zvigeni wrote:ციტატა:
ნინო მართალი ხარ! და ქალბატონო მანა დიდი მადლობა, არ მიმაჩნია პირადად მართლად საზოგადოების გახლეჩვა ორ ნაწილად ოპოზიციის მომხრეებად და მთავრობის მომხრეებად ამაში გეთანხმები ნინო. ერთმანეთის პატივისცემა უნდა გააჩნდეს ხალხს. მეც ვიცი და ვხედავ თუ რა უმუშევრობაა საქართველოში და რამდენი პრობლემები და მის ფონზე შადრევნების ჩუხჩუხიც არ ჩაისმის ბულბულივით მაგრამ მთავარი ისაა და იმის მეშინია რაც ქართველმა ხალხმა 90იან წლებში განვლო და საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ხალხიო რომ იძახით, ქართველი ხალხი არ იყო ის საქართველოს პირველი პრეზიდენტი რომ გააქცია და ხელისუფლების სათავეში იოსელიანი , კიტოვანი და სიგუა მოიყვანა? ქართველები არ იყვნენ ისინი თბილისში სამოქალაქო ომში ერთმანეთს რომ ხოცავდნენ? ვინც პრეზიდენტი გააქცია და მოსაკლავად დასდევდნენ ამ უდიდეს პატრიოტ ადამიანს? ქართველები არ იყვნენ მხედრიონში იმის ნაცვლად რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის ებრძოლად საყაჩაღოდ შეესიენ აფხაზეთს? აი ეს არ უნდა განმეორდეს!!!!!!!!! და ხელისუფლება ცივილურად უნდა შეიცვალოს და კონსტიტუციურ ფარგლებს არ უნდა გასცდეს ოპოზიცია. ყველამ კეთილი ინებოს და კანონს სცეს პატივი. ის რაც ჩემმა თაობამ გაიარა არ მინდა მომავალმა თაობებმა ნახოს ამიტომაც ვამართლებ რომ 7 ნოემბერს მიტინგი დაშალეს და ქვეყანა არ ამოაგდეს კალაპოტიდან.
ზვიგენ,ქართველების სირცხვილი იყო თითოეული ეგ ფაქტი,რაც ზემოთ ჩამოთვალე და მათ შორის ის 7 ნოემბერიც:(არავის უნდა ეგ მოვლენები კიდევ ერთხელ განმეორდეს,არავის!კონსტიტუციურ ფარგლებს არ უნდა გასცდეს ხელისუფლებაც,მართალი ხარ,კანონს პატივი უნდა სცეს ყველამ,იმასაც დავამატებდი,რომ კანონის პატივისცემა ხელისუფლებისგან პირველ რიგში უნდა მოდიოდეს,და კანონები კიდევ უნდა იყოს იმ ქვეყანას მორგებული და არა უბრალოდ ჩაწერილი და სავალდებულო...ქვეყანა კალაპოტიდან მაშინ ამოვარდა,როცა ხელისუფლებამ დაიწყო ხალხის შეურაცხყოფა და \"აგდება\"
