსტიტუტიდან საგვარეულო-არისტოკრატულ ტიტულარულ ინსტიტუტად გადაიქცა. ასე რომ გვიან შუა საუკუნეებში გრაფი, როგორც მოხელე მხოლოდ მემკვიდრეობითი არისტოკრატი შეიძლება ყოფილიყო.

გერმანული არისტოკრატია იყოფოდა 2 კლასად: მაღალ და დაბალ არისტოკრტებად. გრაფები მაღალი არისტოკრატიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. გრაფის მეუღლე იყო \"გრაფინია\" (გერმ.: Gräfin), ვაჟები ასევე \"გრაფებად\" იწოდებოდნენ, ხოლო გაუთხოვარი ქალები \"კომტესა\"-ად (გერმ.: Komtess). ზრდილობიანი მიმართვის ფორმები იყო:
\"მაღალკეთილშობილებავ\" (გერმ.: Hochwohlgeboren) - დაბალი არისტოკრატიიდან წარმომავალი გრაფები, რომლებიც მემკვიდრეობით ფეოდს არ ფლობდნენ.
\"უგანათლებულესობავ\" (გერმ.: Erlaucht ) - მაღალი არისტოკრატიიდან წარმომავალი გრაფები, რომლებიც მემკვიდრეობით ფეოდს ფლობდნენ.

გერმანულ სფეროში არსებობდა ე.წ. \"მეორეხარისხოვან გრაფის\" ტიტულიც, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საგრაფო ფეოდის მფლობელი და შემდგომში მისი მემკვიდრე, ურავლეს შემთხვევაში უფროსი ვაჟი, (იხ.: ფიდეი კომისუმ) რჩებოდა გრაფად, ხოლო დანარჩენი მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილი შვილები ბარონის ტიტულს ატარებდნენ. 1919 წელს გერმანიაში წოდებების გაუქმების შემდეგ ბევრმა \"მეორეხარისხოვანმა გრაფებმა\" გრაფის ტიტულის, როგორც გვარის შემადგენელი ნაწილის ტარების უფლება დაკარგეს.

ერლი

ერლი (ინგლ.: Earl) არის ბრიტანული არისტოკრატიული ტიტული, რომელიც გრაფის ტიტულს შეესაბამება.

სახელწოდება \"ერლი\" წარმოიშვა დანიური \"იარლი\"-დან და დანიელთა მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ ამ უკანასკნელში გავრცელდა. მან შეცვალა მანამდე ხმარებაში მყოფი საქსონური ტიტული \"ეალდორმანი\". \"ერლი\" XIV საუკუნემდე ინგლისური არისტოკრატიის უმაღლესი ტიტული იყო.

1355 წელს ედუარდ III-ემ თავის შვილს ედუარდს მეტსახელად \"შავ პრინცს\" კორნუოლის ჰერცოგის ტიტული უბოძა და ამით ერლის ტიტულმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 1386 წელს რიჩარდ II-ემ რობერტ დე ვერი დუბლინის მარკიზი გახადა და ერლის ტიტული კიდევ ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა.

დღეისათვის ერლის ტიტული მხოლოდ არისტოკრატული ტიტულია და არავითარი ტერიტორიული ხელისუფლების მქონე არაა. \"ერლს\" ისევე როგორც \"ვიკონტს\" და \"ბარონს\" მიმართთავენ შემდეგი თავაზიანი ფორმით: \"ნამდვილად ღირსეულო\" (ინგლ.: Right Honourable).

ვიკონტი

ვიკონტი (ფრანგ.: Vicomte, ინგლ.: Viscount, იტალ.: Visconte) ევროპული არისტოკრატიული ტიტულია. სახელწოდება მოდის ლათინური \"ვიკეკომეს\" ან \"ვიცეკომეს\"-იდან (ლათ.: Vicecomes) და ნიშნავდა გრაფის ნაცვალს, ვიცე-გრაფს. ინგლისში და საფრანგეთში ამ ტიტულის მქონე ადამიანი დგას ბარონსა და გრაფს (ინგლ.: ერლი, ფრანგ.: კონტი) შორის.

ტიტული პირველად გამოჩნდა საფრანგეთში 819 წელს და ინგლისში სავარაუდოდ ნორმანების მიერ უნდა იყოს შეტანილი. ხშირ შემთხვევაში \"ვიკონტის\" ტიტულს გრაფების ან მარკიზების უფროსი ვაჟები ატარებდნენ.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
გუკა უმაგრესი ხარ,ძალიან ძალიან საინტერესო რამებს დებ,თან სახლისოცაა,გაიხარე!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი